ძიება - * | ნაპოვნია: 295

2019 წლის ანიმაციური ფილმის “ადამსების ოჯახი“ გაგრძელება ყველაზე უცნაური და გოთური, ადამსების ოჯახის შესახებ. მროტიშა და გომესი თავზარდაცემულები არიან იმით, თუ რამდენად სწრაფად იზრდებიან მათი შვილები, რომლებიც სულ უფრო ხშირად ტოვებენ ოჯახურ სადილს და მას გაცილებით სისხლის გამყინავ საქმიანობას ამჯობიენებენ. შედეგად, ოჯახური კავშირის დასაბრუნებლად, მშობლები უენდსის, პაგსლის და ბიძია ფესტერის არცთუ ისე ბედნიერ ერთობლივ მოგზაურობაში წაყვანას გადაწყვეტენ თავიანთი მოჩვენებების კამპერით. მათ მხიარულ თავგადასავალს მთელს ამერიკაში, გმირები მათი სტიქიიდან გამოჰყავს, სადაც ისინი გომესის ლეგენდარულ ბიძაშვილს და ბევრ უცნაურ ახალ პერსონაჟს შეხვდებიან.

პატარა ქალაქში გადასვლის შემდეგ, ორმა მოზარდმა, დედასთან ერთად, გაარკვია, რომ მათი ოჯახი დაკავშირებულია მოჩვენებებზე მონადირეებთან და ბაბუამ მათ დაუტოვა იდუმალი მემკვიდრეობა.

მთავარმა გმირმა და დიდებულმა მეომრებმა ძალები უნდა გააერთიანონ და ერთად წავიდნენ ეპიკური მოგზაურობაში, რათა ჯადოქართა იდუმალ ორდერს შეებრძოლონ, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებს.

იზოლირებულ ორეგონის ქალაქში, საშუალო სკოლის მასწავლებელი და მისი შერიფი ძმა ხვდებიან მის იდუმალ სტუდენტს, რომლის ბნელი საიდუმლოებები საშინელ შეხვედრებს იწვევს წინაპართა არსებასთან.

ტომასი და ბეა დაქორწინდნენ, ახლა პიტერთან და მის კურდღლების ოჯახთან ერთად ცხოვრობენ. ბაღში ცხოვრებით თავმობეზრებული პიტერი დიდ ქალაქში წავა, გაიცნობს საეჭვო პერსონაჟებს და მთელ ოჯახს ქაოსსა და აურზაურში გაჰხვევს...

1980 წელს ჩიკაკოში 10 წლის ბიჭი საშობაო საჩუქრის მისაღებად უახლეს და ყველაზე მაგარ ვიდეო თამაშების სისტემაში დავალებას გადის.

შანგ-ჩი - კუნგ-ფუს ოსტატია, რომელიც იზოლაციაში გაიზარდა და მისი მამის მანდარინის ხელმძღვანელობით მრავალი ვარჯიშის წყალობით ბავშვობიდანვე სრულყოფილად აითვისა საბრძოლო ხელოვნება

კონკია

Cinderella

ახალი თამამი ხედვა კონკიას ტრადიციული ისტორიისა, რომელშიც ჩვენი გმირი – ახალგაზრდა ამბიციური გოგონაა, რომლის ოცნებები იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე სამყარო ამის საშუალებას იძლევა. თუმცა მისი საოცარი თანაშემწის ჯის დახმარებით მას შეუპოვრობის გამოვლენა და თავისი ოცნებების რეალობაში ასრეულება შეუძლია…

ეყრდნობა დისნეილენდის პარკში არსებულ ატრაქციონს, პატარა ნავს, რომელიც მოგზაურთა ჯგუფს სახიფათო ცხოველებითა და რეპტილიებით სავსე ჯუნგლებში მიუძღვება,

მათი მემკვიდრის სიცოცხლის გადარჩენის შემდეგ, მარტოხელა გველის თვალები მიესალმება ძველ იაპონურ კლანს, რომელსაც ჰქვია არაშიკაგე, სადაც მას ასწავლიან ნინძა მეომრის გზებს

უკვდავ ლეგენდაზე დაფუძნბული ეპიკური სათავგადასავლო ფენტეზი, მეფე არტურის თავზეხელაღებული და ჯიუტი ახალგაზრდა ბიძაშვილის, სერ გავეინის და იდუმალი მწვანე რაინდის შესახებ. ისინი არნახული გამბედაობის, სიმამაცის, პატივისა და ჯადოსნური ძალების დროში ცხოვრობენ და საკუთარი ღირსების დასამტკიცებლად სერ გავეინი გაბედულ მოგზაურობაში მიდის, რათა მწვანე რაინდს შეებრძოლოს, რა დროსაც, მთავარ მოწინააღდეგემდე მისაღწევად, ის გზაში მოჩვენებებს, გიგანტებსა და ყაჩაღებს ებრძვის

ჯ. ე. უაიტის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნის ადაპტაცია, საშინელი ისტორიებით შეპყრობილი ბიჭის სახელად ალექსის შესახებ, რომელიც ბოროტი ახალგაზრდა ჯადოქრის ჯადოსნური ბინის ხაფაზნგში მოხვდება. ახლა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს გარდაუვალი სიკვდილი, ალექსიმ ჯადოქარს ყოველ ღამე საშინელი ამბავი უნდა მოუყვეს, სადაც ის ჯადოქრის კიდევ ერთ ტყვე გოგონას, იაზმინს შეხვდება. მათ ახლა თავიანთი უნარები ბოლომდე უნდა გამოიყენონ, რათა მისი ბინის სხვადასხვა საფრთხეებით სავსე ლაბირინთებიდან გაიქცნენ.

ისტორია იწყება დაახლოებით 2000 წლის წინ , როცა ნაზა დრაკონების მეფემ ფენგშენ იანუიმ დაიპყრო. ახალგაზრდა დეტექტივი ლი იუნქსიანგი თანამედროვე სამყაროში ცხოვრობს და თავისუფალ დროს მოტო-რბოლებით ერთობა . თუმცა როცა ქედმღალი და მდიდარი უფროსის ვაჟი მას დაამარცხებს , საყვარელ ძრავს წაართმევს და მის ობოლ დას დაჭრის მრისხანება ნამდვილ ცეცხლში გადაიზრდება. ნაზას ნამდვილი იდენტობა გამოაშკარავდება , ის აჯანყებული ღმერთია , ძალადობის მოყვარული ეგოცენტრული არსება .ის იუნქსიანგს ძალებს შემატებს და ძალაუფლებისკენ მიდრეკილს გახდის. დროა იუნქსიანგმა გადაწყვეტილება მიიღოს , ან დაემორჩილოს ნაზას ან ნამდვილი გმირი გახდეს.

მოვლენები სამართლიანობის ლიგის ჩამოყალიბებამდე ვითარდება. ბარი ალენი აღმოაჩენს, რომ მას უფრო სწრაფად სირბილი შეუძლია, ვიდრე წარმოიდგენდა, რაც სიჩქარის ძალასთან მის პირველ შეხვედრას გამოიწვევს. შედეგად, ალენი უკან დროში მოგზაურობს, სადაც ის ნაცისტებსა და ამერიკის სამართლიანობის საზოგადოების სახელით ცნობილ ოქროს ხანის სუპერგმირების გუნდს შორის მძვინვარე ბრძოლის შუაგულში მოხვდება, რომელსაც ქალი-საოცრება ხელმძღვანელობს. ის სწრაფად ერთვება ბრძოლაში, რათა მის თანამემამულე გმირებს ომის წონასწორობის მათ სასარგებლოდ გადახრაში დაეხმაროს.

მომხიბლავი და ცნობილი მულტფილმის გაგრძელება-"პატარა ბოსი 2" აჩვენებს ახალგაზრდა მაყურებელს ახალ ისტორიებს 7 წლის ჩვილის ტიმის თავგადასავლების შესახებ, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს საყვარელ მშობლებთან ერთად. ის დიდ ყურადღებას იპყრობს საკუთარ თავზე და სურს მიიღოს მთელი სიყვარული მსოფლიოში, მაგრამ ამჯერად მას სერიოზული ცვლილებები ექნება ცხოვრებაში, რადგან ახლა ის არის მთავარი პატარა უფროსი უფროსების სამყაროში.

ქალი კრიოგენულ კუბოში იღვიძებს და წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხვდა იქ. მან უნდა იპოვოს გამოსავალი და თავი დააღწიოს ტყვეობას, სანამ ჟანგბადი ჯერ კიდევ საკმარისია.

დრაკის არაჩვეულებრივი გოლიათი ლეკვი ტინკლზი, დიდი ენერგიის პატრონია და ბურთის თამაში უნდა. სამწუხაროდ, დრაკი ძალიან დაკავებულია თავისი საქმეებით სასტუმროში.

დინი, კოლეჯის სტუდენტი და ლონგი, ცინიკური, მაგრამ ყოვლისშემძლე დრაკონი, რომელსაც სურვილების ასრულება შეუძლია, გაემგზავრნენ დინის დიდი ხნის დაკარგული ბავშვობის მეგობრის, ლინასკენ.

დიდი ხნის წინ, კუმანდრას ფანტაზიის სამყაროში, ადამიანები და დრაკონები ერთად ცხოვრობდნენ ჰარმონიულად. როდესაც დრუუნის სახელით ცნობილი ბოროტი ურჩხულები დედამიწას ემუქრებოდნენ, დრაკონებმა თავი გასწირეს კაცობრიობის გადასარჩენად. ახლა, 500 წლის შემდეგ, იგივე მონსტრები დაბრუნდნენ და ყველაფერი ერთ მეომარზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა მოძებნოს უკანასკნელი დრაკონი და იხსნას დედამიწა განადგურებისგან.

კოულ იანგი – თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა მებრძოლია, რომელიც ფულის გულისთვის წაგებას შეეგუა, არაფერი იცის თავისი მემკვიდრეობის და იმის შესახებ, თუ რატომ გააგზავნა მასზე სანადიროდ გარე სამყაროს იმპერეტორმა შანგ ცუნგიმ მისი საუკეთესო მებრძოლი, ძლევამოსილი კრიომანსერი საბ ზირო. ოჯახის უსაფრთხოებისთვის, კოული სპეცრაზმის მაიორის ჯექსონის, რომელსაც იგივე უცნაური დრაკონის ნიშანი აქვს, როგორც მას, რჩევით სონა ბლეიდის მოსაძებნად მიდის. მალე ის უხუცესი ღმერთისა და დედამიწის სამეფოს მფარველის, ლორდ რეიდენის ტაძარში აღმოჩნდება, რომელიც თავშესაფარს აძლევს მათ, ვინც ნიშანს ატარებს. აქ იანგი გამოცდილ მებრძოლებთნ ლიუ კანისთნ, კუნგ ლაოსთან და კანოსთნ ვარჯიშობს, რომლებიც სამყაროსთვის ბრძოლაში გარე სამყაროს მტრებთან დასაპირისპირებლად დედამიწის უდიდეს ჩემპიონებთან ერთად ემზადებიან. მაგრამ შეძლებს კოული საკუთარ თავში მისი სულის უზარმაზარი ძალის – არკანას დროულად გამოღვიძებას?

<1...3456...15>