მორფეუსი, სიზმრების მბრძანებელი, საიდუმლო რიტუალის ჩატარების შედეგად ვიღაც ოკულტისტმა შეიპყრო. 70 წლის შემდეგ ის ტყვეობიდან გაქცევას ახერხებს. მისი არყოფნის დროს სამყარო ძალიან შეიცვალა. ახლა მორფეუსმა თავისი ყოფილი ძალა უნდა დაიბრუნოს
პოპულარული ანიმაციური კომედიური ფრენჩაიზის “სასტუმრო ტრანსილვანია 3: ზაფხულის არდადეგები“ მეოთხე და დასკვნითი ნაწილი, სასტუმროს მფლობელი გრაფი დრაკულასა და მისი საყვარელი მონსტრების ოჯახის ახალი თავგადასავლების შესახებ, რომლის ბნელ ციხე-სასტუმროში მონსტრები ცივილიზაციისგან და ადამიანის თვალისგან შორს ისვენებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ლეგენდარული პროფესორის აბრაამ ვან ჰელისგინის იდუმალი გამოგონება, “მონსტრიფიცირების სხივი” გაფუჭდება და შემთხვევით დრაკულას და მის მეგობრებს ადამიანებად, ხოლო ჯონის – პირიქით, მონსტრად გადააქცევს.
იდუმალ ძალას მთვარე მისი ორბიტიდან გადაჰყავს და მას დედამიწისკენ მოძრაობას აიძულებს, რაც პლანეტაზე კატაკლიზმების პროვოცირებას ახდენს. მსოფლიო განასგურების პირას აღმოჩნდება, მაგრამ შეჯახებამდე რამდენიმე დღით ადრე, NASA–ში მომუშავე ყოფილი ასტრონავტი ჯო ფაულერი დარწმუნებულია, რომ მას ამ კატასტროფის თავიდან აცილების და კაცობრიობის გადარჩენის გასაღები აქვს, თუმცა ცოტას სჯერა ფაულერის, გარდა მისი ყოფილი კოლეგის, ბრაიან ჰარპერის და შეთქმულების თეორეტიკოსის კ. ჰასუმენის. შედეგად, გმირები დედამიწაზე ტოვებენ ყველას, ვინც მათ უყვართ, და შეუსრულებელ უკანასკნელ მისიაში მიდიან კოსმოსში, სადაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ჩვენი მთვარე ისეთი არ არის ის, როგორიც ჩვენ გვონია.
ექშენ-ჰორორი, ახალგაზრდა მეცნიერის, მაიკლ მორბიუსის (ჯარედ ლეტო) შესახებ, რომელიც სისხლის იშვიათი დაავადებისგან განკურნებას, ძალიან ორიგინალური საშუალებით – ღამურების დახმარებით გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ცოცხალ ვამპირად გადაიქცევა და ნამდვილი ვამპირის წარმოუდგენელ ძალას მიიღებს. თავიდან ის, რაც ერთი შეხედვით, რადიკალურ წარმატებად ჩანდა, მალე დაავადებაზე უარესი აღმოჩნდება. ადამიანის სისხლის მიმართ საკუთარი წყურვილისადმი ზიზღის მიუხედავად, მორბიუსი ადამიანებზე ნადირობას იწყებს, ოღონდ მხოლოდ დამნაშავეებზე, რომლებსაც იგი სიცოცხლის ღირსად არ თვლის.
ფენტეზური ფრენჩაიზის მესამე ნაწილი საიდუმლო საზოგადოების წევრი, ჯადოქრისა და მწერლის ნიუტ სკამანდერის თავგადასავალების შესახებ, რომელშიც მოქმედება “ჯადოსნური ცხოველები 2: გრინდელვადის დანაშაულის“ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში და ბერლინში ვითარდება და ჯადოქრების სამყაროს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობაზე მოგვითხრობს. გაძლიერებული ბოროტი ჯადოქარის, გელერტ გრინდელვალდის შესაჩერებლად, ალბუს დამბლდორი ნიუტ სკამანდერს და მის მეგობრებს რთულ მისიას ანდობს, რომელიც ახლა გრინდელვალდის არმიას უნდა დაუპირისპირდეს, და ამავე დროს მომავალ ომში დარჩენილი დრო შეაჩეროს.
როდესაც ლამაზი და ძლიერი პრინცესა უარს ამბობს მოძალადე სოციოპათის ცოლობაზე, რომელზეც დანიშნულია, მას გაიტაცებენ და თავისი მამის ციხესიმაგრეში მდებარე იზოლირებულ კოშკში გამოკეტავენ. ახლა სანამ მისი საძულველი და შურისმაძიებელი საქმრო, ახალგაზრდა გმირის მამის ტახტის დაკავებას მთელი ძალებით ცდილობს, პრინცესამ უნდა დაიცვას თავისი ოჯახი და გადაარჩინოს სამეფო…
მოვლენები 1684 წელს საფრანგეთში ვითარდება და პლანეტაზე ყველაზე ძლიერი მონარქის – მზის მეფე – ლუი XIV-ის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დაბადების დღე მზის იშვიათ დაბნელებასთან ერთად ახლოვდება, რის შედეგადაც მეფის სიცოცხლე და საფრანგეთის მომავალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. მეფეს აცნობებენ რომ მეცნიერთა აზრით, ქალთევზები უკვდავების ძალებს ფლობენ. შედეგად, ლუი ახალგაზრდა კაპიტან აივსის ჩრდილოეთის ზღვებში მითიური ზღვის არსების მოძებნას დაავალებს. ამავე დროს, ლუი სამეფოში თავის უკანონო ქალიშვილს მარი ჯოზეფს უხმობს. მეფის მრჩეველი პერ ლა შეზი გრძნობს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს მარი, რათა მდიდარი ახალგაზრდა ვაჭრის ჟან-მიშელის ქონება ჩაიგდოს ხელში. როდესაც მზის დაბნელების კვირა იწყება, კაპიტან აივსის მიერ ქალთევზას წარმატებით შეპყრობის შემდეგ ვერსალში ბრუნდება, სადაც მას ქალთევზას წლის რეზერვუარში მოთავსებას და მეფის ჯანმრთელობის აღდგენას უბრძანებენ...
ანიმაციური ფილმის “სათამაშოების ისტორია“ პრიკველი, ახალგაზრდა მფრინავი-გამომცდელის, ბაზ ლაიტერის წარმოშობის, კოსმოსურ უსასრულობაში და მის ფარგლებს გარეთ თავგადასავლების შესახებ, რომელიც საბოლოოდ ისეთი მხიარული და ლეგენდსრული კოსმოსური რეინჯერი გახდება, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც ის თავის მეთაურთან და ეკიპაჟთან ერთად დედამიწიდან 4,2 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ მტრულ პლანეტაზე დაეშვება, ყველაფერი თავდაყირა დადგება, სადაც ახლა ბაზი მთელი ძალებით ცდილობს სახლში დასაბრუნებელი გზა იპოვოს სივრცეში და დროში, რომელსაც ამბიციური ახალწვეულების ჯგუფი და მისი საყვარელი რობოტი კატა სოქსი უერთდება. მაგრამ სიტუაცია უფრო რთულდება და მისია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ზურგი და მისი დაუნდობელი რობოტების არმია გამოჩნდება.
ლოს-ანჯელეს ვამპირებზე მონადირეს ერთი კვირა აქვს იმისათვის, რომ მოიძიოს ნაღდი ფული, რათა გადაიხადოს შვილის სწავლისა და ბრეკეტების საფასური. ამ დღეებში ცხოვრების შოვნის მცდელობამ შეიძლება მოკლას იგი.
ყოფილი ნეიროქირურგი დოქტორი სტივენ სტრეინჯი დროის ქვის ძებნას და მულტისამყაროს განთავისუფლების შედეგების გამოსწორებას აგრძელებს, მაგრამ მას ხელს უშლის მისი ძველი მეგობარი კარლ მორდო, რომელიც დრომამუზე თავდასხმის შემდეგ, სტრეინჯის მტერი გახდება და ახლა ცდილობს გაანადგუროს დედამიწაზე არსებული ყველა ჯადოქარი, რაც მთავარ გმირს მიზნის მიღწევაში აფერხებს, რის შედეგადაც სტრეინჯი წარმოუდგენელ ბოროტებას ათავისუფლებს. თავის მხრივ, ძლიერ ალისფერ ჯადოქრად ქცეული ვანდა მაქსიმოფი, ახლა უზარმაზარ ძალას ფლობს, რომლის გაგება და დაუფლება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.
13 წლის სემ ქლიარი ეჭვობს, რომ მისი უჩვეულოდ კარჩაკეტილი მეზობელი მისტერ სმიტი სინამდვილეში ლეგენდარული თავზეხელაღებული სამარიტელია, რომელიც 20 წლის წინ მკვდრად გამოაცხადეს. დანაშაულის ზრდისა და ქაოსის პირას მისული ქალაქის გამო სემი მიზნად დაისახავს, რომ მისი მეზობელი სამალავიდან გამოიტყუოს და ქალაქი გადაარჩინოს...
DC-ის 2019 წლის ფილმის “შაზამი!“ სპინ-ოფი, რომელიც სუპერ ანტიგმირის, ბოროტი შავი ადამის წარმოშობის და მისი შესაძლებლობების შესახებ მოგვითხრობს. ძველი ღმერთების მიერ ყოვლისშემძლე ძალებით დაჯილდოებიდან და ასევე სწრაფი დაპატიმრებიდან თითქმის 5000 წლის შემდეგ, უზარმაზარი ძალის, სიჩქარის და ინტელექტის მფლობელი – შავი ადამი მისი მიწიერი საფლავიდან თავისუფლდება, რომელიც ახლა მზად არის გაავრცელოს თავისი უნიკალური სამართლიანობის ფორმა თანამედროვე სამყაროში.
მარტოხელა მეცნიერი აღმოაჩენს უძველეს ბოთლს სტამბოლში მოგზაურობისას და ათავისუფლებს ჯინს, რომელიც მას სამ სურვილს შესთავაზებს. უხალისოდ აღსავსე, ის ვერ ახერხებს ერთის მოფიქრებას, სანამ მისი ისტორიები არ გაუჩენს მასში სიყვარულის სურვილს.
ათი წლის წინ მომხდარმა გამანადგურებელმა კატაკლიზმმა მსოფლიო მთლიანად შეცვალა ცივილიზაცია დაინგრა, ხოლო დედამიწაზე გაჩნდა ახალი, იდუმალი თაობა: ადამიანი-ჰიბრიდები, რომლებიც ნახევრად ადამიანები და ნახევრად ცხოველები არიან. მათი წარმოშობა კაცობრიობისთვის ერთ დიდ საიდუმლოდ რჩება და შიშს, ქაოსსა და დაპირისპირებას იწვევს. ამ ახალ რეალობაში ზოგიერთი ჰიბრიდი უსაფრთხოებას პოულობს ტყის სიღრმეში, იზოლირებულ თავშესაფარში, სადაც ისინი ათი წლის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობენ. მათ შორის არის გასი ნახევრად ადამიანი, ნახევრად ირემი მოზარდი ბიჭი, რომელიც იზრდება დაცულ გარემოში, მაგრამ ყოველთვის გრძნობს, რომ მის მიღმა არსებული სამყარო მას რაღაცას უმალავს.
ლუ კონგვენი პოპულარული ფანტასტიკური რომანების ავტორია, რომლის ნაწარმოებები ახალგაზრდა გმირის ბრძოლას მოგვითხრობს ტირანი მბრძანებლის წინააღმდეგ. თუმცა, მოვლენები მოულოდნელად რთულდება, როდესაც მისი წიგნის ფანტასტიკური სამყარო რეალურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას იწყებს. ამ უცნაური მოვლენების ფონზე, გუან ნინგი იდუმალ დავალებას იღებს და მწერლის მოკვლა ევალება. რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი თანდათან ქრება, ხოლო გმირები სახიფათო საიდუმლოებებისა და დაუნდობელი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.
თუმცა ყველაფერი მოულოდნელად იცვლება, როცა კლიფორდი ჯადოსნურად უზარმაზარ ძაღლად იზრდება და მთელი ნიუ-იორკი-ს ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით კი მასზე ინტერესდება გავლენიანი გენეტიკური კომპანია, რომელსაც კლიფორდის ხელში ჩაგდება სურს.
ერთ დღეს კონკია შემთხვევით აღმოაჩენს სამ ჯადოსნურ მუხას, რომლებიც უნიკალურ ძალას ფლობენ. თითოეული მუხა ასრულებს ერთ სურვილს, რაც გოგონას აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს საკუთარი ბედი და გაითავისუფლოს თავი მძიმე ცხოვრებისგან.
ლოკი აგრძელებს თავის ღმერთურ გზას ჩვეული სტილით ინტრიგებით, ხრიკებითა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. თუმცა მალე იგი ხვდება ორგანიზაციას, რომელიც აკონტროლებს დროსა და რეალობას, და იძულებულია ჩაერთოს მისიაში, რომელიც სამყაროს ბალანსს ეხება.







































