ძიება - * | ნაპოვნია: 295

ყვავი

The Crow

საყვარელი ადამიანის გადასარჩენად საკუთარი თავის გაწირვის შემდეგ, ერიკ დრეივენი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის აღმოჩნდება. ის საიქიოდან ბრუნდება, რომ მკვლელებთან ანგარიშები გაასწოროს. ახლა ის ყვავია, რომელსაც სამართლიანობა სწყურია და დაუნდობელ შურისძიებას გეგმავს.

ქალწული

Damsel

დაუმორჩილებელი ქალიშვილი სიმპათიურ უფლისწულზე გათხოვებას თანხმდება, რის შემდეგაც იგებს, რომ ის სამეფო ოჯახს უძველესი ვალის სანაცვლოდ შესწირეს...

კასტილიის სამეფოში კვლავ ჩნდება ბნელი ძალა. ახალი იმპერატორისა და იმპერატრიცას კორონაციმდე რამდენიმე დღით ადრე მათ სამეფოდან წიწილას წაიყვანენ, რომლის დაბრუნებას გადაწყვეტს თინეიჯერი კურიერი არტური. მისი ოცნება გახდეს მსოფლიო დონის პარიკმახერი გადაიდება, როდესაც ის მშობელი ხდება. თუ ახალგაზრდა გმირი აპირებს ცელქი ბავშვების დაცვას მოგზაურობისას, არტური ჯერ უნდა გაიზარდოს, გაიხსენოს თავისი წარსული და გააღვიძოს დავიწყებული ჩემპიონები. შეძლებს არტური მემკვიდრეების დაბრუნებას და საბოლოოდ სამეფოს გადარჩენას?

ფილმში მოვლენები ვითარდება ოზის ჯადოსნურ სამყაროში, ორი ახალგაზრდა ქალის გარშემო. ელფაბა, მწვანე კანის ფერის გამო გარიყულია, ხოლო გლინდა, პოპულარული და ქარიზმატულია.

2021 წლის ფანტასტიკური ექშენის “გოძილა კონგის წინააღმდეგ” სიქველი, რომელშიც ძლევამოსილი კონგი და მრისხანე გოძილა ისევ უპირისპირდებიან კოლოსალურ უცნობ სასიკვდილო საფრთხეს, რომელიც იმალება ჩვენს სამყაროში, რაც საფრთხეს უქმნის მათი და ჩვენი სახეობების არსებობას. ეპიკური ახალი ფილმი უღრმავდება იდუმალი ტიტანების ისტორიებს, მათ წარმომავლობას, თავის ქალის კუნძულისა და მის ფარგლებს გარეთ საიდუმლოებებს, ასევე გამოავლენს მითიურ ბრძოლას, რომელიც დაეხმარა ამ არაჩვეულებრივი არსებების შექმნას, რამაც ისინი სამუდამოდ დააკავშირა და გააერთიანი კაცობრიობასთან.

2021 წლის ფილმის “მოჩვენებებზე მონადირეები 3“ გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ვითარდება ნიუ-იორკში და მოგვითხრობს მოჩვენებაზე მონადირეების ახალი თავგადასავალების შესახებ. სპენგლერების ოჯახი ბრუნდება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო – ნიუ-იორკის ცნობილ სახანძრო განყოფილება – რათა გაერთიანდნენ ორიგინალურ მოჩვენებაზე მონადირეებთან, რომლებმაც შექმნეს ზესაიდუმლო კვლევითი ლაბორატორია მოჩვენებების სხვა სამყაროში გადასაყვანად. მაგრამ როდესაც უძველესი არტეფაქტის აღმოჩენა ბოროტ ძალას გაათავისუფლებს, ახალი და ძველი მოჩვენებაზე მონადირეებმა გააერთიანონ მათი ძალები თავიანთი სახლის დასაცავად და სამყარო მეორე გამყინვარებისგან გადასარჩენად.

გოთიკური ჰორორი, შეპყრობილების, სიყვარულისა და ცდუნების შესახებ, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1800-იან წლებში და მოგვითხრობს ახალგაზრდა ტომას ჰატერის შესახებ, რომელსაც მისი დამსაქმებელი აგზავნის გრაფ ორლოკის (ასევე ცნობილი როგორც “დრაკულა”) ციხესიმაგრეში. ის აქ არის, რათა დაეხმაროს ორლოკს საბუთებში ახალი სახლის შესაძენად, რომელიც ჰატერის სახლის გვერდით აღმოჩნდება. იქ ყოფნისას, ახალგაზრდა გმირი იწყებს ეჭვს, რომ ორლოკი შეიძლება იყოს ვამპირი, რომლის ეჭვი ეფუძნება ქალაქელების რეაქციებს, როდესაც მან ახსენა ორლოკის სახელი, ასევე სხვა სისხლთან დაკავშირებული ინციდენტები. მაგრამ სანამ ტომასი გაქცევას მოახერხებს, გრაფი ორლოკი შეამჩნევს ჰატერის მეუღლის, ელენის ფოტოს და აღნიშნავს მის სილამაზეს, განსაკუთრებით კი ყელის სილამაზეს. ვამპირების შესახებ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ელენი გაიგებს, რომ მისი დამარცხების ერთადერთი გზა არის “სუფთა გულის” ქალის მიერ საკუთარი სისხლის ნებაყოფლობით გაცემა.

ობოლთა თავშესაფარში გატარებული რთული ბავშვობის შემდეგ ერთ-ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ნიკას და რიჯელის შვილად აყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას და რიჯელს ტკივილისა და გაჭირვების საერთო წარსული აერთიანებთ, ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, თუმცა მათ მოუწევთ იპოვონ გამბედაობა, მიიღონ ის ძალა, რომელიც მათ ერთმანეთისკენ იზიდავს, რომელსაც სიყვარული ჰქვია...

DC-ის 2018 წლის ფილმის „აქვამენი“ გაგრძელება მოგვითხრობს ატლანტიდის დედოფლის ვაჟისა და შვიდი ზღვის მმართველის ძლევამოსილი აქვამენის შესახებ, რომელიც ახლა შვილის აღზრდასა და ატლანტიდის მართვაზეა კონცენტრირებული. თუმცა მას კვლავ მოუწევს დაპირისპირება თავის დაუძინებელ მტერთან შავ მანტასთან, რომელიც ატლანტიდით შეპყრობილ საზღვაო ბიოლოგ სტივენ შინთან ერთად ახალ საფრთხეს ქმნის.

გრძელი და სახიფათო მოგზაურობის დროს, შუა ოკეანეში აღმოჩენილი ეკიპაჟი უცნაური და შემზარავი მოვლენების წინაშე აღმოჩნდება. ღამღამობით გემზე ბნელი ძალა ჩნდება და მეზღვაურების დევნას იწყებს, რის შედეგადაც ეკიპაჟში შიში და პანიკა ისადგურებს. როდესაც გემი საბოლოოდ უიტბი-ს ნავსადგურში ჩააღწევს, ბორტი სრულიად ცარიელი აღმოჩნდება, ხოლო ეკიპაჟის გაუჩინარების კვალი არსად ჩანს.

ნატვრა

Wish

როდესაც მისი სურვილი კოსმოსში იგზავნება, ის იღებს ბევრად უფრო რეალურ პასუხს, ვიდრე წარმოედგინა დედამიწაზე ჩამოდის ონავარი და ენერგიული ვარსკვლავი, რომელიც მის ცხოვრებას სრულიად ცვლის.

საშინელებათა ფანტასტიკა, რომელშიც მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში, რომელიც მოგვითხრობს საშინელი და აბსოლუტური ძალის მქონე ურჩხულის, გოძილას შესახებ. უკვე ომით განადგურებული იაპონია მოულოდნელად გიგანტური გოძილას ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო საზარელ განადგურებამდე მიჰყავს…

ფლეში

The Flash

ლაბორატორიაში მუშაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდა ფიზიკოსი ბარი ალენი ტოქსიკური ქიმიკატების სასიკვდილო დოზით დასხივებული სასწაულებრივად გადარჩება. მეტამორფოზები, რომლებიც წარმოიშვება მის დნმ-ში სწრაფად ცვლის მას და იგი – ფანტასტიკური სიჩქარის განვითარების სუპერ უნარს იძენს. შედეგად, სუპერგმირად ქცეულ ბარის ადვილად შეუძლია სინათლეზე სწრაფად გადაადგილება. სამყაროები ერთმანეთს ეჯახებიან, როდესაც ბარი იყენებს თავის ზეშესაძლბლობას წარსულში მოგზაურობისთვის, რათა შეცვალოს წარსულის მოვლენები. მაგრამ როდესაც მისი ოჯახის გადარჩენის მცდელობა უნებურად ცვლის მომავალს, ბარი აღმოჩნდება რეალობის ხაფანგში, სადაც გენერალი ზოდი ბრუნდება განადგურების მუქარით. ახლა ბარიმ პენსიაზე გასული ბეტმენი უნდა დაიყოლიოს და გადაარჩინოს დაპატიმრებული კრიპტონიელი. საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ გადაარჩინოს სამყარო, რომელშიც ის იმყოფება და დაბრუნდეს მისთვის ნაცნობ მომავალში, ბარის ერთადერთი იმედი თავისი სიცოცხლისთვის რბოლაა.

ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფენტეზური სამაგიდო როლური თამაშის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ზღაპრულ-სამყაროში ვითარდება, სადაც დრაკონები და ორკები, გნომები და ელფები, ჯადოქრები და რაინდები ერთად ცხოვრობენ. მათ ფანტასტიკური თავგადასავლები ელოდებათ, სადაც დაკარგული რელიქვიის საპოვნელად, მომხიბვლელი ქურდი და მისი ავანტიურისტთა ჯგუფი ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ისინი ბოროტ ადამიანებს წააწყდებიან.

მეფე ტრიტონის უმცროსი ქალიშვილები და ყველაზე თავდაუზოგავი, არიელს სურდა მეტი გაიგოს ზღვის მიღმა სამყაროს შესახებ და ზედაპირული მონახულებისას, შეუყვარდება გაბედული პრინცი ერიკი. ქალთევზებთან, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობა ეკრძალებათ, არიელი დებს გარიგებას ზღვის ბოროტ ჯადოქართან, ურსულასთან, რაც მას აძლევს შანსს განიცადოს ცხოვრება ხმელეთზე, მაგრამ საბოლოოდ მის სიცოცხლეს - და მამის გვირგვინს - საფრთხეში აყენებს.

რენფილდი

Renfield

ბრემ სტოკერის ცნობილ რომანზე “დრაკულა” დაფუძნებული ფენტეზური ჰორორ-კომედია, ისტორიაში ყველაზე ნარცისული ბოსის, გრაფ დრაკულას ერთგული, მაგრამ დატანჯული ლაქიის, რენფილდის შესახებ, რომელიც იძულებულია ინადიროს თავისი ბატონის მსხვერპლზე და შეასრულოს მისი ყველა დავალება, როგორი დამამცირებელიც არ უნდა იყოს ისინი. თუმცა, მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც რენფილდს მოხერხებული საგზაო პოლიციელი რებეკა კუნისი შეუყვარდება და ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს.

ბარბი

Barbie

კომპანია Mattel-ის ამავე სახელწოდების სათამაშოების სერიაზე დაფუძნებული რომანტიკული კომედია, ბარბილენდში მცხოვრები თოჯინა ბარბის შესახებ, რომელსაც თავისი სამყაროდან გააძევებენ იმის გამო, რომ არ არის საკმარისად სრულყოფილი, ძალიან ექსცენტრიულია და არ ერგება ტრადიციულ შაბლონს. შედეგად, მთავარი გმირი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მიდის რეალურ სამყაროში და როცა ბარბილენდში ბრუნდება მის გადასარჩენად, ხვდება, რომ სრულყოფილება შიგნითაა და არა გარეთ, და რომ ბედნიერების გასაღები საკუთარი თავის რწმენაშია.

ფილმი მოგვითხრობს ლონდონში მდებარე იდუმალი ფირმის J.W. Wells & Co. სტაჟიორების, პოლ კარპენტერისა და სოფი პეტინგელის შესახებ, რომლებიც რაც უფრო დიდხანს მუშაობენ, მით უფრო ნათლად ხვდებიან, რომ მათი კოლეგები უჩვეულო ადამიანები არიან. მალე გმირები გაიგებენ, რომ კომპანიის ლიდერები არიან ნამდვილი ქარიზმატული ბოროტმოქმედები, რომლებიც გეგმავდნენ ჯადოსნური სამყაროს განადგურებას

ვიჩერის სამყაროში განვითარებული მოვლენებიდან ათასზე მეტი წლით ადრე ელფების კონტინენტზე ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. სხვადასხვა წარმომავლობის შვიდი მებრძოლი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება, რათა დაუპირისპირდეს იმპერიას, რომელიც ხალხის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. მათი მოგზაურობა უძველეს საიდუმლოებებს, დაკარგულ მაგიასა და მოვლენებს უკავშირდება, რომლებმაც სამყაროს მომავალი სამუდამოდ შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში იწყება ისტორია, რომელმაც პირველი ვიჩერის შექმნასა და სხვადასხვა სამყაროს გაერთიანებას დაუდო საფუძველი.

საიდუმლოებით, შიშითა და წარმოსახვის ბნელი მხარეებით სავსე ისტორიების კრებული მაყურებელს სრულიად განსხვავებულ და მოულოდნელ სამყაროში ამოგზაურებს. თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელ ისტორიას გვთავაზობს, სადაც უჩვეულო მოვლენები, იდუმალი არსებები და ადამიანური ბუნების ბნელი მხარეები ერთმანეთში იკვეთება. მიტოვებული სახლები, დაწყევლილი ნივთები, ზებუნებრივი ძალები და აუხსნელი მოვლენები გმირებს ისეთ სიტუაციებში აგდებს, სადაც რეალობისა და კოშმარის ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი ხდება. თითოეულ ისტორიას საკუთარი ატმოსფერო, პერსონაჟები და შიშის უნიკალური ფორმა აქვს.