წყლის ფორმა კიდევ ერთი მსოფლიო ამბავია, რომელიც უკავშირდება 1962 წლის ამერიკას ცივი ომის პერიოდში. წყალქვეშა ლაბორატორიაში მომუშავე მუნჯ თანამშრომელს შეუყვარდება ამფიბია მამაკაცი, რომელიც იქ ტყვეობაშია. ქალი იმუშავებს გეგმას, რომ მამაკაცს გაქცევაში დაეხმაროს...
როდესაც ტროლების მუდამ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი დედოფალი პოპი გაიგებს, რომ ბერგენებს არცერთი დღესასწაული არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მათ ცხოვრებას უფრო მხიარულს გახდის...
ამორძალების პრინცესა ადამიანების სამყაროში ჩნდება იმიტომ რომ გახდეს ყველაზე დიადი ქალი სუპერგმირი.
ბოროტი, საკუთარ თავზე შეყვარებული და უხეში პრინცი, გაბრაზებულმა ჯადოქარმა საშინელ ურჩხულად გადააქცია. იმისათვის, რომ წყევლა მოეხსნას მან უნდა ისწავლოს სიყვარული, იყოს კეთილი და ვინმეს შეუყვარდეს...
ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. მოსისხლე მტრები რონალდ დისკეინი და უოლტერ ოდიმი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არიან. სასწორზე ბნელი კოშკია, რომელიც სამყაროს უკანასკნელი იმედია. მის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს გადამწყვეტ ბრძოლაში მოუწევთ დაპირისპირება, რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რათა მან ბნელი კოშკი არ დააგრიოს...
ძალის თანაფარდობა კვლავ დაირღვევა, ეს მდგომარეობა კი წარმოუდგენელი სიჩქარით ვითარდება. რეი კი მის მეგობრებთან ერთად ცდილობს გაუმკლავდეს სიტუაციას...
ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის სამკუთხედიდან და განზრახული აქვთ გაანადგურონ ყველა პირატი, მათ შორის ჯეკიც. დახმარება მხოლოდ პოსეიდონის არტეფაქტს შეუძლია, რომელიც მის მფლობელს ყველა ზღვაზე მბრძანებლობას ანიჭებს.
ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ცდილობს ბეტმენი ლეგო ქალაქი ჯოკერისგან იხსნას...
უდროოდ გარდაცვლილი მამაკაცის ისტორია, რომელიც გარდაცვალების შემდეგ სხვა სამყაროში კი არ გადავიდა, მის სახლზე მიჯაჭვული დარჩა სამუდამოდ...
მოზარდი გოგონა იდუმალებით მოცულ ზარდახშას იპოვის, რომელიც სურვილებს ასრულებს. ახლა მას შეუძლია ყველას გადაუხადოს სამაგიერო, ვინც მას დასცინოდა, მაგრამ რას მოითხოვს ზარდახშა სანაცვლოდ?...
მოხუცი კატაპა უამბობს შივას, თუ რატომ მოკლა მისი მამა ამარენდრუ. მას შემდეგ, რაც იგი იშვილა დედოფალმა შივაგამამ, უფროსი ნახევარ ძმა ბხალალადევა ყოველთვის შურდა მისი…
სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის სულისათვის მოდის სიკვდილის ანგელოზი და სთავაზობს შვიდ გამოცდას, რომელიც 49 დღეში უნდა გაიაროს. კან-რიმი სიკვდილის ანგელოზების ლიდერია და მას ადამიანები მოსწონს. მასთან ხვდება ჩა-ჰონი, რომელიც თანხმდება გაიაროს გამოცდები...
სუპეძალების მქონე გმირები გაერთიანდნენ, რათა იბრძოლონ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ.
ერთხელ ზაფხულში ბავშვები დანაძლევდნენ როგორი ფორმის იყო ფეიერვერკი : მრგვალი თუ ბრტყელი. მაგრამ როგორ უნდა გაიგო ეს თუ არ იცი როგორ უყურო მას სწორად? მათი თანაკლასელი ნაძუნა ოიკავა განიცდის დედის მეორედ გათხოვებას, იგი გადაწყვეტს აირჩიოს ერთ-ერთი ბიჭი და მასთან ერთად გაიქცეს.
სუპერმენის თავგანწირვით შთაგონებულ ბრუს უეინს კვლავ უბრუნდება კაცობრიობის რწმენა. იგი დიანა პრინსთან ერთად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს უპირისპირდება. ბეტმენი და სუპერქალი სწრაფად კრებენ გუნდს ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად. მაგრამ სუპერგმირების უნიკალური გუნდის მიუხედავად, შეიძლება დედამიწის გადარჩენა შეუძლებელი იყოს.
ერთხელ 10 წლის გოგონა სახელად მეარი მის შავ კატას გაჰყვება, რომელიც მას უცნაურ ყვავილთან მიიყვანს, რომლის გვერდით ცოცხი აგდია. ყვავილის სურნელის შესუნთქვის შემდეგ, მეარი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მას ცოცხით ფრენა შეუძლია. ცოცხს იგი მაგების სკოლაში მიჰყავს, სადაც გოგონა გალიაში გამოკეტილ უბედურ ცხოველებს აღმოჩენს. იგი მათ გადაარჩენს, მაგრამ მას შეამჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მეარი გაქცევას ახერხებს, მისი შავი კატა ტყვედ ვარდება…
ეს პირველი შობაა, მას შემდეგ რაც სამეფო კოშკის კარი ყველა ერენდელის მაცხოვრებლისათვის ღიაა. ელზამ და ანნამ დიდი საშობაო წვეულება გამართეს, მაგრამ გულდაწყვეტილები დარჩნენ, როდესაც 12 საათისთვის ყველამ საკუთარ ოჯახს მიაშურა. ოლაფი გადაწყვეტს ირემ სვენთან ერთად გოგონებს დაუვიწყარი შობა მოუწყოს. ისინი სამეფოს ყველა ოჯახს ჩამოივლიან , რათა საუკეთესო ტრადიცია საშობაო აღმოაჩინონ.
მოქმედება ხდება ლოს ანჯელესში, გამოგონილ სამყაროში, სადაც არა მარტო უმაღლესი ტექნოლოგიები, არამედ მაგიაც ბატონობს. ქალაქში ადამიანების გვერდით ცხოვრობენ ელფები და სხვა მაგიური არსებები. მთავარი გმირი პოლიციის განყოფილებაში მუშაობს, მას ევალება ისეთი საქმეების გამოძიება, რომელშიც მაგიური ძალებია გარეული.
ტარა მარკოვი გოგონა, რომელიც ფლობს ძალას მიწასა და ქვაზე. მას მეტი შეუძლია ვიდრე ეს გარეგნულად ეტყობა. წარმოადგენს ახალი ტიტანი საფრთხეს?
ვამპირებსა და ლიკანებს შორის მრავალსაუკუნოვანი ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. სელინი ორივე მხარის მთავარი სამიზნე ხდება, რადგან მისი ცოდნა და უნიკალური შესაძლებლობები ძალთა ბალანსის შეცვლას შეუძლია. მტრები მის დასაჭერად ყველაფერს აკეთებენ, ხოლო ძველი ალიანსები თანდათან იშლება. გადარჩენისთვის ბრძოლაში სელინი იძულებულია ახალი მოკავშირეები მოძებნოს და საკუთარ წარსულს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს. ამავდროულად, ლიკანების ლიდერი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სახიფათო გეგმას ამზადებს, რაც მთელ უკვდავთა სამყაროს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს.







































