ძიება - * | ნაპოვნია: 360

მუშათა კლასის წარმომადგენელი ქრისტოფერ რობინი მოულოდნელად ხვდება ბავშვობის მეგობარ ვინი პუჰს, რომელიც კვლავ დაუბრუნებს მაც ცხოვრების ხალისს.

პირველი ნაწილის მოვლენების შემდეგ სუპერ ოჯახი ჟურნალისტებისაგან ყურადღებითაა განებივრებული. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ჰელენი ტელევიზორის ეკრანზე უკეთ გამოიყურება , ვიდრე მისი ქმარი. ამიტომ ჰელენს უფრო ხშირად უწევს სახლის გარეთ იყოს დაკავებული, ბობს კი ბავშვების მოვლა ხვდა წილად...

ფილმი მოგვითხრობს მერი პოპინსისა და მისი მეგობარი ჯეკის ახალი თავგადასავალის შესახებ, რომლების ბანკსების ოჯახის მომდევნო თაობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მეგ მურის მამა, სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რამდენიმე იდუმალი მოვლენის განვითარების შემდეგ, გოგონა თანაკლასელთან და უმცროს ბიძაშვილთან ერთად მამის მოსაძებნად გაემართა. მათ დროში მოგზაურობა და უცნაური სამყაროების გაცნობა მოუწევთ...

წიგნის ჯადოსნური პერსონაჯები რეალურ სამყაროში ცოცხლდებიან და ქალაქის ქუჩებში ნამდვილ ტერორს აწყობენ. სამ მეგობარს ბოროტი თოჯინა სლეპის შეჩერება მოუწევთ, რომელიც ქალაქში ჰელოუვინის ნამდვილ კოშმარულ დღესასწაულს აწყობს.

თოვლის კაცი ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც ეგონა რომ არ არსებობდა - ეს ადამიანია. სიახლე "წვრილფეხას" არსებობის შესახებ სწრაფად გავრცელდება თოვლისკაცების სოფელში. ნუთუ, რაღაც დიდი და წარმოუდგენელი სამყარო შეიძლება არსებობდეს მათი თოვლიანი სოფლის მიღმა.

ჩვენთვის საყვარელი გმირი დრაკულა და მისი ოჯახი შვებულების გასატარებლად მონსტრულ კრუიზზე მიემართება, სადაც მათ მრავალი საინტერესო თავგადასავლი ელით.

ძლევამოსილი ბნელი ჯადოქარი გრინდელვადი ციხიდან გარბის და თანამოაზრეების შეკრებას იწყებს. მისი შეჩერება მხოლოდ ერთადერთ ადამიანს შეუძლია, რომელიც ადრე მისი საუკეთესო მეგობარი იყო - ალბუს დამბლდორს. თუმცა იგი მტერს მარტო ვერ გაუმკლავდება, ამიტომ დახმარებას ყოფილ მოსწავლეს ნიუტ სკამანდერს თხოვს.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ლონდონელი გოგონაზე, რომელიც მშობლებთან ერთად, აფრიკაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ლომის ბოკვერს დაუმეგობრდება.

ქალაქ კტოგრატის გორაკზე ბოროტი გრინჩი და მისი ძაღლი ცხოვრობენ. გრინჩს სძულს თავისი ბედნიერი თანამოქალაქეები და ყოველ წელს ცდილობს საშობაო სამზადისი ჩაუშალოს მათ.

კინი

Kin

ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭი პოულობს უცხოპლანეტელთა უმძლავრეს იარაღს, რომლის დახმარებითაც, ცდილობს სხვადასხვა ბოოროტმქმედთა ბანდებისგან საკუთარი ძმის დაცვას.. მათი ნაწილი იდევნება ფედერალური აგენტებისა და მისტიური პირების მიერ, რომელთა მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

A.X.L. გასაიდუმლოებული რობოტი ძაღლია, რომელიც უმეგობრდება ბიჭს, მაილსს და მზადაა ყველაფრის ფასად დაიცვას ის.

პირველი რაც 10 წლის ლუისმა ბიძის სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას გაიგო, უძველესი კედლებიდან საათის წიკწიკის ხმა იყო. ბიჭი ეშვება მაგიისა და ჯადოსნობის სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. აქ გაცოცხლებული სურათების და დაუჯერებელი არსებების თანაცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია, სახლის გული კი ინახავს უდიდეს საიდუმლოს დროის შესახებ.

ერთ პატარა ეზოში, თიხის გნომები ცხოვრობენ, რომლებიც ცოცხლდებიან და დროს მხიარულად ატარებენ. ერთ დღეს მთთან საშინელება დატრიალდება, რის გამოც შერლოკი გამოძიებას დაიწყებს.

ბეატრის პოტერის კლასიკური ზღაპარი. კურდღელი პიტერი ბედნიერად ცხოვრობს მის სამ დასთან და ბიძაშვილ ბენჟმინთან ერთად მისტერ მაკგრეგორის ბოსტენულის ბაღში. როდესაც მისტერ მაკგრეგორი გარდაიცვლება და მისი ქონება ერთ-ერთ შთამომავალს დარჩება კურდღლების ცხოვრება სრულიად იცვლება. როგორ დასრულდება ბრძოლა ახლა მისტერ მაკგრეგორსა და კურდღლებს შორის?

კობრა კაი

Cobra Kai

მოქმედება ხდება 1984 წლის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ. წარსულში ხულიგანი და ახლა ხელმოცარული ჯონი ლოურენსი ფიქრობს, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების ერთადერთი გზა არის კარატეს სკოლა "კობრა კაის" კვლავ გახსნა. ამ იდეის განხორციელებისთვის იგი წარსულის მეგობარს, დენის მიმართავს

მიკა ცხენების სამყაროში უკვე დიდი სახელია მისი გამოცდილება და განსაკუთრებული კავშირი ცხენებთან მას მთელ გერმანიაში ცნობილს ხდის. კალტენბახში ცხენების მფლობელები ასობით კილომეტრს გადიან, რათა მისგან რჩევა მიიღონ და რთული შემთხვევების გადაწყვეტაში დახმარება სთხოვონ. თუმცა ამ დიდმა პოპულარობამ თავისი ფასი მოიტანა. მუდმივი ყურადღება, პასუხისმგებლობა და ზეწოლა მიკასთვის ნელ-ნელა დამღლელი ხდება და მას საკუთარი ცხოვრების რიტმის დაკარგვის განცდა უჩნდება.

მაქსი, თავგადასავლების მოყვარული და ცელქი ახალგაზრდა კურდღელი, მოულოდნელად აღმოჩნდება ძველმოდურ და საიდუმლოებებით სავსე სკოლაში, სადაც აღდგომის კურდღლებს განსაკუთრებულ უნარებს ასწავლიან. თავდაპირველად მას უჭირს ახალი გარემოსა და წესების მიღება, თუმცა მალე გაიცნობს მამაც და კეთილ კურდღელ გოგონას, ემის, რომელიც მის ერთგულ მეგობრად იქცევა. სკოლაში ყოფნისას მაქსი თანდათან ეუფლება აღდგომის კურდღლების საიდუმლო ძალებს და სწავლობს პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობასა და ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობას. როდესაც მზაკვრული მელების ოჯახი სკოლასა და აღდგომის ტრადიციებს საფრთხეს შეუქმნის, მაქსი და მისი მეგობრები გაბედულად ჩაერთვებიან ბრძოლაში, რათა დაიცვან საკუთარი სახლი და გადაარჩინონ დღესასწაული.

ბოდლერების ოჯახის სამი ბავშვი ტრაგიკული ხანძრის შემდეგ ობლად რჩება. მათი მეურვეობა ექსცენტრულ და მზაკვარ გრაფ ოლაფს გადაეცემა, რომელსაც სინამდვილეში ბავშვების უზარმაზარი მემკვიდრეობის ხელში ჩაგდება სურს. ბავშვები მალე ხვდებიან, რომ გრაფ ოლაფი მათთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და მის გეგმების მხილებას ცდილობენ. თუმცა, მათი გაფრთხილებების მიუხედავად, გარშემომყოფებს სიმართლის დაჯერება უჭირთ. სერიალი სავსეა თავგადასავლებით, საიდუმლოებებითა და მოულოდნელი მოვლენებით.

მიუხედავად პროფესიული წარმატებისა, მას ყოველდღიურად უწევს საზოგადოებრივი სტერეოტიპებისა და პირადი გამოწვევების დაძლევა. განსხვავებული აღქმისა და უნარების გამო, ახალგაზრდა ექიმი მუდმივად ამტკიცებს, რომ ნიჭი, მონდომება და ადამიანების დახმარების სურვილი ნებისმიერ დაბრკოლებაზე ძლიერია.