ძიება - * | ნაპოვნია: 360

გაყინული 2

Frozen II

სტუდია -დისნეის- 2013 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის -გაყინულის- მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია

ჯუჯებად გადაქცეული პრინცები ეძებენ წითელ ფეხსაცმელს, რომელიც მათ წყევლის მოხსნაში დაეხმარება.

ძველებური მაგია და თანამედროვე სამყარო ერთმანეთს შეხვდება, როდესაც ახალგაზრდა ალექსი მითიურ ხმალს „ექსკალიბურს“ გადააწყდება. მალე იგი თავის მტერსა თუ მეგობარს გააერთიანებს, რომლებიც რაინდები გახდებიან. მათ ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინთან ერთად უნდა გადაარჩინონ კაცობრიობა ბოროტი გრძნეულის, მორგანასა და მისი ზებუნებრივი მებრძოლებისგან.

ალადინი

Aladdin

გულკეთილი ქუჩის ონავარი ალადინი ლამპრის პოვნის შემდეგ, რომელიც ჯინის გამოშვებაში დაეხმარება, ჯადოსნურ მოგზაურობას დაიწყებს. ამ ლამპარის მოსაპოვებლად ერთი ძალაუფლებას მოწყურებული დიდი ვეზირიც იბრძვის, რადგან ლამპარს შეუძლია ყველას სანუკვარი ოცნება აასრულოს

ერთი არაჩვეულებრივი გასართობი პარკის ისტორია, სადაც საოცრად კრეატიული გოგონას, სახელად ჯუნის, წარმოსახვა ცოცხლდება.

დამბო

Dumbo

ახალგაზრდა სპილო, რომელსაც უზარმაზარი ყურებით ფრენა შეუძლია, პრობლემებით სავსე ცირკს ეხმარება, მაგრამ როდესაც ცირკი ახალ გეგმებს დაისახავს, დამბო და მისი მეგობრები ცირკის ნიღბის მიღმა ბნელით მოცულ საიდუმლოებებს აღმოაჩენენ.

დისნეის ყველაზე უფრო სამარცხვინო ბოროტმოქმედების ახალი თაობა „დაკარგულთა კუნძულზე“ ბრუნდება, რათა საძაგელი შთამომავლების ახალი პარტია აიყვანონ აურადონის სკოლისთვის.

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვერაგი მონარქი, მეფე სტეფანი, გარდაიცვალა (2014 წელს გადაღებულ ფილმში „მალეფისენტი“). ახლა კი, გაუთვალისწინებელმა, მაგრამ სამხიარულო მოვლენამ უნდა გააერთიენოს ულსტედის მომაკვდავი სამეფო და მოჯადოებული მურსის ზღაპრული ქვეყანა. თუმცა, კიდევ ერთხელ, საშინელი ღალატი გადაეღობება წინ ახალგაზრდების ჭეშმარიტ სიყვარულს, ბოროტი შური, მოუთოკავი ამბიცია და სულმდაბალი ფიქრები ეპარება რა ადამიანთა გულებს. ახლა, ორი მეზობელი სამყარო შიშისა და ცრურწმენების გამო ერთანეთს ემიჯნება და სამწაუხაროა, რომ მოახლოებული ერთიანობა გზას უთმობს სრულ კონფრონტაციას. მოულოდნელად, დიდებული ფრთიანი ელფი მალეფისენტი და პრინცესა ავრორა ამ ყველაფრის შუაგულში აღმოჩნდებიან. ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვს კი სიყვარულს?

სკოლის მოსწავლე ტოკიოში გაიქცევა და დაუმეგობრდება გოგოს, რომელსაც ამინდის კონტროლი შეუძლია.

მამის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ლომი პრინცი მიდის თავის სამეფოში მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს პასუხისმგებლობისა და სიმამაცის ნამდვილი მნიშვნელობა.

ვუდიმ მუდამ იცოდა რა ადგილი ეჭირა სამყაროში. იცოდა, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების მოვლა იყო, ენდი იქნებოდა თუ ბონი. მაგრამ როდესაც ბონი თავის სათამაშოებს ახალ წევრს „ფორქის“ დაუმატებს და სამოგზაუროდ გრძელ გზას დაადგებიან, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, ვუდი მიხვდება რაოდენ დიდია ეს სამყარო პატარა სათამაშოსთვის.

სუპერ ჯაშუში ლენს სტერლინგი ( უილ სმიტი ) და მეცნიერი ვალტერ ბეკეტი ( ტომ ჰოლანდი ) ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლენსი გლუვი, თავაზიანი და მომაბეზრებელია, თუმცა ვალტერი სხვანაირია, მაგრამ, როდესაც მოვლენები მოულოდნელად შეიცვლება, ამ დუეტს მოუწევს გაერთიანება საბოლოო მისიისთვის, რომელიც თითქმის შეუძლებელ შენიღბვას მოითხოვს - ლანსის გამბედავ და სასტიკ მტრედად გარდაქმნას. ვალტერმა და ლანსმა მოულოდნელად გუნდურად უნდა იმუშაონ, ან მთელი სამყარო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

უკვე ხუთი წელია ცხოვრება ბრწყინვალედ მიედინება. თუმცა მალევე მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ საფრთხეს შეეჯახება: LEGO DUPLO დამპყრობლემა გარესამყაროდან, ყველაფერი მარტივად დაანგრიეს...

სამი მოზარდი უნდა დაეხმაროს იეტს შინ დაბრუნებაში. ისინი უნდა მოერიდონ მდიდარ მამაკაცს და ზოოლოგს, რომლებსაც იეტის გამოყენება საკუთარი საჭიროებებისთვის სურთ.

დორა - გოგონა, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მის მშობლებთან ერთად, ჯუნგლების აღმოჩენაში გაატარა. ახლა კი სახიფათო თავგადასვლისთვის ემზადება - ეს არის საშუალო სკოლა

ფილმი ცნობილი ბრაზიანი ჩიტების თავგადასავლების გაგრძელებაა. ამჯერად ეს ჩიტების დაუძინებელ მტრებთან დაპირისპირებაა, რაც სრულიად სხვა სიმაღლეებს იპყრობს.

კატბული

Kitbull

ნაკლებად სავარაუდო კავშირი ორ არსებას, მოხეტიალე დამოუკიდებელ კატასა და პიტბულს შორის, მაინც ყალიბდება. ისინი ერთად გამოცდიან ნამდვილი მეგობრობის ძალას.

მამა პირველად ცდილობს თავის პატარა ქალიშვილს ვარცხნილობა მოუწესრიგოს.

ქარიზმატული სერ ლაიონელ ფროსტი თავს მითებისა და ურჩხულების მსოფლიოში უპირველეს მკვკლევარად მიიჩნევს. პრობლემა ისაა, რომ მისი არცერთი საზოგადიოების მაღალი წრის წარმომადგენელი კოლეგა ამას არ აღიარებს. იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც აღიარებული იქნება მათგან, ლიონელი წყნარი ოკენის აუზის ჩრდილოეთში იმოგზაურებს, რათა ლეგენდარული ქმნილების არსებობა დაამტკიცოს.

ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.

<1...6789...18>