ძიება - * | ნაპოვნია: 360

ერთი ახალგაზრდა ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც 1967 წლის მიწურულს საყვარელ ბებიასთან გადადის საცხოვრებლად ალაბამას პატარა ქალაქ დემოპოლისში. ბებია და შვილიშვილი მომხიბვლელ, მაგრამ ბოროტ ჯადოქრებს გადაეყრებიან, და ჭკვიანი ბებია ბიჭს ერთ მდიდრულ ზღვისპირა კურორტზე გააპარებს რათა მათ აარიდოს. სამწუხაროდ ისე მოხდება, რომ ზუსტად იმ დროს ჩავლენ კურორტზე, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი გულითად მეგობრებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან, თავისი საზარელი გეგმის განსახორციელებლად.

მულანი

Mulan

ისტორია უშიშარი ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც თავს იჩენს მამაკაცად, რათა შეუერთდეს ჯარს ჩრდილოეთ დამპყრობლების წინააღმდეგ, რომლებიც ჩინეთში მიიწევენ. მამაცი მეომარი ჰუას უფროსი ქალიშვილი, მულანი ენერგიული და გადაწყვეტილი გოგონაა. როდესაც იმპერატორი გამოსცემს განკარგულებას, რომ თითოეული ოჯახიდან ერთი კაცი უნდა შეუერთდეს იმპერიულ ჯარს, მულანი იკავებს ავადმყოფი მამის ადგილს, ჯერ არ იცის, რომ ის გახდება ცნობილი, როგორც ჩინეთის ისტორიის ერთ -ერთი უდიდესი მეომარი.

როცა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, მან სწრაფად უნდა იმოქმედოს , სანამ წვეულებების მოყვარული ფიონა ყველა გეგმას ჩაუშლის.

დიდებულ ქალაქ კობლეტონში ლეგენდალური სათამაშოების შემქმნელი ჯერონიკუს ჯენგლის გასაოცარი გამოგონება საოცრებებს ახდენს, თუმცა მისი სანდო შეგირდი მის ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოიპარავს. ასე რომ, მას და მის შვილიშვილს დიდი ხნის მივიწყებული გამოგონების გამოღვიძება, ჭრილობების მოშუშება და მასში მაგიის გაღვიძება მოუწევთ.

კეიტ პირსი ცინიკოსი თინეიჯერია რომელიც სანტა კლაუსს შეუერთდება , როცა ვიღაც უცნაური შარიანი ადამიანი მას შობის სამუდამოდ გაუქმებით ემუქრება.

ეს არის მესამე მხატვრული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პოპულარულ სერიალებზე.

The main character Mary Lennox "Dixie Egerickx" is a spoiled 10-year-old girl of rich parents who grew up in India. After everyone in her family dies from cholera, Mary is sent to live in Misselthwaite manor in Yorkshire with her uncle Archibald Craven "Colin Firth" and the housekeeper Mrs. Medlock "Julie Walters".

სკუბი

Scoob!

პოპულარული მულტიპლიკაციური სერილის “სკუბი-დუ” სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ცნობილი ძაღლის, სახელად სკუბი-დუს და მისი თინეიჯერი დეტექტივი-მეგობრების ფრედის, დაფნას, ველმას და შაგის შესახებ, რომლებიც -ზებუნებრივ- ფენომენებს ავლენენ, რომელიც ვიღაცის დანაშაულებრივ გეგმებს ემსახურება. სკუბი-დუ და მისტიკური კორპორაცია, ძალებს აერთიანებენ, რათა გენერლისგან, დიკ დასტარდლისგან და მისი ბოროტი გეგმებისგან გადაარჩინონ სამყარო

ოჯახური დრამა, ამბიციური და ეგოცენტრული მოცეკვავე გოგონას ეიპრილის შესახებს, რომელიც ბროდვეიზე წარუმატებელი გმოსვლის შემდეგ მშობლიურ პატარა ქალაქში ბრუნდება, სადაც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მოცეკვავეთა ჯგუფის მომზადებას უხალისოდ თანხმდება. თუმცა, მთავარი გმირი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს სამუშაო მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა ...

გრიზლი , პანდა და პოლარული დათვი კანადაში მოგზაურობენ, თუმცა ნაციონალური ნაკრძალის კონტროლი გადაწყვეტს , რომ მათ პარპაშს ბოლო მოუღოს.

დულიტლი

Dolittle

ინგლისელი მწერლის, ჰიუ ჯონ ლოფტინგის ბავშვთა რომანის უჩვეულო ინტერპრეტაცია ექსცენტრიული ექიმი-ვეტერინარის ჯონ დულიტლის (რობერტ დაუნი უმცროსი) შესახებ, რომელიც სახალისო და მომხიბლავ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა მისთვის მოულოდნელად უბრალო ექიმა, რომ მას ცხოველების ენის გაგება და მათთნ ლაპარაკი შეუძლია. და ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადი თავგადასავლების და მოგზაურობის დროს, მისი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები შინაური ცხოველები გახდებიან ...

იმაში დარწმუნებულნი, რომ აღმზრდელი არ ჭირდებათ და საკუთარ თავს თავად მიხედავენ, ბავშვები ეგოისტი მშობლების სახლიდან გასტუმრებას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი შეეცდებიან ოჯახის ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდნენ.

წინსვლითი

Onward

ოდესღაც ამ ფენტეზურ სამყაროში, სადაც ადამიანები არ არსებობენ, სამაგიეროდ ელფები, ტროლები, ფერიები და სხვა წარმოუდგენელი არსებები არსებობენ, ხოლო ცალრქიანი ცხენები უბრალოდ საზიზღრები და მავნებლები არიან

მე არასდროს არ

Never Have I Ever

მინდი კალინგის ბავშვობის მოგონებებზე დაფუძნებული თინეიჯერული კომედია, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ინდური ფესვების მქონე თანამედროვე მოზარდი-გოგონას ცხოვრების სირთულეებსა და სოციალური პრობლემების შესახებ. დევი – საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელიც დილით თავისი ღმერთების მიმართ ლოცულობს, რომელთა გამოსახულებები მის საძინებელ ოთხში სპეციალურ კვარცხლბეკზე მდებარეობს, რის შემდეგაც სკოლაში მიდის და იქ თინეიჯერული ცხოვრების საკმაოდ კომიკურ სიტუაციებს და სასაცილო მომენტებს აწყდება.

ბავშვებს გულწრფელად უხარიათ, რომ მათი მეგობარი დელფინი ბერნი კვლავ დაბრუნდა და სანაპიროზე სიმშვიდე თითქოს აღდგა. თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება ძველი მტერი, უინსტონი, კვლავ გამოჩნდება და ამჯერად უფრო საშიში გეგმით: იგი გადაწყვეტს ნიჭიერი დელფინის გატაცებას საკუთარი მიზნებისთვის. კევინი და ჰოლი ხვდებიან, რომ დრო ცოტაა და მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ. ისინი იწყებენ სარისკო გეგმას, რათა გადაარჩინონ თავიანთი „შხაპუნა“ მეგობარი, სანამ უინსტონი თავის ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს. გზად მათ უწევთ მრავალი დაბრკოლების გადალახვა და საკუთარი გამბედაობის გამოცდა.

პინოქიო

Pinocchio

პინოქიოს ყველაზე დიდი ოცნებაა ნამდვილ ბიჭად ქცევა, თუმცა ამისთვის მან უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობა, სიმართლე და სწორი არჩევანის გაკეთება.

თავხედი პოპ-ვარსკვლავი იძულებულია დაუპირისპირდეს საკუთარ თავს, გაიხსენოს ვინ იყო წარსულში და თვალი გაუსწოროს დამთრგუნველ მომავალს, რომელიც დიდებისა და წარმატების შემდეგ ელოდა. ჩარლზ დიკენსის კლასიკად ქცეული საშობაო ჰიმნის ადაპტაცია.

მწვრთნელ ჯონ ჰარისონის ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვლება, როდესაც მისი სკოლის კალათბურთის გუნდი დაიშლება და შტატის ჩემპიონატში მონაწილეობის ოცნებები დაიმსხვრევა გაუთვალისწინებელი ახალი ამბების წყალობით. როდესაც უმსხვილესი ქარხანა დაიხურება და ასობით ოჯახი დატოვებს ქალაქს, ჯონი საგონებელში ჩავარდება თავისი ოჯახის გაურკვეველი მომავლის გამო. იგი იძულებულია სხვა ქალაქებში ეძიოს მწვრთნელის სამუშაო. და მალე ერთ ძალიან მოტივირებულ სპორტსმენს შეხვედება, რომელიც ამ ახლის ძიებაში ხელს შეუწყობს. ახლად შეძენილი მეგობრით ინსპირირებული ჯონი ყველაზე ნაკლებიმედისმომცემ მორბენალს შეუძლებელს შეაძლებინებს წლის ყველახე უფრო მნიშვნელოვან შეჯიბრში.

სერფერი და მეხანძრე შეხვდებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ.

"სლოკინა" და "უკბილო" ერთიანდებიან, რათა ყველა მათ მსგავსს შესახსენონ, რომ ვიკინგებსა და დრაკონებს შორის ურღვევი კავშირია.

<1...5678...18>