ლაკი პრესკოტის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება, როდესაც მშობლიური ქალაქიდან საცხოვრებლად ერთ საზღვრისპირა ქალაქში გადავა და ველურ მუსტანგს, სახელად „სპირიტი“ დაუმეგობრდება.
ალისონი და კარლოსი გადაწყვეტენ თავიანთ სამ შვილს მოუწყონ დღე, რომლის განმავლობაშიც ბავშვები შეადგენენ წესებს.
სათვაგადასავლო კომედია, ბრუკლინში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის პილის და იოანეს შესახებ, რომელთა საზაფხულო არდადაგები ჰავაიში შთამბეჭდავ ელფერს მიიღებს, როდესაც დღიური, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგულ საგანძურზე მიუთითებს, მათ მომხიბლავი თავგადასავლებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა გმირებს თავიანთ ჰავაიურ მემკვიდრეობასთან და ოჯახთან გაერთიანებას აიძულებს.
როდესაც ქეით მიტჩელს თავისი ოცნების კინოსკოლაში მიიღებენ, მამა რიკი ქალიშვილის სკოლაში წაყვანას თავად გადაწყვეტს. გმირების საგზაო მოგზაურობას ოჯახის დანარჩენი წევრები – ქეითის, ურყევი ოპტიმისტი დედა ლინდა, ექსცენტრიული უმცროსი ძმა აარონი და მათი საყვარელი მოპსი მონჩი უერთდებიან. მაგრამ მოულოდნელად მიტჩელების გეგმაში ტექნოლოგია ერევა: მთელ მსოფლიოში ყველა ელექტრონული მოწყობილობა – ტელეფონებიდან დაწყებული, ახალი ინოვაციური პერსონალური რობოტებით დამთავრებული – ადამიანების წინააღმდედ აჯანყებას დაიწყებენ. ახლა ორი მეგობრული გაუმართავი რობოტის დახმარებით, მიტჩელებს თავიანთი პრობლემების გადალახვა და გაერთიანება მოუწევთ, რათა ერთმანეთი და მსოფლიო გადაარჩინონ.
დრაკის არაჩვეულებრივი გოლიათი ლეკვი ტინკლზი, დიდი ენერგიის პატრონია და ბურთის თამაში უნდა. სამწუხაროდ, დრაკი ძალიან დაკავებულია თავისი საქმეებით სასტუმროში.
დინი, კოლეჯის სტუდენტი და ლონგი, ცინიკური, მაგრამ ყოვლისშემძლე დრაკონი, რომელსაც სურვილების ასრულება შეუძლია, გაემგზავრნენ დინის დიდი ხნის დაკარგული ბავშვობის მეგობრის, ლინასკენ.
დიდი ხნის წინ, კუმანდრას ფანტაზიის სამყაროში, ადამიანები და დრაკონები ერთად ცხოვრობდნენ ჰარმონიულად. როდესაც დრუუნის სახელით ცნობილი ბოროტი ურჩხულები დედამიწას ემუქრებოდნენ, დრაკონებმა თავი გასწირეს კაცობრიობის გადასარჩენად. ახლა, 500 წლის შემდეგ, იგივე მონსტრები დაბრუნდნენ და ყველაფერი ერთ მეომარზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა მოძებნოს უკანასკნელი დრაკონი და იხსნას დედამიწა განადგურებისგან.
დაკარგული განძის ძიებისას, დროში მოგზაური მეკობრეების ჯგუფი შემთხვევით თანამედროვე ეპოქაში აღმოჩნდება სამყაროში, რომელიც მათთვის სრულიად უცხო და გაუგებარია. გემები, იარაღი და წესები, რომლებიც ოდესღაც იცოდნენ, ახლა მოძველებულ ლეგენდად იქცევა. მალე ისინი ხვდებიან, რომ ამ ახალ რეალობაში მათი მთავარი მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ ხელისუფლება ან სხვა მეკობრეები, არამედ სრულიად მოულოდნელი ძალაა უახლესი ტექნოლოგიებით შეიარაღებული ბავშვები, რომლებიც ქალაქს საკუთარ წესებზე მართავენ.
მამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, და-ძმა ბრუნდება საკუთარ საგვარეულო სახლში, სადაც იმედოვნებენ, რომ ოჯახის წარსულს უკეთ გაიცნობენ და ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. თუმცა მალევე ხვდებიან, რომ ეს სახლი ჩვეულებრივი ადგილი არ არის. სახლში ისინი აღმოაჩენენ იდუმალ საიდუმლოებებს, უძველეს მაგიას და არაერთ უცნაურ მოვლენას, რომლებიც მათი ოჯახის ისტორიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თითოეული ახალი აღმოჩენა მათ კიდევ უფრო აახლოებს სიმართლესთან, მაგრამ ამავდროულად ახალ საფრთხეებსაც უქმნის.
„ბიგფუთის შვილი 2“ არის 2017 წლის ანიმაციური ფილმის გაგრძელება, რომელიც მოგვითხრობს მოზარდი ადამის ახალ თავგადასავალს. ადამი ცდილობს უკეთ გაიგოს საკუთარი წარმომავლობა და იმ საიდუმლოს ამოხსნა, რომელიც მის ოჯახს უკავშირდება. როდესაც იგი იგებს, რომ მისი მამა ლეგენდარული ბიგფუთი შესაძლოა კვლავ ცოცხალია, ადამი გადაწყვეტს სახიფათო და ამაღელვებელ მოგზაურობაში წასვლას. მისი მიზანია დაკარგული მამის პოვნა და იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომლებიც მთელი ცხოვრება აწუხებდა.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს ისტორია მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სისხლიან ბრძოლას გვაცნობს. სიუჟეტის ცენტრშია ლეგენდარული ამერიკული სამხედრო რაზმი „Thunderbirds“, რომლის წევრები უდიდესი სიმამაცითა და თავდადებით იბრძოდნენ. რაზმის შემადგენლობაში სხვადასხვა წარმომავლობის მებრძოლები იყვნენ, მათ შორის ამერიკელები, მექსიკელი ამერიკელები და კოვბოები, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთიანდებოდნენ. ფილმი გვიჩვენებს ომის რეალობას, მეგობრობას, თავგანწირვასა და გმირობას, რომელმაც ისტორიის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
სერიალის მოქმედება შუა საუკუნეების ფანტასტიკურ სამყაროში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა მეაბჯრე ტიური მნიშვნელოვან და სახიფათო დავალებას იღებს. მას სამი სამეფოს გავლა და საიდუმლო წერილის პირადად მეფისთვის გადაცემა ევალება. მოგზაურობისას ტიური უამრავ საფრთხეს, მტერსა და მოულოდნელ გამოცდას აწყდება. მალე იგი ხვდება, რომ მისი მისია მხოლოდ წერილის ჩაბარებას არ ეხება და მის ხელში მთელი სამეფოს მომავალი აღმოჩნდა.
სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს ნორვეგიის მეფისნაცვალ პრინცესა მართას ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციის გამო იძულებულია ქვეყანა დატოვოს და თავშესაფარი ამერიკაში იპოვოს.
12 წლის ტექნოლოგიის სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაიშლება და მთავარი გმირი ტელეპატიურად დაუკავშირდება თავის საუკეთესო მეგობარ ძაღლს , ისინი ერთად მოქმედებენ და სკოლაშიც კი ერთად დადიან.
ნორი ბოქსვუდ ჰორენსი აღმოაჩენს , რომ მას ცხოველებთან საუბარი შეუძლია , მის საუკეთესო მეგობარ რეინას კი ცეცხლის მართვა. ერთად ისინი მაგიის აკადემიაში შევლენ , რეინას ძალა მას ცეცხლის ფლობის უნარს განუვითარებს და ის ერთ ერთი უძლიერესი ჯადოქარი გახდება , ნორის ძალას კი არავინ დააფასებს.
**„ჩემი აგენტი“ (My Spy, 2020)** არის კომედიური ექშენ-ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ჯეი ჯეი-ზე, მკაცრ და დაუნდობელ CIA-ს აგენტზე, რომელსაც ახალი დავალება ერგება – თვალი ადევნოს პატარა გოგონას, სოფის ოჯახს, რადგან მისი ოჯახი ჩართულია საიდუმლო ოპერაციაში. თუმცა, სოფი მალევე აღმოაჩენს ჯეი ჯეის თვალთვალის მცდელობას და მას შანტაჟს უწევს: თუ ჯეი ჯეი ასწავლის მას ჯაშუშობის ხრიკებს, იგი არ გასცემს მის საიდუმლოს. შედეგად, იუმორით სავსე სიტუაციები ვითარდება, სადაც აგენტი და პატარა გოგონა ერთმანეთთან ემოციურად ახლოვდებიან. „ჩემი აგენტი“ არის კომედია, რომელიც აერთიანებს ხუმრობებსა და მძაფრსიუჟეტიან მომენტებს, რაც ფილმს ოჯახური გართობისთვის იდეალურს ხდის.
მაგიისა და ცრურწმენების ბატონობის ხანაში, როდესაც მგლები დემონებად მიიჩნეოდნენ, ახალგაზრდა მონადირე რობინი მამასთან ერთად ირლანდიაში მიდის, რათა უკანასკნელი ხროვა გაანადგურონ. მაგრამ როდესაც რობინი მებჰს, ადგილობრივ ველურ გოგონას გადაარჩენს, მათი მეგობრობა დაეხმარება რობინს აღმოაჩინოს ადამიანი-მგლების სამყარო, და გადააქცევს იმად, რისი განადგურებაც მამამისს აქვს განზრახული.
გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.
ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანის ეკრანიზაცია, სადაც მოვლენები კანადაში 1890-იანი წლების კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს ვითარდება, როდესაც ძლიერ მარხილის ძაღლებზე დიდი მოთხოვნა იყო. მთავარი გმირი მეგობრული ძაღლი – სახელად ბეკია, რომელიც კალიფორნიაში სანტა კლარას რანჩოშ ცხოვრობს. მაგრამ მისი ცხოვრება თავადაყირა დედგება მას შემდეგ, რაც მას მოიპარავენ და გაყიდიან მარხილის ძაღლად ველურ და ცივ ალასკაზე, სადაც ის უბრუნდება ველურ გარემოს. ბეკი იძულებულია, იბრძოლოს მარხილის სხვა ძაღლებთან, რათა მოიპოვოს უპირატესობა მკაცრ კლიმატში. საბოლოოდ, ის კარგავს მოთვინიერებული ცხოველის ცივილიზებულ სახეს, იბრუნებს მისი მოდგმის პირველყოფილ ინსტინქტებს და სწავლობს, როგორ უნდა გახდეს ველურ სამყაროში ლიდერი ...
პიტერი აღელვებულია ფაქტით, რომ ბაბუა საცხოვრებლად მის ოჯახთან გადმოდის. ბაბუას მის ოთახს უთმობენ, რის გამოც პიტერს სხვენში უწევს გადანაცვლება. მართალია ბაბუა ძალიან უყვარს, თუმცა თავისი ოთახის დაბრუნება სურს და სხვა გზა აღარ აქვს, მეგობრებთან ერთად ათასგვარ გეგმებს აწყობს, რომ ბაბუას ოთახის დატოვება აიძულოს, თუმცა ბაბუა გაცილებით უფრო გამჭრიახია ვიდრე პიტერი ფიქრობს.







































