მალე ირკვევა, რომ ვუდი უბრალო სათამაშო არ არის იგი იშვიათი და ძალიან ძვირფასი კოლექციის ნაწილია, რომლის შეძენას იაპონიის სათამაშოების მუზეუმი დიდ თანხას სთავაზობს. კოლექციონერის სახლში ვუდი სხვა სათამაშოებსაც შეხვდება, რომლებიც მის წარსულთან არიან დაკავშირებული.
იგი ჯუნგლების ყველა წესს სწავლობს, პანტერაზე სწრაფი, ვეფხვზე ძლიერი და არწივზე თვალმახვილი ხდება. ბოლოს კი ტარზანი ნამდვილ ლიდერად და ჯუნგლების მფარველად იქცევა. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც იგი ადამიანთა სამყაროდან მოსულ უცნობებს შეხვდება. ეს მოულოდნელი შეხვედრა ტარზანის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და დააფიქრებინებს, თუ სად არის მისი ნამდვილი ადგილი.
სპანჯბობსა და მის მხიარულ სამეგობროს, წყლისქვეშა სამყარო ყოველდღიურად ახალ და გასაოცარ თავგადასავლებს უმზადებს. ნახეთ, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ყოველდღიურ გამოწვევებს
ანიმაციური ფილმი პატარა, მაგრამ შრომისმოყვარე მწერების სამყაროში გვამოგზაურებს, სადაც ჭიანჭველები ყოველდღიურად საკუთარი კოლონიის გადასარჩენად და დასაცავად იბრძვიან. მათი მშვიდი ცხოვრება საფრთხის ქვეშ დგება, როდესაც დაუნდობელი კალიები მათ საკვებს იტაცებენ და კოლონიას ემუქრებიან.
მამაცი და შეუპოვარი მულანი, რომელსაც არ სურს ავადმყოფი მამის ბრძოლაში გაშვება, მამაკაცის სამოსს იცვამს და ფარულად უერთდება მებრძოლებს. ასე იწყება მისი სახიფათო და დაუვიწყარი მოგზაურობა დათოვლილი მთებისკენ, სადაც მულანს საკუთარი სიმამაცისა და ძალის დამტკიცება მოუწევს.
ფილმი მოგვითხრობს საიდუმლო სააგენტოზე „Men in Black“, რომელიც უცხოპლანეტელთა არსებობას დედამიწაზე მალავს. აგენტი K (ტომი ლი ჯონსი) ახალ პარტნიორად ირჩევს აგენტ J-ს (ვილ სმიტი). მათ ერთად უწევთ ბრძოლა უცხოპლანეტელ კრიმინალთან, რომელიც ცდილობს დედამიწის განადგურებას.
ჰერკულესს წინ უამრავი თავგადასავალი, რთული გამოცდა და სახიფათო ბრძოლა ელოდება. საკუთარი სიმამაცისა და კეთილი გულის დახმარებით იგი ცდილობს გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში და დაამტკიცოს, რომ ნამდვილი გმირი მხოლოდ ძალით არ განისაზღვრება.
ჯორჯ ბენქსი ცდილობს შეეგუოს ახალ რეალობას: მისი ქალიშვილი ენი ბავშვს ელოდება. მოულოდნელად მისი მეუღლე ნინაც ორსულდება, რაც ოჯახში ორმაგ ქაოსს ქმნის. ჯორჯი იძულებულია გაუმკლავდეს როგორც შვილიშვილის დაბადებას, ისე საკუთარი შვილის აღზრდას, რაც უამრავ სასაცილო და ემოციურ სიტუაციას წარმოშობს.
და-ძმა, ჯუდი და პიტერი, შემთხვევით აღმოაჩენენ მისტიკურ სამაგიდო თამაშს, რომელიც რეალობაში გადმოჰყავს ჯუნგლების სამყაროს. თამაშის დაწყებისთანავე ისინი ათავისუფლებენ ალან პერიშს - კაცს, რომელიც ბავშვობიდანვე ამ თამაშში იყო გამომწყვდეული და უკვე 26 წელი ცდილობდა გათავისუფლებას. ერთადერთი გზა მისი გადარჩენისა და ქაოსის შეჩერებისათვის არის თამაშის ბოლომდე მიყვანა, რაც სავსეა საშიში არსებებით, ქაოტური მოვლენებით და არაპროგნოზირებადი თავგადასავლებით.
ყველა ბავშვს ერთხელ მაინც უფიქრია, რომ როდესაც სათამაშოებს მარტო ტოვებენ, ისინი ცოცხლდებიან და საკუთარ საიდუმლო ცხოვრებას იწყებენ. სწორედ ამ ჯადოსნურ იდეაზეა აგებული ეს მხიარული და ემოციური ანიმაცია, რომელიც მაყურებელს სათამაშოების საოცარ სამყაროში ამოგზაურებს.
ამავე დროს, ამერიკის ულამაზეს მიწებზე ინდიელთა ტომები მშვიდად ცხოვრობენ. სწორედ აქ იწყება საოცარი ისტორია მამაც და თავისუფლების მოყვარულ პრინცესა პოკაჰონტასზე, რომლის ცხოვრება უცხოელების ჩამოსვლის შემდეგ სამუდამოდ იცვლება. ორი განსხვავებული სამყაროს შეხვედრა სიყვარულის, მეგობრობისა და ერთმანეთის გაგების მნიშვნელოვან გაკვეთილად იქცევა.
საშობაო ღამეს სათამაშოების მაღაზიის მფლობელი სკოტ კელვინი შემთხვევით სახურავიდან აგდებს უცნაურ მოხუცს, რის შემდეგაც აღმოაჩენს, რომ საქმე ბევრად უფრო უცნაურ რეალობას უკავშირდება, ვიდრე წარმოედგინა. გარეთ ის ხედავს ჩრდილოეთის ირემს და ცნობისმოყვარეობით გაჰყვება მოვლენებს, რაც მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. სკოტი მოულოდნელად აღმოჩნდება ჩრდილოეთ პოლუსზე, სადაც მთავარი ელფი მას აუხსნის, რომ მას მოუწევს სანტა კლაუსის მოვალეობის გაგრძელება, რადგან წინა სანტა აღარ შეუძლია თავისი სამუშაოს შესრულება. მიუხედავად შოკისა და გაურკვევლობისა, სკოტი თანხმდება ამ უცნაურ პასუხისმგებლობაზე.
თუმცა სიმბას ბოროტ და ცბიერ ბიძას, სკარს, სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება სურს. ძალაუფლების მოსაპოვებლად იგი არაფერზე იხევს უკან და საკუთარი ძმის წინააღმდეგაც კი სასტიკ გეგმას აწყობს. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სიმბა იძულებულია სახლიდან შორს წავიდეს, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ხვდება, რომ საკუთარი ბედისწერისგან ვერ გაიქცევა.
ლომის პატარა ბოკვერს სახელად სიმბას, ერთი სული აქვს სანამ მეფე გახდება, მაგრამ მის ბიძას სამეფო გვირგვინი თავისთვის უნდა და არაფერზე იხევს უკან მის მოსაპოვებლად, საკუთარი ძმის მოკვლაზეც კი...
ჰელოუინის ღამეს ახალგაზრდა ბიჭი შემთხვევით სამ ლეგენდარულ ჯადოქარს გააცოცხლებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დატყვევებულები იყვნენ. სანდერსონის დები თანამედროვე სამყაროში ბრუნდებიან და საკუთარი ჯადოსნური ძალების აღდგენას ცდილობენ, რათა სამუდამოდ დარჩნენ ცოცხლები. ბავშვები და მათი მეგობრები იძულებულნი ხდებიან გაერთიანდნენ და ქალაქი ბოროტი ჯადოქრების გეგმებისგან იხსნან. მათ წინ მრავალი სახალისო, ჯადოსნური და ზოგჯერ საშიში თავგადასავალი ელით, სადაც ჭკუა, გამბედაობა და მეგობრობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მოულოდნელად ალადინი ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბოროტი და ძალაუფლებას დახარბებული ჯაფარი ცდილობს მოიპოვოს საიდუმლო ლამპარი, რომელშიც ძლევამოსილი ჯინი ცხოვრობს. ლამპრის ძალას შეუძლია ნებისმიერი სურვილის შესრულება და სწორედ ამიტომ ჯაფარი ყველაფერზეა მზად, რათა იგი ხელში ჩაიგდოს.
ოჯახათან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად, მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი თავის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს...
ჯორჯ ბენქსი არის გულწრფელი და მზრუნველი მამა, რომელიც ვერ ეგუება იმას, რომ მისი ქალიშვილი ნინა გათხოვებას აპირებს. ქორწილის მზადება უამრავ ქაოსს და სასაცილო სიტუაციას ქმნის, ხოლო ჯორჯი ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი და არ დაკარგოს თავისი საყვარელი ქალიშვილი.
ჯუნიორი და მისი მამა ბენი ახალ ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. იქ ისინი ხვდებიან ახალ ადამიანებს, თუმცა ჯუნიორი კვლავ ქმნის ქაოსს. მისი დაუმორჩილებელი ხასიათი და უცნაური ქცევები ახალ გარემოშიც უამრავ პრობლემას იწვევს, რაც კომიკურ და სასაცილო სიტუაციებად იქცევა.
ერთ დღეს ციხესიმაგრეში მამაცი და კეთილი გოგონა, ბელი აღმოჩნდება. ნელ-ნელა იგი ურჩხულის ნამდვილ ბუნებას აღმოაჩენს და ხვდება, რომ გარეგნობის მიღმა შეიძლება კეთილი გული იმალებოდეს. სწორედ ბელს შეუძლია წყევლის გატეხვა და მოჯადოებული სამყაროს გადარჩენა.







































