18 წლის კორა მუშაობს მოდელად ნიუ-იორკში, მაგრამ მას ესმის, რომ მოდელის ბიზნესი არ არის ის, რითიც მას სურს დაკავდეს მთელი მისი ცხოვრება...
ამჯერად ჯუმანჯის სახიფათო სამყაროში ოთხი მოზარდი აღმოჩნდება. მათ ელით ბრძოლა მარტორქებთან და შავ მაბებთან. ყველა ნაბიჯზე უამრავი ხაფანგი და გამოცანაა.
მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის , ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის.
ეს პირველი შობაა, მას შემდეგ რაც სამეფო კოშკის კარი ყველა ერენდელის მაცხოვრებლისათვის ღიაა. ელზამ და ანნამ დიდი საშობაო წვეულება გამართეს, მაგრამ გულდაწყვეტილები დარჩნენ, როდესაც 12 საათისთვის ყველამ საკუთარ ოჯახს მიაშურა. ოლაფი გადაწყვეტს ირემ სვენთან ერთად გოგონებს დაუვიწყარი შობა მოუწყოს. ისინი სამეფოს ყველა ოჯახს ჩამოივლიან , რათა საუკეთესო ტრადიცია საშობაო აღმოაჩინონ.
ჩვეულებრივი ბიჭი ადამი მამამისის საძებნელად მიდის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი ლეგენდარული ტყის მცველი ბიგფუტია.
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან!..
ეს ემოციური ანიმაციური ისტორია გვიყვება ახალგაზრდა ძაღლზე, რომელიც ცნობილი და ძლიერი მეომრის შვილია. მისი მამა ამაყი და მკაცრი მებრძოლია და შვილსაც იმავე გზაზე აყენებს ცდილობს, რომ იგი მისი კვალის მიმდევარი გახდეს და მეომრის ცხოვრება აირჩიოს. თუმცა მთავარი გმირი შინაგანად სხვა ოცნებას ატარებს. ერთ დღეს იგი გადაწყვეტს, რომ თავისი ნამდვილი გზა მუსიკაშია და არა ბრძოლებში. ეს არჩევანი მის ოჯახთან და ტრადიციებთან სერიოზულ დაპირისპირებას იწვევს, რადგან მამას არ ესმის შვილის განსხვავებული სურვილები.
ნიუ-იორკის ერთ ბინაში მცხოვრები ძაღლი მაქსი მოულოდნელად კარგავს მშვიდ ცხოვრებას, როცა მის პატრონს სახლში მეორე ძაღლი, დიუკი მოჰყავს. მათი ურთიერთობა თავიდან დაძაბულია, თუმცა მალე ორივე ერთიანდება და იწყებენ დიდ თავგადასავალს ქალაქში. პარალელურად სხვა შინაური ცხოველები ცდილობენ მათ პოვნას, ხოლო ამბიციური კურდღელი სნოუბოლი გეგმავს საკუთარი „მიტოვებული ცხოველების არმიას“. ფილმი გვიჩვენებს, რას აკეთებენ შინაური ცხოველები მაშინ, როცა ადამიანები სახლში არ არიან - სავსე იუმორით, ენერგიით და თბილი მომენტებით.
ნემოს პოვნიდან ერთი წლის შემდეგ გულკეთილი და გულმავიწყი დორი მოულოდნელად საკუთარი წარსულის გახსენებას იწყებს. მას უჩნდება სურვილი, კვლავ იპოვოს ოჯახი, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა.
ამ სამყაროში ახალი პოლიციელი, ენერგიული და მიზანდასახული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, ოცნებას ისრულებს და პოლიციის რიგებს უერთდება. თუმცა პირველივე დღიდან ხვდება, რომ პატარა და ფუმფულა კურდღლისთვის დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნება.
როდესაც კუნძულის დასახლება ორიენტირებულია იმაზე, რომ იყვნენ ბედნიერები, მათ არსაიდან ეწვევიან ბურუსით მოცული მწვანე გოჭები, კუნძულის რამდენიმე მოსახლე მათ ეჭვის თვალით უყურებს და ცდილობენ გაარკვიონ, რა იმალება ამ ყველაფრის უკან...
”კუნგ ფუ პანდა 3” ისევ დიდ თავგადასავალს გვპირდება. ამჯერად პო და მისი ისევ გამოჩენილი ღვიძლი მამა ლი მიემგზავრებიან საიდუმლო პანდების ადგილსამყოფელში, სადაც ისინი ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. მათ მთავარ საშიშროებას ცბიერი და ზებუნებრივით დაჯილდოვებული კაი წარმოადგენს. პანდა პოს რთული მისია აკისრია – მან სხვა პანდებს საბრძოლო ხელოვნება უნდა ასწავლოს. არც თუ ისე მარტივი დავალება აქვთ ფუმფულა პანდებს
ანიმაცია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, მოანას და მისი ბედისწერის შესახებ. ნახევრად ღმერთთან, მაუისთან ერთად მოგზაურობისას ის საოცარი მოვლენების მთავარი გმირი ხდება...
მუსიკალური ვერსია კლასიკური კონკიას ამბავზე დაფუნებით, რომელშიც მოსამსახურე გოგონას იმედი აქვს რომ მიიღებს მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას...
სკრატი, მოუხელთებელი რკოს დევნის დროს შემთხვევით კატაპულტირდება პირდაპირ კოსმოსში, სადაც გამოიწვევს კოსმოსურ მოვლენებს. ზუსტად ეს მოვლენები შეცვლიან მთელ სამყაროს. იმისთვის, რომ გადარჩნენ სიდი, მენი, დიეგო და სხვა ცხოველები, მათ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები და გაემართნონ სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ახალ მიწებზე სადაც შეხვდებიან მრავალ ახალ პერსონაჟს...
პატარა ეგზოტიკურ კუნძულზე თუთიყუში ცხოვრობს თავის გადარეულ მეგობართან ერთად სამოთხეში. სამშაბათი ვერ წყვეტს სამყაროზე ფიქრს. დიდი შტორმის შემდეგ სამშაბათი და მისი მეგობარი კრუზოს დაინახავენ. კრუზო კი მიხვდება რომ ერთადერთი გადაღცენის საშვალება სამშაბათისა და მისი მეგობრის დახმარებით შეი₾ძება. თავიდან ცოტა რთული იქნება რადგან ცხოველებს ხომ ადამიანების ენა არ ესმით. მაგრამ თანდათან ისინი ერთად ჰარმონიულ ცხოვრებას იწყებენ. მაგრამ ესეც იცვლება როდესაც ორი შავი ავაზა ცდილობს დაეპატრონოს მთელ კუნძულს...
კოალა სახელად ბასტერი მოიწვევს თავის საუკეთესო მეგობარს დასახმარებლად თავის თეატრის ბიზნესში მუსიკალური შეჯიბრის მასპინძლობისას.
კუ ნინძები დიდი ხანი ემალებოდნენ ხალხს ქალაქის კანალიზაციის ლაბირინთებში. მათ რამოდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა საომარ ხელოვნებას და სამართლიანობას მასწავლებელი სპლინტერი. ამჟამად მათ მოუწევთ ზევით ამოსვლა და ნიუ-იორკის გადარჩენა...
ისტორია გვიჩვენებს ჩიტების იდუმალ როლს, სამყაროში ბავშვების მოყვანაში...
შეურიგებელი ბრძოლა ვეფხვ შერხანთან მაუგლის აიძულებს დატოვოს მგლების ხროვა და გაემართოს საინტერესო მოგზაურობაში. გზაში ბიჭს ელოდება არაჩვეულებრივი აღმოჩენები და დასამახსოვრებელი შეხვედრები პანტერა ბაგირასთან, დათვ ბალუსთან, პითონ კაასთან და სხვა უღრანი ჯუნლების ბინადართან...







































