თუმცა ერთ-ერთი მისიის დროს იგი მძიმე ტრავმას იღებს. ამ მომენტის შემდეგ მისი მწვრთნელი, რომელიც მასთან ძლიერ კავშირს გრძნობს, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წაიყვანოს იგი სახლში და იზრუნოს მასზე, როგორც ოჯახის წევრზე.
მაღაზიის კარზე ჩამოკიდებულია პატარა საფოსტო ყუთი, სადაც ნებისმიერს შეუძლია წერილის ჩაგდება. თუმცა მეორე დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი წერილს პასუხი წარსულიდან მოდის. ეს იდუმალი მოვლენა ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ წარსულს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება ან გაიგონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია აწუხებთ.
ფილმი მოგვითხრობს ოთხ მოზარდზე, რომლებიც ცდილობენ ამოხსნან საიდუმლო, რომელიც დაკავშირებულია ნორვეგიის ვიკისტი მეფე ოლავ the Holy‑ს წმინდა ნაშთებთან და სიწმინდეებთან.
მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით.
რაპუნცელს არ სურს იქორწინოს და კოშკის კედლებში გაატაროს ცხოვრება. იგი სასახლიდან წავა და ახალ თავგადასავალში გაეხვევა...
ამბავი ორი ზედმეტი წარმოსახვის მქონე პრანკსტერის ჯორჯის, ჰაროლდის და ერთ წარმოუდგენელ ბზინვარე გმირზე...
ძაღლი მიემგზავრება, რათა გაიგოს მისი ცხოვრების მიზანი. იგი გამოიცვლის რამოდენიმე პატრონს და გადახდება განსხვავებული ისტორიები...
ფერდინანდი - პატარა ხარი, რომელსაც ხის ქვეშ ჯდომა და ყვავილების სურნელის შეგრძნება ურჩევნია აქეთ-იქით ხტომას, ხვნეშასა და სხვა ხარებთან დაჭიდებას. როცა იგი დიდი და ძლიერი იზრდება, მისი ტემპერამენტიც მატულობს. ერთ დღესაც ფერმაში ხუთი კაცი მოვა, რათა აირჩიონ ყველაზე დიდი, მსუქანი და ტლანქი ხარი, მადრიდში ხარების შეჯიბრზე გასაყვანად. ისინი შეცდომით ფერდინანდს აირჩევენ. ფილმი გადაღებულია მანრო ლეფის 1936 წლის საბავშვო წიგნის მიხედვით...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მუსიკას უკრძალავენ, მიგელი ოცნებობს გახდეს სრულყოფილი მუსიკოსი, როგორც მისი კუმირი მიგელ დე ლა კრუსია. ნიჭისა და ტალანტის დამტკიცებისგან გადაღლილი და სასოწარკვეთილი მიგელი აღმოაჩენს განსაცვიფრებელ, ფერად სამყაროს მუსიკალური წვეულებების მთელი ჯაჭვით. გზად იგი ხვდება მომხიბლავ, მაგრამ მატყუარა ჰექტორს. ისინი ერთად გაუდგებიან თავგადასავლებით სავსე გზას, რომ ამოხსნან საიდუმლო ამბავი, რომელიც მიგელის ოჯახის ისტორიაში იმალება...
გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს...
არსებობს ბევრი რეკომენდაცია და რჩევა , როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ პატარას ცუდი ხელმძღვანელის ყველა თვისება აქვს და მის გარშემო იგი მხოლოდ ზარმაც და უნიჭო ადამიანებს ხედავს?
როდესაც ტროლების მუდამ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი დედოფალი პოპი გაიგებს, რომ ბერგენებს არცერთი დღესასწაული არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მათ ცხოვრებას უფრო მხიარულს გახდის...
მიზანდასახული და გონებამახვილი, მაგრამ არც ისე იღბლიანი და დამჯერი ბიჭის თავგადასავალი. უცნაური თავგადასავლები მას არა მარტო სკოლაში, არამედ ზაფხულის დასვენების დღეებშიც თან სდევს, მაშინ როდესაც ოჯახს 90 წლის ბებიის დაბადების დღეზე წასვლაზე დაითანხმებს...
მალეფიცენტას ქალიშვილი მოზარდი მელი, ბრუნდება მშობლიურ დაკარგულ კუნძულზე. იქ ანტიგმირების ახალი თაობის შეთქმულება მწიფდება , რომელთაც თავისუფლება წყურიათ. ამ ამბის გაგების შემდეგ მეგობრის გადასარცენად უფლისწული ბენი მიდის, რომელიც მზეთუნახავისა და ურჩხულის შვილია...
ბოროტი, საკუთარ თავზე შეყვარებული და უხეში პრინცი, გაბრაზებულმა ჯადოქარმა საშინელ ურჩხულად გადააქცია. იმისათვის, რომ წყევლა მოეხსნას მან უნდა ისწავლოს სიყვარული, იყოს კეთილი და ვინმეს შეუყვარდეს...
შობა სანტას თითქმის კარს მოადგა, მოულოდნელად კი მისი 92,000 დამხმარე ელფი შეუძლოდ ხდება... დღესასწაული დაღუპვის პირასაა. წამლისათვის სანტას საფრანგეთში უწევს წასვლა.
მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ...
ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ცდილობს ბეტმენი ლეგო ქალაქი ჯოკერისგან იხსნას...
ერთ დღეს სმურფეტა მიხვდება, რომ სოფელში მის გარდა, ყველას აქვს საკუთარი მიზანი და საქმე. მაშ, რაში მდგომარეობს სოფელში ერთადერთი გოგონა-სმურფეტას მისია? იმისათვის, რომ ეს გაიგოს, ის იწყებს მოგზაურობას, რომლის დროსაც ხვდება იდუმალ არსებას, რომელიც ჯადოსნურ ტყეში იმალება, და სადაც სმურფებს სასტიკად ეკრძალებათ შესვლა. სმურფეტა მის ძმებთან ერთად და ასევე ბოროტი ჯადოქარი გარგამელი, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება ლურჯ გნომებს, მიემგზავრებიან თავგადასავალებით სავსე, სახიფათო მოგზაურობაში, იდუმალი და საოცარი აღმოჩენებით. ერთად მათ მოელით სმურფების უდიდესი საიდუმლოს ამოხსნა …
ტედი წარუმატებელი მოგზაურია. მას უცნაური მეგობრები ყავს, რომელტა შორისაც არის ნამდვილი მუმია და ჭკვიანი ძაღლი ჯეფი. ისინი მიმგზავრებიან ბოროტი მდიდარი ჯეკ რეკჰემის საძებნელად, რომელმაც სარა მოიტაცა.







































