ძიება - * | ნაპოვნია: 1541

ნამდვილი სამოქალაქო ომის ერა - ამბავი თეთრ სამხრეთელზე, რომელიც მონად მიჰყავთ. ის ამბოხით ეწინააღდეგება კონფედერაციას...

ევან მაკგრეგორის რეჟისორული დებიუტი. ომის შემდგომი პერიოდი ამერიკაში. ერთი ოჯახის ქალიშვილის ახალი პოლიტიკური შეხედულებები მათ ოჯახს განადგურებით ემუქრება...

არჩევანი

The Choice

ტრევისი და გები ერთმანეთს პატარა ქალაქში შეხვდნენ, ისინი მეზობლები არიან, მათი ურთიერთობა ცხოვრებისეული ერთ-ერთი სასიამოვნო მოვლენით იწყება.

შეურიგებელი ბრძოლა ვეფხვ შერხანთან მაუგლის აიძულებს დატოვოს მგლების ხროვა და გაემართოს საინტერესო მოგზაურობაში. გზაში ბიჭს ელოდება არაჩვეულებრივი აღმოჩენები და დასამახსოვრებელი შეხვედრები პანტერა ბაგირასთან, დათვ ბალუსთან, პითონ კაასთან და სხვა უღრანი ჯუნლების ბინადართან...

დედა-შვილს არც ისე კარგ პირობებში უწევს ცხოვრება რევოლუციის შემდგომ პერიოდში 80-იან წლებში. მათ უბედურებას ბოროტი სულიც ემატება, რომელიც მათ სახლში დასახლდა...

ტალულა

Tallulah

იმისთვის რომ ბავშვის ჭიჭყინი აირიდოს თავიდან, დიასახლისი ბევერლი ჰილზიდან დაიქირავებს ძიძას. მარტოხელა გოგონა ტალულა, ვერ უძლებს ქალს, რომელიც სასტიკად ეპყობა ბავშვს და გადაწყვეტს ბავშვის გატაცებას...

რიკი ბეიკერი ქალაქელი ხულიგანია. სოციალურმა სამსახურმა იგი საცხოვრებლად ერთადერთ ახლობელ ნათესავთან, ბელასთან, და მის ქმართან გადაიყვანა. ბელას სიკვდილის შემდეგ, რიკი ტყეში გაიქცა, ბელას ქმარი ჰეკი მას დაედევნება. სოციალური სამსახურის თანამშრომელი პოლა დარწმუნებულია რომ რიჯი ჰეკმა მოიტაცა და მათზე ძებნას გამოცხადებს...

თითქოს ყველაფერი დალაგდა: წარმატებული კარიერა, სახლი ლონდონის ცენტრში... მაგრამ ბრიჯიტი ბრიჯიტი არ იქნებოდა , რომ არა საინტერესო ისტორიები. იგი აღმოჩნდება იქ სადაც არაა საჭირო, მასთან ერთად ვისთანაც საჭირო არაა. ახლა კი მან არ იცის ვინაა მისი შვილის მამა - მილიონერი თუ ცნობილი ადვოკატი...

შუქურის დარაჯი და მისი ცოლი ცხოვრობენ დასავლეთ ავსტრალიის ნაპირას, ზრდიან ბავშვს, რომელიც გადაარჩინეს გამორიყული ნიჩბებიანი ნავიდან...

ხულიეტა

Julieta

ფილმი აშუქებს 30 წლიან მონაკვეთს ნოსტალგიური 1985 წლიდან, სადაც იმედი სუფევს 2015 წლამდე, სადაც ცხოვრება შეიცვალა, ქალი კი გაგიჟების ზღვარზეა...

ფილმის მთავარი გმირი სარეკლამო სააგენტოში მუშაობს ნიუ-იორკში. მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია, მას დეპრესიაში აგდებს. კოლეგები ცდილობენ დაუბრუნონ მას ცხოვრების ხალისი და გეგმას ადგენენ ამისთვის, ამგრამ ეს გეგმა მოულოდნელ შედეგებს მოიტანს...

ზოოსტარი

Sing

კოალა სახელად ბასტერი მოიწვევს თავის საუკეთესო მეგობარს დასახმარებლად თავის თეატრის ბიზნესში მუსიკალური შეჯიბრის მასპინძლობისას.

შთამაგონებელი ისტორია კრივის მსოფლიო ჩემპიონზე, ბინი პაციენცაზე, რომელიც ფატალური ავარიის შემდეგ აღარც კი ოცნებობდა გავლაზე. მაგრამ იგი არ დანებდა, ჩუმად სტუმრობდა სპორტ დარბაზს და უკვე სამ თვეში რინგზე გავიდა...

შეცდომა

Misconduct

როცა ამბიციური ახალგაზრდა იურისტი დაიწყებს დიდი საქმის წარმოებას, რომელიც ძლიერი და დაუნდობელი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის წინაამდეგაა, ის ჩათრეული იქნა კორუფციისა და შანტაჟის სამყაროში...

ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში...

ულამაზესი ქალბატონი სუსან ვარნონი ესტუმრება რძალს რომ იპოვნოს ქმარი თავისთვის და თავისი ქალიშვილისთვის. ორი ახალგაზრდა კაცი მშვენიერი რეჯინალდ დეკორსი და მდიდარი სერ ჯეიმს მარტინი, ძალიან ართულებენ მის გეგმებს...

ცნობილი ფსიქოლოგი ალან პასკაცი , ცდილობს ამოხსნას ცხრა წლის ბიჭის ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებანი, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. მომხდარში ფსიქოლოგი მამას ადანაშაულებს, მაგრამ რაც უფრო მეტად სწავლობს ბიჭის ქვეცნობიერს , მით უფრო მკრთალია ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის...

როდესაც 1980-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი აისახება კონორების ოჯახზე, მას პრესტიჟული კერძო სკოლიდან გადაიყვანენ სახელმწიფო სკოლაში. მოზარდი უხეშობის და უპატივცემულობის სამყაროში აღმოჩნდება. ამასთანავე მას შეუყვარდება ულამაზესი გოგონა. იმისთვის, რომ მოახდინოს ეფექტი გოგონაზე, კონორი იწყებს როკ-ჯგუფის შექმნას...

ამაღლება

Risen

ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული...

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ნიუ იორკის მეტროში ცეკვის დროს შეხვდება კლასიკურ მოცეკვავეს მანჰეტენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ჰიპ-ჰოპის და კლასიკური ცეკვების გაერთიანებით ცდილობენ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.