ცხელი ზაფხული საფრანგეთის სამხრეთში, ახალგაზრდა სცენარისტი ამინი დროებით მშობლიურ მხარეში ბრუნდება. ბიძაშვილები, მეგობრები, სტუდენტები ნიცადან - ყველანი აქ იკლავენ წყურვილს, ცეკვავენ, ზღვაში ბანაობენ და კავდებიან სიყვარულით. ოფელიას ტონი უყვარს, მაგრამ კლემანზეა დანიშნული. შარლოტანსაც უყვარს ტონი, ტონის ქალები უყვარს, ისევე როგორც სელინი, მაგრამ სელინს გიჟური წვეულებები უფრო უყვარს. ამ ზაფხულის სიგიჟეში ამინი იწყებს სიყვარულის ძიებას...
ცხელი ზაფხული საფრანგეთის სამხრეთში, ახალგაზრდა სცენარისტი ამინი დროებით მშობლიურ მხარეში ბრუნდება. ბიძაშვილები, მეგობრები, სტუდენტები ნიცადან - ყველანი აქ იკლავენ წყურვილს, ცეკვავენ, ზღვაში ბანაობენ და კავდებიან სიყვარულით. ოფელიას ტონი უყვარს, მაგრამ კლემანზეა დანიშნული. შარლოტანსაც უყვარს ტონი, ტონის ქალები უყვარს, ისევე როგორც სელინი, მაგრამ სელინს გიჟური წვეულებები უფრო უყვარს. ამ ზაფხულის სიგიჟეში ამინი იწყებს სიყვარულის ძიებას...
ნამდვილი ამბავი პასტორ მაიკლ სპერლოკზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანების დახმარებას დაუთმო. ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის არსებობის ჭეშმარიტი აზრი გახდება. ერთ დღეს მთავარი გმირი ხელისუფლებისგან შეტყობინებას იღებს, სადაც მას სხვა ქალაქში ვადაზე ადრე გადაყვანის შესახებ ატყობინებენ. ამ ამბავმა შეიძლება ბევრი ადამიანის ბედს ჯვარი დაასვას, რადგან ბოლო დროს, მის ეკლესიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული დევნილები ცხოვრობენ, რომლებსაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ მხოლოდ მთავარი გმირი ზრუნავს მათზე. საბოლოოდ მაიკლმა ყველაფერი გარისკა, რათა დაკეტვისგან გადაერჩინა მისი პატარა ეკლესია...
ფილმი ბრუკლინში მცხოვრები ორი ოჯახის დრამატულად გადახლართული ბედის შესახებ გვიამბობს. ამ ორ ოჯახს შორის არსებული წონასწორობა მაშინ ირღვევა, როცა ჩნდება უცოელი გოგონა, სტუდენტი გაცვლითი პროგრამიდან...
სიუჟეტის ცენტრში არის წყვილი, რომლის ცხოვრებაც დაუსრულებელ ჩხუბსა და კინკლაობაში გადის. შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში ეს უთანხმოება მას მერე დაიწყო, რაც ანამ ბავშვი დაკარგა. მეუღლეებს თითქმის იმედი აქვთ გადაწურული, რომ კვლავ ბედნიერები იქნებიან, როცა მოულოდნელად როკჯგუფის შექმნას გადაწყვეტენ და სიმღერით გამოხატავენ ყველა ემოციას, რომელიც დაუგროვდათ. შესაძლოა, მხოლოდ სიმღერამ შეძლოს მათი ოჯახის გადარჩენა...
ნამდვილი ისტორია ინგლისელ ბოქსიორზე, რომელიც სასჯელს ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში იხდის. ის იბრძვის ტაილანდურ ტურნირებში, რათა თავისუფლება მოიპოვოს...
ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ...
როდესაც ჯინო ხვდება მრბოლელ ბენედიქტეს - ეს ერთი ნახვით სიყვარულია. ვნებიანი. უპირობო. ცეცხლოვანი. მაგრამ ჯინო საიდუმლოს მალავს. საიდუმლო, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და თქვენს გარშემო მყოფთა სიცოცხლეს. ჯინოს და ბენედიქტეს სიყვარულის გადასარჩენად - ბედის, გონების და საკუთარი სისუსტეების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ...
სერიალი ლეგენდარული კინოვარსკვლავების, ბეტი დევისისა და ჯოანა ქროუფორდის გახმაურებული მტრობის ისტორიას გვიყვება, რომელიც მსახიობების კარიერის საწყის ეტაპზე განვითარდა...
1950 წელს, კორეის ომში სერჟანტი შემთხვევით წააყდება ნახევრად გაყინულ გოგონას, რომელიც დაკარგულია და მშობლებიც დაკარგული ჰყავს.
შორეულ მომავალში იაპონიის მთავრობამ დაარსა პრესტიჟული სკოლა,სადაც აღზრდიან თაობებს, რომელიც მომავალში მხარს დაუჭერენ ქვეყანას. სიუჟეტი გვიყვება კიოტაკა აიანოქოჯიზე- წყნარ და თავმდაბალ ბიჭზე, რომელიც ამჯობინებს თანატოლებისგან დისტანციის დაცვას, მაგრამ ფლობს შეუდარებელ ინტელექტს. წარუმატებელი გამოცდის შემდეგ ის არასრულფასოვანი მოსწავლეების კლასში მოხვდა, თუმცა მის კლასში მყოფ ორ სტუდენტთან შეხვედრის შემდეგ, კიოტაკას ვითარება იცვლება.
ბავშვობაში მასამუნე მაკაბეს გარეგნობის გამო დასცინოდა მდიდარი და ლამაზი გოგონა, სახელად აკი ადაგაკი. შურისძიების მიზნით მასამუნე ბევრს შრომობს საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად და ბრუნდება, როგორც წარმოუდგენლად სიმპათიური, თუმცა ნარცისი საშუალო სკოლის მოსწავლე. როდესაც ის კიდევ ერთხელ შეხვდება აკის, მზად არის შურისძიებისთვის. მდიდარი გოგონას მოახლის, იოშინო კოივაის დახმარებით, მასამუნე ნელ-ნელა იწყებს აკისთან ურთიერთობის დამყარებას და მისი გულის გატეხვას აპირებს როცა დრო დადგება.
მაღაზიის კარზე ჩამოკიდებულია პატარა საფოსტო ყუთი, სადაც ნებისმიერს შეუძლია წერილის ჩაგდება. თუმცა მეორე დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი წერილს პასუხი წარსულიდან მოდის. ეს იდუმალი მოვლენა ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ წარსულს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება ან გაიგონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია აწუხებთ.
თუმცა ერთ-ერთი მისიის დროს იგი მძიმე ტრავმას იღებს. ამ მომენტის შემდეგ მისი მწვრთნელი, რომელიც მასთან ძლიერ კავშირს გრძნობს, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წაიყვანოს იგი სახლში და იზრუნოს მასზე, როგორც ოჯახის წევრზე.
კრიმინალური სერიალი La casa de papel მოგვითხრობს ჯგუფ განგსტერზე, რომლებმაც დაგეგმეს სამეფო მონეტების ეზოს ძარცვა ესპანეთში. მთავარი გმირები აერთიანებენ უნარებს, გეგმავენ დეტალურად და ცდილობენ მოიპოვონ 240 მილიონი დოლარი, მაგრამ ყველაფერი რთულდება მოულოდნელი პრობლემებისა და შიდა კონფლიქტების გამო.
ანიმაციური ფილმი იესო ქრისტეს ცხოვრების ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება მისი უკანასკნელი ცოცხალი მოციქულის იოანეს თვალით. სიუჟეტი მაყურებელს ქრისტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში ამოგზაურებს და მის სწავლებებს, სიყვარულსა და ადამიანებისადმი თანაგრძნობას წარმოაჩენს.
ჰენრიეტას უჯრედებმა მედიცინის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა მათი დახმარებით შეიქმნა მნიშვნელოვანი ვაქცინები და ჩატარდა არაერთი სამეცნიერო კვლევა. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად მისი ოჯახი წლების განმავლობაში სიმართლის გარკვევასა და სამართლიანობისთვის ბრძოლას ცდილობდა.
მიუხედავად პროფესიული წარმატებისა, მას ყოველდღიურად უწევს საზოგადოებრივი სტერეოტიპებისა და პირადი გამოწვევების დაძლევა. განსხვავებული აღქმისა და უნარების გამო, ახალგაზრდა ექიმი მუდმივად ამტკიცებს, რომ ნიჭი, მონდომება და ადამიანების დახმარების სურვილი ნებისმიერ დაბრკოლებაზე ძლიერია.
სერიალი მოგვითხრობს თინეიჯერი კლეი ჯენსენის ისტორიას, რომელიც ერთ დღეს სახლის კართან იდუმალ ყუთს პოულობს. ყუთში მოთავსებული ჩანაწერები ჰანა ბეიკერს ეკუთვნის, გოგონას, რომელიც მას უყვარდა და რომელმაც სიცოცხლე თვითონ დაასრულა. ჩანაწერებში ჰანა ეტაპობრივად ჰყვება იმ მოვლენებზე და ადამიანებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. კლეი სიმართლის ძიებას იწყებს და თანდათან უფრო მეტ საიდუმლოს იგებს საკუთარი მეგობრებისა და თანაკლასელების შესახებ.
როდესაც თინეიჯერი და-ძმა, ჰეილი და ალექსი, ელიტურ დახურულ სკოლაში სწავლას იწყებენ, მათი ცხოვრება სრულიად ახალ მიმართულებას იღებს. ახალ გარემოში მათ კონკურენციასთან, მეგობრობასთან და რომანტიკულ ურთიერთობებთან გამკლავება უწევთ. მალე ისინი იდუმალ საიდუმლოს აღმოაჩენენ, რომელიც მათი ახლად გარდაცვლილი დედის წარსულს უკავშირდება. სიმართლის ძიება და მოულოდნელი აღმოჩენები და-ძმას სახიფათო მოვლენების ცენტრში მოაქცევს.







































