ფილმი მოგვითხრობს ბენისა და როუზის ისტორიას, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობენ და მათ გარშემო არსებულ სამყაროს ვერ ეგუებიან. ბენი ცდილობს მამა იპოვოს, როუზის ფიქრები კი მხოლოდ ერთი იდუმალი მსახიობის გარშემო ტრიალებს. ერთხელ ბედი მათ იმ მიუღწეველის საძებნელად წასვლას უბიძგებს, რომელიც ასე აკლიათ ცხოვრებაში...
ფილმი მოგვითხრობს ფ.ტე. ბარნუმას ცხოვრების შესახებ, სკანდალური ამერიკელი მეწარმე, მისტიკის ოსტატი, რომელმაც შეძლო წარმატების მოპოვება მისი ოსტატობის მეშვეობით და დააარსა მისი სახელობის ცირკი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდედობაზე დანიშვნიდან, რამდენიმე დღის შემდეგ უინსტონ ჩერჩილი, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის პირისპირ დგება, მან უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკებების დაწყება და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან მისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლების დაცვა.
აუტიზმისმქონე ახალგაზრდა ქალი გარბის მომვლელისაგან, რათა მისი ხელნაწერი მწერალთა კონკურსზე ჩააბაროს.
ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო.
ჯეკი და მისი ოთხი და-ძმა პატარა პროვინციალური ქალაქის მახლობლად ცხოვრობენ. მიუხედავად ხალხის მახლობლად ცხოვრებისა, ბავშვები ამჯობინებენ არ იკონტაქტონ უცნობებთან. ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ფიქრობს , რომ ისინი რაღაცას მალავენ. ქალაქის მაცხოვრებლებს შორის დადის ხმა, რომ სახლში რაღაც ბოროტება ხდება. მალე ირკვევა, რომ ჭორები მართალია. მათ ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალათ და თუ ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, ბავშვებს ერთმანეთს დააშორებენ. ბავშვები ფიქრობენ რომ სრულწლოვანებამდე შეინახავენ საიდუმლოს, მაგრამ თავად ჯეკი ვერ შეძლებს დაიცვას თავი გოგონას სიყვარულისაგან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს...
ელექტროენერგიის ტიტანებს, თომას ედისონსა და ჯორჯ ვესტინგჰაუსს შორის დიდი კონკურენციაა მდგრადი სისტემის შქმნისა და ამერიკელი ხალხისთვის მისი მიყიდვის საკითხში.
ინსპექტორი ამაია სალაზარი სერიული მკვლელობების გამოძიებას უდგას სათავეში - პატარა წვიმიან ქალაქში ბასკების მხარეში. ამაია ხვდება, რომ ნამდვილ ბოროტებას უნდა აღუდგეს წინ...
ჩარლი ტომპფსონი მარტოხელა მოზარდია, რომელიც მოპარულ დოღის ცხენთან ერთად მიემგზავრება მისი უკანასკნელი ნათესავის საძებნელად, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. მას ელის სახიფათო და სევდიანი მოგზაურობა გზად ოცნებისაკენ...
ფილმი მოგვითხრობს მეხანძრეებზე, ადამიანებზე რომლებიც სხვა დანარჩენთაგან სიმამაცით გამოირჩევიან. ისინი დაიღალავად ზრუნავენ ადამიანების გადარჩენაზე. ამისათვის ისინი ჯილდოებს არ ითხოვენ. ფილმის მოქმედება ხდება არიზონაში, ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური ხანძრის დროს. მეხანძრეები დაუღალავად იბრძვიან ხანძრის ლოკალიზებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ შინ დაბრუნებას ყველა ვერ შეძლებს.
მოსამართლე ფიონა მეი, რომელიც ოჯახური საქმეებითაა დაკავებული რთული დილემის წინაშე აღმოჩნდება: ადამი, რომელიც რამოდენიმე თვეში სრულწლოვანი გახდება, რელიგიური მრწამსის გამო უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე. შეძლებს კი ფიონა დაარწმუნოს ბიჭი ?
თავგადასავლების მაძიებელი მეგობრები ბოლივიის გაუვალ ჯუნგლებში მიემგზავრებიან. თუმცა მას შემდე, რაც წინამძღოლი ქრება და მეგობრები ველური ბუნების პირისპირ აღმოჩნდებიან, დაუვიწყარი თავგადასავალი გადარჩენისათვის ბრძოლად გადაიქცევა...
არც ისე შორეულ მომავალში, ცხოვრებისაგან დაღლილი ლოგანი იმალება და პროფესორ იქსს უვლის მექსიკის საზღვართან, მაგრამ ლოგანს მისი წარსულის დამალვა აღარ შეუძლია. იგი ახალგაზრდა მუტანტს გაიცნობს, რომელსაც ბნელი ძალები აედევნენ...
წყლის ფორმა კიდევ ერთი მსოფლიო ამბავია, რომელიც უკავშირდება 1962 წლის ამერიკას ცივი ომის პერიოდში. წყალქვეშა ლაბორატორიაში მომუშავე მუნჯ თანამშრომელს შეუყვარდება ამფიბია მამაკაცი, რომელიც იქ ტყვეობაშია. ქალი იმუშავებს გეგმას, რომ მამაკაცს გაქცევაში დაეხმაროს...
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...
იმ დროს, როდესაც გრეი მის შინაგან დემონებს ებრძვის, ანას უწევს გაუძლოს იმ ქალების შურსა და რისხვას, რომლებიც ადრე გრეისთან იყვნენ...
ფილმი მოგვითხრობს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და მის იდუმალ გარდაცვალებაზე. ეს არის პირველი ანიმაციური ფილმი, რომლის შემქმნელებმაც გამოიყენეს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები მთელი ფილმის მანძილზე...
ეს ზაფხული დენიელს დიდხანს ემახსოვრება: მას შეუყვარდა ყველაზე პოპულარული გოგონა ნახევარკუნძულზე და საქმე დაიჭირა ნარკომოვაჭრეებთან. პრობლემა ისაა, რომ გოგონას ძმა დენიელის პარნიორია და ჯობია დენიელის სიყვარულის ობიექტის ვინაობა არ გაიგოს...







































