ფილმის მთავარი გმირი ბარაბარა ტორსონია, რომელიც საკუთარი ასაკისათვის ზედმეტად ჭკვიანი და გონებამახვილია. სკოლაში ყველა თვლის რომ გოგონას არაფრის ეშინია. მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეეწინააღმდეგოს, თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერია მას ხომ ჯადოსნური ჩაქუჩი აქვს და როგორც თვითონ ამბობს უკვე დიდიხანია ებრძვის გოლიათებს. მისი არავის სჯერა , დაცინიან კიდეც ამის გამო. მაგრამ გოგონას ეს არ აღელვებს, მას ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.
ქალი ბრუნდება მის ორთოდოქსულ ებრაულ ოჯახში მამამისის, რავინის გარდაცვალების შემდეგ. საზოგადოების აღშფოთებას იწვევს მისი ინტერესი, რომელიც ბავშვობის მეგობრისადმი გაუჩნდება.
ისტორია ბრიტანელი ოფიცრების გუნდზე პირველი მსოფლიო ომის ბოლო გაზაფხულზე. ახალგაზრდა და გულუბრყვილო ლეიტენანტი რეილი უერთდება ფრონტზე მისი ბავშვობის კუმირსა და ოჯახის ახლობელს, კაპიტან სტენჰოუპს. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეიცვალა იგი მსახურებისას.
ფსიქოლოგიის პროფესორი გუდმანი სწავლობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც თითქოს ზებუნებრივ ძალას შეხვდნენ: ღამის დარაჯს, მოზარდსა და ბიზნესმენს. სკეპტიკურად განწყობილი პროფესორი მაყურებლიდან აქტიურ წევრად გადაიქცევა , როდესაც შეტყობინებას მიიღებს იმ ქვეყნიდან.
პასტორი ტოლერი, რომელიც ჯარისკაცი შვილის ცხედარს დასტირის, შვებას ეკლესიის თაღებს ქვეშ ეძებს. აქ ის გაიცნობს ახალგაზრდა მრევლს მერის, ბუნების დამცველის ცოლს. როდესაც ეკოლოგ-აქტივისტი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, ტოლერი და ქვრივი მერი სააშკარაოზე გამოიტანენ კორუფციულ შეთანხმებას, რაშიც გარეულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები და მათ შორის ღვთის მსახურებიც...
ფილიპი ძალიან მიჯაჭვულია მის მამობილ ემბროუზზე. იტალიაში მოგზაურობის დროს ემბროუზი დაქორწინდება და მალევე გარდაიცვლება. ფილიპი დარწმუნებულია, რომ მისი მამობილი რეიჩელმა მოკლა, ქონების მისათვისებლად. შურისძიების დაგეგმვისას ფილიპს რეიჩელი თავალ შეუყვარდება.
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრული მატარებელით მგზავრობა ერთ-ერთ ცნობილ გამოცანად იქცევა ისტორიაში. ფილმი მოგვითხრობს მატარებლის 30 მგზავრზე, რომელთაგანაც ყველა ეჭვმიტანილია. გამომძიებელმა რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას ამოცანა , სანამ დამნაშავე ახალ დანაშაულს ჩაიდენს.
ფილმის მთავარი გმირები მწერალი ეშლი და ნიჭიერი ქირურგი ბენი არიან. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მალე ბედი მათ ერთმანეთს შეახვედრებს. ეშლი შინ დაბრუნებას ჩქარობს, მას ჯვრისწერა აქვს, ბენს კი პაციენტი ელოდება. ყველა რეისი უამინდობის გამო გადაიდება, ამიტომ მათ კერძო ავიათვითმფრინავით მოუწევთ გაფრენა, რომელიც ჩამოვარდება. ცოცხლები მხოლოდ ეშლი და ბენი გადარჩებიან.
ომი მაიმუნებსა და ადამიანებს შორის გარდაუვალია. ორივე მხარეს აქვს დასაკარგი. რომელი მხარე დაიწყებს ომს?
ეს სამყარო ერთი დიდი არეულობაა. ხალხი ისე იქცევა, როგორც სურს - ნაგავს ყრიან სადაც უნდათ, მძღოლები გზას მგზავრებს არ უთმობენ. პოლიცია ქალის საჩივარს ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ რუთი გადაწყვეტს მეგობართან ერთად თავად ასწავლოს ჭკუა დამნაშავეებს.
ფილმის მოქმედება ვითარდება ფილმის "ნემსზე" დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ. ისტორია მოგვითხრობს როგორ ცდილობენ მთავარი გმირები პორნობიზნესში თავის დამკვირებას..
კორპორაცია "მირანდომ" შექმნა უჩვეულო ჯიშის გოჭები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ფერმერებს დაურიგა. ათი წლის მანძილზე უდიდესი ზომის ღორი გოგონა მიჯას საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. კორპორაციამ მისი საკუთრება უკან წაიყვანა. რა თქმა უნდა მამაცი გოგონა არ ნებდება და მეგობრის გადასარჩენად მიდის, მაგრამ სამყარო ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდება, ვიდრე მას ეგონა.
უდროოდ გარდაცვლილი მამაკაცის ისტორია, რომელიც გარდაცვალების შემდეგ სხვა სამყაროში კი არ გადავიდა, მის სახლზე მიჯაჭვული დარჩა სამუდამოდ...
ქალთა პანსიონი გარე სამყაროსაგან დაფარული იყო იქამდე, სანამ თავშესაფარის მაძებარმა ადამიანმა არ შეაბიჯა მათ ჭიშკარში. ამ დღეიდან პანსიონი ცდუნების ტყვეობაში აღმოჩნდა...
ფერმერი უილფრედ ჯეიმსის ისტორია, რომელმაც მოზარდი შვილის დახმარებით მოკლა ცოლი და ვირთხების საჭმელად დააგდო. მას შემდეგ ვირთხები უილფრედს თან სდევენ და სიგიჟემდე მიჰყავთ...
ვიეტნამში საზღვაო ქვეითებში მსახურებიდან 30 წლის შემდეგ ლარი შეპერდი კვლავ ხვდება მის მეგობრებს სალ ნილონს და რიჩარდ მიულერს, რათა დაკრძალოს მისი ვაჟი, რომელიც ერაყის ომში მოკლეს.
მილდრედ ჰეისი ქალიშვილის მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დამნაშავეები ნაპოვნი არ არიან. სასოწარკვეთილი ქალი სამ სარეკლამო დაფას დაიქირავებს და მათზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისთვის. როდესაც ამაში პოლიციის უფროსის მოადგილეც იქნება ჩათრეული, ინფანტილური დედიკოს ბიჭი, ოფიცერი დიქსონი, ბრძოლა მილდრედსა და მთავრობას შორის უფრო გამწვავდება.







































