ძიება - * | ნაპოვნია: 1542

ფილმი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენაზე "უოთერგეითზე", რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობის ნაადრევი დატოვება გამოიწვია. ადამიანის ვინაობა, რომელიც პრესას ინფორმაციას აწოდებდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაირკვა, მას შემდეგ რაც თავად აღიარა. ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...

სამმა მემკვიდრემ უნდა განაახლოს მშობლიური სახლი და დაუბრუნოს ვენახებს ადრინდელი დიდება. ისინი დაკრეფენ ყურძენს და ღვინოს გააკეთებენ, ამ პროცესისას კი გამუდმებით ჩხუბობენ...

ორი მამაკაცის კომედიური მეგობრობა, რომელთაგან ერთი კვადრიპლეგიითაა დაავადებული, ხოლო მეორე მისი მომვლელია კრიმინალური წარსულით..

სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის სულისათვის მოდის სიკვდილის ანგელოზი და სთავაზობს შვიდ გამოცდას, რომელიც 49 დღეში უნდა გაიაროს. კან-რიმი სიკვდილის ანგელოზების ლიდერია და მას ადამიანები მოსწონს. მასთან ხვდება ჩა-ჰონი, რომელიც თანხმდება გაიაროს გამოცდები...

სამანტა კინგსტონი გოგონაა, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში უმართლებს, მაგრამ იმ დღეს პარასკევს, 12 თებერვალს ყველაფერი არასწორად განვითარდა, შემდეგ ავარია გზაზე და ... გოგონა მოჯადოვებულ წრეში აღმოჩნდება. ამ წრიდან გასასვლელად სამანტამ უნდა იპოვოს ის არასწორი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ამ ხაფანგში აღმოჩნდა...

შობის ღამეს ექიმი ვანესა ტერნერი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. იქ ის შეხვდება სკოლის დროინდელ სიყვარულს და გაიგებს, რომ მისი მამა, ცნობილი ექიმი, პენსიაზე გადის. ვანესა სვამს კითხვას: ღირს თუ არა ძველი ურთიერთობის აღდგენა?..

გრეის მარკსის, ირნალდიელი ემიგრანტის ისტორია, რომელიც მისი დამსაქმებლის მკვლელობის გამო გაასამართლეს 1843 წელს. ქალი აცხადებს , რომ მას არ ახსოვს, როგორ ჩაიდინა დანაშაული. 10 წლის შემდეგ ექიმი საიმონ ჯორდონი ცდილობს დაეხმაროს მას წარსული მოვლენების გახსენებაში...

ზომბების აპოკალიპსისას მთავრობა მხოლოდ დიდი ქალაქების მოსახლეობის ევაკუაციაზე ზრუნავს, სოფელში მაცხოვრებლები კი თითქოს არც არსებობენ. ფილმის მოქმედება გადარჩენილი სოფლის მაცხოვრებლების გარშემო ვითარდება...

ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნარკო ბარონ პაბლო ესკობარსა და კოლუმბიელ ჟურნალისტ ვირჯილია ვალეოს სიყვარულის შესახებ, რომელიც ქვეყანას შუაზე გახლეჩს...

საოცრება

Wonder

ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება, მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა: მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს, ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს...

ვერონიკა

Verónica

მადრიდი, 1990-იანი წლები. მეგობრებთან ერთად ოუჯას თამაშის შემდეგ, მოზარდ გოგონასა და მის ოჯახს ზებუნებრივი ძალებისაგან საფრთხე ემუქრება. ფილმი დაფუძნებულია პოლიციის საქმეზე, რომლის გამოძიებაც ვერ მოხერხდა...

კონეკტიკუტის მახლობლად მცხოვრები ორი მეგობრის გზა გაიყო და მათ რამოდენიმე წელია ერთმანეთი არ უნახავთ. როდესაც კვლავ შეხვდებიან გოგონები გადაწყვეტენ მეგობრობა განაახლონ. ახლო ურთიერთობისას ისინი მიხვდებიან , რომ ორივე ძალიან შეიცვალა, იმდენად, რომ მკვლელობის ჩადენაც კი შეუძლიათ...

ფილმის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც ცხრა უცხო ადამიანი ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩნდება. მათ არ იციან რისთვის მოვიდნენ აქ, არც იმ ადამიანის ვინაობა იციან ვინც აქ მოიყვანა. ისინი იწყებენ უცნობზე მსჯელობას. აღმოჩნდება, რომ უცნობს მათი ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, სანაცვლოდ კი მათ რაიმე უნდა გააკეთონ. რაც უფრო რთულად შესასრულებელია სურვილი, მით უფრო რთული დავალება ელით მათ...

ფარვანა

Papillon

ანრი შარერს გაასამართლებენ მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და სამუდამო პატიმრობამისჯილს კატორღაში გააგზავნიან. მას ზედმეტ სახელად ფარვანა მხოლოდ იმიტომ შეარქვეს, რომ მკერდზე მისი დიდი გამოსახულება აქვს ამოტვიფრული. გაქცევას ბევრჯერ ცდის, რის შემდეგაც ჯერ კარცერში ჩასვამენ, შემდეგ კი უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლებენ. კუნძულს სახელად სატანა ჰქვია და ის ოთხივე მხრიდან ოკეანითაა შემოსაზღვრული.

დენი ცნობილი მოქანდაკის ჰოვარდ მაიოროვიცის უფროსი ვაჟია, გზააბნეული და კოჭლი პოეტი. დენი ნიუ იორკში მამასთან ჩავიდა ქალიშვილთან და პრობლემებთან ერთად. ჰოვარდს დენის გარდა ქალიშვილი ჯინი და ვაჟი ჰყავს სხვა ქორწინებიდან, წარმატებული მეთიუ, რომელიც ლოს ანჯელესში მუშაობს. მალე ჰოვარდს გამოფენა აქვს, შვილები მის მომზადებაში ეხმარებიან. მოხუცი მოქანდაკე მისი ცხოვრების ისტორიებს იხსენებს...

ფრიადოსანი და მედალოსანი ლინი სხვა სკოლაში გადადის, სადაც ოქროს ახალგაზრდობა სწავლობს და მაშინვე დაუმეგობრდება გრეისს, რომელიც სუსტია მათემატიკაში. ერთხელ ლინი საუკეთესო მეგობარს გამოცდაზე დაეხმარება და მდიდარი მოსწავლეების რიგი დადგება, რომლებიც მზად არიან გადაუხადოს გამოცდის სავარჯიშოების პასუხებისათვის. რადგანაც ლინის მამა ჩვეულებრივი მასწავლებელია და ბევრი ფული არ აქვთ, ლინი გადაწყვეტს მისი გონებით ფული იშვოს და ჭკვიანურ სქემას შეიმუშავებს პასუხების გადასაცემად...

ფილმი გვიამბობს ახალშეუღლებულ ედუარდსა და ფლორანსზე, რომლებსაც სექსუალური გამოცდილება არ გააჩნიათ. ამ სიახლოვის შიშის გამო დაოჯახების პირველივე ღამეს მათი ქორწინება ნგრევას იწყებს...

ოთხი ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანის ისტორია, რომლებიც ჩახლართულ ურთიერთობებში იმყოფებიან ტეხასის როკ-ფესტივალის დროს ოსტინში. წარმატებისა და ბედნიერების ძიებაში თითოეულ მათგანს ღალატისა გადატანა მოუწევს და ეს ყველაფერი როკ-ენ-როლის ფონზე.

მეუღლე

The Wife

ცოლი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ არჩევანს, ქმართან ერთად, სტოქჰოლმში მოგზაურობისას, სადაც ეს უკანასკნელი, ნობელიას პრემიის ლაურეატია, ლიტერატურის დარგში.

მოლი ბლუმს პოკერის პრინცესას ეძახდნენ. მან ყველაზე დიდი იატაკქვეშა კაზინო გახსნა ჰოლივუდში. დიდ ფულს სისხლის სუნი ასდის. როგორ უნდა გადარჩე როდესაც შენზე მაფია და ეფბიაი ნადირობს?