ლამაზმან ქლოიას მისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ქლოია ხვდება, რომ მისი შეყვარებული ის არაა, ვისაც თამაშობს.
უფროსკლასელი ჯეფრი დამერი განიცდის მშობლების გარდაუვალ განქორწინებას, მეგობრებისა და ყურადღების უკმარისობას. მართლაც, ვის მოუნდება უცნაურ ბიჭთან მეგობრობა, რომელიც მკვდარ ცხოველებს აგროვებს , მჟავით ადნობს და ნახულობს რა აქვს შიგნით. ერთხელ ჯეფრი გადაწყვეტს სულელური საქციელით მიიქციოს სკოლასი ყურადღება. ეს სვლა გაამართლებს. ახლა მას მეგობრები ჰყავს...
ალფონსოსთან და ევასთან სადილის დროს, მეგობრები გადაწყვეტენ რომ ერთმანეთს გაუზიარონ ყველა ზარი და შეტყობინება , რომელიც მათ ტელეფონზე შემოვა.
ვირუსის აფეთქების შემდეგ, რის შედეგაც ადამიანები ზომბებად იქცეოდნენ ექიმებმა იპოვეს ანტივირუსული წამალი. წამლის მოქმედება მოსახლეობის 75 პროცენტზე შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ მათ მეხსიერებაში ყველა მოგონება დარჩა. მთავრობას სურს მათი საზოგადოებაში დაბრუნება, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია.
In the distant technological future, civilization has reached its ultimate Net-based form. An "infection" in the past caused the automated systems to spiral out of order, resulting in a multi-leveled city structure that replicates itself infinitely in all directions. Now humanity has lost access to the city's controls, and is hunted down and purged by the defense system known as the Safeguard. In a tiny corner of the city, a little enclave known as the Electro-Fishers is facing eventual extinction, trapped between the threat of the Safeguard and dwindling food supplies. A girl named Zuru goes on a journey to find food for her village, only to inadvertently cause doom when an observation tower senses her and summons a Safeguard pack to eliminate the threat. With her companions dead and all escape routes blocked, the only thing that can save her now is the sudden arrival of Killy the Wanderer, on his quest for the Net Terminal Genes, the key to restoring order to the world...
ფილმს საფუძვლად უდევს მწერალი ლუნ უნის შემზარავი ისტორია. ამბავი იწყება , როდესაც მწერალი ხუთი წლის იყო და იგი მოხვდება ბანაკში, სადაც მას მეომარ ბავშვად ზრდიან.
18 წლის კორა მუშაობს მოდელად ნიუ-იორკში, მაგრამ მას ესმის, რომ მოდელის ბიზნესი არ არის ის, რითიც მას სურს დაკავდეს მთელი მისი ცხოვრება...
ტყუპები რეიჩელი და ედვარდი უძველესი სახლის ერთადერთი მემკვიდრეები არიან, რომელზეც ხმები დადის თითქოს იქ რაღაც დასახლდა, რომელიც ადამიანებს ბოროტ ზრახვებს უნერგავს. უძველესი წყევლისაგან თავის დაღწევა გიჟური იდეაა, მაგრამ პირველი სიყვარული და ლტოლვა ახალგაზრდა ჯარისკაცისადმი რეიჩელს მამაცი ნაბიჯისაკენ უბიძგებს.
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
ბიჭი გაიგებს, რომ მამამისს საყვარელი ჰყავს. იგი გადაწყვეტს შეწყვიტოს ეს, მაგრამ თავად ეხვევა საყვარლის მახეში. "კეთილმოსურნე" მეზობლების რჩევით ბიჭი ცდილობს ქალის გულის მოგებას...
ოდესღაც მარინას დენიელი ერქვა და ის კაცი იყო, მაგრამ როგორც არ უნდა შეცვლილიყო ის გარეგნულად შინაგანად მაინც ქალად გრძნობდა თავს. იგი მის შეყვარებულთან ორლანდო ონეტოსთან ერთად იგუასუს ჩანჩქერზე მიდის. ცხოვრება მათ სიურპრიზს უმზადებს. ორლანდო საშინელი თავის ტკივილით იღვიძებს, ისინი საავადმყოფოში მიდიან , მაგრამ უკვე გვიანია ორლანდო მკვდარია. მარინას მკვლელობაში ადანაშაულებენ...
მოლის დაბადების დღე აქვს, იგი 27 წლის ხდება, მაგრამ იგი ბედნიერი არაა. მოლი ოჯახთან ერთად კუნძულზე ცხოვრობს და გარშემო არსებული გაუგებრობა აწუხებს. იგი გაიცნობს პასკალს, რომელიც მისი პირველი სიყვარული გახდება. მოლის მასთან ერთად პირველად იგრძნობს თაივსუფლებასა და ბედნიერებას, მაგრამ ამავე დროს კუნძულზე მკვლელი გამოჩნდება. მის ოჯახის წევრებსა და კუნძულის მაცხოვრებლებს მკვლელი პასკალი ჰგონიათ. მოლიმ არჩევანი უნდა გააკეთოს...
როდესაც 16 წლის ხარ და გიყვარდება, შესაძლებელია წარმოიდგინო, რომ ცხოვრება მონსტრს გაჩუქებს?
კრიმინალური შავი კომედია პატარა ამერიკული ქალაქის შერიფზე, რომელიც სამი ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილებზე ნადირობს, რომელთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მისი ძმაა…
ფილმი მოგვითხრობს სასოწარკვეთილ კონიზე, რომელიც ბანკის გაძარცვას გადაწყვეტს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მას მეწყვილე სჭირდება, ამისათვის ერთადერთი კანდიდატი მისი ძმაა, რომელიც გონებრივად შეზღუდულია. ძარცვისას ძმა პოლიციის ხელში აღმოჩნდება. კონი გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს გამოიყვანოს ძმა ციხიდან...
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
რეპ-ლეგენდის ისტორია, რომელიც ფოტოკამერებისა და გაზეთის ფურცლებს მიღმა დარჩა. ისტორია, როგორ გახდა ღარიბი გეტოს მაცხოვრებელი , კრიმინალური გარჩევების მონაწილე ქუჩის ხმა და ერთ-ერთი გავლენიანი შემსრულებელი რეპ-კულტურაში.
სამურაი მანჯი შემთხვევით დის ქმარს მოკლავს, რის შემდეგაც და ჭკუიდან შეიშლება. გოგონას მის გარდა სხვა არავინ ჰყავდა, ამიტომ სამურაი მხოლოდ მისი დის დასაცავად ცხოვრობს. მოულოდნელად ბოროტმოქმედი მანჯის დას მოკლავს მას კი დაჭრის. მოულოდნელად იქვე მოხუცი ქალი აღმოჩნდება, რომელიც სამურაის იდუმალი ჭიებით დააინფიცირებს, რომლებიც მის მატარებელს უკვდავებას ანიჭებენ, ახორცებენ იარებს და აღადგენენ მოკვეთილ კიდურებს. 80 წლის შემდეგ იგივე მოხუცი მანჯისთან გოგონას აგზავნის, რომელსაც მამამისის სიკვდილის გამო სურს შურისძიება. გოგონა ძალიან ჰგავს მანჯის გარდაცვლილ დას...
1950-იანი წლების დასასრული. ახალგაზრდა ქვრივი ფლორენს გრინი ოცნებას ისრულებს: იგი ყიდულობს სახლს ინგლისის ზღვისპირა ქალაქში და წიგნის მაღაზიას ხსნის, რომელშიც რადიკალური ლიტერატურა აქვს. მხარდაჭერას მხოლოდ ჩაკეტილი ქვრივი მისტერ ბრანდიშისაგან გრძნობს.
ფილმის მთავარი გმირი ადვოკატია, რომელიც ლოს ანჯელესში მუშაობს. მან შეიმუშავა სისტემა სასამართლო სისტემის დასახვეწად. წარმატების მისაღწევად იძულებული გახდა ოჯახზე და ნორმალურ ცხოვრებაზე უარი ეთქვა...







































