ძიება - * | ნაპოვნია: 1542

55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს.

ფსიქიურად გაუწონასწორებელი გოგონას, ინგრიდის, ისტორია, რომელიც მანიაკალურად ადევნებს თვალს სოც ქსელის ვარსკვლავს, ტეილორ სლოუნს. ინგრიდი მიდის ლოს-ანჯელესში , რათა დაუმეგობრდეს მის კუმირს, მაგრამ რაც უფრო ახლოსაა მისი მიზანი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება მისი ქმედება.

"დათვი გრიგსბი" ერთი მაყურებლისთვის გადაღებული გადაცემაა. როდესაც გადაცემა სრულდება ჯეიმსის ცხოვრება იცვლება და ის გადაწყვეტს თავად დაასრულოს ისტორია.

მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის , ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის.

ბედი ერთმანეთს ახვედრებს კალედს, რომელმაც ახლობლები და სამშობლო დაკარგა, და ყოფილ კომივოიაჟერ ვიკსტრიომს, რომელმაც მთელი მისი კაპიტალი პატარა სასადილოში ჩადო. ვიკსტრიომი და მისი გუნდი ახალ ნაცნობს კარგად მიიღებენ. სანამ კალედი მისი დის ძებნითაა დაკავებული, გუნდი ცდილობს სასადილო პოპულარულ დაწესებულებად აქციოს.

სემი, ყოფილი როდეოს ჩემპიონი ალიასკაზე ცხოვრობს , ღვთისაგან მიტოვებულ ქალაქში. ელვუდი ორ მამაკაცთან ერთად იმავე სასტუმროში დაბინავდება , სადაც სემი ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ელვუდი დანაშაულთანაა დაკავშირებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალაქი შეძრა.

1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს.

მარშალი

Marshall

ფილმი მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის, ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელის ისტორიას. კარიერის დასაწყისში მას შეხვდა სადაო საქმე , შავკანიანი მძღოლის, რომელსაც მისი დამქირავებელი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მან ახალბედა ებრაელ ადვოკატთან ერთად გადაწყვიტა , რასიზმისა და ანტისემიტიზმის ეპოქაში, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა მოქალაქეთა უფლებათა თანასწორებისათვის.

ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. 10 წლის შემდეგ გრეგმა გამოაქვეყნა მემუარები, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი: დამწყები სიმპატიური მსახიობი გრეგი სამსახიობო კურსებზე გაიცნობს ექსცენტრიულ ტომი ვისეუს. ახალ მეგობრებს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, გარდა თვითგამოხატვის სურვილისა და მსახიობობისა, ამიტომ ისინი ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრებიან.

მოქმედება ხდება ამერიკაში გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ფილმი მოგვითხრობს ოთხი ადამიანის ისტორიას, რომელთაც უჭირთ საკუთარ გრძნობებში გარკვევა.

ერაყის ომის სამი ვეტერანის ისტორია, რომლებსაც ამერიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში დაბურნება არ შეუძლიათ. ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ მოგონებებს საკუთარ კედლებშიც კი შეუძლიათ მათი დარუპვა.

ფილმის მოქმედება ხდება გასული საუკუნის 50-იან წლებში. პროვინციალურ ქალაქში განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს. ერთ დღეს სახლში უცხო დამიანი შეიჭრება და ქალს მოკლავს. ნიკი დედის გარეშე რჩება. მეორე დღესვე ოჯახში გარდაცვლილის და ჩამოდის რომელიც ცდილობს დაეხმაროს ოჯახს ტრაგედიის გადატანაში. დროთა განმავლობასი ნიკი მამას უცნაურ ქმედებებს ამჩნევს და უნდა გაერკვეს რა ხდება.

ექიმი ნოკი

Knock

ფილმის მოქმედება გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი გამოუსწორებელი ჯიბის ქურდი და ავანტიურისტი ნოკია. იგი თანდაყოლილი ნიჭის წყალობით ადვილად ახერხებს გარშემომყოფების მოტყუებას, მაგრამ ერთხელ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ნოკს წასვლა მოუწევს. იგი პატარა პროვინციალურ ქალაქში ჩადის, სადაც მას არავინ იცნობს. იგი ამით სარგებლობს და თავს ექიმად გააცნობს. იგი მკურნალობს ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სჭირთ. მალე ძალიან ცნობილი გახდება და უამრავი ადამიანი ჩადის მასთან სამკურნალოდ. ნოკს სიყვარული და ძველი ნაცნობი, რომელსაც მისი მხილება სურს, ერთდროულად დაატყდებიან თავს.

დეტროიტი

Detroit

ყველაზე დამანგრეველი სამოქალაქო არეულობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1967 წელს დეტროიტში ათი ათასობით მოქალაქე აჯანყდება და მთავრობის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

უფროსკლასელის ისტორია, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი ცდილობს გაიქცეს მისი პატარა მშობლიური ქალაქიდან, მისი უფროსი ნახევარძმის დახმარებით.

არსაიდან

In the Fade

კაწიას იდეალური ცხოვრება ერთ წამში ნანგრევებად იქცა, მისი ქმარი და ვაჟი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ. მას სურს გაიგოს მიზეზი, რატომ მოხდა ეს უაზრო მკვლელობა. დიდხნიანი გლოვის შემდეგ, სრულიად ძალაგამოცლილი რადიკალურ ზომებს მიმართავს...

სიუჟეტის ეპიცენტრში დიდი ოჯახია, რომლის შეძლებულ წევრებსაც არასოდეს არ აინტერესებთ მათ გარშემო მცხოვრები ადამიანები. მათი სახლიდან მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მიგრანტები ცხოვრობენ. ყოველ დღე მათ უმრავლესობას გადაულახავ სირთულეებთან უწევს შეხვედრა. უკიდურესი სიდუხჭირე, უმუშევრობა, ცუდი საცხოვრებელი პირობები, უფლებების არქონა მოქალაქეობის უქონლობის გამო - ეს მათი პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. და ეს ორი სამყარო გვერდი-გვერდ ცხოვრობს. და მხოლოდ რამოდენიმე მდიდარ ადამიანს ადარდებს მიგრანტების ბედი, დანარჩენები კი ისე ცხოვრობენ, თითქოს ისინი არც არსებობენ...

ფილმი მოგვითხრობს უნიკალურ მეცნიერზე, რომელიც მისი აღმოჩენის წარდგენამდე საიდუმლო მიზეზით ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელია მოგონებების შენახვა და თავიდან განცდა...

ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი მიდის კანზასში , რათა შეასრულოს მამის უკანასკნელი თხოვდა - გაამჟღავნოს კოდაქრომის ფოტოლენტი. თხოვნა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთი კოდაკის ლაბორატორია დარჩა და ისიც მალე დაიხურება.

ტვირთი

Cargo

ზომბი-აპოკალიფსის დროს მამაკაცს ცოლი ეღუპება და მას ჩვილი ქალიშვილი რჩება. მაგრამ მასაც უკბინეს და მამას 48 საათი რჩება, რათა ბავშვს ახალი ოჯახი უპოვოს.