ბრწყინვალე კარიერის დასრულების შემდეგ ჰოკეისტ ერიკ ლემარკს ადრენალინის გარეშე აღარ შეუძლია. იგი ნარკოტიკებით და სნოუბორდით ირთობს თავს. როდესაც მთის პატრული ყველა ტრასას დაკეტავს მოსალოდნელი ქარბუქის გამო, ერიკი გადაწყვეტს ბოლოჯერ მაინც დაეშვას. იგი თოვლის ხაფაგში აღმოჩნდება.
სუკ-ჰის ბავშვობიდან ცივსისხლიან მკვლელად ზრდიდნენ. გოგონა იღებს უკეთესი ცხოვრების შანსს, როდესაც სამხრეთკორეული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 10 წლიან სამუშაოს , შემდეგ კი სრულ თავისუფლებას სთავაზობს. მას ახალი სახელი და ახალი პროფესია აქვს, მაგრამ მშვიდი ცხოვრება ყოფილი დაქირავებული მკვლელებისთვის არაა.
18 წლის ედისონი სკოლაში ნარკოტიკებს ავრცელებს, მასწავლებლებს ამცირებს, ბოროტად ეხუმრება ყველას. მაგრამ როდესაც მისი მეწყვილე ტყვიით იღუპება, ის გამოძიებას იწყებს. მას მისი ახალი მეწყვილე შეუყვარდება.
ერაყის ოკუპაციისას ამერიკელი ჯარისკაცების გუნდი ცდილობს დაიცვას პატარა სოფელი.
ლოს-ანჯელესელი მარტოხელა დედის ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც იგი სამ ბიჭს მის სახლში ცხოვრების უფლებას მისცემს.
მოსკოვის თავზე ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტი შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს.
ფილმში მოქმედება ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა მეცნიერულად დადასტურდა. მეცნიერს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა სინდისი აწუხებს. მილიონობით თვითმკვლელობა – ეს აშკარად ის შედეგი არ არის, რომელსაც ბრწყინვალე მეცნიერი ელოდა. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი შეიძლება მისი საკუთარი შვილი აღმოჩდეს, რომელსაც იდუმალი გოგონა შეუყვარდა…
ზაკი და ჯოში მთელი ცხოვრება მეგობრები არიან. ისინი კვლავ განაგრძნობდნენ მეგობრობას, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დამალვაც გადაწყვიტეს.
ინტერნეტი და რამოდენიმე თავისუფალი წუთი, სულ ესაა საჭირო 21-ე საუკუნეში ახალი ნაცნობობისათვის და მათთვის ვისაც იზიდავს სექსი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. გაბიმ და მარტინამ ერთმანეთი აპლიკაციის დახმარებით გაიცნეს. არც ერტი მათგანი არ იყო მზად სერიოზული ურთიერთობისათვის, მაგრამ ყველაფერი მათგან დამოუკიდებლად მოხდა.
ყოფილმა სპეც აგენტმა, ვიეტნამის ომის ვეტერანმა ციუანმა დიდი ხანია იარაღი გვერდზე გადადო და მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ რაც ტერაქტში მის თვალწინ მისი ქალიშვილი იღუპება და დაინახავს, რომ მთავრობა დამნაშავეთა მოძებნას არ ჩქარობს, იგი თავად იწყებს მკვლელის ძებნას.
ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მოსკოვში მაცხოვრებელ ოჯახზე, რომელიც მტკივნეულ განქორწინებას განიცდის. მთავარი გმირები ჯერ კიდევ დაქორწინებულები არიან, მაგრამ ორივემ დაიწყო ახალი ცხოვრება და სურთ მალე მოაგვარონ ფორმალობები. მათი კონფლიქტები გავლენას ახდენს მათ 12 წლის შვილზე. მორიგი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი ქრება.
გოგონა ღარიბ ოჯახში იზრდება. დედა ექცენტრიული მსახიობია, მამა - ალკოჰოლიკი. მშობლები ცდილობენ იმედი ჩაუნერგონ მის ბავშვურ წარმოსახვაში, რათა როგორმე ყურადღება გადაატანინონ სიღარიბიდან.
მორიგი დავალებისას კლავენ მკვლელს, რომლის სინდისზეც ბევრი უდანაშაულო სიცოცხლეა. იგი იმ ქვეყნიდან 24 საათით ბრუნდება, რათა შეძლოს მისი სულის გადარჩენა.
"კვადრატი" შვედური გალერეის ახალი ექსპონატია, რომელიც იწვევს სიყვარულისა და ალტრუიზმის შეტევებს.
კოსმოსური სადგური "სალუტ 7" ორბიტაზე იმყოფება უპილოტო რეჟიმში. იგი მოულოდნელად შეწყვეტს კავშირს ფრენის მართვის ცენტრთან. მიღებულია გადაწყვეტილება ორბიტაზე დამხმარე ეკიპაჟის გაგზავნის შესახებ. ეკიპაჟი ხვდება რომ დედამიწაზე დაბრუნების შანსი არც ისე დიდია. მათ არა მხოლოდ უნდა იპვოონ სადგური, არამედ უნდა გააცოცხლონ კიდეც ის. შეძლებს კი ორი ადამიანი თავიდან აიცილოს კატასტროფა და გადაარჩინოს დედამიწა სადგურის დაცემისაგან? ორბიტაზე ნამდვილი დეტექტივი განვითარდება. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1985 წელს ორბიტაზე გაფრენა ყველაზე რთულ ფრენად ითვლება კოსმონავტიკის ისტორიაში.
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.
ჯეფ ბაუმანის, ტრაგიკული 2013 წლის ბოსტონის მარათონის მონაწილის, ისტორია, რომელმაც აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა.
დამნაშავეები აპირებენ გაძარცვონ პოლიციის საცავი, მაგრამ ამის ნაცვლად გაცოფებული ძაღლის, სახელად დენიროს, ხაფანგში აღმოჩნდებიან.
ოსლოს პოლიცია უშედეგოდ ეძებს იდუმალ დამნაშავეს. ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც პირველი თოვლი მოდის ქალაქში გათხოვილი ქალი იკარგება. საქმეს დეტექტივი ჰარი იძიებს. იგი ვარაუდობს , რომ მკვლელი კიდევ არაერთ მსხვერპლს მოკლავს. საქმის შესწავლისას იგი აღმოაჩენს , რომ მკვლელობის ადგილზე ყოველთვის ჩნდება თოვლის კაცი.







































