"Same Kind of Different as Me" (2017) არის შთამაგონებელი დრამა, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. ფილმი მოგვითხრობს ხელოვნების დილერისა და უსახლკარო მამაკაცის მოულოდნელ მეგობრობაზე, რომელიც სამუდამოდ ცვლის ორივე მათგანის ცხოვრებას. მთავარი გმირები, რომლებსაც სრულიად განსხვავებული წარსული აქვთ, ერთმანეთს გულწრფელ თანაგრძნობასა და ურთიერთგაგებაში პოულობენ. ეს არის ფილმი სიკეთის, თანაგრძნობისა და იმედის ძალაზე, რომელიც გვიჩვენებს, რომ განსხვავებული ცხოვრება ერთმანეთს სიღრმისეულად უკავშირდება.
რეალურ ცხოვრებაში კვონ იუ უმუშევარია, მაგრამ ვირთუალურ თამაშში ის საუკეთესო ლიდერია. ერთხელ მან ტელეფონი იპოვა და მის მფლობელს დაუბრუნა. მეორე დღეს კი მას პოლიცია იჭერს. მობილურს პატრონი გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს. მკვლელობაში კვონი იუს ადანაშაულებენ.
გენერალი სტენლი მაკკრისტალი მნიშვნელოვანი ფიგურაა აშშ-ს ტერორისტულ ოპერაციებში. წინსვლა და უდროოდ თანამდებობიდან წასვლა როლინს სტოუნის სკანდალური სტატიის შედეგად, 2010 წლის ერთ-ერთი განხილვადი მოვლენა იყო პოლიტუკურ კულუარებში.
50 ადამიანი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ტყვეობაშია.მათ გააცნობიერეს რომ ყოველ ოთახში არის რაღაც, რითაც მათ ნელ-ნელა მოკლავენ . ამ ორმოცდაათი ადამიანიდან კი უნდა აირჩეს ერთი , რომელიც ნამდვილად იმსახურებს სიცოცხლეს ...
მედდა ვერენა ზრუნვას იწყებს ბიჭზე სახელად ჯეიკობი, რომელმაც თითქმის ერთი წლის უკან მისი დედის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა. ტოსკანას ქვიან მამულში მამასთან მცხოვრები, ჯეიკობი არა მხოლოდ უარს ამბობს ლაპარაკზე, ის თითქოს მოჯადოებულია ბოროტი ძალების მიერ, რომლებიც ქვის კედლების შიგნით სახლობენ. როდესაც ვერენა, მამა და შვილთან ურთიერთობას ააწყობს, იგი გარდაცვლილი ქალის სასტიკ სულს განარისხებს. ვერენას ესმის, რომ თუ მას სურს ბიჭის გადარჩენა, და ბოროტი ძალებისგან განთავისუფლება, მაშინ იგი პირისპირ უნდა შეხვდეს ქვის შიგნით დამალულ მოჩვენებას…
მძაფსიუჟეტიანი ისტორია ქალზე, რომელიც ახალ ცხოვრებას იწყებს მისი ოცნების მამაკაცთან და წინა ქორწინებიდან მის ახალგაზრდა ქალიშვილთან ერთად. მაგრამ, პირადი ბედნიერების ნაცვლად, მთავარ გმირს ელოდება, მისი მეუღლის ფსიქიკურად გაუწონასწორებული ქმედება , გაუკუღმართებული წამება და სასტიკი კოშმარები…
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ვარშავის ზოოპარკის თანამშრომლები ნაცისტებისაგან მალავდნენ ასობით ებრაელს ზოოპარკის ცარიელ გალიებსა და საკუთარ სახლში.
როდესაც ბერლინში დასასვენებლად წასული ფოტოჟურნალისტი კლერი ბერლინელ ქარიზმატულ ბიჭს, ენდის გაიცნობს, მათ შორის ურთიერთმიზიდულობა წარმოიქმნება. ქუჩებში სეირნობისა და ერთად გატარებული ღამის შემდეგ კლერი აღმოაჩენს, რომ ენდი სამსახურში წავიდა კარი კი ჩაკეტილი დატოვა. თითქოს ეს შემთხვევითობაა, მაგრამ სამწუხაროდ იგი მის გაშვებას არც აპირებს.
მარტოხელა დედის ისტორია, რომელიც მარტო ზრდის ორ ვაჟს, ერთ-ერთი კი გენიოსია ...
ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა.
სამედიცინო დრამა ახალგაზრდა მხატვარ ელენაზე, რომლის ემოციური სიცარიელეც ანორექსიაში გადაიზრდება. მის მკურნალობას იწყებს ექიმი, რომელიც არატრადიციული მკურნალობის მეთოდებითაა ცნობილი.
ჰერიეტი ყოფილი ბიზნეს ლედია, რომელიც ცდილობს აკონტროლოს ყველაფერი მის გარშემო. იგი საკუთარი ნეკროლოგის დაწერას გადაწყვეტს. ახალგარდა ჟურნალისტი ამოცანად საისახავს სიმართლის გაგებას.
ორი მარტოხელა მოხუცი მეზობელი იწყებს ერთმანეთთან ღამის გატარებას პლატონურად, რათა გადალახონ მარტოობა.
ფილმი მოგვითხრობს მოვლენებს ზარამდე. იგი გვიამბობს რა ხდებოდა ჩანაწერის შექმნამდე და როგორ დაიწყო სამარას ტერორი.
იდუმალი ქალი კეტი მის ქალიშვილთან ერთად გადადის სხვა ქალაქში საცხოვრებალდ, რათა გაექცეს წარსულს. იქ საერთო ენას იპოვის ქალთან, სახელად ანჟელა მორგანთან, რომელიც ქმართან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ანჟელა კეტის მათ ოჯახში მიიწვევს და ძიძის სამუშაოს შესთავაზებს. მალე ის აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ზედმეტადაა მიჯაჭვული კეტიზე.
რა ხდება თუ ვერც ერთ ნივთს ვერ ეხები გარე სამყაროდან? რა ხდება თუ არ შეგიძლია სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო და მზის სხივმა შენი სახე გაათბოს... მეზობლის ბიჭს კი არ შეუძლია გაკოცოს.rn18 წლის მედის სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია. მედის დაავადების გამო არ შეუძლია მისი ჰერმენტული ოთახიდან გასვლა. მას მეზობელი ოლი შეუყვარდება. მეგის სურს სრულად შეიგრძნოს პირველი სიყვარული , მას არ სურს შუშები გამოოფდეს გარე სამყაროსგან . მეგი და ოლი ყველაფრის მიუხედავად მაინც დაახლოვდებიან და ყველაფრისთვის მზად არიან , მთავარია ერთად იყვნენ.
რას შეუძლია გააფუჭოს ძალიან მხიარული გოგონების წვეულება მაიმიში? ალბათ მხოლოდ სტრიპტიზიორის მოულოდნელ სიკვდილს. ახლა მეგობრებს მოუწევთ კვალის გაქრობა, სანამ ამ საქმეში პოლიცია ჩაერთვება.
ფილმს საფუძვლად უდევს სამხედრო მეგან ლივისა და მისი ძაღლის მეგობრობა. ისინი ერთად მსახურობდნენ ერაყში 2004 წლიდან 2006 წლამდე, სადაც პოულობდნენ და აუვნებელყოფდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს.







































