ძიება - * | ნაპოვნია: 1542

მანუელი ცბიერი და მოხერხებული პოლიტიკოსია, რომელიც არასდროს იკლებს გართობას და საკმაოდ ხელგაშლილია. თუმცა, მისი წვეულებების დრო მაშინ დამთავრდება, როდესაც ერთი კონტრაქტის საფუძველზე ციხე ემუქრება. მაგრამ მანუელს ურჩევნია მთელი ქონება შესწიროს თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება კი ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დააყენებს რისკის ქვეშ

ამანდა

Amanda

ოცი წლის დევიდი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ხან რა უცნაურ საქმეს მოკიდებს ხელს და ხან რას, რაიმე სერიოუზული გადაწყეტილების მისაღებად კი, თავს არიდებს - ეს მარტოხელა მეოცნებე კაცი ერთხელაც ახლადჩამოსული მეზობლით - ლენათი მოიხიბლება. თუმცა მისი ცხოვრების ეს ლაღი ტემპი შეიცვლება როდესაც მის უფროს დას მხეცურად მოკლავს თავდამსხმელი. დევიდმა თავის შვიდი წლის დისშვილს- ამანდას უნდა უპატრონოს.

თოლია

The Seagull

ანტონ ჩეხოვის პიესის “თოლია” ეკრანიზაცია. მსახიობი ირინა არკადინა თავის ძმას პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინს და ვაჟს კონსტანტინ ტრეპლევის ქალაქგარეთა სახლში სტუმრად ეწვევა. მასთან ერთად ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი – ცნობილი და წარმატებული პროზაიკოსი ჩადის, რომელსაც მომხიბვლელი, ახალგაზრდა და უმწიკვლო, მეზობელი გოგონა – ნინა შეუყვარდება. ეს რამდენიმე დღე გმირების ბედისთვის საბედისწერო დასაწყისი აღმოჩდება…

თავსატეხი

Puzzle

აგნესი გადაწყვეტს მყუდრო სახლის მიტოვებას და პატარა, მშვიდი ქალაქიდან ნიუ იორკში გაიქცევა, იქიდან კი, ახალ პარტნიორთან ერთად, ატლანტიკ სითიში მოხვედრას გეგმავს, რათა მიიღოს მონაწილეობა ფაზლების საერთაშორისო კონკურსში. ცხოვრების რადიკალური ცვლილება დაეხმარება მას სხვა კუთხით შეხედოს საკუთარი თავს.

„ყველაფერი სიმართლეა“ (2018) არის დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს უილიამ შექსპირის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ. ფილმის სიუჟეტი იწყება 1613 წელს, როცა შექსპირი ლონდონში თეატრის ხანძრის შემდეგ ბრუნდება საკუთარ ოჯახში, სტრეტფორდში. ის ებრძვის მამის, ქმრის და მწერლის როლებს, ცდილობს შერიგდეს წარსულ შეცდომებთან და ოჯახურ ტრაგედიებთან. „All Is True“ გვიჩვენებს მისი ცხოვრების პირად და ინტიმურ მხარეებს, რომლებიც ისტორიისთვის ხშირად დამალულია. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, კენეტ ბრანა, შექმნის ემოციურ და სიღრმისეულ პორტრეტს მწერლისა, რომელიც ცდილობს სულიერი სიმშვიდის პოვნას სიცოცხლის ბოლო წლებში.

ყოფილი პოლიციელი იძიებს სროლის საქმეს, რომელიც ერთ-ერთი პოლიციელის დაკრძალვაზე მოხდა. საქმის კვალდაკვალ ის ხვდება მრავალ დაბრკოლებას და ყველანაირად ცდილობს მასობრივი სისხლისღვრა აიცილოს თავიდან..

ლუო ჰონგვუ ბრუნდება კაილიში, მშობლიურ ქალაქში, საიდანაც მრავალი წლის წინ გაიქცა. ის იწყებს იმ ქალის ძიებას, რომელიც უყვარდა და რომლის დავიწყებაც ვერ შეძლო...

ერთი ფეხბურთელის ოცნება ითამაშოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, იმსხვრევა, როდესაც მას არასწორად შუფარდებენ მსჯავრს და პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ, იგი ცდილობს შელახული სახელი და რეპუტაცია აღიდგინოს, ებრძვის რა უსამართლო სისტემას.

დენი, არნოლტების ოჯახის თინეიჯერი ვაჟიშვილი უჩინარდება. საქმე ყველაზე გამორჩეულ დეტექტივს ფრანსუა ვისკონტის ეწერება. ცოლთან გაშორების გამო, მას უწევს რთულ საგამოძიებო პროცესს პრობლემური 16 წლის შვილის მარტო აღზრდა შეუთავსოს. როდესაც გაუჩინარებული ბიჭის ფრანგულის მასწავლებელი მომხდარის შესახებ იგებს, გამოძიებას საკუთარ თავს დამხმარედ სთავაზობს.

მეფე ლირი

King Lear

მოხუცებული მეფე ლირი გადაწყვეტს მისი სამფლობელო სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, ამისათვის კი მათ მისდამი სიყვარული უნდა გამოხატონ. უმცროსი ქალიშვილი თვალთმაქცობას არ დაიწყებს და ძალაუფლების გარეშე დარჩება. უფროსი დები კი სამეფოს გაინაწილებენ...

გოლემი

The Golem

ქალტა ებრაული თემი დამპყრობლის ალყაში ექცევა. ისინი დასახმარებლად ადგილობრივ ჯადოქარს მიმართავენ. რომელიც საკუტარი ხალხის დასაცავად საშიშ არსებას, გოლემს გამოიძახებს, თუმცა მალევე მიხვდება რომ გამოძახებული ქმნილება ბევრად უფრო საშიში და ბოროტია ვიდრე მას წარმოედგინა.

ამელია ჰიუზი, აპლიკაციის დეველოპერი ბრუნდება ჩიკაგოში, თავის მშობლიურ ქალაქში "საშობაო კრიკში" რათა ხელახლა აღმოაჩინოს შობის მნიშვნელობა

ჯერსი სითი - ქალაქში დაძაბულობა აფროამერიკელ მოქალაქეებსა და თეთრკანიან პოლიციელებს შორის კიდევ და კიდევ უფრო იზრდება, კულმინაციას კი პოლიციელის მიერ თინეიჯერი ბიჭის დაზიანებისას აღწევს.

საყვარელი ფრანქსში

Darling in the Franxx

სიუჟეტი შორეულ მომავალში ვითარდება. მიწა დანგრეულია და კაცობრიობა აყალიბებს მოძრავ ციხე-ქალაქებს. შიგნით მყოფმა ბავშვებმა არაფერი იციან გარე სამყაროზე და თავისუფლებაზე. მათი ცხოვრება შედგება მისიებისა და ბრძოლისგან იმ არსებების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობას ემუქრება

როდესაც რამათეფის მისტიურ სამეფოს იაკსას კლანის ურჩხული არმია ალყაში აქცევს, სამეფოს რწმენა ახალგაზრდა მუაი ტაის მეომარს ეკისრება, რომელიც გადაწყვეტს გამოიყენოს წმინდა იარაღი - მე-9 სატრა - სამეფოში მშვიდობის აღსადგენად.

ეს არის დრამა უფუნქციოდ დარჩენილი მედია ოჯახის დინასტიის შესახებ XXI საუკუნეში. როის ოჯახი- ლოგან როი და მისი ოთხი შვილი - აკონტროლებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედია და გასართობ კონგლომერატს მსოფლიოში. ფილმი ამ ოჯახის წევრთა ცხოვრების გზას ფეხდაფეხ მიჰყვება, რომელთაც წარმოდგნაც არა აქვთ, რას უმზადებთ მომავალი, მას შემდეგ, რაც მათი ასაკში შესული მამა თმობს პოზიციებს კომპანიაში.

ნამდვილი ამბავი ლოს-ანჯელესელი საემიგრაციო ადვოკატის Judy Wood შესახებ, რომელმაც მარტო შეძლო ამერიკაში თავშესაფრის მიღების კანონზე გავლენის მოხდენა. მისი კლიენტი ახალგაზრდა ავღანელი ქალი, ასეფა იძულებულია დატოვოს სამშობლო, რადგან გოგონების სკოლის გახსნის გამო თალიბების დევნის ობიექტი ხდება. მარტოხელა დედა ჯუდი იწყებს დაუნდობელ სასამართლო ბრძოლას, რომელიც არა მხოლოდ მისი კლიენტის სიცოცხლეს გადაარჩენს, არამედ ათასობით სხვა დევნილი ქალის ბედსაც შეცვლის. შთამაგონებელი ისტორია გამბედაობაზე, სამართლიანობაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მსოფლიო შეცვალოს.

ფილმი მოგვითხრობს სიმღერის შექმნის შთამაგონებელ ისტორიას, რომელიც ჯგუფის ლიდერმა საკუთარ მამას მიუძღვნა. უბრალო ემოციური ჩანაფიქრი მალე გადაიქცა გლობალურ ჰიტად, რომელმაც მილიონობით ადამიანს იმედი და ძალა მისცა. ისტორია მუსიკაზე, სიყვარულზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთ სიმღერას მსოფლიო შეცვალოს.

საუბრები, საიდუმლოებები და მძიმე მოგონებები ნელ-ნელა მათ ცხოვრებასა და შინაგან სამყაროს სრულიად განსხვავებული თვალით აჩვენებს. ეს შთამბეჭდავი დრამა მეგობრობაზე, მარტოობაზე, დიდების ბნელ მხარესა და ადამიანის ნამდვილ სახეზე გვიყვება.

პატერნო

Paterno

ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული ამერიკელი მწვრთნელის, ჯო პატერნოს ისტორიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კოლეჯის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. თუმცა 2011 წელს მისი ცხოვრება და კარიერა მოულოდნელად სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.