ოთხი წლის ბიჭუნა საკუთარ ეზოში მაგიურ ბაღს აღმოაჩენს, რომელიც გახდება კარიბჭე დროში მოგზაურობისას. იგი გადავა წარსულში და მოინახულებს დედის ბავშვობას, გაიცნობს დიდ ბაბუას, რომელიც იმ დროისათვის ახალგაზრდა კაცია. ეს ამბავი ზრდის მას და ეხმარება დიდი ძმის როლის მორგებაში.
12 წლის ბიჭი ზეინი ცდილობს გადარჩეს ბეირუთის სიბინძურით სავსე ქუჩებში. პატარა ასაკის მიუხედავად, ზეინი დაუღალავად შრომობს, ასრულებს ყველანაირ სამუშაოს რათა როგორმე გადარჩეს და თავი დააღწიოს დაუსრულებელ ტანჯვას. იგი ხედავს სამყაროში გამეფებულ სისასტიკესა და სიძულვილს. საბოლოოდ ციხის კედლებში აღმოჩნდება სადაც განსჯის მშობლებს მისი გაჩენისათვის.
შტორმი 25 წლის შემდეგ მეორდება. ქალი მოკლულია, მისი ქალიშვილი გაუჩინარებული. მოცემულია მხოლოდ 72 საათი სიმართლის გამოსარკვევად.
მოქმედება 1825 წელს ხდება. კლერი, ახალგაზრდა ირლანდიელი მსჯავრდებული ქალი, ბრიტანელი ოფიცრის კვალს ადგას ტასმანიიის უდაბნოში. იგი შურისძიების წყურვილითაა შეპყრობილი იმ საშინელი ძალადობისთვის, რაც ამ ოფიცერმა მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა. ამ გზაზე, იგი აბორიგენ მძღოლს, სახელად ბილის დაიხმარს, რომელიც ასევე ტრავმირებულია თავისი ძალადობით სავსე წარსულით.
რასელ პულმა, ლოს ანჯელესისი პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა, წლები მოანდომა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის - „ნოტორიოს B.I.G.“-სა და თუფაქ შაკურის მკვლელობების - გახსნას, თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯეკ ჯეკსონს კი, სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელს, რომელიც თავის რეპუტაციასა და კარიერას თავგამოდებით იცავს, გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს რაშია საქმე. ეს ორნი სიმართლის დასადგენად ერთიანდებიან და ინსტიტუციური კორუფციისა და ტყუილების მზარდი ქსელის გახსნას ცდილობენ.
მანუელი ცბიერი და მოხერხებული პოლიტიკოსია, რომელიც არასდროს იკლებს გართობას და საკმაოდ ხელგაშლილია. თუმცა, მისი წვეულებების დრო მაშინ დამთავრდება, როდესაც ერთი კონტრაქტის საფუძველზე ციხე ემუქრება. მაგრამ მანუელს ურჩევნია მთელი ქონება შესწიროს თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება კი ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დააყენებს რისკის ქვეშ
ოცი წლის დევიდი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ხან რა უცნაურ საქმეს მოკიდებს ხელს და ხან რას, რაიმე სერიოუზული გადაწყეტილების მისაღებად კი, თავს არიდებს - ეს მარტოხელა მეოცნებე კაცი ერთხელაც ახლადჩამოსული მეზობლით - ლენათი მოიხიბლება. თუმცა მისი ცხოვრების ეს ლაღი ტემპი შეიცვლება როდესაც მის უფროს დას მხეცურად მოკლავს თავდამსხმელი. დევიდმა თავის შვიდი წლის დისშვილს- ამანდას უნდა უპატრონოს.
ანტონ ჩეხოვის პიესის “თოლია” ეკრანიზაცია. მსახიობი ირინა არკადინა თავის ძმას პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინს და ვაჟს კონსტანტინ ტრეპლევის ქალაქგარეთა სახლში სტუმრად ეწვევა. მასთან ერთად ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი – ცნობილი და წარმატებული პროზაიკოსი ჩადის, რომელსაც მომხიბვლელი, ახალგაზრდა და უმწიკვლო, მეზობელი გოგონა – ნინა შეუყვარდება. ეს რამდენიმე დღე გმირების ბედისთვის საბედისწერო დასაწყისი აღმოჩდება…
აგნესი გადაწყვეტს მყუდრო სახლის მიტოვებას და პატარა, მშვიდი ქალაქიდან ნიუ იორკში გაიქცევა, იქიდან კი, ახალ პარტნიორთან ერთად, ატლანტიკ სითიში მოხვედრას გეგმავს, რათა მიიღოს მონაწილეობა ფაზლების საერთაშორისო კონკურსში. ცხოვრების რადიკალური ცვლილება დაეხმარება მას სხვა კუთხით შეხედოს საკუთარი თავს.
„ყველაფერი სიმართლეა“ (2018) არის დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს უილიამ შექსპირის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ. ფილმის სიუჟეტი იწყება 1613 წელს, როცა შექსპირი ლონდონში თეატრის ხანძრის შემდეგ ბრუნდება საკუთარ ოჯახში, სტრეტფორდში. ის ებრძვის მამის, ქმრის და მწერლის როლებს, ცდილობს შერიგდეს წარსულ შეცდომებთან და ოჯახურ ტრაგედიებთან. „All Is True“ გვიჩვენებს მისი ცხოვრების პირად და ინტიმურ მხარეებს, რომლებიც ისტორიისთვის ხშირად დამალულია. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, კენეტ ბრანა, შექმნის ემოციურ და სიღრმისეულ პორტრეტს მწერლისა, რომელიც ცდილობს სულიერი სიმშვიდის პოვნას სიცოცხლის ბოლო წლებში.
საუბრები, საიდუმლოებები და მძიმე მოგონებები ნელ-ნელა მათ ცხოვრებასა და შინაგან სამყაროს სრულიად განსხვავებული თვალით აჩვენებს. ეს შთამბეჭდავი დრამა მეგობრობაზე, მარტოობაზე, დიდების ბნელ მხარესა და ადამიანის ნამდვილ სახეზე გვიყვება.
პრესტიჟულ კერძო სკოლაში სამი მოზარდი სტიპენდიის დახმარებით იწყებს სწავლას, რაც მდიდარ და გავლენიან მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. სოციალური განსხვავებები, კონკურენცია და დაძაბული ურთიერთობები თანდათან უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზრდება. მოულოდნელი ტრაგედიის შემდეგ სკოლა მკვლელობის გამოძიების ცენტრში აღმოჩნდება. თითოეულ მოსწავლეს საკუთარი საიდუმლო აქვს, ხოლო სიმართლის გარკვევა სულ უფრო რთულდება. მეგობრობა, სიყვარული, ღალატი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერთმანეთში ირევა და მოვლენებს მოულოდნელ მიმართულებას აძლევს.
მრავალი წლის წინ ჰილ ჰაუსში გატარებულმა საშინელმა მოვლენებმა ერთი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ბავშვობაში განცდილი ტრავმებისა და იდუმალი მოვლენების შემდეგ და-ძმები სხვადასხვა გზით აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა წარსულის აჩრდილები მათ მოსვენებას არ აძლევს. ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ისინი იძულებულნი ხდებიან კვლავ გაერთიანდნენ და იმ საიდუმლოებებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰილ ჰაუსის კედლებში იყო დამალული. რაც უფრო უახლოვდებიან სიმართლეს, მით უფრო რთული ხდება რეალობისა და ზებუნებრივი მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევა.
მომავალში, როდესაც კაცობრიობა ახალი საცხოვრებელი პლანეტების ათვისებას იწყებს, რობინსონების ოჯახი კოსმოსურ მისიაში მონაწილეობს, რომელიც მოულოდნელი კატასტროფის გამო სრულად იცვლება. მათი ხომალდი უცნობ პლანეტაზე ავარიულად ეშვება და ოჯახი გადარჩენისთვის რთულ ბრძოლას იწყებს. მტრულ გარემოში ისინი უამრავ საფრთხეს აწყდებიან, მათ შორის უცნობ არსებებს, ბუნებრივ კატასტროფებსა და ადამიანურ ღალატს. რთული გამოწვევების მიუხედავად, ოჯახის წევრები ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ გამოსავლის პოვნას და დაკარგული კოლონიის კვალზე გასვლას.
ეს არის დრამა უფუნქციოდ დარჩენილი მედია ოჯახის დინასტიის შესახებ XXI საუკუნეში. როის ოჯახი- ლოგან როი და მისი ოთხი შვილი - აკონტროლებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედია და გასართობ კონგლომერატს მსოფლიოში. ფილმი ამ ოჯახის წევრთა ცხოვრების გზას ფეხდაფეხ მიჰყვება, რომელთაც წარმოდგნაც არა აქვთ, რას უმზადებთ მომავალი, მას შემდეგ, რაც მათი ასაკში შესული მამა თმობს პოზიციებს კომპანიაში.
ჩვეულებრივი ავიარეისი მოულოდნელად ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ იქცევა, როდესაც თვითმფრინავის მგზავრები უსაფრთხოდ ეშვებიან, თუმცა მათთვის რამდენიმე საათით გაგრძელებული ფრენა რეალურ სამყაროში ხუთ წელზე მეტ ხანს გაგრძელებულა. დაბრუნებულებს მძიმე რეალობასთან გამკლავება უწევთ, რადგან მათი ახლობლები და ცხოვრება მთლიანად შეცვლილია. დროთა განმავლობაში მგზავრები უცნაურ ხილვებსა და იდუმალ მინიშნებებს იღებენ, რომლებიც მათ ერთმანეთთან და ჯერ კიდევ ამოუხსნელ მოვლენებთან აკავშირებს. სიმართლის ძიება მათ რთულ გზაზე აყენებს, სადაც მეცნიერება, რწმენა და აუხსნელი მოვლენები ერთმანეთს ეჯახება.
მოზარდობა თავისთავად რთული პერიოდია, მაგრამ 16 წლის ჯუნისთვის ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, რადგან იგი მაქციაა. ჯუნი და მისი შეყვარებული ცდილობენ მკაცრი მშობლების კონტროლს გაექცნენ და ერთად ყოფნის გზა იპოვონ, თუმცა გოგონას განსაკუთრებული შესაძლებლობები ხშირად პრობლემებს ქმნის. საკუთარი ძალების კონტროლი ჯუნისთვის სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა. დახმარების იმედით იგი პროფესორ ჰალვორსონს მიმართავს, რომელიც შესაძლოა მისი შესაძლებლობების მართვაში დაეხმაროს. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, დრამასა და რომანტიკულ ისტორიას.
სერიალის მოქმედება ოცდამეშვიდე საუკუნეში ვითარდება, სადაც კაცობრიობამ რევოლუციური ტექნოლოგია შექმნა. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ცნობიერების ელექტრონულად შენახვა და მისი ახალ სხეულში გადატანა, რაც პრაქტიკულად უკვდავების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ეს ტექნოლოგია მხოლოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი. კათოლიკეები პროცედურაზე უარს ამბობენ, რადგან სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული ზეცაში უნდა წავიდეს. როდესაც იდუმალი დანაშაულის გამოძიებისთვის ხელისუფლება გარდაცვლილ კათოლიკე ქალს დროებით აბრუნებს სიცოცხლეში, მოვლენები მოულოდნელ და სახიფათო მიმართულებას იღებს.







































