ძიება - * | ნაპოვნია: 1542

ახალგაზრდა პროგრამისტი „ფენტეზი“-ს ტიპის რომანს თამაშად აქცევს. მალე რეალობა და ვირტუალური სამყარო ერთმანეთში აირევა და გაუგებრობებიც იწყება.

მოვლენები 1913 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტი ვითარდება. ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონა აირის ლეიტერი, მაშინ ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდება. მას ქუდების ლეგენდარულ მაღაზიაში მუშაობის დაწყება სურს, რომელიც ოდესღაც მის გარდაცვლილ მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაღაზიის ახალი მფლობელი ოსკარ ბრილი გოგონას არა მხოლოდ უარს ეუბნება, არამედ ასევე მთელი ძალებით ცდილობს მისი ქალაქიდან გაძევებას. თუმცა აირისი სულაც არ აპირებს ასე სწრაფად დატოვოს ბუდაპეშტი. მთავარი გმირი თავისი ოჯახის ბნელი წარსული საუდუმლოების გამოძიებას დაიწყებს და მისი ძმის არსებობის შესახებ შეიტყობს, რომელიც მას არასოდეს უნახავს. გამოძიებას იგი ბუდაპეშტის ბნელ ქუჩებში მიჰყავს, სადაც ცივილიზაციის მღელვარების დაცემის მიჯნაზე, მხოლოდ ქუდების მაღაზია ანათებს ...

ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან.

ალფა

Alpha

20 000 წლის წინ დედამიწა ცივი და არაკომფორტული ადგილი იყო, სადაც სიკვდილი ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელოდა, სიცოცხლე კი დამოკიდებული იყო იმაზე, შეძლო თუ არა მან მსხვეპლის კუთხეში მომწყვდევა. ახალგაზრდა მონადირე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ადამიანი იყო პლანეტაზე მტრულად განწყობილი სამყაროს პირისპირ მარტო აღმოჩნდება. მან უნდა ჩახედოს მის შიშებს თვალებში და იპოვოს გზა შინისაკენ. შესაძლოა მისი მოგზაურობის შედეგზე კაცობრიობის ბედია დამოკიდებული.

ტალი

Tully

რა უნდა აჩუქო სამი შვილის დედას? პამპერსების დიდი შეკვრა თუ დამამშვიდებლები? მარლოს ძმა გადაწყვეტს მას ძიძა აჩუქოს. თუ მარლო მოახერხებს აიტანოს ნაჩუქარი ძიძის თავისებურებები, მიხვდება რომ ძალიან გაუმართლათ მას და მის შვილებს...

ჯონს არ შეეძლო დროულად გაჩერებულიყო, როდესაც საქმე სწრაფად სიარულს, ლამაზ ქალებსა და სახიფათო ხუმრობებს ეხებოდა. შემთხვევით ნაცნობთან ერთად წვეულების შემდეგ ჯონი საშინელ ავარიაში მოყვა. იმ წუთიდან მისთვის ახალი ისტორია დაიწყებო, რომელშიც მან ყველაფერი დაკარგა და იძულებულია ცხოვრება განაგრძოს როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა კარიკატურისტმა ამერიკაში.

ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული მომღერლის - ფრედი მერკურის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

1980-იანი წლების პატარა ქალაქი მონტანა.14 წლის ჯო ჯენეტისა და ჯერის (დიასახლისისა და გოლფის პროფესიონალი მოთამაშის) ერთადერთი შვილია. მათთან ახლოს, კანადის საზღვართან ტყეში უმართავი ხანძარი მძვინვარებს. ჯერი, რომელიც სამსახურს კარგავს, და მასთან ერთად, ცხოვრების მიზანსაც, გადაწყვეტს ხანძართან მებრძოლთა არმიას შეუერთდეს, ცოლს და შვილს კი თავიანთი თავის ანაბარად ტოვებს.

ოსკაროსანი რეჟისორის სტივენ სოდერბერგის აიფონით გადაღებული ფსიქოლოგიური ჰორორ-თრილერი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი გამოკეტავენ, სადაც მას თავის ყველაზე დიდ შიშთან მოუწევს პირისპირ შეხვედრა. ახლა მთავარ გმირს ისღა დარჩენია გაარკვიოს: მისი შიში რეალურია, თუ ის უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია? მაგრამ სად მთავრდება რეალობის საზღვრები და იწყება ხილვები?

უილი და ტომი, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, თვლიან რომ ჯობია წვიმის წყალი დალიონ და ბუნების საჩუქრებით იკვებონ, ვიდრე ადამიანების გარემოცვაში იცხოვრონ. მაგრამ საზოგადოებრივ მიწაზე ცხოვრება იკრძალება და მას შემდეგ რაც მათ რეინჯერები და სოც-მუშაკები აღმოაჩენენ საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სამოგზაუროდ წასვლა მოუწევთ.

ენი დიდი ხნის ურთიერთობაშია დუნკანთან, რომელიც როკერი ტუკერ ქროუის აკვიატებული ფანია. როდესაც ტუკერის 25 წლის წინ შექმნილი ჰიტი, კვლავ პოპულარული გახდება, დუნკანი შეხვდება როკერს და სწორედ მასთან შეხვედრის შემდგომ, რადიკალურად, შეიცვლება მისი ცხოვრება. .

ქრიდი 2

Creed II

სიუჟეტის ცენტრში ადონის კრიდია, რომლსაც წინ ცხოვრების მთავარი ბრძოლა ელის: იგი მამის მკვლელის შვილს უნდა დაუპირისპირდეს რინგზე. მის გვერდით კვლავ როკი ბილბაოა. ფილმი სავსეა ცხოვრების კარიერული და ასევე პირადი ცხოვრების დეტალებით.

ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი, ჰომოსექსუალია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეი კონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ გასახლებული და მოკვეთილ იქნება ოჯახიდან და გარიყული მეგობრებისგან.

40 წლის ლიზა, ქმართან და 2 ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. თითქმის 20 წელია რაც ბაღში აღმზრდელად მუშაობს და ამასთან ერთად გატაცებულია პოეზიით. მოულოდნელად მის 5 წლის აღსაზრდელს ლიზა აღმოუჩენს გენიალურ პოეტურ ნიჭს. იგი ეხმარება ვუნდერკინდს, ცდილობს დაიცვას მშობლების პრიმიტიულობისგან და სრულიად მატერიალური სამყაროსგან. იმისათვის რომ აღზარდოს პოეტი და აიხდინოს მთავარი ოცნება, ლიზა რისკავს რგორც კარიერას, ასევე ოჯახსა და თავისუფლებას.

ლანა ჯინის წარმოსახვაში არსებული სასიყვარულო ცხოვრება რეალობად იქცევა, როდესაც მისი პირადი სასიყვარულო წერილები, რომლებსაც იგი იმ ბიჭებს წერდა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია, გასაჯაროვდება...

ქვრივები

Widows

შეტაკების დროს პოლიცია ოთხი მძარცველის სიცოცხლეს შეიწირავს. მათ ქვრივებს არაფერი აქვთ საერთო გარდა ერთისა: მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმე, დაუსხლტნენ პოლიციას, ჩამოიტოვონ კონკურენტები და რაც მთავარია, გაარკვიონ თუ ვინ ჩაუშვა მათი ქმრები.

კოლეტი

Colette

მწერალი გაბრიელ-სიდონი კოლეტის ბიოგრაფიული ისტორია. XIX საუკუნე. ახალგაზრდა გოგონა კოლეტი, მის ფრანგ ქარიზმატულ და ავტორიტეტულ მეუღლესთან ვილისთან ერთად სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს ვილი გაიგებს, რომ კოლეტი მოთხრობებს წერს და მათი საკუთარი სახელით გამოქვეყნებას გადაწყვეტს. მალე ვილი დიდებას მოიპოვებს და პარიზული ბოჰემის ნაწილი გახდება. კოლეტი მარტო რჩება, თუმცა გოგონა ჩრდილიდან გამოსვლას, სოციალური და სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლას, და დიდების მიღწევას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტს…

ნამდვილი ამბავი კოლორადოელ პოლიციის საიდუმლო აგენტზე რონი სტოლუორთის შესახებ, რომელიც 1970_იანი წლების ბოლოს, როგორც აფროამერიკელი, არა მხოლოდ კუ-კლუქს-კლანში შეაღწევს, არამედ ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად იქნება არჩეული.

ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ. მიუხედავად სირთულეებისა, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ მოულოდნელი ინციდენტი, დაფარულ საუდუმლოებებს არ გამოაშკარავებს.

2008 წელს ტაჯ მაჰალის სასახლე მუმბაიში პაკისტანელი მებრძოლების სასტიკი შეტევის სამიზნე გახდება. შენობა ცეცხლის ალში გაეხვევა, ათეულობით ადამიანს კი მძევლებად აიყვანენ.