ფილმის მთავარი გმირი გაიგებს, რომ მის თანაკლასელს მძიმე დაავადებააქვს. ამ ფაქტის ცოდნა გამოიწვევს მათ დაახლოვებას...
1980-იან წლებში მდიდარი ბიჭების ჯგუფი გადაწყვეტს, რომ ლოს ანჯელესში თაღლითური გზით გამდიდრდნენ სწრაფად, ეს კი ფატალური აღმოჩნდება მათთვის...
ხუთნაწილიანი ფილმის ხუთივე ეპიზოდში ვერშემდგარი არქიტექტორი და ბოროტი სოციოპათი ჯეკი თავის საგულდაგულოდ შესრულებული მკვლელობების შესახებ ყვება. მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ხელოვნების უმაღლესი ნიმუშია და მის ცხოვრებისეულ საქმიანობას, როგორც სერიული მკვლელისას, კარგად წარმოაჩენს.
გერმანია, იენა, 1944 წელი. თეთრკანიანი გერმანელი დედისა და შავკანიანი აფრიკელი მამის 15 წლის ქალიშვილი „ახალგაზრდა ჰიტლერელების“ წევრს, ლუდს, შეხვდება, რომლის მამაც ცნობილი ნაცისტი სამხედროა. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მათი კავშირი ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება.
დედამიწაზე არსებობს ანომალიური ზონა. არავინ იცის დაზუსტებით საიდან გაჩნდა და რა ხდება იქ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იჩენენ მის მიმართ ინტერესს. საიდუმლო ორგანიზაცია ორჯერ გაგზავნის ეკიპაჟს ზონის შესასწავლად, მაგრამ ორივე ეკიპაჟი უგზოუკვლოდ იკარგება. ლანა, მეცნიერ-ბიოლოგი აპირებს შეაღწიოს ზონაში და იპოვოს მისი ქმარი, რომელიც მეორე ეკიპაჟთან ერთად დაიკარგა. მასთან ერთად მთელი რიგი გამოცდილი მეცნიერები და მკვლევარებიც მიდიან.
ლიამ პეიჯი ქანთრი მუსიკოსია, რომელიც იმის მაგივრად რომ მის შეყვარებულ ჯოზიზე დაქორწინებულიყო, დიდებასა და სიმდიდრეს გაეკიდა. მაგრამ მას მისი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვაზე მოუწევს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, სადაც კვლავ ხვდება მის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს ჯოზის.
უფროსკლასელი საიმონი მის ჰომოსექსუალობას მალავს, მაგრამ მისი მიმოწერა ანონიმურ შეყვარებულთან უცხო პირის ხელში აღმოჩნდება. სკოლის "ჯამბაზი" მარტინი საიმონს ემუქრება მიმოწერის გასაჯაროებით, თუ იგი მას ყველაზე ლამაზ გოგონასთან რომანის გაბმაში არ დაეხმარება.
მოციქული პავლეს ცხოვრების ისტორია. მან ქრისტიანების დევნით დაიწყო და როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეკლესიის დამაარსებელმა , ისე დაასრულა სიცოცხლე ციხეში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ იქმნება სპეციალური სპეცაგენტების გუნდი, რათა იპოვონ ადოლფ ეიხმანი, გესტაპოს ცნობილი თანამშრომელი.
ბებერი თაღლითების ბანდა, ლონდონის საიუველირო კვარტალის გრანდიოზულ ძარცვას ახორციელებს.
მოზარდი შავკანიანი გოგონა სახელად სტარი, ორი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სახლი მდებარეობს საშიშ ღარიბ უბანში, სკოლა კი უზრუნველ თეთრკანიანთა საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ორ სამყაროს შორის განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება, როდესაც პოლიციელი, მის შეუიარაღებელ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ მეგობარს მოკლავს, თვითონ კი ამ ამბის ერთადერთი მოწმე გახდება.
1993 წელს, გამოსაშვებ საღამოზე, თინეიჯერ გოგონას, ქემერონ პოსტს, მანქანის უკანა სავარძელზე საღამოს დედოფალთან ერთად აღმოაჩენენ. ამ ფაქტის შემდეგ მისი კონსერვატორი ბიძა გადაწყვეტს გაგზავნოს იგი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ სამკურნალო კურსზე, კლინიკაში.
ფრენბურთის ვარსკვლავის - კაროლინის - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა დამწუხრებული გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ.
სიუჯეტი ვიტარდება 1990-იანი წლების ლოს ანჯელესში. იმის ნაცვლად, რომ მომავალზე ფიქრობდეს, 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობითა და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული. სწორედ ქალაქის ქუჩებში მიიღებს პირველ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და იპოვის საკუთარ თავს.
საქმროს უსამართლო დაპატიმრების შემდეგ, ორსული აფრო-ამერიკელი ქალი იბრძვის რათა აღუდგინოს საყვარელ ადამიანს რეპუტაცია და მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის.
როდესაც რამათეფის მისტიურ სამეფოს იაკსას კლანის ურჩხული არმია ალყაში აქცევს, სამეფოს რწმენა ახალგაზრდა მუაი ტაის მეომარს ეკისრება, რომელიც გადაწყვეტს გამოიყენოს წმინდა იარაღი - მე-9 სატრა - სამეფოში მშვიდობის აღსადგენად.
მომავალში, როდესაც კაცობრიობა ახალი საცხოვრებელი პლანეტების ათვისებას იწყებს, რობინსონების ოჯახი კოსმოსურ მისიაში მონაწილეობს, რომელიც მოულოდნელი კატასტროფის გამო სრულად იცვლება. მათი ხომალდი უცნობ პლანეტაზე ავარიულად ეშვება და ოჯახი გადარჩენისთვის რთულ ბრძოლას იწყებს. მტრულ გარემოში ისინი უამრავ საფრთხეს აწყდებიან, მათ შორის უცნობ არსებებს, ბუნებრივ კატასტროფებსა და ადამიანურ ღალატს. რთული გამოწვევების მიუხედავად, ოჯახის წევრები ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ გამოსავლის პოვნას და დაკარგული კოლონიის კვალზე გასვლას.







































