ძიება - * | ნაპოვნია: 1542

მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სერ კოოლს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება.

ფილმი მოგვითხრობს მენტალურად დაავადებულ მამაკაცზე , რომელსაც ბავშვის მკვლელობაში დებენ ბრალს და აპატიმრებენ.

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში ავღანეთის პატარა დასახლებაში, კამდეში მოხდა, როდესაც ფორპოსტზე მყოფი აშშ-ს ჯარისკაცების მცირე ჯგუფი ასობით თალიბი ბოევიკის ძლიერი შეტევის მოგერიებას შეძლებს. სერჟანტი კლინტონ რომეშეი, შტაბ-სერჟანტი ტაი კარტერი და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მოწინააღმდეგის მრავალჯერ აღემატებული ძალების ცეცხლის ქვეშ 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბრძოლის შედეგი პიროსის გამარჯვებას დაემსგავსება, რადგან ფორპოსტის უმეტესი ნაწილი განადგურდება, 8 ამერიკელი დაიღუპება და 27 დაიჭრება, ხოლო თალიბები დიდი დანაგარგების გამო უკან დაიხევენ. ითვლება, რომ ბრძოლის დროს 150-ზე მეტი თალიბი ბოევიკი იქნა მოკლული. 2013 წელს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სერჟანტი კლინტონ რომეშეი და შტაბ-სერჟანტი ტაი კარტერი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ...

სერენიტი

Serenity

კარიბის კუნძულების მზიანი სანაპირო, ერთგული გემი და რისკით სავსე ცხოვრება. ერთადერთი ქალი, რომელიც მას უყვარდა, მილიარდელზე დაქორწინდა და მაიამიში, ვილაში ცხოვრობს. მოულოდნელად ქალი კვლავ ჩნდება მის ცხოვრებაში და შველას ითხოვს. ამ წუთიდან ნაცნობი წყლები ცდუნების ზღვად გადაიქცევა.

ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორია, დაწყებული მისი ვუნდერკინდობიდან მუსიკის სამეფო აკადემიაში სწავლისას დამთავრებული მისი გავლენიანი და ხანგრძლივი მუსიკალური თანამშრომლობით ბერნი ტოპენთან.

მძიმე წარსულის მქონე მარტოხელა დედა სარა ო'ნოლი ვაჟთან ერთად პროვინციული ქალაქის გარეუბანში ახალ ცხოვრებას იწყებს. თუმცა სიმშვიდე მეზობელთან უცნაური შეხვედრის შემდეგ ირღვევა, სარას კი პროგრესირებადი პარანოია და შფოთვა უვითარდება, რადგან ცდილობს გაარკვიოს უკავშირდება თუ არა მისი შვილის შემაშფოტებელი ცვლილება მათ სახლთან ახლოს ტყეში არსებულ საზარელ ღრმა ხვრელს.

ბრექსიტი

Brexit

პოლიტიკის სტრატეგი დომინიკ ქუმინგსი, 2015 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს პოპულარულ მაგრამ საკამათო კამპანიას რათა დაარწმუნოს ბრიტანელი ამომრჩეველი ევროკავშირიდან გამოსვლის დადებით ასპექტებში.

ტოლკინი

Tolkien

ფილმი გვიჩვენებს დაობლებული ავტორის ფორმირების წლებს სკოლაში, სადაც იგი ეზიარება მეგობრობის გრძნობას, სიყვარულს და მხატვრულ შთაგონებას თავის თანატოლ გარიყული თანაჯგუფელების გარემოცვაში. ასე მიდის მისი ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. რამაც მათ ერთადყოფნას შესაძლოა წერტილს დაუსვას. ეს გამოცდილება შემდგომ ტოლკინის შთაგონების წყარო იქნება მისი ცნობილი რომანებისთვის.

ორ ახალგაზრდა ნიუ იორკელს ერთმანეთი ერთ დღეში შეუყვარდება, მაგრამ ორივე მათგანს სხვა საზრუნავიც აქვს. გოგონა თავისი ოჯახის იამაიკაზე დეპორტაციაზე ნერვიულობს, ხოლო ბიჭი დარტმუტში სწავლის გაგრძელებაზე.

მზე ძალას კარგავს. მამაცი ასტრონავტებისგან შემდგარი ჯგუფი ყველაფერს აკეთებს კაცობრიობის გადასარჩენად, ისინი ადამიანთა მოდგმისათვის ახალი სახლის პოვნას თავგანწირვით ცდილობენ.

დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ. იქ ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ

ორი ძალიან წარჩინებული სკოლის მოსწავლე სკოლის დამთავრების წინს მიხვდება, რომ ჯობდა ნაკლები ესწავლათ და მეტი დრო გართობისთვის დაეთმოთ. გოგონები გადაწყვეტენ თავიანთ თანაკლასელებს არ ჩამორჩნენ და მიზნად დაისახავენ ბოლო 4 წლის გართობა ერთ ღამეს მოიწყონ.

ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას, ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ.

2019 წლის კომედიის “იდუმალი მკვლელობა“ სიქველი, დაქორწინებული წყვილის, ნიკი და ოდრი სპიტცების შესახებ, რომლებიც საკუთარ სააგენტოს ხსნიან და კერძო დეტექტივებად იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, მათი ბიზნესი არ ყვავის და ახლა სპიტცები იბრძვიან სააგენტოს შესანარჩუნებლად

ფილმი მოგვითხრობს ორ კონკურეტ კომპანიას ფორდსა და ფერარის შორის დაპირისპირებაზე - 1966 წელს ჩატარებულ 24 საათიან ლე მანის რბოლაზე.

მოქმედება ახლო მომავალში ხდება. ფრანგული წყალქვეშა ნავი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

საერთაშორისო აგენტებისა და მამაცი ეთიოპელების საოცარი ისტორია, რომელთაც 1980იანი წლების დასაწყისში სუდანის ერთი მიტოვებული კურორტი თავშესაფრად გამოიყენეს ათასობით ლტოლვილის ისრაელში არალეგალურად გადასაყვანად.

ადგილობრივი დანაშაულებრივი სინდიკატის ყოფილი აღმასრულებელი ფიცს სდებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის თავის ბანდის უფროსს, რომლის გამოც 22 წლით დაუმსახურებლად იჯდა ციხეში. ერთადერი რაც მის ძალადობრივ გეგმებს ჩაშლის ახლად ჩამოყალიბებული ურთიერთობაა თავის საყვარელ შვილთან.

ჰარიეტი

Harriet

წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დაეხმარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამ პროცესის დაწყებას ჩაუყაროს საფუძველი.

იმედი

Hope

ანია და ტომასი მრავალი წლის განმავლობაში ერთად მცხოვრები პარტნიორები არიან, რომელთა ურთიერთობა დროთა განმავლობაში გაცივდა და ყოველდღიურობამ ერთმანეთისგან დააშორა. მათი ცხოვრება სრულიად იცვლება მაშინ, როდესაც ანია მოულოდნელად სიცოცხლისთვის საშიშ დიაგნოზს იღებს.