სკოლის მოსწავლე ტოკიოში გაიქცევა და დაუმეგობრდება გოგოს, რომელსაც ამინდის კონტროლი შეუძლია.
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…
ლუიზა მეი ოლკოტის კლასიკური რომანის მორიგი ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ს სამოქალაქო ომის შემდეგ შტატ მასაჩუსეტში ვითარდება და ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი დის ურთიერთობის დრამატული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ელეგანტური ლამაზმანი ჯო, ცელქი და დაუღალავი მეგი, გულკეთილი და მოკრძალებული ბეთი და პატარა ეშმაკუნა ემი ღარიბი პასტორის, რობერტ მარჩის ოჯახში იზრდებიან, სადაც გოგონები ერთად უმკლავდებიან მათ პირველ სიყვარულს, მწარე იმედგაცრუებას და მტკივნეულ განშორებას, ასევე ეხმარებიან უფროსებს და თავიანთი ცხოვრების გზას ეძებენ ...
რემი და მელანი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ პარიზში, მაგრამ არასოდეს შეხვედრიან. ორი ოცდაათი წლის პარიზელი ინტერნეტით ეძებს კავშირებს, მაგრამ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს. მარტოობასა და დეპრესიაში ჩავარდნისას ორივე გადაწყვეტს რეგულარული თერაპიის დაწყებას.
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს ...
ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება
ორი ადამიანის ისტორია, რომლებიც ბავშვების აღზრდით და ახალგაზრდა აუტისტების მოვლით არიან დაკავებულნი.
გარდაცვალებიდან ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ, ავიატორ უილიამ პიტსენბარგერ უმცროსს, ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პატივს მიაგებენ, ბრძოლის ველზე ჩადენილი მამაცობისათვის.
ბიოგრაფიული დრამა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ვინგ ჩუნის ცნობილი გროსმაისტერის, იპ მანის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკაში, სიეტლში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის უშუს სკოლის, ვინგ ჩუნის გახსნაში დაეხმაროს, სადაც ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერი, იპ მანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალი თაობის ბოროტმოქმედებს უპირისპირდება.
“შურისმაძიებლების” საგის მეოთხე დასკვნითი ნაწილი ოცდაორი ურთიერთდაკავშირებული ფილმის კულმინაცია გახდება, რომელიც ამ ეპიკური მოგზაურობის გარდამტეხ მომენტს წარმოგვიდგენს. ჩვენი საყვარელი გმირები აცნობიერებენ, თუ რამდენად მყიფეა ეს რეალობა და ჯერ კიდევ რამხელა მსხვერპლის გაღებაა საჭირო, რათა დაიცვან ის. შურისმაძიებელების და გალაქტიკის მცველების გადარჩენილთა ჯგუფი ძალებს კაპიტან მარველთნ აერთიანებენ, რათა ომის ბოლო ეტაპზე შეერკინონ თანოს, რომელიც ყოვლისშემძლე უსასრულობის ხელთათმანს ფლობს. გმირებს და თანოს შორის გადამწყვეტი ბრძოლა ახლოვდება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს არა მარტო დედამიწის, არამედ მთელი სამყაროს ბედს…
„ჯოკერი“ მოგვითხრობს საკულტო შურისმაძიებლის წარმომავლობასა და მისი ასეთად ჩამოყალიბების პირველმიზეზების შესახებ და წარმოადგენს ორიგინალურ, სრულიად განსხვავებულ ისტორიას, როგორიც დიდ ეკრანზე ჯერ არ გასულა. რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ დახატული არტურ ფლეკი (ხოაკინ ფენიქსი), კაცი, რომელიც საზოგადოებამ შერისხა, არა მარტო ასეთი პერსონაჟის გაბედული შემოთავაზებაა, არამედ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, სიფრთხილისკენ მოწოდებაც.
საერთაშორისო დანაშაულში ჩათრეული გლორია აღმოაჩენს, რომ ისეთი ძლიერი პიროვნება ყოფილა, ვერც კი წარმოედგინა, მაგრამ სიკვდილს რომ გადაურჩეს, მთელი თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს.
ჯესიკა კოხის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ადაპტაცია, რომელიც დრამატული სიყვარულის, ნდობის, გამბედაობის, ტკივილისა და სასოწარკვეთილების ნადვილ ამბავს მოგვითხრობს
დაცვის უსაფრთხოების თანამშრომელი, დევიდ დანსი, ზებუნებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა კევინ უენდელ ქრამბი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც თავის თავში 24 პიროვნებას აერთიანებს მოძებნოს. ამასობაში, ბნელით მოცული პიროვნება, რელიჯარ პრაისი, გამოჩნდება, რომელიც ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანეს სიადუმლოებას ფლობს.
კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.
ენცო, მეძებარი ძაღლი, თავის პატრონთან, ფორმულა ერთის მძღოლ დენისთან განსაკუთრებული კავშირის საშუალებით ისწავლის, რომ ტექნიკა, რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, შეიძლება მანაც გამოიყენოს თავისი ცხოვრების გზაზე.
კინორეჟისორი სალვადორ მალო, კარიერის მიწურულს, განვლილ ცხოვრებას იხსენებს: დედა, საყვარლები, მსახიობები რომლებთანაც თანამშრომლობდა. სამოციენი წლები პატარა სოფელში, ოთხმოციანები მადრიდში და აწმყო, რომელშიც დაუძლეველ სიცარიელეს გრძნობს, უწევს რა თვალი გაუსწოროს საკუთარ მოკვდავ ბუნებას, უუნარობას გააგრძელოს ფილმების კეთება და განაცალკევოს ისინი საკუთარი ცხოვრებისგან. წარსულის გახსენება, შესაძლოა მის ერთადერთ ხსნად იქცეს.
„ქორწინების ისტორია“ ნოა ბაუმბახის, კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული რეჟისორის, ძალიან მწვავე და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე შეხედულებაა წარუმატებელ ქორწინებასა თუ მის შენარჩუნებაზე. ფილმში მთავარ როლებში არიან: სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი, ლორა დერნი, ალან ალდა და რეი ლიოტა.
კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.







































