ელისას სულ რაღაც 40 წლის ასაკში, სიკვდილი თავის ქმარსა და ქალიშვილს დააშორებს . მისი გულის გაჩერების შემდეგ, ელისა ქალიშვილთან ახლოს ყოფნის გზას იპოვის: საჩუქარს ყოველ წელს , სანამ მისი შვილი 18 წლის არ გახდება. ასე, რომ მას თავისი შვილისთვის 18 საჩუქარი აქვს გასაკეთებელი.
მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური უეცრად გარდაიცვლება და თავის ცოლ-შვილს შოკისმომგვრელ საიდუმლოს დაუტოვებს, რომელიც მათ განადგურებით ემუქრება.
სუპერვარსკვლავი მომღერალი და მისი შრომისმოყვარე პირადი ასისტენტი ცდილობენ კარიერაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ .
სიბრუკის საშუალო სკოლის მოსაწავლეების - ადისონისა და ზედის თავგადასავლები, რომელთა ახლადჩასახულ სიყვარულს მაქციების გამოჩენა საფრთხეს სშეუქმნის.
ერთი ქვრივი რომელსაც თავის ძლივს გააქვს, ერთ უცნობს შეხვდება, რომელიც პოზიტიურად აზროვნების ფილოსოფიას ემხრობა.
ქალი, რომელსაც სოციუმთან ურთიერთობა უჭირს, მაგრამ ხელოვნება და ხელოვნების ნიმუშების შექმნა უყვარს, ცხენებითა და კრიმინალური შოუებითაა გატაცებული, აღმოაჩენს, რომ მისი სიზმრები, რომლებიც უფროდაუფრო ცხადი ხდება, ნელნელა რეალურ ცხოვრებაშიც შემოეჭრა.
ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, ლამაზი, ჭკვიანი, მეოცნებე და მდიდარი მემამულის ქალიშვილის, ემა ვუდჰაუზის შესახებ. ხალისიანი გუნების პატრონი, ახალაგზრდა ემა მიიჩნევს, რომ კარგად ესმის ადამიანური ბუნების და ამიტომ შეუძლია მისი მეგობრებისთვის და ახალგაზრდა ადამიანებისთვის მაჭანკალის როლის შესრულება. ის თავის მეგობარს, თავმდაბალ გოგონას ჰარიეტ სმიტს, ფერმერთან დაქორწინებაში არწმუნებს და მისთვის მისტერ ელტონს არჩევს. თუმცა, ამ უკანასკნელს თავად ემა შეუყვარდება. უარის თქმის შემდეგ, ელტონი გარბის, ხოლო ჰარიეტ სმიტი საქმროს გარეშე რჩება. შემდეგ ეშმაკი ემა, ჰარიეტის თავის ახალ ნაცნობთან – ფრენკ ჩერჩილთან დაახლოვებას ცდილობს ...
ბიჭი საოცრად დაინტერესდება იდუმალი და უცნაური სტუდენტით, სახელად „სთარგერლი“, და მთელ დროს გოგონას შესახებ მეტის გაგებას უთმობს.
ტესას ბევრი რამ აქვს დასაკარგი , ჰარდინს კი საერთოდ არაფერი , გარდა ტესასი. ჩვენი შეხვედრის შემდგომ , ცხოვრება საბოლოოდ შეიცვალა. ტესამ იცოდა , რომ ჰარდინი შესაძლოა ბოროტი ადამიანი ყოფილიყო , მაგრამ როცა მისმა ბნელმა წარსულმა ურთიერთობას საფრთხე შეუქქმნა , ტესა მისმხარეს დადგა , ჰარდინი ყოველთვის ჰარდინი იქნება , ის ყოველთვის იდუმალი და ჩაფიქრებული ბიჭია , ტესას კი მიუხედადავ მისი ბრაზიანი ხასიათისა ის სიგიჟემდე უყვარს. -იქნებ მთელი ეს დრო ის სულ სხვანანირი იყო? ტესას მისგან წასვლა უნდა , თუმცა ეს მარტივი არ არის , ჰარდინმა იცის , რომ საშინელი შეცდომა დაუშვა , შესაძლოა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაც კი. ის ბრძოლის გარეშე არ დანებდება თუმცა შეძლებს კი , რომ შეიცვალოს? შეიცვლება სიყვარულისთვის? დიახ , ის ნამდვილად შეიცვლება.
ახალგაზრდა მუსიკოსი გაიგებს , რომ ვერაგმა დაავადებამ მთელი მისი ორგანიზმი მოიცვა და მას სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვეღა დარჩა. შეზღუდულ დროში ის ცდილობს თავისი ოცნება აიხდინოს და ალბომი ჩაწეროს თუმცა არ იცის , რომ მალე მუსიკალურ ფენომენად აღიარებენ.
ტომ კარტერმა (ლიამ ნისონმა) პატარა ქალაქის ბანკებიდან 9 მილიონი დოლარი მოიპარა, მიუხედავად ამისა ვინაობის საიდუმლოდ შენახვა მოახერხა. მას შემდეგ, რაც ქალი უყვარდება (ქეით უოლში), გადაწყვეტს ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება და პირველი რასაც ცდილობს თავისი კრიმინალური წარსულის გასუფთავებაა. ყველაფერი რთულდება როდესაც აღმოჩნდება რომ მის კვალზე ორი აგენტია.
სიცილიის მაფიის ახალგაზრდა და სიმპატიურ ბოსს, მასიმო ტორიჩელის, სხვა არჩევანი არა აქვს თუ არა მაფიას ჩაუდგეს სათავეში, მას შემდეგ რაც მამას მოკლავენ. ლაურა ბიელი ერთ მდიდრული სასტუმროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა პირადი ცხოვრება ვერ აეწყო და ახლა ფაქტიურად დამთავრებული ურთიერთობის გადარჩენას უკანასკნელად ცდილობს. მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ლაურა სიცილიაში სამოგზაურიდ მიდის. ვერც კი წარმოიდგენს, რომ მასიმო, კუნძულზე ყველაზე უფრო საშიში კაცი, გადაეყრება, გაიტაცებს, დაატყვევებს და 365 დღეს მისცემს... შესაყვარებლად. „365 დღე“ პირველი პოლონური ეროტიკული ფილმია, რომელიც ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანის მიუხედვითაა გადაღებული.
ვაიოლეტ მარკისა და თეოდორ ფინჩის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ებრძვიან რა თვიანთი წარსულის ემოციურ და ფიზიკურ ჭრილობებს, ისინი ერთად აღმოაჩენენ, რომ სულ პატარა, უმნიშვნელო მომენტებიც კი შესაძლოა ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავდეს.
სპენსერი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც უფრო პრობლემების შექმნითაა ცნობილი, ვიდრე მათი გადაჭრით, ახლახანს გამოვიდა ციხიდან და სამუდამოდ უნდა დატოვოს ბოსტონი. თუმცა ისე მოხდება, რომ თავის ძველ კრივის მწვრთნელსა და მენტორს, ჰენრის დაეხმარება ერთ მოყვარულ მოკრივესთან ურთიერთობის გარკვევაში. ეს ჰოუკია, ერთი უხეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ უფრო სერიოზული მეტოქე იქნება, ვიდრე ოდესმე სპენსერი ყოფილა. როდესაც სპენსერის ორ ყოფილ კოლეგას მოკლულს ნახავენ, იგი ჰოუკსა და მის ყოფილ შეყვარებულს, სისის დაიქირავებს, რათა დაეხმარონ საქმე გამოძიოს, დამნაშავეები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
მარკუსი და მაიკი ახალ საკითხებს უპირისპირდებიან ( კარიერულ ცვლილებებსა და ასაკის მატების კრიზისს ), როდესაც ისინი შეუერთდებიან ახლადშექმნილ ელიტარულ გუნდს AMMO - ს, მათ და მაიამის პოლიციის დეპარტამენტს უწევთ დაუნდობელი არმანდო არმასის დაკავება. ეს ადამიანი მაიამის ნარკოტიკების კარტელის მანკიერი ლიდერია.
ფილმი მოგვითხრობს ქრისტიანული სასულიერო მუსიკის ვარსკვლავის, ჯერემი კემპის ცხოვრებისეული გზის, მისი სიყვარულისა და დანაკარგების შესახებ და გვარწმუნებს იმაში, რომ იმედი არასდროს ქრება.
შეხვედრას ორ ადამიანს შორის, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემები აქვთ, გრძნობაც მოჰყვება: ბიჭი ყურსასმენებს ატარებს და „ჰაიკუს“ ტიპის ლექსებს იყენებს, მორცხვი გოგონას კი ნიღაბი უკეთია და მხოლოდ ონლიაინ ვიდეოებს იღებს.
კამერონ ბლუმის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული დრამა, რომელიც ახალგაზრდა დედის სემ ბლუმის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. მისი სამყარო შოკისმომგვრელი და თითქმის სასიკვდილო უბედური შემთხვევის შემდეგ თავდაყირა დგება, რაც მთავარი გმირის პარალიზებით სრულდება და ღრმა დეპრესიაში აგდებს. იმ დროს, როცა სემის მეუღლე, მათი სამი პატარა ვაჟი და მისი დედა მთელი ძალებით ცდილობენ ახალ მდგომარეობას შეეგუონ, მოულოდნელად მათ სამყაროში დაჭრილი კაჭკაჭის სახით ახალი მოკავშირე გამოჩნდება, რომელსაც ისინი პინგვინს დაარქმევენ… ფრინველის გამოჩენას ბლუმების ოჯახში დიდი ხნის ნანატრი სიხარული მოაქვს, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეცვლის სემის ცხოვრებასაც.
პიტერი აღელვებულია ფაქტით, რომ ბაბუა საცხოვრებლად მის ოჯახთან გადმოდის. ბაბუას მის ოთახს უთმობენ, რის გამოც პიტერს სხვენში უწევს გადანაცვლება. მართალია ბაბუა ძალიან უყვარს, თუმცა თავისი ოთახის დაბრუნება სურს და სხვა გზა აღარ აქვს, მეგობრებთან ერთად ათასგვარ გეგმებს აწყობს, რომ ბაბუას ოთახის დატოვება აიძულოს, თუმცა ბაბუა გაცილებით უფრო გამჭრიახია ვიდრე პიტერი ფიქრობს.







































