ფილმი მოგვითხრობს მარსელში არსებული კრიმინალური კლანისა და მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ისტორიას. რიჩარდ ვრონსკი ბანდების წინააღმდეგ შექმნილი ბრიგადის ერთ-ერთი წევრია , ის თავისებური მეთოდებით ცდილობს გამოიძიოს ბანდა , რომელსაც კოსტა მეთაურობს. თუმცა რთულია მიაღწიო რამეს , როცა არ ხარ მზად მსხვერპლის გასაღებად ან რაიმეს გასარისკად ,
ქარიზმატულმა და რთულმა, სერჯიო ვიაირა დე მელომ კარიერის უმეტესი ნაწილი გაეროს უმაღლეს დიპლომატად მუშაობას დაუთმო. იგი მსოფლიოში ყველაზე არამდგრად რეგიონებში ოსტატურად მართავს გარიგებებს პრეზიდენტებთან, რევოლუციონერებთან და ომის დამნაშავეებთან, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის წყნარი ცხოვრება. მშვიდი ცხოვრების დაწყებამდე, რომელსაც საყვარელ ქალთან ერთად გეგმავს, სერჯიო უკანასკენ დავალებაზე მიდის ბაღდადში, სადაც სრული ქაოსი სუფევს. მოულოდნელად, ბომბი გაეროს კედლებშიც აღწევს და იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.
1942 წელი. ახალგაზრდა ბელგიელი მამაკაცი ნაცისტურმა პარტიამ დააკავა და გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. იგი ამტკიცებს რომ სპარსელია და არა ებრაელი. ეს სიცრუე მცირე ხნით იხსნის მას სიკვდილისგან, თუმცა მალე გაიგებს, რომ უნდა ასწავლოს სპარსული ერთ-ერთ ნაცისტ კულინარ ოფიცერს, რომელიც ირანში რესტორნის გახსნაზე ოცნებობს. იგი უდიდესი ამოცანის წინაშეა - სიტყვასიტყვით უნდა გამოიგონოს ენა, რომელიც არ იცის. ჟილს მკაცრად აქვს გაცნობიერებული, რომ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გაამჟღავნოს მისი თაღლითობა.
პენსიაზე გასული შერიფი და მისი ცოლი შვილის სიკვდილს გლოვობენ და ცდილობენ ერთადერთი შვილიშვილი იპოვონ.
ველური ცხენი და თინეიჯერი გოგონა ქმნიან ურღვევ კავშირს, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დააკავშირებს.
ახალგაზრდა დედას მისი ქარიზმატულ ფლეიბოი მამა ეხმარება ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამასათანავე საკუთარ შეხედულებებსაც გადასინჯავს ცხოვრეის შესახებ.
პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ოგუსტ უილსონის ამავე სახელოწოდების ავტობიოგრაფიული პიესის ადაპტაცია, «ბლუზის დედის» სახელით ცნობილი ლეგენდარული მომღერლის, მა რეინის (ვიოლა დევისი), და ამბიციურ საყვირზე შემსრულებლის, ლივის (ჩედვიკ ბოუზმანი) შესახებ, რომელშიც მოვლენები 1927 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც უშიშარი და მგზნებარე რეინი ხმისჩამწერ სტუდიაში მორიგი ალბომის ჩასაწერად ემზადება, მაგრამ თავის თეთრკანიან მენეჯერთან და პროდიუსერთან მისი მუსიკის კონტროლისთვის ბრძოლას იწყებს. სანამ ჯგუფი სტუდიის რეპეტიციულ ოთახში მოვლენებს აკვირდება, ამბიციური ლივი მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მთავარი გმირის და მისი მუსიკოსი-კოლეგების ცხოვრების მსვლელობას.
ქალის ცხოვრება თავდაყირა დადგება , როცა მისი კრიმინალი მშობლები უცხოს შეიერთებენ ჯგუფში თავიანთი ყველაზე დიდი ძარცვის ორგანიზებაში ...
გაუცნობიერებელ და აკრძალულ ტერიტორიაზე მოგზაურობა, სივრცესა და დროში ჩახლართული სამი ზღაპრის მეშვეობით.
ენჯელი სასწრაფო დახმარებაში მუშაობს. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მისი პირადი ცხოვრება ნელნელა ინგრევა, რადგან უფრო და უფრო ეპარება ეჭვი თავის მეწყვილე ვეინში.
ერთი ახალგაზრდა კაცის გარშემო, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაიცვას თავისი საყვარელი ხალხი ომისშემდგომი პერიოდის ერთ მიყრუებულ ქალაქში, სადაც კორუფცია და სისტიკე გამეფებულა, ცუდი ადამიანები იყრიან თავს.
მოდი ითამაშე - ოლივერი მარტოსული ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ყველასგან განსხვავებულად აზროვნებს. მას მხოლოდ თავისი ტელეფონი და პლანშეტი იზიდავს
2019 წელი, მადრიდი. სეიული მკვლელი ქალქში ქაოსს თესავს. ვიღაც კლავს ადამიანებს , რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, თუმცა ყველანი ცნობილ სუპერგმირებს განასახიერებენ იმგვარად, როგორადაც ისინი პირველად გამოჩნდნენ.
გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.
ურთიერთობაში ჩამოუყალიბებლობის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალი თანხმდება ახალ მეგობარ მამაკაცს გაყვეს მშობლების გასაცნობად საოჯახო ფერმაში. ამინდის გაუარესების შედეგად წყვილი იძულებულია გათვალისწინებულზე მეტი დრო გაატარონ მშობლების სახლში, სადაც ახალგაზრდა ქალი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს რაც აქამდე იცოდა მეგობარი მამაკაცის, საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ.
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ნიკოლა ტესლასა და მის ურთიერთობას ტომას ედისონთან და ჯეიპი მორგანის ქალიშვილ ამასთან. ასევე მის უმნიშვნელოვანეს გარღვევას ელექტროობაში. .
გოგონას, დედასა და ბებიას დემენციის გამოვლენებები აქვთ, რომელმაც მათი ოჯახი შთლიანად მოიცვა.
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და გაწაფულია ყველაზე უფრო გახმაურებულ მკვლელობებში. როდესაც ერთერთი საქმე სახიფათოდ ჩავარდება, ავას საკუთარი თავის გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.







































