ძიება - * | ნაპოვნია: 1526

ყოველ ზაფხულს ბელი და მისი ოჯახი მიემართებიან ფიშერების პლაჟის სახლს კუზინსში. ყოველი ზაფხული ერთნაირია... სანამ ბელი თექვსმეტის გახდება. ურთიერთობები გამოიცდება, მტკივნეული ჭეშმარიტებები გამოვლინდება და მუცელი სამუდამოდ შეიცვლება. ეს პირველი სიყვარულის, პირველი გულისტკივილისა და გაზრდის ზაფხულია - ეს ის ზაფხულია, როცა იგი ლამაზი ხდება.

რიჩერი

Reacher

ჯეკ რიჩერი მკვლელობისთვის დააკავეს და ახლა პოლიციას მისი დახმარება სჭირდება. დაფუძნებულია ლი ჩაილდის წიგნებზე.

განცალკევება

Severance

სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა კორპორაციის Lumon Industries-ის ახალგაზრდა თანამშრომელის მარკ სკაუტის შესახებ. მარკი ერთ-ერთია იმ რამდენიმე თანამშრომელიდან, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას კომპანიის მიერ თანამშრომლების მუშაობის გასაუმჯობესებლად მოფიქრებულ ახალ ინიციატივაში: პროცედურა, რომელიც ცნობილია როგორც “განცალკევება”, სადაც ქირურგიული გზით აცალკევებენ თქვენს სამუშაო მოგონებებს თქვენი პირადი ცხოვრებისგან. ახლა ისინი სამსახურში ვერაფერს გაიხსენებენ ოჯახურ ცხოვრებაზე, სახლში კი – სამსახურში მომხდარი ამბები აღარ ემახსოვრებათ. თუმცა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის ეს გაბედული ექსპერიმენტი მალე ეჭვქვეშ დადგება

დრაკონის სახლი

House of the Dragon

სერიალი, გამოგონილი კონტინენტის ვესტეროსის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც “სატახტოთა თამაში“ მოვლენებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე მოხდა. სიუჟეტის ცენტრში სამოქალაქო ომი აღმოჩნდება, რომლის მიზეზი ვესტეროსის წარჩინებული ორი სახლის შტოს შორის დინასტიური კრიზისი გახდება.

გარედან

From

შუაგულ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს საიდუმლოებით მოცული ქალაქი, რომელიც ყველას ატყვევებს, ვინც იქ აღმოჩნდება. ქალაქის მცხოვრებნი ცდილობენ, საღი გონება შეინარჩუნონ, თავის დაღწევის გზა მოძებნონ და ირგვლივ მდებარე ტყიდან მომავალ საფრთხეს გაუმკლავდნენ

ჰიპნოზური

Hypnotic

ქალაქ ოსტინის დეტექტივი დენიელ რურკი მთელი ძალებით ცდილობს იპოვოს თავისი დაკარგული ქალიშვილი, მაგრამ მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც ბანკების ძარცვის სერიებს აღმოაჩენს.

ზღაპარი დიდი ამბიციებისა და აღმაშფოთებელი სიჭარბის შესახებ, რომელიც ასახავს მრავალი პერსონაჟის აღზევებას და დაცემას აღვირახსნილი დეკადანსისა და გარყვნილების ეპოქაში ჰოლივუდის გადასვლისას მუნჯი ფილმებიდან და ხმოვან ფილმებზე 1920-იანი წლების ბოლოს.

პიტერი და ემა საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც შეხვდებიან, მათ მაშინვე ერთი რამ დააკავშირებს: ორივე მოულოდნელად მიატოვა მათმა პარტნიორებმა, ენიმ და ნოემ. შედეგად, გმირების თანაგრძნობა მისიად გადაიქცევა, როცა სოციალურ ქსელში ნახავენ, რომ მათი ყოფილები სიხარულით გადავიდნენ ახალ რომანზე: ენი ლოგანთან და ნოე ჯინისთან. 30 წლის ასაკში მათი დიდი ხნის და ბედნიერი ცხოვრების შანსის დაკარგვით, და ყველაფრის თავიდან დაწყების პერსპექტივით შეშინებული, პიტერი და ემა სასოწარკვეთილ შეთქმულებას აწყობენ თავიანთი სიყვარულის დასაბრუნებლად. ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავინთი ყოფილების ურთიერთობები შეწყვიტონ.

არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…

Redeeming Love

Redeeming Love (2022)

ფრენსინ რივერსის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, რომელშიც მოვლენები კალიფორნიაში 1850 წლის ოქროს ციებ-ცხელების პიკის დროს ვითარდება და ახალგაზრდა ენჯელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში სექსუალურ მონად გაყიდეს. მისი ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარას ჰგავდა, სანამ მაიკლს არ შეხვდა, რომლის სიყვარული ახლაგაზრდა გოგონას საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილ გრძნობას ნებისმიერი ტკივილის გამოსყიდვა შეუძლია.

2019 წლის თინეიჯერული რომანტიკული კომედიის “მაღალი გოგო“ გაგრძელება საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონას ჯოდის შესახებ, რომელიც მის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ ბალზე შთამაგონებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი აღარ არის მხოლოდ “მაღალი გოგო” – ის ახლა პოპულარული და თავდაჯერებულია, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი და ახლახანს მიიღო მთავარი როლი წლევანდელ სასკოლო მიუზიკლში. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება მისი ახლად შეძენილი პოპულარობის ზეწოლა, ძლიერდება მისი დაურწმუნებლობა, და ახალი ურთიერთობები ყალიბდება, ხოლო ძველი გამოცდის წინაშე დგება. როდესაც გოგონას მიერ აშენებული სამყარო მის ირგვლივ ნგრევას იწყებს, ჯოდი ხვდება, რომ მოთმინება მხოლოდ დასაწყისია.

ქარბუქის დროს მთებში იზოლირებულ გზატკეცილზე დასასვენებლად გაჩერებული კოლეჯის სტუდენტი აღმოაჩენს გატაცებულ ბავშვს, რომელიც იმალება მანქანაში... ეს მანქანა ეკუთვნოდა შენობაში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს

სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება.

ნამდვილი ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის “უმართავი” ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს. ლეკვს სწრაფად იშვილებენ, თუმცა შემდეგ ხუთჯერ დააბრუნებენ. შედეგად, ლეკვის დაძინება გადაწყდება, მაგრამ ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიცერი დანიელ ო’ნილი რუბით იხიბლება, რომელიც ლეკვში პოტენციალს დაინახავს, და კინოლოგოდ გახდომის თავისი ოცნების ასრულებას გადაწყვეტს, ხოლო რუბისთვის ეს შეხვედრა ბედნიერი ცხოვრების დაწყების შანსი გახდება.

რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.

პატრიცია ჰაისმიტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ეროტიკულ-ფსიქოლოგიური თრილერი, ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის ვიკი და მელინდა ვან ალენების შესახებ, რომელთა წარუმატებელი ქორწინება მხოლოდ შეთანხმებით არსებობს: მდიდარი ქმარი განქორწინების თავიდან ასაცილებლად ცოლს საყვარლების ყოლის ნებას რთავს, მაგრამ მათი “თამაშები” სწრაფად გადაიქცევა კოშმარად, როდესაც ვიკი მისი ცოლის საყვარლის გაუჩინარების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი გახდება…

როდესაც CIA აღმოაჩენს, რომ მისმა ერთ-ერთმა აგენტმა საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოცდილ ოპერმუშაკს ჰენრი პელჰემის ვენის სააგენტოს ყოფილ კოლეგებს შორის მოღალატის გამოვლენა დაევალება. მის გამოძიებას ის ავსტრიიდან ინგლლისში და კალიფორნიაში მიჰყავს, სადაც მთავარი გმირი კვლავ ხვდება თავის ყოფილ კოლეგას და ყოფილ შეყვარებულს, სელია ჰარისონს. ახლა გლობალური ჯაშუშობის, მორალური გაურკვევლობისა და სასიკვდილო ღალატის ამ შთამბეჭდავ ისტორიაში, ახალგაზრდა წყვილი იძულებულია პროფესიასა და ვნებას შორის საზღრები წაშალოს.

ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული 2020 წლის ეროტიკული დრამის სიქველი, ახალგაზრდა წყვილის მასიმო ტორიჩელისა და ლაურა ბიელის შესახებ. წყვილის ახალ დასაწყისს და ცხოვრებას მასიმოს ოჯახური კავშირები და იდუმალი მამაკაცი ართულებს, რომელიც ლაურას ცხოვრებაში იჭრება, რათა მოიგოს მისი გული და ნდობა ნებისმიერ ფასად…

2002 წელს ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, რუბი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო სკოლაში, რომელიც კვოტერბეკს ხვდება და მალე გამოსაშვები საღამოს დედოფალი უნდა გამხდარიყო. ყველა ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა მანამ, სანამ წარუმატებელი აკრობატული ტრიუკის გამო კომაში არ ჩავადრდა. ოცი წლის შემდეგ რუბი კომიდან გამოდის და ხვდება, რომ მან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მაგრამ 37 წლის ქალად ქცეული მთავარი გმირი სკოლაში ბრუნდება და ცდილობს თავისი სკოლის ვარსკვლავის როლი დაიბრუნოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოსაშვები საღამოს დედოფლის გვირგვინის მორგება სურს.

დრამატული თრილერი, ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედის ჯესიკას შესახებ, რომელიც ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავადა მის შვილებთან მარტო დარჩება. ახლა ჩაკეტილი სასოწარკვეთილი დედა მთელი ძალებით ცდილობს გარეთ გასვლას, რათა გადაარჩინოს თავისი შვილები მზარდი საფრთხისგან, რომელთა ყვირილი იძულებულია ჩაკეტილი კარის მიღმა მოისმინოს.