ძიება - * | ნაპოვნია: 1526

ბლექბერი

BlackBerry

ჯეიკ მაკნიშის და შონ სილკოფის წიგნზე “სიგნალის დაკარგვა: ბლექბერის წარმოუდგენელი აღზევებისა და მომნუსხველი დაცემის უთქმელი ამბავი” დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს კანადური კომპანიის BlackBerry-ის სწრაფი აღზევებისა და ელვისებრი დაცემის შესახებ, რომელმაც 2000-იან წლებში გამოუშვა ამავე სახელწოდების მსოფლიოში პირველი სმარტფონი. მაგრამ სამართლებრივი ბრძოლების შემდეგ BlackBerry მის კონკურენტებთან Apple-თან და Samsung-თან დაკარგავს თავის საბაზრო უპირატესობას. სიუჟეტის ცენტრში – საქმიანი ურთიერთობაა კომპანიის თანადამფუძნებლებს მაიკ ლაზარიდესსა და ჯიმ ბალსილის შორის.

უილიამ შექსპირის პიესის “აურზაური არაფრის გამო” თანამედროვე ვერსია, რომელშიც მოვლენები ვითარდება სიდნეიში და მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა გმირის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი კოლეჯიდან სძულთ, წლების შემდეგ იძულებულნი არიან თავი მოაჩვენეონ წყვილად საერთო მეგობრების ქორწილში, რომლის დროსაც ისინი უამრავ საშიშ თავგადასავალში ხვდებიან.

წარუმატებელი პირველი პაემნის შემდეგ, ნიკოლი და მაქსი პირობას დებენ, რომ წაშლიან ერთმანეთის ნომრებს, სანამ არ გაიგებენ, რომ მათმა ძაღლებმა სიყვარული იპოვეს და ახლა ლეკვებს ელოდებიან. შედეგად, სასაცილოდ შეუთავსებელი ნიკოლი და მაქსი იძულებულნი არიან გახდნენ პასუხისმგებელი მშობლები, რა დროსაც საბოლოოდ სიყვარულს თავად პოულობენ.

2010-2019 წლების ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ

სტივენ კინგის 1978 წლის ამავე სახელწოდების მოთხრობაზე დაფუძნებული საშინელებათა თრილერი, ფსიქიატრი უილი ჰარპერის შესახებ, რომელსაც სასოწარკვეთილი პაციენტი ლესტერ ბილინგსი უყვება თავისი სამი მცირეწლოვანი შვილის “მკვლელობის” შესახებ და აღწერს ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებს.

ყანდაარი

Kandahar

ტომ ჰარისი, CIA-ს ფარული აგენტია, რომელიც მოულოდნელად ჩარჩენილი აღმოჩნდება ავღანეთის მტრულ ტერიტორიაზე. მაგრამ, როდესაც დაზვერვის მონაცემების გაჟონვა გამოავლენს მის ვინაობას და მისიას, მან თავის ავღანელ თარჯიმანთან ერთად უნდა გაიაროს რთული გზა ყანდაარში მდებარე ევაკუაციის პუნქტამდე

ხელის თხოვნის წინ, ახალგაზრდა სებასტიანს, მისი ამერიკელი საცოლე სთხოვს, რომ მოიწვიოს თავისი კონსერვატორი იტალიელი ემიგრანტი მამა, მის სუპერ მდიდარ და ექსცენტრიულ ოჯახთან შესახვედრად.

სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოპერატიული მუშაკი მეისონ პეტისი იძირება უპერსპექტივო საოფისე სამუშაოში. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ის იღებს უშტატო სამუშაოს, რათა უზრუნველყოს ჟურნალისტი კლერ ველინგტონის უსაფრთხოება, დაუნდობელ დიქტატორთან ხუან ვენეგასთან ინტერვიუს აღების დროს. მაგრამ, როცა სამხედრო გადატრიალება იფეთქებს ზუსტად მაშინ, როდესაც ჟრნალისტი სენსაციური ინტერვიუს აღებას ცდილობს, გმირებმა უნდა გაარკვიონ როგორ გადარჩენ ჯუნგლებში და ამავე დროს გადაურჩნენ ერთმანეთს.

ეს არის ფილმი არტ-დილერის, პატრისის შესახებ, რომელიც დაქირავებულ მკვლელთან რეგისთან და მის ბოსთან გორდონთან ერთად აღმოჩნდება ჩათრეული ფულის გათეთრების საქმეში

დრიუ და მეი, ახალგაზრდა დები და გამოცდილი მყვინთავები არიან, რომლეთაც ახლო და რთული ურთიერთობები აკავშირებთ, და აღფრთოვანებულნი არიან შეუსწავლელი წყალქვეშა სამყაროთი. მათი გაოცების გრძნობა წყდება, როდესაც მეის უეცრად ქვა მოხვდება, რომელიც მას შოკირებულს და მცირე ნაკაწრით ტოვებს. თუმცა, დების შვება ხანმოკლე აღმოჩნდება, რადგან ისინი მეწყერის ქვეშ მოხვდებიან. ახლა წყალქვეშ ღრმად მყოფი, მეი ნანგრევებშია ჩარჩენილი და ვერ მოძრაობს.

ფილმი მოგვითხრობს ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარის, დივოს შესახებ, რომელსც პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება. ახლა საკმარისია ერთი შეცდომა, რომ მთავარი გმირი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

ყოფილი მსჯავრდებული ცდილობს გააგრძელოს თავისი ცხოვრება მისისიპში, რომელსაც მისი მამა მიტჩელი ეხმარება. თუმცა, მეიბენის გამოჩენა მის ახალ ცხოვრებას ქაოსად აქცევს

კორნიჩონების ოჯახის უფროსი ნანდო ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იღუპება. სამწუხარო მოვლენა ნანდოს ქალიშვილის, ლუნას ადამიანების ოჯახს, და მისი მეუღლის ადალბერტოს მონსტრების ოჯახთან აერთიანებს. დამწუხრებულ ახლობლები იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ ნანდო არა საიქიოში, არამედ შორეულ თავშესაფარშია.

შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ თავქარიანი ქეითი მოხიბლავს ბენს, რომელიც თავზეხელაღებული ბაიკერების წევრია.ბენს მოუწევს არჩევანი გააკეთეოს ბაიკერებსა და ქეითს შორის.

ორი დაქორწინებული ადამიანი ერთმანეთს აეროპორტში შეხვდებიან და ნიუ-იორკში დაუვიწყარ დროს გაატარებენ. მოგზაურობა ყველაფრის გარკვევაში დაეხმარებათ

მოვლენები 1934 წელს ვითარდება და განდეგილი მილიარდერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ეპატიჟება ექვს, ერთი შეხედვით, უცნობ ადამიანს თავის კუნძულზე სამხრეთ ინგლისში. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა დამწყები დეტექტივი მირანდა გრინიც აღმოჩნდება. როდესაც ერთ-ერთ სტუმარს გარდაცვლილს იპოვიან, მირანდა ხვდება რა მიზნით აღმოჩნდა კუნძულზე, და ახლა მან უნდა გამოავლინოს მკვლელი, სანამ მისი ჯერი დადგება

მოვლენები ვითარდება ველურ დასავლეთში და ყოფილი მსროლერის, კოლტონ ბრიგსის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ წარსული უკან დატოვა. თუმცა, როდესაც ბოროტმოქმედების ბანდა მის ცოლს მოკლავენ, ბრიგსი აღმოაჩენს, რომ მისი სამყარო განადგურებულია და იძულებულია ხელახლა აიღოს იარაღი. მაგრამ ბრიგსი ამჯერად შურისძიების გზაზე მარტო არ მიდის; ის ახლა მამაა და თან უნდა წაიყვანოს თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ბრუკი, რათა დაედევნოს მამაკაცს, სახელად მაკკალისტერს, რომელმაც დედამისი მოკლა; ადამიანი, რომელსაც ამოძრავებს საკუთარი დემონები და რთული წარსული.

ბეისბოლის ბურთის ზომის სეტყვა, ძლიერი ქარი და მძვინვარე ტორნადოები სუპერუჯრედებს სასიკვდილოდ აქცევს, და როცა უილიამ ბროდი პატარა ბიჭი იყო, ქარიშხალებზე ლეგენდარული მონადირე, მამამისი ერთ-ერთმა მათგანმა მოკლა.

გოლდა

Golda (2023)

ბიოგრაფიული დრამა, ებრაული სახელმწიფოს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის – “ისრაელის რკინის ლედის”, გოლდა მეირის უკიდურესად დრამატული და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების და საკამათო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მთავრობაში სერიოზული უთანხმოებების, დავების და განხეთქილების პირისპირ აღმოჩნდება, რაც საბოლოოდ 1973 წელს განკითხვის დღის ომის წარუმატებლობის მიზეზი გახდა

სიმპათიური ლუკა ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, თანატოლებთან მეგობრობს და გამოცდებისთვის ემზადება. ის ერთ გოგოსთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. სრულიად მოულოდნელად, ექიმთან დაგეგმილი ვიზიტი მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას..