ძიება - * | ნაპოვნია: 1526

საუკეთესო მეგობრები და სრულიად საპირისპიროები, დები და პიტერი ცვლიან სახლს ერთი კვირით და მათ აქვთ შესაძლებლდები და პიტერი – საუკეთესო მეგობრები არიან. მიუხედავად მათი აშკარა თავდაპირველი ქიმიისა, ურთიერთობა ახლა მკაცრად პლატონურია. ისინი ასევე სრულიად განსხვავდებიან: დები ლოს-ანჯელესში მცხოვრები მარტოხელა დედაა, რომელიც დაიღალა რუტინით და გარემოს შეცვლა სწყურია; პიტერი კი ნიუ-იორკში მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ასევე ცვლილება სჭირდება. როდესაც ისინი თავიანთ სახლებსა და ცხოვრებას გაცვლიან ერთი კვირით, აღმოაჩენენ, რომ ის რაც, მათ, მათი აზრით სურთ, შეიძლება არ იყოს, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ. შემდეგ, როგორც კი დები ლამაზ უცნობს გაიცნობს, “მეგობრები” ხვდებიან, რომ მათი მეგობრობა ყოველთვის შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტის საფუძველი.ობა, ჩახედონ ერთმანეთის ცხოვრებას და მიიღონ სიყვარულის გასაღები.

დეტექტივი ნიკოლსი უცნაური საქმის გამოძიებას იწყებს, სადაც თითქოს ყველაფერი მოჩვენებითია და ილუზიის საბურველშია გახვეული.

რეალურ ისტორია იტალიელი მღვდელის, მამა გაბრიელ ამორსის შესახებ, რომელიც ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი იყო. მან სიცოცხლის განმავლობაში 100000-ზე მეტი ეგზორციზმი ჩაატარა. ( გარდაიცვალა 2016 წელს, 91 წლის ასაკში.) ამორსიმ დაწერა ორი მემუარი, სადაც დეტალურად აღწერს სატანასთან და დემონებთან ბრძოლის გამოცდილებას, რომლებმაც დაიპყრეს ადამიანები. ამიტომ ეგზორციზმის რიტუალს ჩვეულებრივი მღვდელი არ ატარებს. ეგზორცისტი საჭიროებს სპეციალურ მომზადებას და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხოლო მისი ლოცვები ხშირად იწვევს ძალადობრივ რეაქციებს, როდესაც ის მთელი ძალებით ცდილობს სინათლის სხივით გაანათოს სიბნელე.

სიურეალისტური საშინელებათა ფილმი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ალტერნატიულ რეალობაში და მოგვითხრობს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმის ცხოვრების ისტორიას. ბო უაღრესად საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი დედის შესახებ გაიგებს. სახლისკენ მიმავალ გზაზე ის თავის წარსულზე შემაშფოთებელ აღმოჩენას აკეთებს. გზაში მთავარი გმირი ხვდება შხამიან ობობას, შურიან მოზარდს, ობლების კულტს, დათვზე ამხედრებულ თავემზე მონადირეს, ფალოსის ფორმის ურჩხულს და ბევრ სხვა საშინელებას.

მოვლენები ვითარდება 1955 წელს და ახალგაზრდა ვარსკვლავთმრიცხველების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან მშობლებთან ერთად მაშტაბურ კონგრესზე, უდაბნოში მდებარე გამოგონილ ამერიკულ ქალაქ ასტეროიდ სიტიში, სადაც ტარდება სამეცნიერო კონკურსები და გასართობი ღონისძიებები, ვითარდება დრამები და რომანტიკული ისტორიები. და ეს ყველაფერი სამყაროს შემცვლელი მოვლენების ფონზე.

შიგნით

Inside

ფსიქოლოგიური თრილერი, ხელოვნების ნიმუშების ქურდის, ნემოს შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუსის ხაფანგში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მისი ძარცვა არასწორედ წარიმართება. ახლა ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშებით სავსე იდუმალი სახლის შიგნით გამოკეტილმა მთავარმა გმირმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი ეშმაკობა და გამომგონებლობა, რათა ამ საშინელი სახლის ხაფანგს გადაურჩეს…

ჩუპა

Chupa

მორცხვი 13 წლის ალექსი მიფრინავს კანზას-სიტიდან მექსიკაში ოჯახთან შესახვედრად. იქ ის ხვდება თავის ბაბუას და ლუჩა ლიბრეს ყოფილ ჩემპიონ ჩავას, ბიძაშვილებს მემოს და ლუნას. მაგრამ როგორც კი ალექსი ადაპტაციას იწყებს, ის ბაბუის ბეღელში მცხოვრებ მითიურ პატარა არსებას, ჩუპაკაბრას აღმოაჩენს, რომელსაც იცნობს ჩუპაკაბრას საშინელი ისტორიებიდან. ალექსი მალე გაიგებს, რომ მის ახალ მეგობარს ჩუპას ოჯახთან საიდუმლო ისტორია აქვს, და რომ საშიში მეცნიერი მითიურ არსებას ეძებს, რათა გამოიყენოს მისი ძალა. შედეგად, ჩუპას მოსალოდნელი საფრთხისგან დასაცავად, ახალგაზრდა გმირი თავგადასავალებით სავსე მოგზაურობას იწყებს.

მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში და მოგვითხრობს გალაქტიკის შორეულ კუთხეში მდებარე კოლონიის შესახებ, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკი ტირანის, სახელად ბალისარიუსის და მისი ჯარის ტერორის ქვეშ აღმოჩნდება. შედეგად, კოლონიის სასოწარკვეთილი მოქალაქეები იდუმალი წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალს, კორას საშიშ მისიაში აგზავნიან, რათა მან იპოვოს მოკავშირეები და მეომრები ახლომდებარე პლანეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ მათი დაცვა…

კასკადიორი ლაო ლუ ძლივს ირჩენს თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საყვარელ ცხენზე, მეტსახელად “წითელი კურდღელი”. ლაო უხალისოდ სთხოვს დახმარებას თავის გაუცხოებულ ქალიშვილს და მის იურისტ მეგობარ ბიჭს, როდესაც მას აცნობებენ, რომ მისი ცხენი შეიძლება აუქციონზე გაიყვანონ ვალების დასაფარად. მაგრამ მოულოდნელად, ლაო და მისი ცხენი გახდებიან მედიის მყისიერი სენსაცია, როცა მათი რეალური ბრძოლა ვალების შემგროვებლებთან ხდება ვირუსული. შედეგად, მთავარი გმირი მეორე შანს მიიღებს.

მოვლენები ვითარდება ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მონტოკში და მოგვითხრობს ბავშვობის სახლის დაკარგვის პირას მყოფი უმუშევარი და უფულო ახალგაზრდა ქალის, მედის შესახებ, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს დამაინტრიგებელი ვაკანსიების სიას: მდიდარი მშობლები ეძებენ ვინმეს, ვინც მათ ინტროვერტულ და სოციალურად მოუხერხებელ 19 წლის შვილთან პერსისთან “შეხვედრას” შეძლებს, სანამ ის კოლეჯში წავა. მისდა გასაკვირად, ახალგაზრდა მედი მალევე აღმოაჩენს, რომ მოუხერხებელი პერსი ძალიან, ძალიან არასანდო მოზარდია.

მეფე ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, უჰტრედ ბებანბურგელი და მისი ამხანაგები თავგადასავალში გადადიან დაშლილ სამეფოში იმ იმედით, რომ საბოლოოდ გააერთიანებენ ინგლისს.

ჰამდი ატილბაის სასტიკი მკვლელობა აერთიანებს ახალგაზრდა პროკურორ ლეილას და ცნობილ ჟურნალისტ კენანის ბილიკებს. თუმცა ეს მკვლელობა დაფარულია ფაქტებით, რომლებიც მათ სიყვარულსაც გაანადგურებს

პოსტ-აპოკალიფსური საშინელებათა დრამის “მოსიარულე მკვდრები”-ს სპინ-ოფი, რომელიც მოგვითხრობს მეგისა და ნიგანის შესახებ, რომლებიც მეგის გატაცებული შვილის- ჰერშელის მოსაძებნად მიემგაზავრებიან კონტინენტს მოწყვეტილ პოსტ-აპოკალიფსურ მანჰეტენში. დანგრეული ქალაქი სავსეა მოსიარულე მკვდრებითა და ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებმაც ნიუ-იორკი ანარქიით, სიმანხინჯითა და საშინელებებით სავსე, საკუთარ სამყაროდ აქციეს

უკანასკნელი ჩვენგანი

The Last of Us

თანამედროვე ცივილიზაციის განადგურებიდან ოცი წლის შემდეგ. ჯოელს დაიქირავებენ 14 წლის გოგონას, ელის საკარანტინო ზონიდან გასაყვანად. ერთი შეხედვით მარტივი სამუშაო მალე დაბრკოლელებით სავსე მოგზაურობად იქცევა. ისინი იძულებულნი არიან გაუძლონ სასტიკ გარემოებებს და დაუნდობელ მკვლელებს პოსტ-პანდემიურ ამერიკაში ლაშქრობისას.

ესპანური კრიმინალური სერიალის “ქაღალდის სახლი” სპინ-ოფი, რომელიც მოგითხრობს ბერლინის სახელით ცნობილი მძარცველის შესახებ. ბერლინი – პროფესორის ბანდის ერთ-ერთი წევრი, მისი ნახევარძმა და მეთაურის მარჯვენა ხელია, რომელმაც დაგეგმა ესპანეთის ბანკის ძარცვა. მისი ნამდვილი სახელია ანდრეს დე ფონოიოსი. მას მძიმე ავადმყოფობა ჰელმერის მიოპათია აწუხებს, რაც მთავარ გმირს გარდაუვალი დამბლით და სიკვდილით ემუქრება. ახლა ბერლინი, რომელსაც მხოლოდ სიყვარული და ფული ამოძრავებს ცხოვრებაში, გეგმავს პარიზში მდებარე შანზ-ელიზეზე ყველაზე გრანდიოზული ძარცვის განხორციელებას, სადაც ის აპირებს მოიპაროს 44 მილიონი დროლარის ღირებულების ბრილიანტები.

საკულტო სერიალის "მოსიარულე მკვდრების" სპინოფი, რომლის მთავარი გმირიც დერილ დიქსონია. სერილია მის საფრანგეთში მოგზაურობას და სახლისკენ დაბრუნების მცდელობას გვიამბობს.

2015 წლის ფილმის “სუპერ მაიკი XXL” გაგრძელება სტრიპტიზის მოცეკვავე ახალგაზრდა მამაკაცის, მაიკ ლეინის შესახებ, რომელიც დიდი ხნის პაუზის და წარუმატებელი საქმიანი გარიგების შემდეგ, რის გამოც იგი გაკოტრდა და დაიწყო მუშაობა ბარმენად ფლორიდაში, ისევ ბრუნდება სცენაზე. ბოლო გაბრწყინების იმედით, მაიკი მიემგზავრება ლონდონში, სადაც მდიდარი ქალბატონისგან მაცდუნებელ წინადადებას იღებს, რომელზეც უარს ვერ იტყვის. ახლა როდესაც ყველაფერი სასწორზეა, მთავარ გმირს მოუწევს საკუთარი თავის მოყვანა იდეალურ ფორმაში, მაგრამ შეძლებს ის ამის გაკეთებას?

ეარი

Air

მოვლენები ვითარდება 1980-იან წლებში და მოგვითხრობს ბილ ბოუერმანის და ფილ ნაიტის მიერ დაარსებული მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული ტანსაცმელის, ფეხსაცმელისა და სხვადასხვა ინვენტარის მწარმოებელი კომპანიის Nike-ის სპორტული მარკეტინგის მენეჯერის, სონი ვაკაროს შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა ფილ ნაიტთან ერთად გაეფორმებინა ექსკლუზიური კონტრაქტი პერსპექტიულ კალათბურთის ვარსკვლავ მაიკლ ჯორდანთან. ეს შეუძლებლი ჩანდა იმ დროში, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაზე მნიშვნელოვან თანამშრომლობად სპორტულ ბრენდსა და სპორტსმენს შორის და გახდება ფეხსაცმლის მრავალმილიარდ დოლარიანი გლობალური ინდუსტრიის დასაწყისი.

უოლტ დისნეის ამავე სახელწოდების თემატურ პარკზე დაფუძნებული კომედიური ჰორორი, ახალგაზრდა მარტოხელა დედის, სახელად გაბის და მისი მცირეწლოვანი ვაჟს შესახებ, რომელებიც აუქციონზე იყიდიან ნიუ-ორლეანში მდებარე სასახლეს, სადაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ახალ სახლში აჩრდილები ცხოვრობენ. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია დაიქირაოს მგლოვიარე ქვრივი, რომელიც მუშაობს მოჩვენებების გიდად, ექსტრასენსად, მღვდლად და ისტორიკოსად, რათა დაეხმაროს მათ ახლად შეძენილი სასახლიდან შურისმაძიებელი ბოროტი სულის განდევნაში.

2022 წლის რომანტიკული დრამის “ჩემი ფანჯრიდან“ გაგრძელება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, რაკელის და არესის შესახებ. ერთწლიანი შორ მანძილზე ყოფნის შემდეგ, მათი სიყვარული გამოწვევების წინაშე დგას