ობოლთა თავშესაფარში გატარებული რთული ბავშვობის შემდეგ ერთ-ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ნიკას და რიჯელის შვილად აყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას და რიჯელს ტკივილისა და გაჭირვების საერთო წარსული აერთიანებთ, ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, თუმცა მათ მოუწევთ იპოვონ გამბედაობა, მიიღონ ის ძალა, რომელიც მათ ერთმანეთისკენ იზიდავს, რომელსაც სიყვარული ჰქვია...
ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია ორ ახალგაზრდას შორის. ალმუტი, გამჭრიახი და შეუკავებელი შეფ-მზარეულია, ხოლო ტობიასი, ცოტა ხნის წინ განქორწინებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელთა მოულოდნელი შეხვედრა სამუდამოდ შეცვლის მათივე ცხოვრებას
ცეკვაზე შეყვარებულ, საშუალო სკოლის მოსწავლეს, დალასს გადაწყვეტილი აქვს მოხვდეს ქვეყნის საუკეთესო ხელოვნების სკოლაში. თუმცა, ეს ოცნება მოულოდნელად ჩაიშლება, როდესაც მის ცხოვრებაში ფეხბურთის ვარსკვლავი, დრეიტონი ჩნდება.
ანორა, ახალგაზრდა სექს-მუშაკია ბრუკლინიდან, რომელიც ერთ დღეს იღებს შესაძლებლობას შეიგრძნოს კონკიას ზღპრული ამბავი, როდესაც ის ხვდება რუსი ოლიგარქის შვილს და იმპულსურად დაქორწინდება მასზე. მაგრამ როგორც კი ეს ამბავი რუსეთს მიაღწევს, ახალგაზრდა გმირის ზღაპარს საფრთხე დემუქრება, რადგან მისი მეუღლის მშობლები ნიუ-იორკში მიემგზავრებიან ქორწინების გასაუქმებლად
როდესაც 8 წლის გოგონა კადოს ტბაზე უჩინარდება, წარსულში სიკვდილის და გაუჩინარების სერია ერთმანეთს უკავშირდება, რაც ცვლის დანგრეული ოჯახის ისტორიას.
როდესაც ყოფილი მრბოლელი, პიტი, იძულებულია თავისი ძველი ცხოვრება უკან მოიტოვოს, მას კვლავ მიეცემა შანსი, უკან დაბრუნდეს ავტოსპორტის სამყაროში, თუმცა ამჯერად საქმე მხოლოდ სისწრაფეზე არ იქნება. წლების წინ, პიტმა ყველაფერი დაკარგა – ოჯახი, კარიერა და საკუთარი თავიც, მაგრამ მოულოდნელი შეთავაზება, უკანასკნელი შანსი და ახალი გუნდის ხელმძღვანელობა მის წინაშე ახალ გამოწვევას აყენებს. ახლა, მას არა მხოლოდ უნდა დაამტკიცოს, რომ კვლავ სისწრაფის მეფეა, არამედ პირად ბრძოლაშიც გაიმარჯვოს, რათა დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, რომელსაც ერთხელ ასე მიატოვა. მისი გადაწყვეტილებები ახლა არა მხოლოდ მის ცხოვრებას, არამედ გარშემომყოფების ბედსაც განსაზღვრავს.
2023 წლის რომანტიკული დრამის “ჩემი ფანჯრიდან 2“ გაგრძელება ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც ახლა შორი მანძილიდან ურთიერთობენ. თუმცა, ზაფხულში ისინი საბოლოოდ იკრიბებიან მეგობრებთან ერთად კოსტა-ბრავას ველური პეიზაჟების ფონზე. მაგრამ რეკუელი და არესი იწყებენ ძალიან რთული კითხვის დასმას, შეძლებს თუ არა მათი სასიყვარულო ურთიერთობა დროის გამოცდას გაუძლოს
მომხიბვლელი მამაკაცი ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში
გოთემის დანაშაულით გაჟღენთილ სამყაროში, ოზვალდ კობლპოტი, რომელსაც პინგვინის სახელით იცნობენ, ცდილობს მაფიის სამყაროში საკუთარი ადგილი დაიკავოს. ის არის გამორჩეული კრიმინალი, რომელიც სიმახინჯესა და ინტელექტს იყენებს, რათა დაამარცხოს ყველა, ვინც მის გზაზე დგას. პინგვინის ამბავი გვიჩვენებს მისი ადრეული წლების რთულ მოგზაურობას ძალაუფლებისკენ და მის მცდელობას, გახდეს გოთემის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ბოსი. ქალაქი, სადაც წესრიგი მუდმივად საფრთხის ქვეშაა, იწვევს ოზვალდის სურვილს, საკუთარი წესებით მართოს და შექმნას სამყარო, სადაც მხოლოდ მისი ძალაუფლებაა განუსაზღვრელი. მისი გზა სავსეა შეთქმულებებით, ღალატებითა და ძალადობით, რაც პინგვინის ლეგენდას კიდევ უფრო ამყარებს.
ისტორია ახალგაზრდა ქვრივის შესახებ, რომელიც ძალიან განიცდის საყვარელი ადამიანის სიკვდილს. ტრაგედიიდან მალევე ქალი გადაწყვეტს ქმრის ცხედარი სამშობლოში გადაასვენოს. ასე რომ, მთავარი გმირი და მისი პატარა ვაჟი აღმოჩნდებიან მდიდარი ოჯახის სახლში, რომელიც დიდ ფულს შოულობს. მაგრამ ეს ყველაფერი მათთვის დიდი გამოცდა იქნება.
ვლოგერი და კერძო ინვესტორი კით გილი საკუთარ დანაზოგს კომპანია GameStop-ის აქციებში აბანდებს და თავის მოსაზრებებსა და ანალიზს სოციალურ ქსელებში რეგულარულად აქვეყნებს. თავდაპირველად ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინვესტორის ისტორიაა, მაგრამ მისი პოსტები მალევე მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. სოციალურ მედიაში დაწყებული მოძრაობა სწრაფად იზრდება და ათასობით ჩვეულებრივი ადამიანი ერთიანდება, რათა საკუთარი ძალებით გავლენა მოახდინოს საფონდო ბაზარზე. შედეგად, GameStop-ის აქციების ფასი მოულოდნელად იზრდება და ბევრის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.
სკოტ პილიგრიმი ჩვეულებრივი ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც მოულოდნელად ხვდება თავის ოცნების გოგოს რამონას. მათი შეხვედრა თითქოს მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტად იქცევა, მაგრამ მალე ირკვევა, რომ რამონასთან ურთიერთობა არც ისე მარტივია. სკოტს წინ ელის დაუჯერებელი გამოწვევა: მას მოუწევს შვიდ ბოროტ ყოფილ შეყვარებულთან ბრძოლა, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ხელი შეუშალონ მის ახალ სიყვარულს. თითოეული მათგანი უნიკალური ძალებითა და უცნაური უნარებით გამოირჩევა, რაც სკოტის ცხოვრებას სრულ ქაოსად აქცევს.
როდესაც ხალხმრავალი აღლუმის დროს პატარა გოგონა უგზო-უკვლოდ ქრება, მისი ოჯახი სასოწარკვეთილ ძიებას იწყებს. შემთხვევა სწრაფად იქცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრად და ქალაქში შფოთვას იწვევს. მომხდარით დაინტერესებული ახალგაზრდა ჟურნალისტი გადაწყვეტს, მხოლოდ დამკვირვებლის როლით არ შემოიფარგლოს და თავადაც ჩაერთოს ბავშვის ძებნაში. გამოძიების პროცესში იგი ახალ კვალს, საიდუმლოებებსა და გარემოებებს აწყდება, რომლებიც საქმეს უფრო რთულსა და ჩახლართულს ხდის. რაც უფრო ღრმად იკვლევს გაუჩინარების საქმეს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ სიმართლე ზედაპირზე არ დევს. ჟურნალისტს უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პროფესიული თუ პირადი საზღვრების გადალახვა, რათა დაკარგული გოგონა დროულად იპოვოს.
ცნობილი მწერალი და ლიტერატურის პროფესორი, თელონიუს „მონკ“ ელისონი, მუდმივი კრიტიკის ქვეშ ექცევა იმის გამო, რომ მისი ნამუშევრები თითქოს არ შეესაბამება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ მოლოდინებს. ის ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ადგილი ლიტერატურულ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შემოქმედება. საზოგადოების ყურადღების მიპყრობისა და სისტემის კრიტიკის ფონზე, მონკი იღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას ანონიმურად წერს რომანს, რომელიც მიზანმიმართულად აერთიანებს და ამძაფრებს ამერიკის შავკანიანი მოსახლეობის შესახებ არსებულ ყველა სტერეოტიპს. წიგნი მოულოდნელად ხდება ბესტსელერი და იწვევს მასობრივ აჟიოტაჟს.
მისტიკური დეტექტიური თრილერი, რომელიც აგათა კრისტის ცნობილი პერსონაჟის, ერკიულ პუაროს, ახალ და ამაღელვებელ გამოძიებას გვთავაზობს. პენსიაზე გასული და ვენეციაში განმარტოებით მცხოვრები ლეგენდარული მაძებარი მშვიდ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მოულოდნელად იძულებული ხდება კიდევ ერთხელ ჩაერთოს საიდუმლოებით მოცულ საქმეში. ჰელოუინის ღამეს პუარო უხალისოდ ესწრება სპირიტუალურ სეანსს ძველ, ნახევრად დანგრეულ და ლეგენდებით მოცულ პალაცოში. იდუმალი საღამო ტრაგედიად იქცევა, როდესაც ერთ-ერთ სტუმარს სასტიკად კლავენ. მკვლელობის გამოძიებისას პუარო აღმოჩნდება ჩახლართული საიდუმლოებების, მოჩვენებების შესახებ ლეგენდების, ტყუილების და ფარული მოტივების სამყაროში, სადაც ვერავინ არის ეჭვმიტანილის სტატუსის მიღმა.
უკიდურესად მძიმე პირობებში მია ბავშვს აჩენს და გადარჩენისთვის დაუნდობელ ბრძოლას იწყებს. წყლის, საკვების და უსაფრთხოების გარეშე დარჩენილ ქალს საკუთარი გამბედაობის, ნებისყოფისა და დედობრივი სიყვარულის იმედად უწევს ყოფნა, რათა სტიქიას გაუმკლავდეს და ახალშობილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს კრიმინალური დრამა ორი ჩვეულებრივი ოჯახური წყვილის ქენდის და პეტ მონტგომერებისა და ბეტი და ალან გორების — ისტორიას გვიყვება. ისინი მშვიდ და მყუდრო პატარა ქალაქში ცხოვრობენ, ეკლესიაში დადიან და გარედან იდეალური ცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
პოლიტიკური დრამის მოვლენები 1971 წელს ვითარდება და ეგილ „ბადი“ კროგის ისტორიას გვიყვება, რომელიც მოულოდნელად ამერიკის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ოპერაციის ცენტრში აღმოჩნდება.







































