პოსტაპოკალიპტურ ლოს ანჯელესში ბირთვული აფეთქების შემდეგ მოქალაქეებს მიწისქვეშა ბუნკერებში უწევთ ცხოვრება, რათა თავი დაიცვან რადიაციის, მუტანტებისა და დამნაშავეებისგან.
სიუჟეტის ცენტრში დგას მდიდარი და გავლენიანი ქალი — მიუნევერ ჰანიმი, რომელიც თავის ძველ სახლში მსახურ დასთან ერთად ცხოვრობს. ერთ ღამეს მის კართან მოულოდნელად პატარა გოგონა — მინე ჩნდება. ბავშვის გამოჩენა მიუენევერის მშვიდ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ოლი კროსი ახალგაზრდა პარამედიკოსია, რომელიც ნიუ-იორკში ღამის ცვლაში მუშაობს უკომპრომისო და გამოცდილ პარტნიორ ჯინ რუტკოვსკისთან ერთად. 911-ზე თითოეული ზარი ხშირად სახიფათო და გაურკვეველია, ისინი ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ სიცოცხლეს სხვების დასახმარებლად....
რუბი ბელი – მოკრძალებული წარმომავლობის, სტიპენდიანტი სტუდენტია, რომელიც მუშაობს ელიტარულ კერძო კოლეჯში, მაქსთონ ჰილში მხოლოდ თავისი ცხოვრებისეული ოცნების გულისთვის: ოქსფორდის უნივერსიტეტში განაცხადის შეტანა. მისი საგულდაგულოდ მოწესრიგებული სამყარო მოულოდნელად იშლება, როდესაც ის ხდება ფეთქებადი საიდუმლოს უნებლიე მოწმე, რომელიც მას გახდის მისი ზედმეტად პრივილეგირებული და ამპარტავანი კოლეჯის თაყვანისცემელის, ჯეიმს ბოფორტის სამიზნეს. მას შემდეგ ის ყველანაირად ცდილობს რუბის დუმილის ყიდვას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ახალგაზრდა გმირი სხვადასხვა სამყაროდან მოდის, ისინი რისკავენ ყველაფერს, რომ ერთად იყვნენ.
ქერიმი შურისძიებას ეძებს ექრინის მამისგან, რადგან ის მის მამას მკვლელობაში ადანაშაულებს. თავდაპირველი მტრობის მიუხედავად, ისინი ერთიანდებიან ნამდვილი დამნაშავის საპოვნელად და სირთულეების გადალახვისას ერთმანეთში სიყვარულს პოულობენ.
მკვლელობის ხელოვნებაში გამოცდილი ახალგაზრდა ასასინი უპირისპირდება თავის მენტორს, რათა ბიჭი დაუნდობელი კრიმინალური სინდიკატისგან გადაარჩინოს - და ის გაანადგურებს ყველას, ვინც მას გზაზე გადაეღობება.
ღრმად ფესვგადგმული ოჯახის მომავალი დამოკიდებულია ჯიჰან დეველიოღლუს დაუბადებელ შვილზე. მუკადერი სასტიკ თამაშს იწყებს და ბეიზას საშიშ წინადადებას სთავაზობს. სწორედ აქ ჩნდება „ხანჯალი“ – გოგონა, რომლის არჩევანიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ღარიბი ოჯახი, იძულებითი ქორწინება, სასიკვდილო სენი და დიდი საიდუმლოებები...
ისტორია კანფეზას, მომთაბარე გოგონასა და მაჰირს, პოლიციის კომისარს შორის — ისტორია, რომელიც პამუქალეში იწყება და სტამბოლში გრძელდება. ერთი ღამის ზღაპარი ქართულად – ეს არის სიყვარულისა და თავგადასავლების ამბავი, რომელიც ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ადამიანებს აერთიანებს. კანფეზა, თავისუფლებისმოყვარე და ოცნებებით სავსე მომთაბარე გოგონა, შემთხვევით ხვდება მაჰირს – გამბედავ და სამართლიან პოლიციის კომისარს. მათ შორის გაჩენილი გრძნობა თითქოს დაუჯერებელი ჩანს, თუმცა თანდათანობით მათი ცხოვრება ერთმანეთთან იკვეთება.
6 ობოლი და-ძმა სტამბოლის ქუჩებში გადარჩენას ცდილობს და ხელისუფლებისა და კრიმინალების მუქარას ერიდება. უფროსი დის, აზიზეს ხელმძღვანელობით, მათი კავშირი ერთადერთია, რაც მათ აქვთ, რადგან ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ უსაფრთხო თავშესაფარს და ახალ ერთად ცხოვრებას.
ტატუ არტისტ კანტს მისი უფროსი, ძმები მკვლელების, ფადელისა და ბაისონის თვალთვალს დაავალებს. აღმოჩნდება, რომ ბაისონი კანტის ერთღამიანი ურთიერთობა იყო. მკვლელები ბურგერის კაფეს ფლობენ, სადაც კანტი ბაისონისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ხშირად სიარულს იწყებს. მაგრამ მათ ურთიერთობას ბაისონის ძმა- ფადელი ეწინააღმდეგება. ერთად ყოფნას მხოლოდ მაშინ შეძლებენ თუ ფადელსაც პარტნიორი ეყოლება. ამიტომ კანტი თავის მექანიკოს, საუკეთესო მეგობარს- სტაილს დაიხმარს და ფადელის გულის მოგების სანაცვლოდ მანქანის ჩუქებას ჰპირდება.
გო ჯონვუ მოზარდობაში ჭკვიანი და კეთილი ბიჭი იყო, მაგრამ 19 წლის ასაკში, ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ორი მეგობრის მოკვლაში დასდეს ბრალი, რის გამოც 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჯონვუს იმ ღამიდან არაფერი ახსოვს და დარწმუნებულია, რომ მკვლელობები მას არ ჩაუდენია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის ბრუნდება თავის სოფელში, და ცდილობს გაარკვიოს სინამდვილეში რა მოხდა.
კან სუჰიონს ცხოვრება მას მერე დაენგრა, რაც ცრუ ბრალდების გამო კომპანიიდან გაათავისუფლეს. ქმრისა და სმენადაქვეითებული შვილის მხარდასაჭერად, კვლავ უნდა მუშაობის დაწყება. სუჰონი აიყვანს სტაჟიორს - იუ ჯინუს, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აიდოლობისთვის ემზადებოდა. სწორედ მაშინ, როცა ჯინუ თავის კარიერაზე ხელის ჩაქნევას აპირებს, გამოჩნდება შანსი, რაც უბიძგებს, კვლავ მონდომებით დაიწყოს ვარჯიში ოცნების ასახდენად.
იან ძიშანი, რომელიც საქმიანი მოლაპარაკებისთვის ტაივანში გაემგზავრა თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ის მომვლელად ძიან შაოფენს აიყვანს და ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ ოჯახურ მოვალეობებს თავი დააღწიოს, მაგრამ მოულოდნელად შაოფენის მიმართ გრძნობები გაუჩნდება.
უფროსკლასელი დოჰე ტვირთად ატარებს მამამისის ტაეკვანდოს დარბაზის ძალადობრივ ატმოსფეროს და კომფორტს მხოლოდ მაშინ პოულობს, როცა ჯუიონი, ენერგიული და მხიარული მოსწავლე სეულიდან, ოცნების ასასრულებლად და ტაეკვანდოს შესასწავლად დოჰეს მამასთან იწყებს ვარჯიშს. მათი ურთიერთობა დოჰეს მამის აგრესიული ქმედებისა და ტრაგედიის გამო ნადგურდება. დოჰე და ჯუიონი ერთმანეთს კვლავ 12 წლის შემდეგ ხვდებიან. ისინი ხელახლა აღმოაჩენენ სიყვარულს, რომელიც ახალგაზრდული აღელვებიდან ერთმანეთის განკურნებასა და მხარდაჭერაში გადაიზრდება.
ჯოსონის ეპოქაში, ყველასთვის საყვარელ და კეთილშობილ ოკ თეიონს დიდი საიდუმლოებები აქვს. მისი სახელი, ქორწინება და სტატუსი ყალბია. ლედი შემთხვევით მოხეტიალე მთხრობელ ჩონ სუნჰვის შეხვდება, რომელიც ისტორიებს მთელ ქვეყანაში ავრცელებს. მათი შემთხვევითი შეხვედრა სიყვარულის დასაწყისი ხდება. მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს ლედი ოკი საკუთარი ტყუილების შენარჩუნებას ისეთ ეპოქაში, სადაც სიმართლე შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს?
განსაკუთრებული ძალების მქონე ხალხი თავს ოჯახად ასაღებს და ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, სადაც ყველგან კორუფცია ყვავის.
ჯარისკაცი პირდაპირ ომიდან ბრუნდება სახლში და აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული დაკარგულია, ოჯახი დანგრეულია, სამეზობლო კი დანაშაულშია გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ უხალისოდ ბრუნდება, ის მკვლელი ხდება საყვარელი ადამიანების დასაცავად
18 წლის გოგონა დედასთან და მდიდარ მამინაცვალთან ერთად ამერიკიდან ლონდონში გადადის საცხოვრებლად. იგი ხვდება მამინაცვალის შვილს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მათ შორის მიზიდულობა ჩნდება







































