ჭკვიანი, მამაცი და გამოცდილებით სავსე ალფრედი მალე ახალგაზრდა და ამბიციურ მილიარდერს, თომას უეინს შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრიდან იწყება მათი რთული და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში უეინის ოჯახის ბედს დიდ გავლენას მოახდენს.
ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. იგი მოგვითხრობს 1970იანი წლების ნეაპოლში მოღვაწე დაქირავებული მკვლელის შესახებ, რომელიც თავის საქმიანობას უბრუნდება მას შემდეგ რაც ვაჟიშვილსი მოუკლავენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა თითოეულ გმირს ასევე დააფიქრებს ზოგადად ცხოვრებაზე და კონკრეტულად, მოცემულ საზოგადოებაზე.
ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა, განზრახ კვლავ ციხეში ჩაჯდება, რათა ბანდაში შეაღწიოს იმ ტიპის ციხეში, სადაც პატიმრების მაქსიმალური იზოლაციაში არიან.
ფილმი გადაღეებულია პიტერ ქერის რომანის მიხედვით. ეს არის ავსტრალიელი ყაჩაღის ნედ კელისა და მისი ბანდის ამბავი, როდესაც ისინი 1870იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაექცნენ და თავს უშველეს.
ამოუცნობ მთარგმნელს ბნელი წარსულით, დაკითხვაზე იბარებენ მას შემდეგ, რაც მისი ძველი მეგობარი, რომელიც მასსა და მის ფოტოგრაფ შეყვარებულს შორის ჩადგა, დაიკარგა და სავარაუდოდ გარდაცვლილია.
ბეტმანი, ბეტგირლი და რობინი ალიანსს შეკრავენ თინეიჯერ მუტანტ კუ-ნინძებთან, რათა კუ-ნინძების დაუძინებელ მტერს, შრედერს შეებრძოლონ, რომელიც, როგორც ირკვევა, შეუამხანაგდა რას ალ გალს და დაქირაევებული მკვლელების ლიგას.
ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას, ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ.
როდესაც პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი მიხვდება, რომ მასზე ნადირობენ და მიზანში ყავთ ამოღებული, იგი თავის საქმეს ისევ დაუბრუნდება და ახალგაზრდა, დაუნდობელი მკვლელების მთელ არმიასთან ერთად მოქმედებს.
ამერიკელი ექსპატრიატი ცდილობს თავისი მაღალშემოსავლიანი მარიხუანას იმპერია გაყიდოს ლონდონში, რაც კონსპირაციებს, მაქინაციებს, მექრთამეობას და შანტაჟს გამოიწვევს, რადგანაც მისთვის ამ სამფლობელოს ცხვირწინ აცლა უნდათ.
კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.
„ჯოკერი“ მოგვითხრობს საკულტო შურისმაძიებლის წარმომავლობასა და მისი ასეთად ჩამოყალიბების პირველმიზეზების შესახებ და წარმოადგენს ორიგინალურ, სრულიად განსხვავებულ ისტორიას, როგორიც დიდ ეკრანზე ჯერ არ გასულა. რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ დახატული არტურ ფლეკი (ხოაკინ ფენიქსი), კაცი, რომელიც საზოგადოებამ შერისხა, არა მარტო ასეთი პერსონაჟის გაბედული შემოთავაზებაა, არამედ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, სიფრთხილისკენ მოწოდებაც.
ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…
როდესაც მოკრძალებული და მშვიდი Uber-ის ტაქსის მძღოლი, სახელად სტიუ, მოულოდნელად აღელვებულ მგზავრს, ვიკის აიყვანს, რომელიც დაუნდობელი მკვლელის ცხელ კვალზე მდევარი პოლიციელი აღმოჩნდება, სტიუ მისი მძევალი გახდება, რომელსაც უნებლიედ გიჟური დევნის ეპიცენტრში ჩაითრევს. მთავარი გმირი მტკივნეული გამოცდის წინაშე დგება, სადაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს მისი გონებამახვილობა, მისი სიცოცხლე, და მისი ხუთვარსკვლავიანი მძღოლის რეიტინგი შეინარჩუნოს…
ამ ადრენალინით გაჯერებულ ფილმში ჯონ ვიკი, დაქირავებული სუპერ- მკვლელი, ბრუნდება. მისი თავი 14 მილიონ დოლარადაა შეფასებულიდა, მის კვალს კი მრავალი დაგეშილი ქილერი ადგას. დაქირავებულ მკვლელთა საერთაშორისო გილდიის ერთერთი წევრის მოკვლის შემდეგ, ჯონ ვიკი განკვეთილია, თუმცა მსოფლიოს ყველაზე უფრო დაუნდობელი მკვლელები მის ყველა მოქმედებას აკვირდებიან და ყოველ წუთს მოლოდინის რეჟიმში არიან.
ამბავი ირლანდიული მაფიისა, რომელიც 1970იანი წლების მანჰეტენის ერთ რაიონში, "ჯოჯოხეთის სამზარეულოში ", ხდება. მას შემდეგ რაც მაფიის წევრებს პატიმრობას მიუსჯიან, ცოლები მათ ადგილს დაიკავებენ... და ისევე გააგრძელებსნ მათ საქმეებს, თუ უკეთ არა.
ეს მძაფრსიუჟეტიანი თრილერია ერთი ახალბედა პოლიციელის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ნარკოდილერის მკვლელობას შემთხვევით თავისი სათვალთვალო კამერით გადაიღებს. მას შემდეგ, როდესაც მიხვდება, რომ მკვლელობა კორუმპირებულმა პოლიციელებმა ჩაიდინეს, ცდილობს კრიმინალებსაც გაექცეს, რომლებიც შურისძიებას გეგმავენ და პოლიციელებსაც, რომლებსაც მამხილებელი ფირის განადგურება სურთ.
დეტექტივი იკვლევს ექსცენტრიული და ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ოჯახის უფროსის მკვლელობას.
ნარკოკარტელის მეთაური თავის ორ ყველაზე უფრო მაგარ ხელქვეითს აგზავნის იმის გამოსაძიებლად, თუ რატომ ჩავარდა საქონლის გადაზიდვის ოპერაცია.







































