მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობა, ამერიკელი ტურისტისთვის დაუვიწყარ კოშმარად იქცევა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ის ადგილობრივ, მასშტაბურ შეთქმულებაში ამოყოფს თავს და ახლა მკვლელების სამიზნე ხდება. საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად ამერიკის საელჩომდე უნდა მიაღწიოს, თუმცა გზად კიდევ უფრო ღრმად ეფლობა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში.
შექმნილია 1990 იანების კომიქსის მიხედვით. ფილმი იწყება სასტიკი მკვლელობის სცენით ჰელოუინზე. და გვაჩვენებს გოთემის ახალგაზრდა ბოროტმოქმედს. მას შემდეგ რაც მკვლელობები მადლიერების დღესა და შობის ღამესაც მოხდება , აშკარა გახდება , რომ საქმე არა უბრალოდ ძალადობრივ ბანდასთან , არამედ სერიულ მკვლელთან აქვთ . სწორედ ასე დაიწყება გამოძიება „დღესასწაულის მკვლელზე“
კრიმინალური დრამა, რომელშიც მოვლენები 1955 წელს დეტროიტში ვითარდება და საზოგადეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი წვრილმანი დამნაშავეების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს. მათ გაურკვეველი დოკუმენტის მოსაპარად დაიქირავებენ, მაგრამ როდესაც მათი გეგმა ჩაიშლება, გმირები გადაწყვეტენ გაიგონ თუ ვინ დაიქირავა ისინი.
ფილმი ეგოისტი და ექსცენტრიული ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დალმატინელის ლეკვები საშინლად სძულდა და მათი ტყავისგან შეკერილ სამოსზე ოცნებობდა
გაი რიჩის ექშენ-თრილერი და 2004 წლის ფრანგული ფილმის “ინკასატორის” რიმეიკი, შურისძიების სურვილით შეპყრობილი იდუმალი მამაკაცის სახელად ეიჩის შესახებ, რომელიც საინკასაციო კომპანიაში მუშაობას იწყებს, რათა ლოს-ანჯელესში საინკასაციო მანქანებზე გახმაურებული ძარცვის სერიებში თანამონაწილეები იპოვოს, რომლებმაც მისი ვაჟი მოკლეს. მორიგი ძარცვის დროს, მთავარი გმირი მოულოდნელად თავის სასტიკ უნარებს ავლენს და კოლეგებს აოცებს, რომლებიც ინტერესდებიან, ვინ არის ის და საიდან მოვიდა. მალე ეიჩის მოტივები საბოლოოდ ნათელი ხდება, როდესაც ის ანგარიშწორების მიზნით გადამწყვეტ და შეუქცევად ნაბიჯებს გადადგამს.
ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობას განიცდიან ცხოვრებაში, მოულოდნელად გადარჩენის თამაშში მონაწილეობის საიდუმლო მოწვევას იღებენ, რომლის მიზანიც ათი მილიონი აშშ დოლარის მოგებაა. თამაში უცნობ ადგილას ტარდება და მონაწილეები ჩაკეტილები არიან საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე. ფილმი დაფუძნებულია კორეაში 1970-იან წლებში პოპულარულ საბავშვო თამაშზე სახელწოდებით ,,კალმარის თამაში”, რომელშიც თავდამსხმელი და მცველი ტალახში მოხატულ კალმარის ფორმის დაფას იყენებენ. კალმარის თამაშები SQUID GAME 2 qartulad კალმარის თამაშები 2, კალმარის თამაშები მეორე სეზონი
გაუწონასწორებელი ჩერი არმიის ექმად კოლეჯიდან პირდაპირ ერაყის ომში მიდის. როდესაც მთავარი გმირი ერაყიდან შინ, როგორც ომის გმირი ბრუნდება, იძულებულია არადიაგნოზირებულ პოსტტრავმულ აშლილობას ებრძოლოს და ნარკოდამოკიდებული ხდება. შედეგად, ფინანსების ამოწურვის შემდეგ, ჩერი ბანკების ძარცვას მიმართავს, რაც საბოლოოდ მის პირად ცხოვრებასაც ანგრევს.
ნიუ-იორკში მარტო მცხოვრები ქალი ახალი მეზობლების თვალთვალს იწყებს. მხოლოდ იმისთვის, რომ ძალადობრივ ქმედებაში გამოიჭიროს ისინი.
დეკი, კალიფორნიის კერნის ოლქის შერიფის მოადგილე, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს. დეკიმ გამოცდილებით იცის, რომ ეშმაკი დეტალებშია, და არც ცდება, მაგრამ მისი სურვილი წესებს გვერდი აუაროს ბაქსტერს სულისშემძვრელ დილემამდე მიიყვანს. ამასობაში, დეკისაც მოუწევს თავის წარსულის ბნელ საიდუმლოებასთან შერკინება.
ჰატჩი მენსელი დაუფასებელი მამა და ქმარი, არაფრით გამორჩეული ადამიანია, რომელმაც საზოგადოებაში პატოვოსცემის მოპოვება ვერ მოახერხა. ერთ ღამეს, როდესაც ორი ქურდი მის ქალაქგარეთ მდებარე სახლში შეიჭრება, ჰატჩი მძიმე ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, უარს ამბობს საკუთარი თავის და ოჯახის დაცვაზე. შედეგად, მისი ოჯახი და მეზობლები მის მიმართ იმედგაცრუებულნი რჩებიან და მასთან ურთიერთობა აღარ სურთ. თუმცა როდესაც მის მეზობელს იგივე ორი ქურდი დაესხმება თავს, განრისხებული მთავარი გმირი მოქმედებას იწყებს და ორივე ქურდს კლავს. ეს მასში მიძინებული ინსტიქტების და სასიკვდილო უნარების გამოღვიძებას გამოიწვევს, რაც მას სისასატიკის გზისკენ უბიძგებს. თუმცა, მენსელი და მისი ოჯახი შურისმაძიებელი რუსი ნარკობარონის სამიზნე გახდება, ახლა მან საშიში მტრისგან უნდა შეძლოს ოჯახის დაცვა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის აღრასოდეს აღარ შეაფასონ, როგორც არავინ.
მას შემდეგ, რაც მორიდებული პრაქტიკანტი თვალს ადევნებს ტრაგიკულ შემთხვევას, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. საგამოძიებო დეპარტამენტში მუშაობისას იგი გადაწყვეტს დამოუკიდებლად გამოიძიოს ორი იდუმალი საქმე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს უკავშირდება. სიმართლის ძიების პროცესში ახალგაზრდა გამომძიებელი სულ უფრო ღრმად ეფლობა საიდუმლოებებით სავსე სამყაროში, სადაც თითოეული ახალი მინიშნება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. სერიალი აერთიანებს კრიმინალურ დრამას, დეტექტიურ ინტრიგებსა და დაძაბულ სიუჟეტს.
სერიალის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს 1994 წელს კოლუმბიის ცენტრალურ ბანკში მომხდარი გახმაურებული ძარცვის შესახებ. კარგად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად, მძარცველებმა ბანკიდან მილიონობით დოლარის გატანა შეძლეს და ქვეყანა შოკში ჩააგდეს. გამოძიების დაწყებისთანავე იკვეთება რთული სქემები, საიდუმლო შეთანხმებები და მოულოდნელი დეტალები, რომლებიც ამ საქმეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალურ ისტორიად აქცევს. სერიალი აერთიანებს დაძაბულობას, კრიმინალურ ინტრიგებსა და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ მოვლენებს.
სერიალი მოგვითხრობს ლოს-ანჯელესელი ადვოკატის, პერი მეისონის ისტორიას, რომელიც რთულ და გახმაურებულ საქმეებზე მუშაობს. იგი სიმართლის დასადგენად ხშირად დაუნდობელ და კორუმპირებულ სამყაროს უპირისპირდება, სადაც თითოეული საქმე ახალ საიდუმლოებებსა და საფრთხეებს მალავს.
გასართობი წვეულება, ყურადღების ცენტრში ექცევა, როდესაც ვარსკვლავ სპორტსმენს საერთო საცხოვრებელში გარდაცვლილს იპოვნიან. მკვლელობა სოციალურ მედიაში დიდ ინტერესს იწვევს და ქვეყნდება მრავალი პოსტი, რომელიც წინ უსწრებს გამოძიებას, რათა ფარდა აეხადოს სკოლის ბნელ საიდუმლოებებს და გამოაშკარავდეს მკვლელობის შემდეგ დატოვებული სიმბოლოს რეალური მნიშვნელობა...
1970-იანი წლების კრიმინალურ დრამაში ქალი იძულებულია გაიქცეს მას შემდეგ, რაც ქმარი ღალატობს პარტნიორებს და მას შვილთან ერთად სახიფათო მოგზაურობაში აგზავნის.
სიუჟეტი თარჯიმანის შესახებ, რომელიც პოლიციის ნარკოგანყოფილების სატელეფონო ზარების თარგნაზეა პასუხისმგებელი. როდესაც იგი მიხვდება, რომ იცნობს ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის დედას, გადაწყვეტს ხელი დააფაროს მას და უფრო და უფრო ღრმად ერთვება ნარკოტიკებით ვაჭრობის სამყაროში. მალე იგი იყენებს ცოდნას და პოლიციის რესურსებს საკუთარი კრიმინალური ქსელის შესაქმნელად და იღებს სახელს ნათლია.
2012 მარსელის ჩრდილოეთ რაიონებს აქვთ სამწუხარო რეკორდი: საფრანგეთში დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თავისი იერარქიით განპირობებული, BAC Nord, საველე ბრიგადა, მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს თავისი შედეგები
ფილმი მოგვითხრობს მარსელში არსებული კრიმინალური კლანისა და მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ისტორიას. რიჩარდ ვრონსკი ბანდების წინააღმდეგ შექმნილი ბრიგადის ერთ-ერთი წევრია , ის თავისებური მეთოდებით ცდილობს გამოიძიოს ბანდა , რომელსაც კოსტა მეთაურობს. თუმცა რთულია მიაღწიო რამეს , როცა არ ხარ მზად მსხვერპლის გასაღებად ან რაიმეს გასარისკად ,







































