წარმოუდგენელ ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, რომელიც მის ყველაზე ბნელ ფაქტებსაც კი ნათელს ჰფენს. ახალგაზრდა ბიჭის დაუნდობელი ბავშვებით მოვაჭრეებისგან გადარჩენის შემდეგ, ფედერალური აგენტი გაიგებს, რომ გადარჩენილი ბიჭის და ჯერ კიდევ ტყვეობაშია და გადაწყვეტს მის გადასარჩენად სახიფათო მისიის შესრულებას. დრო იწურება, ფედერალური აგენტი ტოვებს სამსახურს და კოლუმბიის ჯუნგლებში ჩადის, რისკავს თავის სიცოცხლეს, რათა გაათავისუფლოს ბიჭის და სიკვდილზე მტანჯველი ბედისგან.
ალექსის ნოულენტის ამავე სახელწოდების ფრანგულ გრაფიკულ კომიქსზე დაფუძნებული სასტიკი, სისხლიანი, ელეგანტური და ნეო-ნუარული კრიმინალური დრამა, მორალური კომპასის გარეშე სამყაროს წყვდიადში ჩაკარგული, მარტოხელა და ცივი პროფესიონალი დაქირავებული მკვლელის, კრისტიანის (მაიკლ ფასბენდერი) შესახებ, რომელიც მომდევნო დავალებაზე მყოფი კბილებამდე შეიარაღებული, ნელ-ნელა კარგავს საღ აზრს. გამოცდილი დაქირავებული მკვლელი ჩრდილში იცდის და ელოდება თავის მომავალ სამიზნეს, და რაც უფრო მეტხანს ელოდება, მით უფრო ეჩვენება, რომ ჭკუიდან იშლება, რადგან ის განიცდის რთულ ფსიქოლოგიურ კრიზისს და იწყებს სინანულის გრძნობას თავისი დანაშაულებების გამო.
დეტექტივი ნიკოლსი უცნაური საქმის გამოძიებას იწყებს, სადაც თითქოს ყველაფერი მოჩვენებითია და ილუზიის საბურველშია გახვეული.
სიუჟეტი გლობალური სამშვიდობო სააგენტოს ოპერატიული მუშაკის, რეიჩელ სტოუნის შესახებ. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც უნდა შეასრულოს სახიფათო მისია იდუმალი მაკგაფინის დასაცავად, რომელიც ცნობილია როგორც “გული”. მძლავრი სამშვიდობო ორგანიზაციის ოპერაციის “ქარტიის” დროს, სტოუნს დაევალება ყველაზე ღირებული და სახიფათო აქტივის დაცვა, რათა ის მტრის ხელში არ მოხვდეს…
ესპანური კრიმინალური სერიალის “ქაღალდის სახლი” სპინ-ოფი, რომელიც მოგითხრობს ბერლინის სახელით ცნობილი მძარცველის შესახებ. ბერლინი – პროფესორის ბანდის ერთ-ერთი წევრი, მისი ნახევარძმა და მეთაურის მარჯვენა ხელია, რომელმაც დაგეგმა ესპანეთის ბანკის ძარცვა. მისი ნამდვილი სახელია ანდრეს დე ფონოიოსი. მას მძიმე ავადმყოფობა ჰელმერის მიოპათია აწუხებს, რაც მთავარ გმირს გარდაუვალი დამბლით და სიკვდილით ემუქრება. ახლა ბერლინი, რომელსაც მხოლოდ სიყვარული და ფული ამოძრავებს ცხოვრებაში, გეგმავს პარიზში მდებარე შანზ-ელიზეზე ყველაზე გრანდიოზული ძარცვის განხორციელებას, სადაც ის აპირებს მოიპაროს 44 მილიონი დროლარის ღირებულების ბრილიანტები.
რობერტ მაკკოლი აღმოჩნდება სახლში სამხრეთ იტალიაში, მაგრამ აღმოაჩენს, რომ მისი მეგობრები ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების კონტროლის ქვეშ არიან. როდესაც მოვლენები სასიკვდილო ხდება, მაკკოლმა იცის, რა უნდა გააკეთოს: გახდეს მისი მეგობრების მფარველი მაფიის წინააღმდეგ.
2022 წლის კორეული კრიმინალური თრილერის “კრიმინალური ქალაქი 2“ მესამე ნაწილი, რომელიც აგრძელებს გაძლიერებული დეტექტივის, მა სეოკ-დუს სახიფათო თავგადასავალს მას შემდეგ, რაც ის ქალაქ გიმჩჰონის პოლიციის განყოფილებას დატოვებს და შეუერთდება დანაშაულთან ბრძოლის რეგიონულ საგამოძიებო ჯგუფს, რათა დაუპირისპირდეს ახალ კრიმინალურ შეთქმულებას და გაანდგუროს იაპონელი განგსტერები, რომლებიც კორეაში ჩადიან საზარელი დანაშაულების ჩასადენად…
2010-2019 წლების ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ
2011 წელს დომინიკი და მისი გუნდი დაუპირისპირდებიან ბრაზილიელ ნარკობარონს, ერნან რეისის, შედეგად კი მისი იმპერია განადგურდება. თუმცა, მათ არ იციან რომ ყველაფრის მოწმე რეისის პატარა ვაჟი გახდა და უკანასკნელი 12 წლის განმვლობაში შურისძიების გეგმას აწყობდა. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც დომინიკი აღმოაჩენს, რომ მისი 8 წლის ვაჟი დანტეს შურისძიების ძირითადი სამიზნეა.
ფილმი მოგვითხრობს ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარის, დივოს შესახებ, რომელსც პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება. ახლა საკმარისია ერთი შეცდომა, რომ მთავარი გმირი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
ყოფილი მსჯავრდებული ცდილობს გააგრძელოს თავისი ცხოვრება მისისიპში, რომელსაც მისი მამა მიტჩელი ეხმარება. თუმცა, მეიბენის გამოჩენა მის ახალ ცხოვრებას ქაოსად აქცევს
შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ თავქარიანი ქეითი მოხიბლავს ბენს, რომელიც თავზეხელაღებული ბაიკერების წევრია.ბენს მოუწევს არჩევანი გააკეთეოს ბაიკერებსა და ქეითს შორის.
2020 წლის კომედიის “მხოლოდ 30 დღე” გაგრძელება, მოუხერხებელი პოლიციელის, რეიანეს შესახებ, რომელიც “მხოლოდ 30 დღე”-ში გმირობების მიუხედავად, ამჯერად ყველაზე წარმოუდგენელი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდება: მისი ბებია გაიტაცა მექსიკურმა კარტელმა და ახლა მას მაქსიმუმ 3 დღე აქვს მის გასათავისუფლებლად
ჟანა, 35 წლის ნიჭიერი და ბრწყინვალე არქიტექტორი, იღებს გამოწვევას და უნდა რეონტოს მდიდრული სასახლე, რომელიც ექსცენტრიული ოჯახის საკუთრებაა. ყველაფერი რთულდება, როცა ოჯახის პატრიარქი, ცეზარი, მოულოდნელად მკვდარი აღმოჩნდება. ახლა ჟანას მისია ჩვეულებრივი დიზაინის პროექტიდან რეალური მკვლელობის გამოძიებად იქცევა, სადაც მას მოუწევს მკვლელის გამოჩენა და საიდუმლოს ამოხსნა. ეს საღამოს დეტექტიური თრილერი აერთიანებს სასიამოვნო სიუჟეტს, სიურპრიზებით და ულამაზო სასახლეს, რაც აუცილებლად მოიზიდავს დეტექტიური ფილმების მოყვარულებს.
სხვადასხვა ეროვნების ემიგრანტები ძველი კონტინენტიდან ახალ მიწებზე მიემგზავრებიან და ღია ზღვაში მიმავალ მეორე ხომალდს გადააწყდებიან, რომლის ბორტზეც კოშმარული საიდუმლოება იმალება...
შუაგულ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს საიდუმლოებით მოცული ქალაქი, რომელიც ყველას ატყვევებს, ვინც იქ აღმოჩნდება. ქალაქის მცხოვრებნი ცდილობენ, საღი გონება შეინარჩუნონ, თავის დაღწევის გზა მოძებნონ და ირგვლივ მდებარე ტყიდან მომავალ საფრთხეს გაუმკლავდნენ
ვესტ პოინტი, ნიუ-იორკი, 1830. როდესაც მზარდი სამხედრო აკადემიის იუნკერს ჩამოხრჩობილი იპოვეს გული ამოჭრილი, უმაღლესი სტუდენტი იძახებს ნიუ-იორკის ყოფილ პოლიციელ ავგუსტუს ლენდორს გამოძიებისთვის. ამ საშინელი საიდუმლოს ამოხსნის მცდელობისას, უხალისო დეტექტივი დახმარებას უწევს ერთ-ერთ იუნკერს: უცნაურ, მაგრამ ბრწყინვალე ახალგაზრდას, სახელად ედგარ ალან პო.
1974 წლის ამავე სახელწოდების კლასიკური სლეშერის პირდაპირი სიქველი და ფრენჩაიზის მეცხერე ნაწილი, რომელშიც მოქმედება ორიგინალი ფილმის შოკისმომგვრელი მოვლენებიდან 47 წლის შემდეგ ვითარდება. მას შემდეგ ტყავის სახე არავის უნახავს და მის შესახებ არაფერი სმენილა. რუთი, სან-ფრანცისკოში მცხოვრები 25 წლის ბიზნესმენი ქალია, რომელიც მის მეგობრებთან მელოდისთან და დანტესთან ერთად სან-ფრანცისკოდან ტეხასის შტატის შორეულ ქალაქ ჰარლოუში მიდის. მისი ქალაქში მარტო დატოვების შიშით, რუთის ასევე თავისი ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული მოყვარული ფოტოგრაფი უმცროსი და ლილა მიჰყავს. მალე მათი არსებობა კოშმარად გადაიქცევა, როდესაც ისინი დაუნდობელი 60 წლის სრიული მკვლელის ტყავის სახის პირისპირ აღმოჩნდებიან, რომლის სისხლით გაჟღენთილი მემკვიდრეობა დღემდე აგრძელებს ამ რაიონის მაცხოვრებლების, მათ შორის 1973 წლის ცნობილ ხოცვა-ჟლეტაში ერთადერთი გადარჩენილის, სალი ჰარდესტის დევნას, რომელსაც შურისძიება სწყურია.
აგათა კრისტის ერთ-ერთი ცნობილი დეტექტიური ნოველის ეკრანიზაცია ბრწყინვალე ბელგიელი დეტექტივის ერკიულ პუაროს შესახებ, რომელიც ეგვიპტეში ჩადის და მდიდრული თბომავალ “კარნაკით” ნილოსზე მიდის კრუიზში, სადაც მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრეს ლიტენს გაიცნობს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავისი უახლოესი მეგობრის ჟაკლინის საქმროზე გათხოვდა. მიტოვებული ჟაკლინი ახალდაქორწინებულებს უთვალთვალებს, რომელიც მალე მთავარი ეჭვმიტანილი გახდება, როდესაც ლიტენის ეგვიპტეში კრუიზის დროს გარდაცვლილს იპოვიან. დეტექტივი იძულებულია მდიდარი მემკვიდრის გარდაცვალება გამოიძიოს და თანდათანობით აცნობიერებს, რომ მკვლელობა ერთადერთი დანაშაული არ არის, რომელიც გემის ბორტზე იქნა ჩადენილი. მგზავრებს შორის ორი ქურდი, თაღლითი, რადიკალი კომუნისტი და საერთაშორისო ტერორისტი აღმოჩნდება, და სანამ პუარო ნამდვილი დამნაშავის გამოვლენას ცდილობს, გემზე სასტიკი ხოცვა გრძელდება.
2005 წლის ამავე სახელწოდების დანიური ფილმის რიმეიკი, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ომის ვეტერანის უილ შარპის შესახებ, რომელსაც უკიდურესად სჭირდება 231,000 აშშ დოლარი ცოლის ოპერაციისთვის. შედეგად, სასოწარკვეთილი მთავარი გმირი თავის კრიმინალ ნახევარ ძმას დენის უკავშირდება, რომელიც მას ბანკის ძარცვაში მონაწილეობის მიღებაში არწმუნებას, საიდანაც შეიძლება 32 მილიონი დოლარი მოიპარონ. მაგრამ ძარცვა არ წავა გეგმის მიხედვით, და გმირები ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიცერს ესვრიან. გაქცევის მცდელობისას, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანას გაიტაცებენ, რომლის ბორტზე მედდა და… მომაკვდავი ოფიცერია.







































