პრობლემური წარსულის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხუცთა თავშესაფარში საზოგადოებრივ სამუშაოზე იგზავნება. თავდაპირველად ეს ადგილი ჩვეულებრივ დაწესებულებად გამოიყურება, თუმცა მალე იგი ამჩნევს, რომ შენობაში უცნაური და შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს აკრძალული მეოთხე სართული, სადაც შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. რაც უფრო მეტად ცდილობს სიმართლის გარკვევას, მით უფრო ღრმად ეხვევა ბნელ საიდუმლოებებში, რომლებიც არა მხოლოდ დაწესებულების მცხოვრებლებს, არამედ მის საკუთარ წარსულსაც უკავშირდება.
სერიალის მთავარი გმირი კამიო ტაკეშია, ლას-ვეგასში სახელგანთქმული ილუზიონისტი, რომელიც გამორჩეული დაკვირვების უნარითა და ბასრი გონებით გამოირჩევა. მიუხედავად თავისი ნიჭისა, იგი საკმაოდ ცბიერი, ძუნწი და ტყუილის ოსტატია, რაც მას არაერთ რთულ და საინტერესო სიტუაციაში ხვევს. ტაკეშის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის დისშვილს, კამიო მაიოს, რომელიც მამის მკვლელობის შემდეგ ბიძასთან ერთიანდება. ისინი ერთად იწყებენ სიმართლის ძიებას და იდუმალი საქმის გამოძიებას, სადაც მათ მრავალი საიდუმლოსა და მოულოდნელი აღმოჩენის წინაშე უწევთ დადგომა.
კრიმინალური ჟურნალისტი სამუელი და მისი სტაჟიორი ქალიშვილი ავა ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობის საქმეს აშუქებენ. დანაშაულის ირგვლივ არსებული საიდუმლოებები და ავას მზარდი ინტერესი მამას აიძულებს, ოფიციალური გამოძიების პარალელურად საკუთარი გზით დაიწყოს სიმართლის ძიება. გამოძიებისას სამუელი აღმოაჩენს კავშირს ერთი წლის წინ მომხდარ მსგავს მკვლელობასთან. მინიშნებების კვალდაკვალ მამა-შვილი სახიფათო შეთქმულების კართან აღმოჩნდებიან, რომლის უკან იდუმალი ფიგურა, ნემესისი, დგას. ფილმი სავსეა დაძაბულობით, კრიმინალური ინტრიგებითა და მოულოდნელი აღმოჩენებით.
მცირე საკურორტო ქალაქში ყოველწლიურად მომხდარი იდუმალი სიკვდილიანობის შემთხვევები საზოგადოებაში შიშსა და ეჭვებს აჩენს. სიმართლის დასადგენად ადგილობრივი შერიფი და დიდი ქალაქიდან ჩამოსული დეტექტივი ძალებს აერთიანებენ. გამოძიების პროცესში ისინი სულ უფრო მეტ საიდუმლოს ავლენენ და ეჭვი უჩნდებათ, რომ ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის შესაძლოა დაუნდობელი მკვლელი იმალებოდეს. ფილმი სავსეა დაძაბულობით, ინტრიგებითა და მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებით.
საქმის დეტალების შესწავლისას გამომძიებლები სულ უფრო ღრმად ეშვებიან ძალაუფლების, ფულისა და გავლენის სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს საკუთარი საიდუმლო აქვს. რაც უფრო წინ მიდის გამოძიება, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მკვლელობის უკან იმალება სიმართლე, რომელსაც გავლენიანი ადამიანები წლების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდნენ.
ორი უსაბუთო ემიგრანტი, ოსკარი და ფელიქსი იდუმალ სამუშაოს შოულობენ, რომლებმაც უდაბნოში უნდა ამოთხარონ ორმოები. მათ ეს საკმაოდ საეჭვოდ მიაჩნიათ. მაგრამ სამუშაო კარგად ანაზღაურდებადია, ამიტომ კითხვებს არ სვამენ. თუმცა, მათი დამსაქმებლები გამოცდილი კრიმინალები არიან და ორმოები სწორედ ისაა, რასაც ისინი ეჭვობდნენ: საფლავები. და ეს ორი ორმო არის თავად ოსკარისთვის და ფელიქსისთვის. ახლა გმირები მთელი ძალებით ცდილობენ გაქცევას, მაგრამ აღმოჩნდებიან მექსიკური მაფიის სისხლიან დაპირისპირებაში.
როდესაც 13 წლის ბიჭს თანაკლასელის მკვლელობაში ადანაშაულებენ, მისი ოჯახი, თერაპევტი და პასუხისმგებელი დეტექტივი რჩება ერთი კითხვის წინაშე: რა მოხდა სინამდვილეში?
თავხედი, მაგრამ ბრწყინვალე პოლიციელი ახალი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხდება, სადაც ის ედინბურგის გაურკვეველი საქმეების გადასაჭრელად უჩვეულო ადამიანების გუნდს ხელმძღვანელობს.
მამაცი ავტობუსის მძღოლი ყველაფერს რისკავს, რათა ერთგული მასწავლებელი და მისი მოსწავლეები მძვინვარე ხანძრისგან იხსნას.
სერიალი მოგვითხრობს დედაზე, რომელიც მიდის თავისი პატარა შვილის წამოსაყვანად თამაშიდან, თუმცა ადგილზე მისულს კარს უცნობი ქალი უღებს და აცხადებს, რომ არც ბავშვს იცნობს და არც იცის, ვინ არის იგი. ეს მოვლენა იქცევა საშინელი კოშმარის დასაწყისად და ნელ-ნელა ხსნის დამალულ საიდუმლოებებს, ტყუილებსა და მოვლენებს, რომლებიც მთლიანად ცვლის არა მხოლოდ მთავარი გმირების, არამედ მათი გარშემომყოფების ცხოვრებას.
ცნობილი ადამიანების ჯგუფი, მათ შორის ტომას ედისონი, ედგარ დეგა და ეველინ ნესბიტი, ექსცენტრული მაგნატის სახლში იკრიბება. საღამოს ბოლოს მაგნატს გარდაცვლილს პოულობენ, რაც ისტორიული მკვლელობის საიდუმლოების დასაწყისი ხდება.
როდესაც ახალგაზრდა მღვდელი ქარიზმატული, ფიცხი მონსინიორის დასახმარებლად იგზავნება, ცხადი ხდება, რომ საეკლესიო სკამებზე ყველაფერი რიგზე არ არის. ქალაქში უეცარი და, ერთი შეხედვით, შეუძლებელი მკვლელობის შემდეგ, აშკარა ეჭვმიტანილის არარსებობა ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ჯერალდინ სკოტს, ცნობილ დეტექტივ ბენუა ბლანკთან ერთად ძალების გაერთიანებისკენ უბიძგებს, რათა ამოხსნან საიდუმლო, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება.
1962 წელს, როდესაც პატარა ბიჭი ქრება, წყვილი შვილთან ერთად დერიში, მენის შტატში გადადის საცხოვრებლად. მათი ჩამოსვლისთანავე ქალაქში ძალიან ცუდი რამ იწყება...
ოთხი მხედარი ბრუნდება ილუზიონისტების ახალ თაობასთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ გასაოცარ მოულოდნელობებს, სიურპრიზებსა და მაგიას, რაც კი ოდესმე ფირზეა გადაღებული....
მარტოხელა მამას და ყოფილ პოლიციელს უცნაური სამსახური აქვს: მას მკლელობის ადგილის დალაგება ევალება. როდესაც მას მდიდრული რეზიდენციის დასალაგებლად გამოიძახებენ, სადაც მანამდე სროლა მოხდა, კატლერი საშინელ მდგომარეობაში ვარდება, შესაძლოა მან შემთხვევით მნიშვნელოვანი ნივთმკიცებულება წაშალა, რაც მას ბინძური კრიმინალური ისტორიის დაფარვაში ჩაითრევს .
დექსტერ მორგანი კომიდან იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ჰარისონი უკვალოდ გაქრა. დექსტერი აცნობიერებს იმ მძიმე გადატანილ უბედურებას, რაც მისმა შვილმა გადაიტანა, ამიტომ ნიუ-იორკში მიემგზავრება, გადაწყვეტილი აქვს იპოვოს იგი და ყველაფერი გამოასწოროს. თუმცა, ამ ამბის დასრულება ადვილი არ იქნება.
დეტექტივები ჯუდი ჰოპსი და ნიკ უაილდი იდუმალი რეპტილიას კვალს აწყდებიან, რომელიც ზოოტოპიაში ჩადის და ძუძუმწოვრების მეტროპოლიას თავდაყირა აყენებს.
როცა ერთი კლასიდან ყველა ბავშვი, ერთის გარდა, იდუმალ ვითარებაში ქრება იმავე ღამეს ზუსტად ერთსა და იმავე დროს, საზოგადოება იწყებს კითხვას - ვინ ან რა დგას მათი გაუჩინარების უკან.
2006 წლის ფილმის “ბუღალტერი“ გაგრძელება კრისტიან ვოლფის შესახებ, რომელსაც რთული პრობლემების გადაჭრის ნიჭი აქვს. როდესაც მის ძველ ნაცნობს კლავენ მას შემდეგ, რაც დატოვებს კოდირებულ შეტყობინებას ”იპოვე ბუღალტერი”, ვოლფი იძულებულია საქმე გომოიძიოს. როცა ვოლფი აცნობიერებს, რომ უფრო ექსტრემალური ზომებია საჭირო, ის დახმარებას სთხოვს თავის გაუცხოებულ და ძალიან საშიშ ძმას, ბრექსს.







































