ძიება - * | ნაპოვნია: 334

რიტუალი

The Ritual

ოთხი ყოფილი თანაკლასელი მიდის ლაშქრობაში მთებში, რათა გარდაცვლილ მეგობარს პატივი მიაგონ. თავიდან დაგეგმილი მარშრუტით მიდიან, შემდეგ კი ბილიკს გადაუხვევენ და უცნაურ სახლს პოულობენ.

ჯალათი

Hangman

ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.

პოპულარული ჰორორის ახალი თავი საშინელ მონსტრზე, რომელიც ადამიანების ორგანოებით იკვებება. 23 წელი გავიდა იმ მოვლენების შემდეგ ,როდესაც ტრეში და დარი ჯიპერს კრიპერსს შეხვდნენ. ახლა ტრეშს ვაჟი ჰყავს, რომელსაც დარი ჰქვია. შიში იმასა, რომ მონსტრი მას შვილს წაართმევს, ტრეში კრიპერსის წინააღმდეგ ომს იწყებს.

18 წლის ედისონი სკოლაში ნარკოტიკებს ავრცელებს, მასწავლებლებს ამცირებს, ბოროტად ეხუმრება ყველას. მაგრამ როდესაც მისი მეწყვილე ტყვიით იღუპება, ის გამოძიებას იწყებს. მას მისი ახალი მეწყვილე შეუყვარდება.

თოვა

Snowfall

სერიალი კოკაინის ეპიდემიის დაწყებაზე ლოს ანჯელესში 1980-იან წლებში. როდესაც ამერიკის ქუჩებში გაჩნდა იაფიანი კრეკი და კანონდარღვევები გაიზარდა. სამი განსხვავებული ადამიანის თვალით დანახული მოვლენები.

თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველაფერი კონტროლიდან გამოდის. ქაოსური სიტუაციები, უცნაური ადამიანები და შობის მოულოდნელი „სასწაულები“ ვილის ცხოვრებას სრულიად არაპროგნოზირებად მიმართულებას აძლევს.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს დოკუმენტური დრამა შოკისმომგვრელ შემთხვევას იკვლევს, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა. ისტორია მოგვითხრობს ორ 12 წლის გოგონაზე, რომლებმაც თანაკლასელს სასტიკი თავდასხმა მოუწყეს და მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში გავრცელებული იდუმალი პერსონაჟის სლენდერმენის გავლენის ქვეშ გააკეთეს.

ტირილი

The Wailing

უცნობი ჩადის პატარა სოფელში და მალევე მისტიკური დაავადება ვრცელდება. პოლიციელი იძულებულია ამოხსნას საიდუმლო რათა ქალიშვილი გადაარჩინოს...

ამაღლება

Risen

ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული...

ცნობილი ფსიქოლოგი ალან პასკაცი , ცდილობს ამოხსნას ცხრა წლის ბიჭის ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებანი, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. მომხდარში ფსიქოლოგი მამას ადანაშაულებს, მაგრამ რაც უფრო მეტად სწავლობს ბიჭის ქვეცნობიერს , მით უფრო მკრთალია ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის...

ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში...

შეცდომა

Misconduct

როცა ამბიციური ახალგაზრდა იურისტი დაიწყებს დიდი საქმის წარმოებას, რომელიც ძლიერი და დაუნდობელი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის წინაამდეგაა, ის ჩათრეული იქნა კორუფციისა და შანტაჟის სამყაროში...

სპექტრალი

Spectral

ნიუ-იორკთან ახლოს წარმოიშვება კრატერი, რომელიც დედამიწაზე ზებუნებრივი არსებების შემოსასვლელი გახდება. მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი უცნობია, ხოლო საფრთხე რომელსაც ისინი წარმოადგენენ, კაცობრიობისთვის დიდია. ინგრევა შენობები, ხალხი დაშინებულია, ქალაქი პანიკის ზღვარზეა. ამ რთულ და თითქმის უიმედო სიტუაციაში მთელი იმედი აშშ-ის ეროვნული უშიშროების აგენტებზეა, რომლებიც ბოროტ ძალებს დაუპირისპირდებიან. მებრძოლები, მოქალაქეებს პირდებიან, რომ გაუმკლავდებიან საფრთხეს და არ დაუშვებენ სხვა სამყაროს არსებების მიერ ჩვენი პლანეტის დაპყრობას…

31

31

5 ადამიანს გაიტაცებენ ჰელოუნის წინა დღეებში და წაიყვანენ ადგილზე, სახელად "სიკვდილის სამყარო". მათ უნდა ითამაშონ თამაში სახელად 31, რომლის მთავარი მისიაა 12 საათის განმავლობაში გადაურჩნენ ცოცხლები ბოროტი კლოუნების დაჯგუფებას...

პატიოსანი პოლიციელის დისშვილი უსიამოვნო სიტუაციიდან ხვდება კრიმინალური სინდიკატის ხელში. ამ დაჯგუფების სათავეში დგას ადამიანი რომელსაც პოლიციელი 10 წელია დასდევს. მას მოუწევს დაიჭიროს ამერიკელი მოთამაშე, რომლის დახმარებითაც დაიხსნის გოგონას...

მამა-შვილი კორონერები ხშირად იღებენ იდუმალებით მოცულ მსხვერპლებს. ამჯერად მათ უწევთ გამოიკვლიონ ჯეინ დოუს საიდუმლო გარდაცვალების მიზეზები.

ნერვი

Nerve

უფროსკლასელი მეგობრების დაჟინებული თხოვნით დაიწყებს ონლაინ თამაშს სიმართლე ან გაბედვა, სადაც მისი ყველა მოქმედება მანიპულირებული ხდება ანონიმური დაჯგუფების მიერ...

კაიროს ერთ-ერთი სასტუმროს ღამის მენეჯერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაიბირებს, რომ იარაღით მოვაჭრის შიდა წრეში შეაღწიოს...

წლების წინ მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ ახალგაზრდა ქალის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „კანზასის პრერიის სასაკლაოს“ სახელით ცნობილი სისხლიანი დანაშაულის შემდეგ მისი ძმა მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და ციხეში გამოკეტეს, ხოლო ოჯახი მძიმე ტკივილმა დაანგრია. ოცდაათი წლის შემდეგ ქალი მოულოდნელად იწყებს ეჭვს, რომ მისი ძმა შესაძლოა უდანაშაულო იყოს. ახალი გარემოებები და წარსულიდან აღმოჩენილი დეტალები მას აიძულებს კვლავ დაბრუნდეს იმ ტრაგიკული მოვლენების კვალზე, რომლებიც დიდი ხნის წინ დასრულებულ საქმედ ითვლებოდა. სიმართლის ძიებისას ის ეჯახება ბნელ საიდუმლოებებს, გავლენიან ადამიანებს, იდუმალ სექტებსა და საკუთარი ოჯახის დამალულ ისტორიებს. რაც უფრო ღრმად იკვლევს საქმეს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ იმ საბედისწერო ღამეს მომხდარი მოვლენები ბევრად უფრო რთული და შემზარავი იყო, ვიდრე ყველას ეგონა.

საერთო ბედისწერით დაკავშირებული, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი მოზარდი გოგონა და ცხოვრებაზე გულაცრუებული, ერთ დროს გენიალური გამომგონებელი მოულოდნელად აღმოჩნდებიან საიდუმლოს წინაშე, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის მომავალი შეცვალოს. მათ გზას კვეთს იდუმალი ადგილი, რომელიც მხოლოდ „მომავლის მიწის“ სახელით არის ცნობილი სამყარო, სადაც მეცნიერება, ფანტაზია და წარმოუდგენელი შესაძლებლობები ერთმანეთს ერწყმის. ამ ადგილის არსებობა მათ საერთო მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი, თუმცა მისი რეალური დანიშნულება ჯერ კიდევ ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება.