ფილმი მოგვითხრობს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და მის იდუმალ გარდაცვალებაზე. ეს არის პირველი ანიმაციური ფილმი, რომლის შემქმნელებმაც გამოიყენეს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები მთელი ფილმის მანძილზე...
ახალგაზრდა ბიჭი, ზედმეტ სახელად ბეიბი დრაივერი, გიჟდება მოდურ მუსიკაზე, სწრაფად სიარულსა და ადრენალინზე სისხლში. მთელი მისი ცხოვრება სროლასა და გაქცევასთანაა კავშირში, ის ხომ მძღოლად მუშაობს, რომელიც ეხმარება დამნაშავეებს დანაშაულის ადგილიდან გაქცევაში. ერთხელ მას ნამდვილი სიყვარული ეწვევა და თამაშიდან გასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ჯერ ერთი საქმე უნდა გააკეთოს, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს...
კორი ლამბერტი იპოვის გოგონას ნაწამებ სხეულს. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს ფედერალური ბიუროს აგენტს ჯეინ ბენერს, რომელიც ამ საქმეს იძიებს. მაგრამ შეძლებენ ისინი წინააღმდეგობა გაუწიონ ადგილს, სადაც თავად ბუნებაა გაჟღენთილი შურისძიების სურვილით...
აგენტი ლორიან ბროტონი საიდუმლო სადაზვერვო სააგენტოს ბრილიანტია. მისი უდიდებულესობა არა მხოლოდ ჯაშუშობის ოსტატია, არამედ საოცრად სექსუალური და ფეთქებადია. ის მაქსიმალურად იყენებს უნარებს შეუსრულებელი მისიების დროს. მას ბერლინში გააგზავნიან შეუფასებელი დოსიეს დასაბრუნებლად, სადაც აგენტ დევიდ პერსივალთან ერთად მოუწევს მუშაობა...
ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო.
მილდრედ ჰეისი ქალიშვილის მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დამნაშავეები ნაპოვნი არ არიან. სასოწარკვეთილი ქალი სამ სარეკლამო დაფას დაიქირავებს და მათზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისთვის. როდესაც ამაში პოლიციის უფროსის მოადგილეც იქნება ჩათრეული, ინფანტილური დედიკოს ბიჭი, ოფიცერი დიქსონი, ბრძოლა მილდრედსა და მთავრობას შორის უფრო გამწვავდება.
ფერმერი უილფრედ ჯეიმსის ისტორია, რომელმაც მოზარდი შვილის დახმარებით მოკლა ცოლი და ვირთხების საჭმელად დააგდო. მას შემდეგ ვირთხები უილფრედს თან სდევენ და სიგიჟემდე მიჰყავთ...
ეს სამყარო ერთი დიდი არეულობაა. ხალხი ისე იქცევა, როგორც სურს - ნაგავს ყრიან სადაც უნდათ, მძღოლები გზას მგზავრებს არ უთმობენ. პოლიცია ქალის საჩივარს ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ რუთი გადაწყვეტს მეგობართან ერთად თავად ასწავლოს ჭკუა დამნაშავეებს.
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრული მატარებელით მგზავრობა ერთ-ერთ ცნობილ გამოცანად იქცევა ისტორიაში. ფილმი მოგვითხრობს მატარებლის 30 მგზავრზე, რომელთაგანაც ყველა ეჭვმიტანილია. გამომძიებელმა რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას ამოცანა , სანამ დამნაშავე ახალ დანაშაულს ჩაიდენს.
ახალგაზრდა შავკანიანი კაცი სტუმრობს მისი თეთრკანიანი შეყვარებულის ოჯახს. ოჯახი განმარტოვებულ სახლში ცხოვრობს.
2005 წელს 5 მოძღვარს მონაზონის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელზეც ეგზორცისტულ რიტუალს ატარებდნენ. ჟურნალისტი ნიკოლი საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. რაც უფრო მეტად ეცნობა დეტალებს, მეტად რწმუნდება, რომ რიტუალი ეშმაკის იარაღი გახდა და მოძღვრებს მონაზონის სიკვდილში წვლილი არ მიუძღვით...
სამანტა კინგსტონი გოგონაა, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში უმართლებს, მაგრამ იმ დღეს პარასკევს, 12 თებერვალს ყველაფერი არასწორად განვითარდა, შემდეგ ავარია გზაზე და ... გოგონა მოჯადოვებულ წრეში აღმოჩნდება. ამ წრიდან გასასვლელად სამანტამ უნდა იპოვოს ის არასწორი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ამ ხაფანგში აღმოჩნდა...
მწერალს რთული პერიოდი აქვს , მისი ბოლო წიგნის გამოსვლის შემდეგ. იგი თაყვანისმცემელთან ურთიერთობაში ეხვევა...
კრიმინალური შავი კომედია პატარა ამერიკული ქალაქის შერიფზე, რომელიც სამი ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილებზე ნადირობს, რომელთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მისი ძმაა…
მთავარი გმირი შექმნის ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც ვირტუალურ რეალობას ქმნის ადამიანის ტვინში…
მძღოლი, რომელიც დამნაშავეთა დაჯგუფებებზე მუშაობს, წარუმატებელი ძარცვის შემდეგ იძულებულია გაიქცეს, მოპარული ფულით სავსე მანქანით.
ფილმი მოგვითხრობს უნიკალურ მეცნიერზე, რომელიც მისი აღმოჩენის წარდგენამდე საიდუმლო მიზეზით ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელია მოგონებების შენახვა და თავიდან განცდა...
ფილმის მოქმედება ხდება გასული საუკუნის 50-იან წლებში. პროვინციალურ ქალაქში განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს. ერთ დღეს სახლში უცხო დამიანი შეიჭრება და ქალს მოკლავს. ნიკი დედის გარეშე რჩება. მეორე დღესვე ოჯახში გარდაცვლილის და ჩამოდის რომელიც ცდილობს დაეხმაროს ოჯახს ტრაგედიის გადატანაში. დროთა განმავლობასი ნიკი მამას უცნაურ ქმედებებს ამჩნევს და უნდა გაერკვეს რა ხდება.
21 წლის ჯინ-სეოკი ახალ სახლში გადადის ოჯახთან ერთად. იგი შიზოფრენიით იტანჯება, მაგრამ ოჯახის მზრუნველობა უმსუბუქებს ამ მდგომარეობას. მისი უფროსი ძმა ჯინ-სეოკისათვის მისაბაძი მაგალითია. ერთ ღამეს ჯინ-სეოკის თვალწის მის ძმას იტაცებენ. 19 დღის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, მაგრამ არაფერი ახსოვს. ჯინ-სეოკს ჰგონია , რომ დაბრუნებული ადამიანი მისი ძმა არაა.







































