ახლო მომავლის ლოს-ანჯელესში დამნაშავეები სასტუმრო "არტემიდაში" მიდიან დახმარებისათვის სასტიკ მედდასთან. აქ განსაკუთრებული კლუბის წევრებს შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო დახმარება და დაისვენონ. მაგრამ სასტუმროში მიდის ადგილობრივი კრიმინალური ბოსი, რომელსაც სურს დაიბრუნოს მოპარული ნივთი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მძევალთა სამაშველო ჯგუფის ყოფილი ლიდერი და აშშ-ს ომის ვეტერანი უილ ფორდი ახლა ცათამბჯენების უსაფრთხოების დონეს აფასებს, ის ჩინეთში იმყოფება და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მაღალი და დაცული ცათამბჯენი უცაბედად ცეცხლის ალში ეხვევა, მისი ოჯახი კი ამ შენობაში იმყოფება...
პო კერსი ქირურგია, რომელიც მიჩვეულია ადამიანების იმ სამყაროდან დაბურნებას კრიმინალური გარჩევების შემდეგ. როდესაც მისი ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლე ქუჩის გარჩევებს შეეწირება , პოლიცია კი არაფერს აკეთებს, გადაწყვეტს თავად იძიოს შური.
მაქსისა და ენის ისტორია, რომლებიც სხვა წყვილებთან ერთად ყოველ ღამით "დამპლურ თამაშებს" აწყობენ. ერთ საღამოს მაქსის ძმა, ქარიზმატული ბრუკსი, დაგეგმავს თამაშს მკვლელებითა და ფედერალური აგენტებით. ბრუკსს გაიტაცებენ, მაგრამ ეს ხუმრობაა თუ არა? საბოლოოდ, როდესაც ექვსი აზარტული მოთამაშე იწყებს თავსატეხების ამოხსნას ხვდება რომ ბრუკსი ისეთი არაა, როგორიც ჩანს. თამაშში ქულები არ გროვდება, წესები არ არსებობს, მეგობრები ვერ ხვდებიან ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იქნება მათ ცხოვრებაში... ან უკანასკნელი ...
დიდი ნიკი, რომელიც ლოს-ანჯელესის პოლიციის ელიტური ქვედანაყოფის მეთაურია, ყოველდღიურად ადასტურებს, რომ მისი გუნდი უფრო მოხერხებულია, ვიდრე ისინი, ვისზეც ნადირობენ. როცა პოლიციელი გაიგებს, რომ ლეგენდარული და მოუხელთებელი ქურდი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის გაძარცვას აპირებს, გადაწყვეტს ნებისმიერი გზით ხელი შეუშალოს მას. დიდი ნიკი კი - ის კაცია, რომელსაც წესებით თამაში, საერთოდ არ ადარდებს.
იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს.
მაიკ ფელონი ცნობილია, იმით რომ ყველა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს უბედურ შემთხვევად აქცევს. მაგრამ მისი დამოკიდებულება საქმისადმი იცვლება, როდესაც მისი ყოფილი შეყვარებული იღუპება.
სუბურა რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახიფათო რაიონია, რომელიც უძველესი დროიდან ბინძურ ქუჩებთან, დანაშაულთან, მეძავებთან და მძარცველებთან ასოცირდება. მიუხედავად მისი ბნელი რეპუტაციისა, ის ყოველთვის რჩებოდა ქალაქის ძალაუფლებისა და ქაოსის გადაკვეთის წერტილად. ამ გარემოში განგსტერი, სახელად სამურაი, იწყებს ამბიციურ გეგმას მას სურს სუბურა გარდაქმნას და აქციოს იტალიურ ლას-ვეგასად, ფუფუნების, ფულისა და გართობის ცენტრად. მისი იდეა სწრაფად იზიდავს გავლენიან ადამიანებს და სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც მზად არიან ახალ შესაძლებლობებში ჩაერთონ.
სერიალის მოვლენები 1970-იან წლებში ვითარდება და ორი ფედერალური აგენტის ისტორიას გვიყვება. ისინი მკვლელებსა და ძალადობრივ დამნაშავეებს ესაუბრებიან, რათა უკეთ გაიგონ მათი ფსიქოლოგია, მოტივები და აზროვნების სტილი. მოპოვებული ცოდნის გამოყენებით აგენტები ცდილობენ რთული დანაშაულების გახსნას და მომავალი დანაშაულების თავიდან აცილებას. სერიალი აერთიანებს კრიმინალურ გამოძიებას, ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ საინტერესო ისტორიებს.
სატორუს უნიკალური შესაძლებლობა აქვს დროში იმოგზაუროს. როდესაც მისი დედა ტრაგიკულად იღუპება, იგი მოულოდნელად 18 წლით წარსულში ბრუნდება, რათა შეცვალოს მოვლენების მიმდინარეობა და თავიდან აიცილოს ეს საშინელი დანაშაული. სიმართლის ძიების პროცესში სატორუ ძველ საიდუმლოებებს აწყდება და ხვდება, რომ წარსულის შეცვლა ბევრად რთულია, ვიდრე წარმოედგინა. სერიალი აერთიანებს მისტიკას, დრამასა და დაძაბულ დეტექტიურ სიუჟეტს.
კრიმინალური სერიალი La casa de papel მოგვითხრობს ჯგუფ განგსტერზე, რომლებმაც დაგეგმეს სამეფო მონეტების ეზოს ძარცვა ესპანეთში. მთავარი გმირები აერთიანებენ უნარებს, გეგმავენ დეტალურად და ცდილობენ მოიპოვონ 240 მილიონი დოლარი, მაგრამ ყველაფერი რთულდება მოულოდნელი პრობლემებისა და შიდა კონფლიქტების გამო.
ზამთრის ცივ ღამეს ფსიქიატრ აუგუსტო ფლორესს სასწრაფოდ იძახებენ სამსახურში, რათა გაესაუბროს ავარიაში მოყოლილ ინსპექტორ ფოგელს. ფოგელს არაფერი ახსოვს, ავარიის ადგილზე კი არაფერი მიანიშნებს ავარიის მიზეზსა თუ დაშავებულებზე. ფოგელის პერანგის კი სისხლის ლაქებითაა დაფარული, სისხლი კი მისი არაა. საუბრის პროცესში მთელი თვის მოვლენების ჯაჭვი იწყობა. ალპებში დამალული მძინარე ქალაქი, შობის საღამო, ნისლი. 16 წლის გოგონა ანა სახლიდან გამოვიდა და გაქრა. არ არის არც მისი სხეული, არც არანაირი კვალი, არც თვითმხილველი. მალე ქალაქში ისნპექტორი ფოგელი გამოჩნდება, რომელიც საუკეთესო მანიაკებისა და სერიული მკვლელების დაჭერაში.
ქალაქში რამოდენიმე სხეულს აღმოაჩენენ. როგორც ჩანს მათ არც ისე კარგი სიცოცხლის დასასრული ჰქონდათ. ყველა ნივთმტკიცება ერთ ადამიანზე მიუთითებს, ჯონ კრამერზე. მაგრამ ეს როგორაა შესაძლებელი? ადამიანი სახელად ხერხი უკვე ათ წელზე მეტია გარდაცვლილია. ნუთუ ვინმემ მისი გზის გაგრძელება გადაწყვიტა...?
ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს, მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს...
პოპულარული ჰორორის გაგრძელება ეშმაკისეულ თოჯინაზე, რომელიც ანაბელის დაწყევლილი სულის სათავსო გახდა. ვინც თავის სახლში მიიტანს ამ თოჯინას, კარს გაუღებს იმქვეყნიურ ბოროტებას, საშინელებას და სიკვდილს აუცილებლად ინანებს...
ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…
არქეოლოგიის პროფესორი ჯეკი, რომელიც სიანში ტერაკოტის არმიის მუზეუმში მუშაობს, აშმიტასთან და კირასთან ერთად ცდილობს იპოვოს მაგადაჰას საგანძური. ტიბეტში ყინულის გამოქვაბულში, ისინი სამეფო არმიის ნაშთებს აღმოაჩენენ, რომელიც საგანძურთან ერთად გაქრა. ამავე დროს, მათ თავს ესხმის რენდალი, ამბოხებული ჯარის შთამომავალი ლიდერი. მას შემდეგ, რაც ისინი ტყვეობიდან თავს დაიხსნიან, მიდიან დუბაიში, სადაც აუქციონზე გეგმავენ ყინულის გამოქვაბულში ნაპოვნი ბრილიანტის გაყიდვას. მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, ჯეკი და მისი გუნდი ინდოეთში მდებარე ტაძარში მიდიან, სადაც ბრილიანტს გამოიყენებენ როგორც ნამდვილი საგანძურის გასაღებს…
ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა...
სამედიცინოს ხუთი სტუდენტი შეპყრობილია სურვილით გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ისინი გადაწყვეტენ საკუთარი გამოცდილებით გამოიტანონ დასკვნები. გულის გაჩერებით ცდილობენ კლინიკური სიკვდილი განიცადონ და გაიგონ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა...
ფილმი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ადამიანების ანალოგ არსებებს ქმნიან სოციუმში სხვადასხვა დანიშნულებისთვის. სამწუხაროდ ამ ხელოვნრუად შემქნილ არსებებს გამრავლება არ შეუძლიათ. ერთ დღეს ერთ-ერთი მათგანი გაიგებს ინფორამციას, რომელიც ყველაფერს შეცვლის...







































