ძიება - * | ნაპოვნია: 334

რობერტ მაქკოლის ისტორიის გაგრძელება. ყოფილი დაზვერვის აგენტი ბრუნდება, რათა აღადგინოს სამართლიანობა. რამდენად შორს წავა როცა საქმე ეხება საყვარელ ადამიანს?

როდესაც ყველაზე გაყიდვადი სელებრითების ბიოგრაფი, მწერალი ლი იზრაელი ვეღარ ერგება თანამედროვეობის მოთხოვნებს, თავის ხელოვნებას თაღლითობად აქცევს.

ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ. მიუხედავად სირთულეებისა, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ მოულოდნელი ინციდენტი, დაფარულ საუდუმლოებებს არ გამოაშკარავებს.

ნამდვილი ამბავი კოლორადოელ პოლიციის საიდუმლო აგენტზე რონი სტოლუორთის შესახებ, რომელიც 1970_იანი წლების ბოლოს, როგორც აფროამერიკელი, არა მხოლოდ კუ-კლუქს-კლანში შეაღწევს, არამედ ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად იქნება არჩეული.

ქვრივები

Widows

შეტაკების დროს პოლიცია ოთხი მძარცველის სიცოცხლეს შეიწირავს. მათ ქვრივებს არაფერი აქვთ საერთო გარდა ერთისა: მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმე, დაუსხლტნენ პოლიციას, ჩამოიტოვონ კონკურენტები და რაც მთავარია, გაარკვიონ თუ ვინ ჩაუშვა მათი ქმრები.

ხუთი წელი, რვა თვე და 12 დღე გეგმავდა დები ოუშენი შურისძიებას. მისი მიზანია 150 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამკაულის მოპარვა. ამისათვის იგი შვიდ გოგონას დაუმაგობრდება. გეგმა ბრწყინვალეა, მაგრამ მიზნის მისაღწევად შესრულებაც ბრწყინვალე უნდა იყოს.

ტაქსი 5

Taxi 5

ქალაქ მარსელის პოლიციაში გადმოსვლის შემდეგ ოფიცერს ევალება იტალიელი მძარცველების ბანდის დაკავება, რომლებიც ფერარის მარკის ავტომობილით დადიან საქმეზე. მის დასახმარებლად კი დენიელის დისშვილი მოდის თეთრი ლეგენდარული ტაქსით, რომელიც საშინელი მძღოლია.

მოქმედება ხდება ალიასკის პატარა ქალაქში. 6 წლის ბიჭი იკარგება და რადგნ ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც მგლებმა ბავშვი გაიტაცეს დედა გადაწყვეტს რომ ბიჭი მგლებმა წაიყვანეს. იგი მიმართავს მგლების სპეციალისტს, რასელ კორს, რათა მან მოკლას მგელი, რომელმა მისი შვილი წაიყვანა. მაგრამ როდესაც რასელი მგლების საძებნად მიდის მოხუცი ქალი მას ეტყვის, რომ ბოროტება სხვა მხარესაა...

ანგელოზი

El Angel

17 წლის კარლიტოსს ანგელოზის მსგავსი უმანკო იერი და გარყვნილი შეხედულებები აქვს. მისი წვრილმანი ხულიგნობები სერიოზულ სახეს რამონთან სეხვედრის შემდეგ იძენს. ისინი ქმნიან ბრწყინვალე დუეტს. დახვეწილი ქურდობისა და ტყუილების გზაზე მათი დანაშაულებრივი საქმიანობა საიკეთესო თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.

ერლ სთოუნი, 80 წელს გადაცილებული და გაკოტრებულია, როდესაც სამსახურს შესთავაზებენ, რაც მხოლოდ მანქანის მართვას გულისხმობს. ადვილი საქმეა კია, მაგრამ ერლს წარმოდეგენაც არ აქვს, ისე გახდება მექსიკური კარტელის ნარკოკურიერი. საქმეს იდეალურად ართმევს თავს, ტვირთიც მნიშვნელოვად ეზრდება, მაგრამ ერთხელაც, ნარკოტიკებთან მებრძოლ ამბიციურ აგენტს, კოლინ ბეტს გადაეყრება.

ჯონ გოტი მის კრიმინალურ კარიერას ყველაზე აბსურდული დავალებების შესრულებით იწყებდა. მოგვიანებით იგი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა კრიმინალურ სამყაროში. მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძალაუფლების მქონეა ნიუ იორკში. დადგა დრო, როდესაც გოტის საქმე მის ვაჟშ უნდა გადაებარებინა, მაგრამ ვაჟმა განაცხადა, რომ არ სურდა საერთო ჰქონოდა კრიმინალთან. მაგრამ როგორ მოიქცევა ვაჟი, როდესაც ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდება?

გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.

ლაურა, ბუენოს აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოაშკარავებს.

დოგმენი

Dogman

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, სადაც მოვლენები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იტალიაში ვითარდება და გრუმერის მიერ რომის გარეუბანში ჩადენილი ხმამაღალი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის შემდგომ იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული გახდება

ეს არის თინეიჯერის, რიჩარდ უერშ ჯუნიორის, ისტორია, რომელიც პოლიციის საიდუმლო ინფორმატორი გახდა1980იან წლებში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნარკოტრეფიკისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

კინი

Kin

ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭი პოულობს უცხოპლანეტელთა უმძლავრეს იარაღს, რომლის დახმარებითაც, ცდილობს სხვადასხვა ბოოროტმქმედთა ბანდებისგან საკუთარი ძმის დაცვას.. მათი ნაწილი იდევნება ფედერალური აგენტებისა და მისტიური პირების მიერ, რომელთა მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

ლისბეტ სალანდერი და მიქაელ ბლუმკვისტი ჯაშუშთა, კიბერდამნაშავეთა და კორუმპირებულ თანამდებობის პირთა ქსელში აღმოჩნდებიან გაბმულნი (როგორც შვედეთში, ასევე შეერთებულ შტატებში), რომელთაც „ობობის საზოგადოების“ სახელით იცნობენ.

მარტოხელა სემი იდუმალ, ლამაზ ქალს ხვდება, რომელიც მის შენობაში განთავსებულ აუზში ცურავს. მეორე დილით, როდესაც ქალი მოულოდნელად უჩინარდება, სემი ლოს ანჟელესში მიემართება, რათა ფარდა ახადოს გაუჩინარების მიღმა დამალულ საიდუმლოს, ძიების პროცესში კი სკანდალითა და შეთქმულებით გარემოცულ სამყაროში უფრო და უფრო ეფლობა.

ფორესტ ტაკერის რეალური ისტორია, სან კვენტინის ციხიდან 70 წლის ასაკში გაქცევით დაწყებული და მთელი რიგი უპრეცედენტო ძარცვებით დამთავრებული, რამაც საგონებელში ჩააგდო ხელისუფლება და აღტაცებაში მოიყვანა მასები. მის კვალს ადგას დეტექტივი, რომელიც აღფრთოვანებულია ფორესტის „ხელოვნებით“ და ქალბატონი, რომელსაც იგი უყვარს მიუხედავადა მისი „პროფესიისა“.

2001 წლის პოლიციური კომედიის გაგრძელება სასაზღვრო ქალაქის საგზაო პატრულის ხუთ ხულიგან პოლიციელზე, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ხელმძღვანელობას დაუმტკიცონ, რომ ისინი შტატის ყველაზე შეუცვლელი და ყველაზე საუკეთესო რეინჯერები არიან. ამჯერად ტონი, მაკი, რებითი, ფოსტერი და ფავა საერთაშორისო მაშტაბის – აშშ-სა და კანადას შორის წარმოქმნილი სასაზღვრო დავის მოვლენების ცენტრში აღმოჩდებიან.