მოქმედება 1988 წლის, ფილადელფიაში ვითარდება. პოლიციის ოფიცერი თომას ლოქჰარტი ცდილობს დეტექტივი გახდეს. იგი იწყებს სერიული მკვლელის დევნას, რომლის დანაშაულებიც არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. როდესაც ცხრა წლის შემდეგ, დამნაშავე კვლავ ჩნდება, ლოქჰარტის დაუცხრომელი სურვილი გამოაშკარაოს სიმართლე, მის კარიერას, ოჯახსა და სულიერ წონასწორობას განადგურებით ემუქრება.
ხელოვნების ნიმუშების ქურდობაში გაწაფული პირი იმ იმედით, რომ თვის კრიმინალურ ცხოვრების სტილს უკან მოიტოვებს, ერთ სექსუალურ პოლიციელ ქალს შეეკვრება, რათა უკანასკნელი ძარცვა თავიდან აიცილოს და ამ ყველფერიდან საბოლოოდ განთავისუფლდეს.
ჯ.ჯ. აკა ჯონ შაფტი უმცროსი შესაძლოა კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი გახდეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხარისხით, მაგრამ თავისი საუკეთესო მეგობრის უდროოდ გარდაცვალებას ფარდა რომ ახადოს, ამისათვის ისეთი განათლება სჭირდება, რომლის მიცემაც მხოლოდ მამამისს შეუძლია. ლეგენდარული, მუდამ შემართული ჯონ შაფტი, რომელიც შვილთან მისი ჭაბუკობის წლებში არ იყო, თანახმაა დაეხმაროს შთამომავალს და ჰეროინით გაბანგულ ჰარლემში ამოგზაუროს.
1980იანი წლების მილანი ეკონომიკურ ბუმს განიცდის, „სანტო რუსო“ (რიკარდო სკამარაჩიო) კი ნელნელა მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება მოჭარბებული დანაშაულის წყალობით.
ტეხასელი სამართალდამცავი ფრედ ჰეიმერი იღებს დავალებას - გამოიჭიროს და გაანეიტრალოს ბანკების საშიში მძარცველები. მეწყვილესთან მენი გოლტომთან ერთად, იგი ხელმძღვანელობს ოპერაციას ახალგაზრდა, მოუხელთებელი დამმნაშავე წყვილის, ბონისა და კლაიდის წინააღმდეგ.
არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტიური ისტორიების ამ იუმორისტულ ვერსიაში, ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსი და მისი ერთგული მეგობარი ექიმი უოთსონი სრულიად ახალი კუთხით წარმოგვიდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ რთული დანაშაულებისა და საიდუმლოებების გამოძიებით არიან დაკავებულნი, ამჯერად მოვლენები სავსეა კომიკური სიტუაციებით, გაუგებრობებითა და მოულოდნელი თავგადასავლებით. ჰოლმსის ექსცენტრიკული ხასიათი და უოთსონის არაერთი შეცდომა გამოძიებებს ხშირად აბსურდულ მიმართულებას აძლევს.
ჯერსი სითი - ქალაქში დაძაბულობა აფროამერიკელ მოქალაქეებსა და თეთრკანიან პოლიციელებს შორის კიდევ და კიდევ უფრო იზრდება, კულმინაციას კი პოლიციელის მიერ თინეიჯერი ბიჭის დაზიანებისას აღწევს.
მკაცრი და არამეგობრული როტვეილერი-პოლიციელი სახელად მაქსი, დავალებით ფარულად იგზავნება ცხოველების არალეგალური ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებიც ძაღლების პრესტიჟულ გამოფენაზე ლას-ვეგასში იკრიბებიან. ამისთვის მაქსი და მისი პოლიციელი ადამიანი-მეწყვილე კონკურსანტთა რიგებს შეუერთდებიან, და ახლა გმირები იძულებულნი არიან – სალონის პროცედურებით დაწყებული ქორეოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული, სპეციფიკური მომზადების კურსი გაიარონ …
დენი, არნოლტების ოჯახის თინეიჯერი ვაჟიშვილი უჩინარდება. საქმე ყველაზე გამორჩეულ დეტექტივს ფრანსუა ვისკონტის ეწერება. ცოლთან გაშორების გამო, მას უწევს რთულ საგამოძიებო პროცესს პრობლემური 16 წლის შვილის მარტო აღზრდა შეუთავსოს. როდესაც გაუჩინარებული ბიჭის ფრანგულის მასწავლებელი მომხდარის შესახებ იგებს, გამოძიებას საკუთარ თავს დამხმარედ სთავაზობს.
თრილერის მოქმედება სასამართლო მედიცინის სამყაროში ხდება. გამომძიებელი პოლ ჰერცფელდი საშინლად დასახიჩრებული გვამის თავში კაფსულას იპოვნის, რომელშიც ტელეფონის ნომერი და ერთადერთი სიტყვაა: გამომძიებლის ქალიშვილის სახელი.
ყოფილი პოლიციელი იძიებს სროლის საქმეს, რომელიც ერთ-ერთი პოლიციელის დაკრძალვაზე მოხდა. საქმის კვალდაკვალ ის ხვდება მრავალ დაბრკოლებას და ყველანაირად ცდილობს მასობრივი სისხლისღვრა აიცილოს თავიდან..
რასელ პულმა, ლოს ანჯელესისი პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა, წლები მოანდომა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის - „ნოტორიოს B.I.G.“-სა და თუფაქ შაკურის მკვლელობების - გახსნას, თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯეკ ჯეკსონს კი, სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელს, რომელიც თავის რეპუტაციასა და კარიერას თავგამოდებით იცავს, გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს რაშია საქმე. ეს ორნი სიმართლის დასადგენად ერთიანდებიან და ინსტიტუციური კორუფციისა და ტყუილების მზარდი ქსელის გახსნას ცდილობენ.
საქმროს უსამართლო დაპატიმრების შემდეგ, ორსული აფრო-ამერიკელი ქალი იბრძვის რათა აღუდგინოს საყვარელ ადამიანს რეპუტაცია და მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
მოზარდი შავკანიანი გოგონა სახელად სტარი, ორი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სახლი მდებარეობს საშიშ ღარიბ უბანში, სკოლა კი უზრუნველ თეთრკანიანთა საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ორ სამყაროს შორის განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება, როდესაც პოლიციელი, მის შეუიარაღებელ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ მეგობარს მოკლავს, თვითონ კი ამ ამბის ერთადერთი მოწმე გახდება.
ბებერი თაღლითების ბანდა, ლონდონის საიუველირო კვარტალის გრანდიოზულ ძარცვას ახორციელებს.
ალტერნატიულ ვიქტორიანული ხანის გოთემ სითიში ბეტმენი იწყებს ბრძოლას კრიმინალთან და ამასთან იგი მკვლელობების სერიასაც იძიებს.
კოპენჰაგენი, დანია, 2018 წელი. ძველ ბინაში საშინელი აღმოჩენა ხდება. დეპარტამენტის წევრების გამოძიებას საქმე მიჰყავს გოგონების სამარცხვინო დაწესებულებაში, რომელიც მოულოდნელად დაიხურა სამოციანი წლების დასაწყისში
გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი მეთ გრეივერი ალეხანდრო გილიკთან ერთად იწყებს მექსიკელი ნარკობარონების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს უკანასკნელნი ამერიკაში ტერორისტებს აფინანსებენ.







































