ძიება - * | ნაპოვნია: 272

ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა.

მარტოხელა დედის ისტორია, რომელიც მარტო ზრდის ორ ვაჟს, ერთ-ერთი კი გენიოსია ...

მძევალი

Taken

სერიალის სიუჟეტი ბრაიან მაილსის გარშემო ვითარდება. უბედური შემთხვევა მასზე დიდ ზეგავლენას იქონიებს, ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლის შემდეგ კი ბრაიანი CIA-ს აგენტი ხდება. სწორედ ამის შემდეგ იღვიძებს მასში განსაკუთრებული და დაუჯერებლი ნიჭი…

თოვა

Snowfall

სერიალი კოკაინის ეპიდემიის დაწყებაზე ლოს ანჯელესში 1980-იან წლებში. როდესაც ამერიკის ქუჩებში გაჩნდა იაფიანი კრეკი და კანონდარღვევები გაიზარდა. სამი განსხვავებული ადამიანის თვალით დანახული მოვლენები.

მძარცველთა ჯგუფი გადაწყვეტს მარტივი სამიზნე იპოვოს იზოლირებული სახლი, სადაც მარტოხელა, ბრმა მოხუცი ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, იქ დიდი რაოდენობის ფულია დამალული, და გეგმა თავიდან იდეალურად მარტივად გამოიყურება: შეუმჩნევლად შეღწევა და სწრაფი გაქცევა. თუმცა, როგორც კი ისინი სახლში შედიან, ყველაფერი კონტროლიდან გამოდის. ბრმა მოხუცი სულაც არ აღმოჩნდება ისეთი დაუცველი, როგორიც ეგონათ. სახლი მალავს ბნელ საიდუმლოებებსა და სასიკვდილო ხაფანგებს, ხოლო თავდამსხმელები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ თავად არიან ჩაკეტილები თამაშში, სადაც გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.

სერიალი ნიუ-იორკის რთულ და დაუნდობელ კრიმინალურ სისტემას გვიჩვენებს, სადაც ერთი შემთხვევა ადამიანის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. მთავარი გმირი ახალგაზრდა პაკისტანელ-ამერიკელი მამაკაცია, რომლის ცხოვრება კოშმარად იქცევა, როდესაც იგი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაუმარცხებელ ბანკის მძარცველებს ეფ ბი აის აგენტი მისდევ რომელიც აღმოაჩენს რომ ქურდობის უკენ უფრო დიდი საქმეები იმალება...

ლუციფერი

Lucifer

მოწყენილი და უბედური ჯოჯოხეთის მბრძანებელი ლუციფერი დატოვებს თავის ტახტს და გაემგზავრება დღევანდელ ლოს-ანჯელესში, სადაც გახსნის საკუთარ ღამის კლუბს...

ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში...

ევან მაკგრეგორის რეჟისორული დებიუტი. ომის შემდგომი პერიოდი ამერიკაში. ერთი ოჯახის ქალიშვილის ახალი პოლიტიკური შეხედულებები მათ ოჯახს განადგურებით ემუქრება...

მაწანწალა პოლი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, აპირებს შური იძიოს ბანდიტებზე, რომლებმაც მისი საუკეთესო მეგობარი მოკლეს...

ლონდონში პრემიერ მინისტრის დაკრძალვაზე, მაიკი აღმოაჩენს, რომ მზადდება შეთქმულება, დამსწრე საზოგადოების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც მსოფლიო ლიდერები წარმოადგენენ...

ბოიკა საკუთარ ძალას უმაღლეს ლიგაში ცდის, მაგრამ რინგზე მოულოდნელი სიკვდილი, მას დააფიქრებს მის ცხოვრებაზე...

ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც თავს სხვადასხვა კრიმინალური გეგმების შედგენით შემდგომ კი მათი გაყიდვით ირჩენს...

ნერვი

Nerve

უფროსკლასელი მეგობრების დაჟინებული თხოვნით დაიწყებს ონლაინ თამაშს სიმართლე ან გაბედვა, სადაც მისი ყველა მოქმედება მანიპულირებული ხდება ანონიმური დაჯგუფების მიერ...

მის უმცროს დასთან კავშირის დაკარგვის შემდეგ ჯეიკობ კინგი ლოს-ანჯელესში ჩადის მის მოსაძებნად. 24 საათში იგი იპოვის ნივთმტკიცებებს , თუ როგორ ცხოვრობდა მისი და ამ დროის განმავლობაში: სექსი, ნარკოტიკები და ანგელოზების ქალაქის სხვა ნაკლოვანებები...

კაიროს ერთ-ერთი სასტუმროს ღამის მენეჯერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაიბირებს, რომ იარაღით მოვაჭრის შიდა წრეში შეაღწიოს...

წლების წინ მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ ახალგაზრდა ქალის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „კანზასის პრერიის სასაკლაოს“ სახელით ცნობილი სისხლიანი დანაშაულის შემდეგ მისი ძმა მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და ციხეში გამოკეტეს, ხოლო ოჯახი მძიმე ტკივილმა დაანგრია. ოცდაათი წლის შემდეგ ქალი მოულოდნელად იწყებს ეჭვს, რომ მისი ძმა შესაძლოა უდანაშაულო იყოს. ახალი გარემოებები და წარსულიდან აღმოჩენილი დეტალები მას აიძულებს კვლავ დაბრუნდეს იმ ტრაგიკული მოვლენების კვალზე, რომლებიც დიდი ხნის წინ დასრულებულ საქმედ ითვლებოდა. სიმართლის ძიებისას ის ეჯახება ბნელ საიდუმლოებებს, გავლენიან ადამიანებს, იდუმალ სექტებსა და საკუთარი ოჯახის დამალულ ისტორიებს. რაც უფრო ღრმად იკვლევს საქმეს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ იმ საბედისწერო ღამეს მომხდარი მოვლენები ბევრად უფრო რთული და შემზარავი იყო, ვიდრე ყველას ეგონა.

ეს გაბედული და რისკიანი აქტი არამხოლოდ ფიზიკურ უნარებს, არამედ უდიდეს სიმამაცესა და ნებისყოფას მოითხოვს. ფილიპ პეტის მიზანი არის დაამტკიცოს, რომ ადამიანური შესაძლებლობები საზღვრებს არ იცნობს.

ბავშვობაში გადატანილმა მძიმე ავარიამ, იურისტი მეთ მერდოკი დააბრმავა. უსინათლობაში გატარებულმა მთელმა ცხოვრებამ მას სხვა შესაძლებლობები გაუძლიერა - ძლიერი სმენა, ძლიერი ყნოსვა. ახლა ის სამართლიანობისთვის იბრძვის და კრიმინალს ამ უჩვეულო შესაძლებლობებით ამარცხებს.