ძიება - * | ნაპოვნია: 272

მილდრედ ჰეისი ქალიშვილის მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დამნაშავეები ნაპოვნი არ არიან. სასოწარკვეთილი ქალი სამ სარეკლამო დაფას დაიქირავებს და მათზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისთვის. როდესაც ამაში პოლიციის უფროსის მოადგილეც იქნება ჩათრეული, ინფანტილური დედიკოს ბიჭი, ოფიცერი დიქსონი, ბრძოლა მილდრედსა და მთავრობას შორის უფრო გამწვავდება.

1922

1922

ფერმერი უილფრედ ჯეიმსის ისტორია, რომელმაც მოზარდი შვილის დახმარებით მოკლა ცოლი და ვირთხების საჭმელად დააგდო. მას შემდეგ ვირთხები უილფრედს თან სდევენ და სიგიჟემდე მიჰყავთ...

ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნარკო ბარონ პაბლო ესკობარსა და კოლუმბიელ ჟურნალისტ ვირჯილია ვალეოს სიყვარულის შესახებ, რომელიც ქვეყანას შუაზე გახლეჩს...

გრეის მარკსის, ირნალდიელი ემიგრანტის ისტორია, რომელიც მისი დამსაქმებლის მკვლელობის გამო გაასამართლეს 1843 წელს. ქალი აცხადებს , რომ მას არ ახსოვს, როგორ ჩაიდინა დანაშაული. 10 წლის შემდეგ ექიმი საიმონ ჯორდონი ცდილობს დაეხმაროს მას წარსული მოვლენების გახსენებაში...

iბიჭი

iBoy

უბედური შემთხვევის შემდეგ, გომი იღვიძებს კომიდან და აღმოაჩენს, რომ მის ტელეფონის ფუნქციები მის თავშია ჩადებული. მას აღარ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ თინეიჯერულ ცხოვრებას უცნაური შესაძლებლობების გაჩენის გამო...

ფილმის მთავარი გმირი ადვოკატია, რომელიც ლოს ანჯელესში მუშაობს. მან შეიმუშავა სისტემა სასამართლო სისტემის დასახვეწად. წარმატების მისაღწევად იძულებული გახდა ოჯახზე და ნორმალურ ცხოვრებაზე უარი ეთქვა...

კარგი დრო

Good Time

ფილმი მოგვითხრობს სასოწარკვეთილ კონიზე, რომელიც ბანკის გაძარცვას გადაწყვეტს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მას მეწყვილე სჭირდება, ამისათვის ერთადერთი კანდიდატი მისი ძმაა, რომელიც გონებრივად შეზღუდულია. ძარცვისას ძმა პოლიციის ხელში აღმოჩნდება. კონი გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს გამოიყვანოს ძმა ციხიდან...

კრიმინალური შავი კომედია პატარა ამერიკული ქალაქის შერიფზე, რომელიც სამი ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილებზე ნადირობს, რომელთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მისი ძმაა…

მთავარი გმირი შექმნის ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც ვირტუალურ რეალობას ქმნის ადამიანის ტვინში…

მძღოლი

Wheelman

მძღოლი, რომელიც დამნაშავეთა დაჯგუფებებზე მუშაობს, წარუმატებელი ძარცვის შემდეგ იძულებულია გაიქცეს, მოპარული ფულით სავსე მანქანით.

არსაიდან

In the Fade

კაწიას იდეალური ცხოვრება ერთ წამში ნანგრევებად იქცა, მისი ქმარი და ვაჟი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ. მას სურს გაიგოს მიზეზი, რატომ მოხდა ეს უაზრო მკვლელობა. დიდხნიანი გლოვის შემდეგ, სრულიად ძალაგამოცლილი რადიკალურ ზომებს მიმართავს...

დეტროიტი

Detroit

ყველაზე დამანგრეველი სამოქალაქო არეულობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1967 წელს დეტროიტში ათი ათასობით მოქალაქე აჯანყდება და მთავრობის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

ყოფილი მოკრივე და ნარკოდილერი ბრედლი ტომასი ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ კრიმინალმა იგი კვლავ ჩაითრია. მას შვიდი წლით დაიჭერენ. ეს ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა: ცოლი ფეხმძიმედაა და დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს ელოდებიან. ციხეში უცნობი ტიპი მივა, რომელიც ჯერ დაუბადებელი ქალიშვილის სიცოცხლით იმუქრება, თუ ბრედლი 99-ე ბლოკში ერთ-ერთ პატიმარს არ მოკლავს.

ფილმის მოქმედება ხდება გასული საუკუნის 50-იან წლებში. პროვინციალურ ქალაქში განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს. ერთ დღეს სახლში უცხო დამიანი შეიჭრება და ქალს მოკლავს. ნიკი დედის გარეშე რჩება. მეორე დღესვე ოჯახში გარდაცვლილის და ჩამოდის რომელიც ცდილობს დაეხმაროს ოჯახს ტრაგედიის გადატანაში. დროთა განმავლობასი ნიკი მამას უცნაურ ქმედებებს ამჩნევს და უნდა გაერკვეს რა ხდება.

მარშალი

Marshall

ფილმი მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის, ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელის ისტორიას. კარიერის დასაწყისში მას შეხვდა სადაო საქმე , შავკანიანი მძღოლის, რომელსაც მისი დამქირავებელი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მან ახალბედა ებრაელ ადვოკატთან ერთად გადაწყვიტა , რასიზმისა და ანტისემიტიზმის ეპოქაში, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა მოქალაქეთა უფლებათა თანასწორებისათვის.

ოსლოს პოლიცია უშედეგოდ ეძებს იდუმალ დამნაშავეს. ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც პირველი თოვლი მოდის ქალაქში გათხოვილი ქალი იკარგება. საქმეს დეტექტივი ჰარი იძიებს. იგი ვარაუდობს , რომ მკვლელი კიდევ არაერთ მსხვერპლს მოკლავს. საქმის შესწავლისას იგი აღმოაჩენს , რომ მკვლელობის ადგილზე ყოველთვის ჩნდება თოვლის კაცი.

დამნაშავეები აპირებენ გაძარცვონ პოლიციის საცავი, მაგრამ ამის ნაცვლად გაცოფებული ძაღლის, სახელად დენიროს, ხაფანგში აღმოჩნდებიან.

ჯალათი

Hangman

ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.

ფილმი მოგვითხრობს ნარკოტიკებთან ბრძოლის ქვედანაყოფისა და სპეცრაზმზე, რომელსაც ნარკოტიკების განსაღებელთა ლიკვიდაცია ევალება.

სინათლე

Bright

მოქმედება ხდება ლოს ანჯელესში, გამოგონილ სამყაროში, სადაც არა მარტო უმაღლესი ტექნოლოგიები, არამედ მაგიაც ბატონობს. ქალაქში ადამიანების გვერდით ცხოვრობენ ელფები და სხვა მაგიური არსებები. მთავარი გმირი პოლიციის განყოფილებაში მუშაობს, მას ევალება ისეთი საქმეების გამოძიება, რომელშიც მაგიური ძალებია გარეული.