ძიება - * | ნაპოვნია: 272

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს კრიმინალური ისტორია ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ძარცვას მოგვითხრობს. გამოცდილი კრიმინალების ჯგუფი გეგმავს გაძარცვოს ლონდონის ცნობილი ჰატონ გარდენის უსაფრთხოების საცავი, სადაც მილიონობით ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობა და ფასეული ნივთებია დაცული. გეგმა ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურება, თუმცა ოპერაციის მიმდინარეობისას მონაწილეებს უამრავი სირთულისა და გაუთვალისწინებელი პრობლემის გადალახვა უწევთ. რაც უფრო უახლოვდებიან მიზანს, მით უფრო იზრდება დაძაბულობა, ხოლო შეცდომის ფასი თავისუფლების დაკარგვა შეიძლება აღმოჩნდეს.

ოჯახის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ყოფილი საზღვაო ქვეითი ფრენკ კასლი შურისძიების გზას ადგება და ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს დაუნდობლად უპირისპირდება. თუმცა, როდესაც მისი წარსულის გამოძიებას იწყებს, აღმოაჩენს, რომ ტრაგედიის უკან ბევრად უფრო დიდი და საშიში შეთქმულება იმალება, ვიდრე თავიდან ეგონა. სიმართლის ძიების პროცესში ფრენკი გავლენიანი კრიმინალების, კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და საიდუმლო ორგანიზაციების სამიზნე ხდება. ყოველი ახალი აღმოჩენა მას კიდევ უფრო ღრმად ითრევს ძალადობით, ღალატითა და საიდუმლოებებით სავსე სამყაროში, სადაც ნდობა იშვიათი ფუფუნებაა.

ოზარკი

Ozark

წარმატებული ფინანსური მრჩევლის ცხოვრება ერთ დღეში თავდაყირა დგება, როდესაც მექსიკური ნარკოკარტელისთვის ფულის გათეთრების სქემა კრახს განიცდის. საკუთარი ოჯახის გადასარჩენად იგი იძულებულია დატოვოს ჩიკაგო და მეუღლესთან და შვილებთან ერთად ოზარკის ტბების რეგიონში გადავიდეს, სადაც ახალი და გაცილებით მასშტაბური ოპერაციის დაწყებას გეგმავს. ახალ გარემოში ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები, კორუფცია, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ნარკოკარტელის ზეწოლა ოჯახს მუდმივი საფრთხის წინაშე აყენებს. ყოველი გადაწყვეტილება სერიოზულ შედეგებს იწვევს და სიტუაცია თანდათან უფრო სახიფათო ხდება.

სერიალის მოვლენები 1970-იან წლებში ვითარდება და ორი ფედერალური აგენტის ისტორიას გვიყვება. ისინი მკვლელებსა და ძალადობრივ დამნაშავეებს ესაუბრებიან, რათა უკეთ გაიგონ მათი ფსიქოლოგია, მოტივები და აზროვნების სტილი. მოპოვებული ცოდნის გამოყენებით აგენტები ცდილობენ რთული დანაშაულების გახსნას და მომავალი დანაშაულების თავიდან აცილებას. სერიალი აერთიანებს კრიმინალურ გამოძიებას, ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ საინტერესო ისტორიებს.

საფრთხის მასშტაბის ზრდის ფონზე, ადგილობრივი კრიმინალებიც კი იძულებულნი ხდებიან პოლიციასთან ითანამშრომლონ. ოპერაციას სათავეში უდგას შეუპოვარი და დაუნდობელი გამომძიებელი მა სოკ-დო, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა ქალაქში წესრიგი აღადგინოს და სასტიკ ბანდას დაუპირისპირდეს. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური თრილერი სავსეა დაძაბული მოქმედებითა და დაუნდობელი დაპირისპირებით.

ჯაე-ჰო, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალური ორგანიზაციის სათავეში ჩადგომას, ციხეში ეცნობა ამბიციურ ახალბედას ჰიუნ-სოს. ნდობა და პარტნიორობა მათ შორის ძლიერდება, თუმცა გათავისუფლების შემდეგ, ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყება და ფარული მოტივები ნელ-ნელა გამოაშკარავდება.

როდესაც ჯინო ხვდება მრბოლელ ბენედიქტეს - ეს ერთი ნახვით სიყვარულია. ვნებიანი. უპირობო. ცეცხლოვანი. მაგრამ ჯინო საიდუმლოს მალავს. საიდუმლო, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და თქვენს გარშემო მყოფთა სიცოცხლეს. ჯინოს და ბენედიქტეს სიყვარულის გადასარჩენად - ბედის, გონების და საკუთარი სისუსტეების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ...

ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ...

ნამდვილი ისტორია ინგლისელ ბოქსიორზე, რომელიც სასჯელს ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში იხდის. ის იბრძვის ტაილანდურ ტურნირებში, რათა თავისუფლება მოიპოვოს...

ზამთრის ცივ ღამეს ფსიქიატრ აუგუსტო ფლორესს სასწრაფოდ იძახებენ სამსახურში, რათა გაესაუბროს ავარიაში მოყოლილ ინსპექტორ ფოგელს. ფოგელს არაფერი ახსოვს, ავარიის ადგილზე კი არაფერი მიანიშნებს ავარიის მიზეზსა თუ დაშავებულებზე. ფოგელის პერანგის კი სისხლის ლაქებითაა დაფარული, სისხლი კი მისი არაა. საუბრის პროცესში მთელი თვის მოვლენების ჯაჭვი იწყობა. ალპებში დამალული მძინარე ქალაქი, შობის საღამო, ნისლი. 16 წლის გოგონა ანა სახლიდან გამოვიდა და გაქრა. არ არის არც მისი სხეული, არც არანაირი კვალი, არც თვითმხილველი. მალე ქალაქში ისნპექტორი ფოგელი გამოჩნდება, რომელიც საუკეთესო მანიაკებისა და სერიული მკვლელების დაჭერაში.

ხერხი 8

Jigsaw

ქალაქში რამოდენიმე სხეულს აღმოაჩენენ. როგორც ჩანს მათ არც ისე კარგი სიცოცხლის დასასრული ჰქონდათ. ყველა ნივთმტკიცება ერთ ადამიანზე მიუთითებს, ჯონ კრამერზე. მაგრამ ეს როგორაა შესაძლებელი? ადამიანი სახელად ხერხი უკვე ათ წელზე მეტია გარდაცვლილია. ნუთუ ვინმემ მისი გზის გაგრძელება გადაწყვიტა...?

ნამდვილი ისტორია პილოტ - ბერი სილზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგ 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი...

ფილმი სამ მოხუც მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთ დღესაც გადაწყვეტენ, რომ ბანკი გაძარცვონ...

ახალგაზრდა ბიჭი, ზედმეტ სახელად ბეიბი დრაივერი, გიჟდება მოდურ მუსიკაზე, სწრაფად სიარულსა და ადრენალინზე სისხლში. მთელი მისი ცხოვრება სროლასა და გაქცევასთანაა კავშირში, ის ხომ მძღოლად მუშაობს, რომელიც ეხმარება დამნაშავეებს დანაშაულის ადგილიდან გაქცევაში. ერთხელ მას ნამდვილი სიყვარული ეწვევა და თამაშიდან გასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ჯერ ერთი საქმე უნდა გააკეთოს, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს...

შეიკარით ღვედები! ჰავანა, ნიუ იორკი, ბერლინი დაუმარცხებელი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია, როდესაც ისინი ერთად არიან, მაგრამ როდესაც მათ წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი აღუდგება, მათი გზები იყოფა...

ფედერალური საგამოძიებო სააგენტოს აგენტს სპეციალური დავალება აქვს. მოტოცილებიანი დაჯგუფება საინკასაციო მანქანებს ძარცვავს. არსებობს ეჭვი, რომ მათ ვიღაც ეხმარება პოლიციიდან. სწორედ ამ ამბის გარკვევა ევალება აგენტს...

კორი ლამბერტი იპოვის გოგონას ნაწამებ სხეულს. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს ფედერალური ბიუროს აგენტს ჯეინ ბენერს, რომელიც ამ საქმეს იძიებს. მაგრამ შეძლებენ ისინი წინააღმდეგობა გაუწიონ ადგილს, სადაც თავად ბუნებაა გაჟღენთილი შურისძიების სურვილით...

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...

როდესაც ჯონის მეგობარი გადაწყვეტს კონტროლქვეშ აიყვანოს მკვლელების გუნდი, ჯონს მოუწევს კვლავ გამოვიდეს ასპარეზზე. ჯონი მიემგზავრება რომში, სადაც მას შებრძოლება უწევს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მკვლელთან მსოფლიოში...

ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო.

<1...6789...14>