ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს...
ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე - ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ...
ამ ერთმა გადაწყვეტილებამ მათი ცხოვრება სამუდამოდ აკავშირა. სონი ბიჭის მენტორი ხდება და მას ქუჩის კანონებს ასწავლის, მაშინ როცა მისი მამა ცდილობს, შვილი სწორი გზით წაიყვანოს.
ოჯახათან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად, მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი თავის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს...
ფედერალური ბიუროს სტაჟორი, კლარისა სტარლინგი რისკავს შევიდეს მკაცრად იზოლირებულ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მანიაკ კაციჭამიად ქცეული ფსიქიატრის, ჰანიბალ ლექტერის, დაავადებული გონება უნდა შეისწავლოს. სტარლინგს მინიშნებები სჭირდება, რაც სერიული მკვლელის დასაჭერად უნდა გამოიყენოს. საუბედუროდ, სტარლინგის ეს "ეშმაკთან გარიგება" ლექტერის გაქცევით დასრულდება. ამიერიდან ორი ფსიქიურად დაავადებული მკვლელი დადის თავისუფალად...
შობის წინა დღეა და საერთაშორისო აეროპორტი ტერორისტების სამიზნე ხდება. შეიარაღებული დაჯგუფება ათასობით მგზავრს მძევლად აიყვანს, რათა გავლენიანი ნარკობარონის გათავისუფლება უზრუნველყოს. მათი გეგმა თითქმის იდეალურადაა დაგეგმილი, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამორჩათ ჯონ მაკლეინი. ბრიუს უილისი კვლავ უბრუნდება ლეგენდარული პოლიციელის როლს, რომელიც ამჯერად არა მხოლოდ დაუნდობელ ტერორისტებს, არამედ არაკომპეტენტურ სამართალდამცავებსა და მძვინვარე თოვლის ქარიშხალსაც უპირისპირდება. დაძაბული მოქმედება, დაუვიწყარი სცენები და მაკლეინის შეუპოვარი ხასიათი ამ ფილმს სამოქმედო ჟანრის ერთ-ერთ კლასიკად აქცევს.
მაიკ ბრენანი (ნიკ ნოლტი) ნიუ-იორკის პოლიციის გამოცდილი და დაფასებული, თუმცა რეალურად კორუმპირებული და სასტიკი დეტექტივია. როდესაც ის მცირე კალიბრის პუერტო-რიკოელ კრიმინალს ცივსისხლიანად კლავს, დანაშაულის კვალს აქრობს, მოწმეებს აშანტაჟებს და ყველაფერს ისე აწყობს, თითქოს თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.
ჰენრი ჰილი დამწყები განგსტერია, რომელიც ორ მასზე უფრო ამბიციურ განგსტერთან, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოსთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობს. ჰენრის ამ ორმა პარტნიორმა ყველა ამ საქმეში მონაწილე დახოცა და ნელნელა მაფიის იერარქიულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო. გახდება თუ არა ჰენრი მათი დაცემის მიზეზი?
შუაღამისას მოადგილე ფილიპ დუბაი თავის ძველ მეგობარს, ხავიერ მარეშალს, შოკისმომგვრელი ამბით აღვიძებს მან მოკლა გავლენიანი რეკეტიორი, რომელსაც ძლიერი პოლიტიკური კავშირები ჰქონდა. მკვლელობის უკან დგას კორუფციის ბნელი ქსელი, რომელიც დუბაის წინააღმდეგ მტკიცებულებებს შეიცავს. ხავიერი გადაწყვეტს მეგობარს დაეხმაროს, თუმცა მალე ხვდება, რომ ამ თამაშში ჩართვა გაცილებით საშიშია, ვიდრე ეგონა.
ტრევის ბიკლი - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალურობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს...
ვიტო კორლეონეს ისტორია, რომელიც სიცილიაზე მისი ბავშვობით იწყება და ნიუ-იორკში მისი ვაჟის, მაიკლ კორლეონეს ამბით გრძელდება, რომელიც თავისი ბიზნესის ლას-ვეგასში, ჰოლივუდსა და კუბაში გაფართოებას ცდილობს...
ფილმის მოქმედება 1945-1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს...























