ადამიანთა გუნდი გამოკეტილია ბარში. ვინც ბარიდან გავა ყველას სნაიპერი მოკლავს. სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება. ჩნება ეჭვი , რომ ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი ბარის შიგნითაა.
ფილმის მოქმედება გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი გამოუსწორებელი ჯიბის ქურდი და ავანტიურისტი ნოკია. იგი თანდაყოლილი ნიჭის წყალობით ადვილად ახერხებს გარშემომყოფების მოტყუებას, მაგრამ ერთხელ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ნოკს წასვლა მოუწევს. იგი პატარა პროვინციალურ ქალაქში ჩადის, სადაც მას არავინ იცნობს. იგი ამით სარგებლობს და თავს ექიმად გააცნობს. იგი მკურნალობს ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სჭირთ. მალე ძალიან ცნობილი გახდება და უამრავი ადამიანი ჩადის მასთან სამკურნალოდ. ნოკს სიყვარული და ძველი ნაცნობი, რომელსაც მისი მხილება სურს, ერთდროულად დაატყდებიან თავს.
ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. 10 წლის შემდეგ გრეგმა გამოაქვეყნა მემუარები, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი: დამწყები სიმპატიური მსახიობი გრეგი სამსახიობო კურსებზე გაიცნობს ექსცენტრიულ ტომი ვისეუს. ახალ მეგობრებს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, გარდა თვითგამოხატვის სურვილისა და მსახიობობისა, ამიტომ ისინი ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრებიან.
ბედი ერთმანეთს ახვედრებს კალედს, რომელმაც ახლობლები და სამშობლო დაკარგა, და ყოფილ კომივოიაჟერ ვიკსტრიომს, რომელმაც მთელი მისი კაპიტალი პატარა სასადილოში ჩადო. ვიკსტრიომი და მისი გუნდი ახალ ნაცნობს კარგად მიიღებენ. სანამ კალედი მისი დის ძებნითაა დაკავებული, გუნდი ცდილობს სასადილო პოპულარულ დაწესებულებად აქციოს.
"დათვი გრიგსბი" ერთი მაყურებლისთვის გადაღებული გადაცემაა. როდესაც გადაცემა სრულდება ჯეიმსის ცხოვრება იცვლება და ის გადაწყვეტს თავად დაასრულოს ისტორია.
ეს პირველი შობაა, მას შემდეგ რაც სამეფო კოშკის კარი ყველა ერენდელის მაცხოვრებლისათვის ღიაა. ელზამ და ანნამ დიდი საშობაო წვეულება გამართეს, მაგრამ გულდაწყვეტილები დარჩნენ, როდესაც 12 საათისთვის ყველამ საკუთარ ოჯახს მიაშურა. ოლაფი გადაწყვეტს ირემ სვენთან ერთად გოგონებს დაუვიწყარი შობა მოუწყოს. ისინი სამეფოს ყველა ოჯახს ჩამოივლიან , რათა საუკეთესო ტრადიცია საშობაო აღმოაჩინონ.
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს.
"კვადრატი" შვედური გალერეის ახალი ექსპონატია, რომელიც იწვევს სიყვარულისა და ალტრუიზმის შეტევებს.
რა უნდა გააკეთო მაშინ, თუ შენი საყვარელი შენივე ქორწილის ორგანიზატორია? ილოცო , რომ ის შენს საცოლეს არ დაუმეგობრდეს. მატიასს ძალიან ცოტა დრო დარჩა , რათა ორიდან ერთი აირჩიოს.
დაგი ჰოკეის მოთამაშეა, რომელმაც საერთოდ არ იცის ჰოკეის თამაში, მაგრამ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია მისი ძლიერი მუშტების საშუალებით. მარჯვენა ხელის ტრამვის მიღების გამო მას ჰოკეის მიტოვება მოუწევს, მაგრამ უჭირს მოსაწყენ საოფისე საქმიანობასთან შეგუება.
უცხო თვალისათვის რაინების ოჯახი იდეალურია - მზრუნველი ქმარი და მამა, ლამაზი ცოლი, ორი შვილი. მაგრამ ყველა ოჯახშია პრობლემები : უფროსკლასელმა ქალიშვილმა დედასთან ურთიერთობა შეწყვიტა და მას საფულიდან ფულს პარავს, უმცროსი ძმა მუდამ დასცინის დას, მშობლებიც რთულად პოულობენ საერთო ენას. მოულოდნელად ტელევიზიით უცნაურ სიგნალს გადმოსცემენ, რის შედეგადაც მშობლები საკუთარ შვილებს ესხმიან თავს. აი დადგა და-ძმის გაერთიანების დრო.
ჩვეულებრივი ბიჭი ადამი მამამისის საძებნელად მიდის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი ლეგენდარული ტყის მცველი ბიგფუტია.
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან!..
ცივი ომის დროს, საიდუმლო ორგანიზაციამ "პატრიოტი" შექმნა სუპერგმირების არმია, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის წევრები. მათ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ქვეყნისათვის საჭირო დროს, მათ გამოჩენა მოუწიათ.
ლოს-ანჯელესელი მარტოხელა დედის ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც იგი სამ ბიჭს მის სახლში ცხოვრების უფლებას მისცემს.
რას შეუძლია გააფუჭოს ძალიან მხიარული გოგონების წვეულება მაიმიში? ალბათ მხოლოდ სტრიპტიზიორის მოულოდნელ სიკვდილს. ახლა მეგობრებს მოუწევთ კვალის გაქრობა, სანამ ამ საქმეში პოლიცია ჩაერთვება.
გათამამებული ემილი უკვე 30 წლისაა, ის ეს-ესაა შეყვარებულმა მიატოვა. მან სასწრაფოდ უნდა იპოვოს ადამიანი, რომელიც მისი შეყვარებულის ადგილს დაიკავებს მოგზაურობისას. იგი დედამისს დაითანხმებს. მშვიდი ოჯახური მოგზაურობის მაგივრად მათ გაიტაცებენ. ისინი ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენ, მთავარია გაქცევა და უდაბნოში გადარჩნა შეძლონ.
ალიბი გჭირდებათ, რათა მეუღლის გარეშე მეგობრებთან ერთად დაისვენოთ? თქვენ გჭირდებათ სააგენტო, რომელიც ალიბის შექმნა. გრეგი და მისი გუნდი ამის სპეციალისტები არიან. მაგრამ როდესაც ის ხვდება ფლოს, მისი ოცნების გოგონას, რომელიც ვერ იტანს მატყუარებს , მას მისი საქმიანობის შესახებ მოტყუება მოუწევს. ყველაფერი ისე რთულდება, პროფესიონალი მატყუარაც კი ჩიხში აღმოჩნდება.
ჰერიეტი ყოფილი ბიზნეს ლედია, რომელიც ცდილობს აკონტროლოს ყველაფერი მის გარშემო. იგი საკუთარი ნეკროლოგის დაწერას გადაწყვეტს. ახალგარდა ჟურნალისტი ამოცანად საისახავს სიმართლის გაგებას.
სამედიცინო დრამა ახალგაზრდა მხატვარ ელენაზე, რომლის ემოციური სიცარიელეც ანორექსიაში გადაიზრდება. მის მკურნალობას იწყებს ექიმი, რომელიც არატრადიციული მკურნალობის მეთოდებითაა ცნობილი.







































