ძიება - * | ნაპოვნია: 951

მალეფიცენტას ქალიშვილი მოზარდი მელი, ბრუნდება მშობლიურ დაკარგულ კუნძულზე. იქ ანტიგმირების ახალი თაობის შეთქმულება მწიფდება , რომელთაც თავისუფლება წყურიათ. ამ ამბის გაგების შემდეგ მეგობრის გადასარცენად უფლისწული ბენი მიდის, რომელიც მზეთუნახავისა და ურჩხულის შვილია...

შობა სანტას თითქმის კარს მოადგა, მოულოდნელად კი მისი 92,000 დამხმარე ელფი შეუძლოდ ხდება... დღესასწაული დაღუპვის პირასაა. წამლისათვის სანტას საფრანგეთში უწევს წასვლა.

მანქანები 3

Cars 3

მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ...

ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის სამკუთხედიდან და განზრახული აქვთ გაანადგურონ ყველა პირატი, მათ შორის ჯეკიც. დახმარება მხოლოდ პოსეიდონის არტეფაქტს შეუძლია, რომელიც მის მფლობელს ყველა ზღვაზე მბრძანებლობას ანიჭებს.

პროფესიონალი მკვლელების სამყაროში არსებობს რეიტინგი, რომლის სათავეშიც არის მკვლელი სახელად გიუნტერი . არავინ იცის როგორ გამოიყურება ის და სად შეიძლება მისი პოვნა, მაგრამ ერთი რამ კარგად იციან იგი ძალიან სახიფათოა. მკვლელი ბლეიკი გადაწყვეტსრადაც არ უნდა დაუკდეს მოკლას გიუნტერი.

ნინძაგო სითი დასახმარებლად ახალგაზრდა ლოიდსა და მის მეგობრებს მოიწვევს. წინამძღოლი კუნგ ფუს ოსტატი ბუს დამხარებით მათ უნდა შეაჩერონ ყველაზე ბოროტი დიქტატორი ჰარმანოდი, რომელიც ლოიდის მამა აღმოჩნდება.

ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ცდილობს ბეტმენი ლეგო ქალაქი ჯოკერისგან იხსნას...

ერთ დღეს სმურფეტა მიხვდება, რომ სოფელში მის გარდა, ყველას აქვს საკუთარი მიზანი და საქმე. მაშ, რაში მდგომარეობს სოფელში ერთადერთი გოგონა-სმურფეტას მისია? იმისათვის, რომ ეს გაიგოს, ის იწყებს მოგზაურობას, რომლის დროსაც ხვდება იდუმალ არსებას, რომელიც ჯადოსნურ ტყეში იმალება, და სადაც სმურფებს სასტიკად ეკრძალებათ შესვლა. სმურფეტა მის ძმებთან ერთად და ასევე ბოროტი ჯადოქარი გარგამელი, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება ლურჯ გნომებს, მიემგზავრებიან თავგადასავალებით სავსე, სახიფათო მოგზაურობაში, იდუმალი და საოცარი აღმოჩენებით. ერთად მათ მოელით სმურფების უდიდესი საიდუმლოს ამოხსნა …

სტალინის სიკვდილი - ფაბიენ ნურისა და თიერი რობინის ნოველაზე დაფუძნებული ფილმი. ის გადაღებულია რუსეთის ლიდერის გარშემო დატრიალებულ აურზაურზე 1953წელს, როცა მინისტრები ძალაუფლებისთვის იბრძვიან...

აუტიზმისმქონე ახალგაზრდა ქალი გარბის მომვლელისაგან, რათა მისი ხელნაწერი მწერალთა კონკურსზე ჩააბაროს.

მილდრედ ჰეისი ქალიშვილის მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დამნაშავეები ნაპოვნი არ არიან. სასოწარკვეთილი ქალი სამ სარეკლამო დაფას დაიქირავებს და მათზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისთვის. როდესაც ამაში პოლიციის უფროსის მოადგილეც იქნება ჩათრეული, ინფანტილური დედიკოს ბიჭი, ოფიცერი დიქსონი, ბრძოლა მილდრედსა და მთავრობას შორის უფრო გამწვავდება.

ვიეტნამში საზღვაო ქვეითებში მსახურებიდან 30 წლის შემდეგ ლარი შეპერდი კვლავ ხვდება მის მეგობრებს სალ ნილონს და რიჩარდ მიულერს, რათა დაკრძალოს მისი ვაჟი, რომელიც ერაყის ომში მოკლეს.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე. მათ ურთიერთობის განვითარების გზაზე უწევთ კულტურული განსხვავებების გადალახვა...

ფრიადოსანი და მედალოსანი ლინი სხვა სკოლაში გადადის, სადაც ოქროს ახალგაზრდობა სწავლობს და მაშინვე დაუმეგობრდება გრეისს, რომელიც სუსტია მათემატიკაში. ერთხელ ლინი საუკეთესო მეგობარს გამოცდაზე დაეხმარება და მდიდარი მოსწავლეების რიგი დადგება, რომლებიც მზად არიან გადაუხადოს გამოცდის სავარჯიშოების პასუხებისათვის. რადგანაც ლინის მამა ჩვეულებრივი მასწავლებელია და ბევრი ფული არ აქვთ, ლინი გადაწყვეტს მისი გონებით ფული იშვოს და ჭკვიანურ სქემას შეიმუშავებს პასუხების გადასაცემად...

დენი ცნობილი მოქანდაკის ჰოვარდ მაიოროვიცის უფროსი ვაჟია, გზააბნეული და კოჭლი პოეტი. დენი ნიუ იორკში მამასთან ჩავიდა ქალიშვილთან და პრობლემებთან ერთად. ჰოვარდს დენის გარდა ქალიშვილი ჯინი და ვაჟი ჰყავს სხვა ქორწინებიდან, წარმატებული მეთიუ, რომელიც ლოს ანჯელესში მუშაობს. მალე ჰოვარდს გამოფენა აქვს, შვილები მის მომზადებაში ეხმარებიან. მოხუცი მოქანდაკე მისი ცხოვრების ისტორიებს იხსენებს...

ფილმის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც ცხრა უცხო ადამიანი ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩნდება. მათ არ იციან რისთვის მოვიდნენ აქ, არც იმ ადამიანის ვინაობა იციან ვინც აქ მოიყვანა. ისინი იწყებენ უცნობზე მსჯელობას. აღმოჩნდება, რომ უცნობს მათი ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, სანაცვლოდ კი მათ რაიმე უნდა გააკეთონ. რაც უფრო რთულად შესასრულებელია სურვილი, მით უფრო რთული დავალება ელით მათ...

ქაოსი

Mayhem

კაცობრიობას ახალი ვირუსი დაატყდა თავს. ვირუსის ზემოქმედებით ყველა ის ემოცია, რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია უმართავი ხდება: სიბრაზე, მრისხანება, შიში და მსგავსი ემოციები. რვა საათში ყველა სიმპტომი ქრება.

ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნარკო ბარონ პაბლო ესკობარსა და კოლუმბიელ ჟურნალისტ ვირჯილია ვალეოს სიყვარულის შესახებ, რომელიც ქვეყანას შუაზე გახლეჩს...

რთულია გოგონასთან საუბრის წამოწყება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის არამიწიერი სილამაზის უცხოპლანეტელია და მან ლონდონი უნდა დატოვოს, როგორც კი გალაქტიკათშორისი წვეულება დასრულდება. მაგრამ სიმპატურ მეამბოხე ენნს გადაწყვეტილი აქვს საცეკვაო მოედანი დაიპყროს და პანკ-დედოფალთან ერთად პატარა რევოლუცია მოახდინოს. რას არ გააკეთებ სიყვარულისთვის! დარჩა მხოლოდ გალაქტიკის მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა: როგორ გამოველაპარაკოთ გოგონას წვეულებაზე?...

ორი მამაკაცის კომედიური მეგობრობა, რომელთაგან ერთი კვადრიპლეგიითაა დაავადებული, ხოლო მეორე მისი მომვლელია კრიმინალური წარსულით..