ძიება - * | ნაპოვნია: 951

ფილმის მოქმედება პატარა სიცილიურ ქალაქში მიმდინარეობს, სადაც ახალ მერს ირჩევენ, რომელიც მალევე ხვდება რომ წესებით თამაში არც ისე მარტივია.

რამოდენიმე წარუმატებელი წიგნის შემდეგ, ჩარლზ დიკენსი გადაწყვეტს დაწეროს და მისივე სახსრებით გამოუშვას წიგნი "საშობაო სიმღერა".

დასტი და ბრედი გაერთანდებიან, რათა მათ შვილებს იდეალური შობა მოუწყონ. მათი მიღწეული ნეიტრალიტეტი საფრთხის ქვეს დგება, როდესაც დასტის მაჩო მამიკო და ემოციური ბრედის მამა ჩამოდიან შვილიშვილებთან. შობის დღესასწაული ნამდვილ ქაოსში გადაიზრდება.

თერაპევტი გადის ახალ პროცედურას, რომ შეიმციროს სიმაღლე ოთხი ინჩით, რათა მან და მისმა ცოლმა გადაარჩინონ პლანეტა და ჰქონდეთ ლამაზი ცხოვრება ერთდროულად...

სპეცნაზის აგენტი ცდილობს დაიცვას ახალგაზრდა ქალი კრიმინალური დაჯგუფებისაგან. ამავე დროს იგი უცნაურ კავშირს გრძნობს მასთან, თითქოს სხვა ცხოვრებაში შეხვედრია მას.

შიშველი

Naked

რობ ანდერსონის ქორწილის დღე "ზაზუნას დღედ" იქცევა, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება. საქმე იმაშია რომ სიძე ყველა ჯერზე იღვიძებს ლიფტის იატაკზე, შიშველი. ქორწინებამდე კი მხოლოდ ერთი საათია დარჩენილი...

რაპუნცელს არ სურს იქორწინოს და კოშკის კედლებში გაატაროს ცხოვრება. იგი სასახლიდან წავა და ახალ თავგადასავალში გაეხვევა...

არქეოლოგიის პროფესორი ჯეკი, რომელიც სიანში ტერაკოტის არმიის მუზეუმში მუშაობს, აშმიტასთან და კირასთან ერთად ცდილობს იპოვოს მაგადაჰას საგანძური. ტიბეტში ყინულის გამოქვაბულში, ისინი სამეფო არმიის ნაშთებს აღმოაჩენენ, რომელიც საგანძურთან ერთად გაქრა. ამავე დროს, მათ თავს ესხმის რენდალი, ამბოხებული ჯარის შთამომავალი ლიდერი. მას შემდეგ, რაც ისინი ტყვეობიდან თავს დაიხსნიან, მიდიან დუბაიში, სადაც აუქციონზე გეგმავენ ყინულის გამოქვაბულში ნაპოვნი ბრილიანტის გაყიდვას. მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, ჯეკი და მისი გუნდი ინდოეთში მდებარე ტაძარში მიდიან, სადაც ბრილიანტს გამოიყენებენ როგორც ნამდვილი საგანძურის გასაღებს…

ამბავი ორი ზედმეტი წარმოსახვის მქონე პრანკსტერის ჯორჯის, ჰაროლდის და ერთ წარმოუდგენელ ბზინვარე გმირზე...

ნამდვილი ისტორია პილოტ - ბერი სილზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგ 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი...

ყველა ადგილზეა: პიტერ ქვილი, სიტყვაძუნწი დრაქსი, მწვანეკანიანი ჰამორა, ცოცხალი ხე გრუტი და მოლაპარაკე ენოტი. გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა...

ძაღლი მიემგზავრება, რათა გაიგოს მისი ცხოვრების მიზანი. იგი გამოიცვლის რამოდენიმე პატრონს და გადახდება განსხვავებული ისტორიები...

ფილმი სამ მოხუც მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთ დღესაც გადაწყვეტენ, რომ ბანკი გაძარცვონ...

ფერდინანდი - პატარა ხარი, რომელსაც ხის ქვეშ ჯდომა და ყვავილების სურნელის შეგრძნება ურჩევნია აქეთ-იქით ხტომას, ხვნეშასა და სხვა ხარებთან დაჭიდებას. როცა იგი დიდი და ძლიერი იზრდება, მისი ტემპერამენტიც მატულობს. ერთ დღესაც ფერმაში ხუთი კაცი მოვა, რათა აირჩიონ ყველაზე დიდი, მსუქანი და ტლანქი ხარი, მადრიდში ხარების შეჯიბრზე გასაყვანად. ისინი შეცდომით ფერდინანდს აირჩევენ. ფილმი გადაღებულია მანრო ლეფის 1936 წლის საბავშვო წიგნის მიხედვით...

გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს...

ფედერალური საგამოძიებო სააგენტოს აგენტს სპეციალური დავალება აქვს. მოტოცილებიანი დაჯგუფება საინკასაციო მანქანებს ძარცვავს. არსებობს ეჭვი, რომ მათ ვიღაც ეხმარება პოლიციიდან. სწორედ ამ ამბის გარკვევა ევალება აგენტს...

არსებობს ბევრი რეკომენდაცია და რჩევა , როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ პატარას ცუდი ხელმძღვანელის ყველა თვისება აქვს და მის გარშემო იგი მხოლოდ ზარმაც და უნიჭო ადამიანებს ხედავს?

პიტერ პარკერი ცდილობს დააბალანსოს თავისი ცხოვრება, როგორც ჩვეულებრივმა სტუდენტმა და ებრძოლოს კრიმინალს, როგორც ადამიანმა ობობამ...

როდესაც ტროლების მუდამ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი დედოფალი პოპი გაიგებს, რომ ბერგენებს არცერთი დღესასწაული არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მათ ცხოვრებას უფრო მხიარულს გახდის...

მიზანდასახული და გონებამახვილი, მაგრამ არც ისე იღბლიანი და დამჯერი ბიჭის თავგადასავალი. უცნაური თავგადასავლები მას არა მარტო სკოლაში, არამედ ზაფხულის დასვენების დღეებშიც თან სდევს, მაშინ როდესაც ოჯახს 90 წლის ბებიის დაბადების დღეზე წასვლაზე დაითანხმებს...