შყვარებული არა გყავს? რა პრობლემაა! უნივერსიტეტში სწავლისთვის ფულის შესაგროვებლად, უფროსკლასელი „პაემნების“ აპლიკაციას ქმნის, რომლის საშუალებითაც შეუძლია „დროებით ბოიფრენდი“ გახდეს.
არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტიური ისტორიების ამ იუმორისტულ ვერსიაში, ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსი და მისი ერთგული მეგობარი ექიმი უოთსონი სრულიად ახალი კუთხით წარმოგვიდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ რთული დანაშაულებისა და საიდუმლოებების გამოძიებით არიან დაკავებულნი, ამჯერად მოვლენები სავსეა კომიკური სიტუაციებით, გაუგებრობებითა და მოულოდნელი თავგადასავლებით. ჰოლმსის ექსცენტრიკული ხასიათი და უოთსონის არაერთი შეცდომა გამოძიებებს ხშირად აბსურდულ მიმართულებას აძლევს.
და-ძმა, რომლებიც მშვიდ სანაპირო ქალაქში ცხოვრობენ, სრულიად შემთხვევით დაუმეგობრდებიან ოჯახისგან განცალკევებულ დელფინს ბერნის. ეს უჩვეულო მეგობრობა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის და ბავშვებს ახალი, საოცარი სამყაროს აღმოჩენამდე მიჰყავს, სადაც ბუნება და ზღვის ბინადრები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. დროთა განმავლობაში ისინი ამჩნევენ, რომ სანაპიროზე უცნაური ცვლილებები ხდება და ეკოსისტემას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ბერნის დახმარებით და საკუთარი ცნობისმოყვარეობით და-ძმა იწყებს გამოძიებას, რომელიც მათ შოკისმომგვრელ საიდუმლომდე მიიყვანს საიდუმლო, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სანაპიროს განადგურება, არამედ მათი ახალი მეგობრების სახლების გაქრობაც.
მთელი ცხოვრების მეგობრები, ალექსა და კეტი, მოუთმენლად ელოდებიან საშუალო სკოლაში სწავლის დაწყებას. ახალი ეტაპი მათთვის საინტერესო შესაძლებლობებთან, ახალ მეგობრებთან და მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად სირთულეებისა, გოგონები ერთმანეთის გვერდით დგანან და მეგობრობის ძალით უმკლავდებიან ყველა დაბრკოლებას. სერიალი სავსეა თბილი ემოციებით, იუმორითა და ცხოვრებისეული ისტორიებით.
უშიშარი და თავისუფალი სულის მქონე ჰილდა ახალ თავგადასავლებს იწყებს, როდესაც მოჯადოებულ ტყეს ტოვებს და ქალაქისკენ მიემართება. მის წინ უცნობი სამყარო, ახალი მეგობრები და საოცარი აღმოჩენები იშლება. მოგზაურობისას ჰილდა არაერთ ჯადოსნურ არსებას შეხვდება და საინტერესო გამოწვევებს გადალახავს. ეს თბილი და ფანტასტიკური ანიმაციური სერიალი სავსეა მეგობრობით, თავგადასავლებითა და დაუვიწყარი ისტორიებით.
ექსპერიმენტის დაწყებისთანავე ყველაფერი უცნაურ მიმართულებას იღებს. მონაწილეები ერთმანეთთან მოულოდნელ კავშირს ამყარებენ, ხოლო რეალობისა და წარმოსახვის საზღვრები თანდათან ბუნდოვანი ხდება. მალე ირკვევა, რომ ექსპერიმენტი ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე მათ ეგონათ და შედეგები სრულიად გაუთვალისწინებელ მოვლენებამდე მიდის.
ნიკის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც საყვარელი ადამიანი მიატოვებს და იგი მძიმე გულისტკივილს განიცდის. თუმცა მისი საუკეთესო მეგობარი დარწმუნებულია, რომ ასეთი სევდისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა ერთი რამ არის სრული თავისუფლება, მუსიკა და დაუვიწყარი თავგადასავალი.
მსხვილი კორპორაციის დაუნდობელი ხელმძღვანელი თანამშრომლებისგან თითქმის არაადამიანურ პროდუქტიულობას ითხოვს. იმისთვის, რომ საკუთარი იდეა გამოსცადოს, იგი მენეჯერებზე სახიფათო ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს და მათ საიდუმლო ფორმულის მქონე ენერგეტიკულ სასმელს ურიგებს.
დაქირავებული მკვლელი ლოს-ანჯელესში ახალი დავალების შესასრულებლად ჩადის, თუმცა ყველაფერი მოულოდნელად იცვლება, როდესაც ერთ-ერთი საქმის დროს შემთხვევით სამსახიობო კურსებზე აღმოჩნდება.
ეს არის დრამა უფუნქციოდ დარჩენილი მედია ოჯახის დინასტიის შესახებ XXI საუკუნეში. როის ოჯახი- ლოგან როი და მისი ოთხი შვილი - აკონტროლებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედია და გასართობ კონგლომერატს მსოფლიოში. ფილმი ამ ოჯახის წევრთა ცხოვრების გზას ფეხდაფეხ მიჰყვება, რომელთაც წარმოდგნაც არა აქვთ, რას უმზადებთ მომავალი, მას შემდეგ, რაც მათი ასაკში შესული მამა თმობს პოზიციებს კომპანიაში.
ორი ოფისის თანამშრომელი, რომლებიც ასევე ოტაკუ კულტურის მოყვარულები არიან, ერთმანეთს ხვდებიან და გადაწყვეტენ ურთიერთობის დაწყებას. თუმცა სერიოზული რომანტიკული ურთიერთობა მათთვის საკმაოდ რთულია
36 წლის ქალი დაიღალა რუტინული ცხოვრებით. ამიტომ გადაწყვეტს, ცხოვრებაში რადიკალული ცვლილელები შეიტანოს, მაგრამ ეს მცდელობა ცხოვრებას ყირაზე დაუყენებს...
მკაცრი და არამეგობრული როტვეილერი-პოლიციელი სახელად მაქსი, დავალებით ფარულად იგზავნება ცხოველების არალეგალური ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებიც ძაღლების პრესტიჟულ გამოფენაზე ლას-ვეგასში იკრიბებიან. ამისთვის მაქსი და მისი პოლიციელი ადამიანი-მეწყვილე კონკურსანტთა რიგებს შეუერთდებიან, და ახლა გმირები იძულებულნი არიან – სალონის პროცედურებით დაწყებული ქორეოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული, სპეციფიკური მომზადების კურსი გაიარონ …
ანტონ ჩეხოვის პიესის “თოლია” ეკრანიზაცია. მსახიობი ირინა არკადინა თავის ძმას პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინს და ვაჟს კონსტანტინ ტრეპლევის ქალაქგარეთა სახლში სტუმრად ეწვევა. მასთან ერთად ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი – ცნობილი და წარმატებული პროზაიკოსი ჩადის, რომელსაც მომხიბვლელი, ახალგაზრდა და უმწიკვლო, მეზობელი გოგონა – ნინა შეუყვარდება. ეს რამდენიმე დღე გმირების ბედისთვის საბედისწერო დასაწყისი აღმოჩდება…
მხიარული ამბავი ოცდაათი წლის პარიზელი მარიონის და ბენის შესახებ. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, გარდა ასაკისა და საცხოვრებელი ადგილისა – მობილურში დაყენებული გაცნობის პროგრამა Tinder-ია.
ერთადერთი და განუმეორებელი დაქირავებული მკვლელი ბრუნდება, კიდევ უფრო მასშტაბური, კიდევ უფრო დამანგრეველი ! როდესაც მის ცხოვრებაში სუპერჯარისკაცი იჭრება, მომაკვდინებელი მისიით, დედპულს მოუწევს დაფიქრდეს რა არის მეგობრეობა, ოჯახი და რას ნიშნავს იყო ნამდვილი გმირი.
და-ძმა კეიტი და თედი, ცდილობენ დაამტკიცონ რომ სანტა კლაუსი რეალურად არსებობს, მაგრამ როდესაც მათი მიზეზით სანტას მარხილი გაფუჭდება, მოუწევთ შობის გადარჩენა.
რობინი ბეტმენის თანაშემწე და ახალგაზრდა ტიტანების ლიდერია! მას სურს, რომ მისი გუნდი გახდეს ცნობილი
ლეოს მშობლები, ისევე როგორც ნიკის მშობლები, ამერიკაში ჩავიდნენ იტალიიდან და საკუთარი პიცერია გახსნეს. ორ რესტორანს შორის სასტიკი კონკურენციაა, მაგრამ მოზარდებს შორის ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი იზიდავთ...







































